მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » Iphone+
6:28 PM
Iphone+
Iphone+
კომპანია „iPhone+ " არ შედის იმ კომპანიების რიცხვში, რომელთაც კორპორაცია „Apple" ოფიციალურად აწვდის თავის პროდუქციას.
.


საქართველოში კორპორაცია „Apple" – ის ავტორიზებულმა რესელერმა, კომპანია „Ge-store" -მა გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა შ.პ.ს „ iPhone+" -ის გენერალურ დირექტორს. „ GE-STORE" მოუწოდებს „iPhone+"-ს, შეწყვიტოს "Apple”-ის ლოგოს უკანონო გამოყენება და მომხმარებელს შეატყობინოს, რომ შპს „iPhone+ " არ არის კომპანია „Apple "-ის არც ოფიციალური წარმომადგენელი, არც რესელერი და არც სერვისის უზრუნველმყოფელი.

კომპანია „iPhone+ " არ შედის იმ კომპანიების რიცხვში, რომელთაც კორპორაცია „Apple" ოფიციალურად აწვდის თავის პროდუქციას.

გთავაზობთ გამაფრთხილებელი წერილის სრულ ვერსიას: 
„გაცნობებთ, რომ თქვენი კომპანია არღვევს კორპორაცია „Apple”-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. კერძოდ, შპს „iPhone+"-ს განთავსებული აქვს კომპანია"Apple”-ის ლოგო (რომელიც დაცულია ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად) თავისი მაღაზიების ფასადებზე, იყენებს კორპორაცია „Apple "-ის სიმბოლიკას (ბეიჯებსა და მაისურებზე). გარდა იმისა, რომ თქვენი კომპანია არღვევს კორპორაცია „Apple”-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, თქვენ ასევე შეცდომაში შეგყავთ ჩვეულებრივი მომხმარებელი.

 მომხმარებელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ თქვენი კომპანია მათ ვერ სთავაზობს კორპორაცია „Apple”-ის სტანდარტულ სერვისს და შესაბამის საგარანტიო პირობებს. მთელ მსოფლიოში „Apple” ის პროდუქციის სიძვირე განპირობებულია არა მხოლოდ თავად პროდუქციის უმაღლესი ხარისხით, არამედ მომხმარებლის მაღალი დონის მომსახურებითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საქართველოში კორპორაცია „Apple”-ის ბრენდი ხდება კრიტიკის საგანი. ამგვარი ბიზნეს-პრაქტიკა კი ზიანს აყენებს „Apple” ის ბრენდს და შესაბამისად, კომპანია „GE-STORE "-ის იმიჯსაც. 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ შპს „iPhone+”-მა შეწყვიტოს კორპორაცია „Apple” ის ლოგოს უკანონო გამოყენება და შეატყობინოს მომხმარებელს, რომ შპს „iPhone+" არ არის „Apple” ის არც ოფიციალური წარმომადგენელი, არც რესელერი და არც სერვისის უზრუნველმყოფელი.
იმ შემთხვევაში, თუ ამ წერილის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში თქვენი მხრიდან არ მოხდება შესაბამისი რეაგირება, იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს."

კომპანია „ GE-STORE " მომხმარებელს ურჩევს, არ შეიძინოს „Apple” ის პროდუქცია არაოფიციალურ გადამყიდველებთან, რათა თავიდან აიცილოს უხარისხო ტექნიკის შეძენის რისკი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები. 
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 938 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-02-28 Spam
♥ Klaus And Caroline ♥, ahah ratom ggonia?)) sul magaze vpikrob )) arts shen gitsnob da arts Gabbys ubralod sheni saikhle vnakhe rom getsera mivdivaro da gamikvirda)) memgoni aravin gagdebs