ანის დღიური
ადვილია თქვა ნახვამდის როდესაც არ გაქვს ეს გამოცდილი, როდესაც გიყვარს და გიწევს მოატყუო ამ სიტყვებით "არ მიყვარხარ" მხოლოდ იმის გამო რომ მას არ უყვარხარ და თავი არ დაიმცირო. იმედი მაქვს ოდესმე მას დავივიწყებ და ვიცხოვრებ ისევ ისეთი უდარდელი ცხოვრებით როგორითაც ვცხოვრობდი. მექნება ლაღი მომენტები, დავიკიდებ ყველას და ყველაფერს. შევიყვარებ სხვას, იმას ვისაც ვეყვარები და გულრწფელად მეტყვის "მიყვარხარ" და მეც ჩავეხუტები და თბილად მოვეფერები. მჭირდება ეს სიტყვები ადამიანისგან. ვინ იცის როგორაა ნინი, უკვე 2 დღეა არ მინახავს, უკვე 2 დღეა სახლიდან წამოვედი, მაგრამ სახლი ?? მე ხომ არც დედა მყავს და არც მამა. მე ხომ უდარდელი ცხოვრება არასდროს მქონია. მე ყოველთვის სიყვარულში ვიყავი ჩაფლული.. ყოველთვის .. წავალ, წავალ და აღარ დავბუნდები .. ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა .. ჩემს ოთახში ავედი და შეგროვებული ფული ავიღე, იქნებ ახლა მაინც გამიმართლოს .. ნიუ იორკის რეისის ბილეთი დავჯავშნე .. ჩანთა ჩავალაგე და მშვიდობით საქართველოვ .. ნინის დავურეკე მაგრამ არ აიღო და ავტომოპასუხე ჩაირთო : "ნინ მინდა ბოლოჯერ გაგაგონო ჩემი ხმა, იცოდე რომ ძალიან, ძალიან მომენატრები და არასდროს დაგივიწყებ, დამიჯერე კარგად ვიქნები და ვფიქრობ რომ ასე უფრო ბედნიერად ვიცხოვრებ .. მიყვარხარ"
აი ჩავედი და აეროპორტში სასტუმრო დავაჯავშნინე .. სასტუმრო სადღაც ნიუ იორკის შუაში იყო .. მე ჩემი ოცნება ავისრულე და ბოლოს და ბოლოს ნიუ იორკიც ვნახე .. ეს ხომ არაჩვეულებრივი იყო .. 12 კლასს ვიწყებდი ამიტომ სკოლა მინდოდა .. და გადავწყვიტე Hollywood Art-ში შემეტანა საბუთები, როდესაც იქ მივედი პირი ღია დამრჩა .. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო .. ბავშვები ჯერ არ იყვნენ მარა სკოლა გასაოცარი იყო ..
-გამარჯობათ
-გამარჯობა
-თქვენ ხართ არა დირექტორი ??
-დიახ მე ვარ ..
-აი ეს საბუთები ..
-თქვენ რა ხუმრობთ ?? ჩვენი სკოლას საბუთები არ სჭირდება
-აბა ??
-აქ მთავარია ნიჭი, სიმღერა იცით ??
-არასდროს მიცდია ..
-ხოდა ახლა სცდით ...
შემდეგი თავი მემგონი საინტერესო გამომივა )) მადლობთ რომ კითხულობთ
თქვენი აზრი დამიტოვეთ <33