მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 13 » Interview With NaNuKa <3
5:42 PM
Interview With NaNuKa <3


ამარჯობა ნანუკა, მიხარია რომ შედგა ჩვენს შორის ინტერვიუ და მადლობა ამისათვის.

 

-პირველად მინდა გკითხო როგორ მიხვედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პროფესიად ჟურნალისტიკა აგერჩია? იმიტომ, რომ ეს მაშინაც ძალიან რისკიანი პროფესია იყო და ახლაც ასეა.

-იმ ასაკში გადავწყვიტე ჟურნალისტობა, რომ მაშინ არ ვიცოდი, რომ რისკიანი იყო ეს პროფესია, მე ეს არ მახსოვს მაგრამ დედაჩემი მახსენებს, რომ დაცლილი დეზადორის ბოთლით დავდიოდი და სიტყვა იმიტირება მეზიზღება მაგრამ, იმიტაციას ვაკეთებდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და დავდიოდი ქუჩაში და ხალხს რაღაცეებს ვეკითხებოდი, ანუ ძალიან ადრე გადამიწყვეტია, ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ ჩემი ხმით ჩამეხშო ჩემი კონკურენტების ხმები ტელე-ეკრანებიდან, ანუ გარკვეულწილად კონკურენცია მქონდა როგორც ჩანს ამ ჯადოსნური ყუთის ხმებთან, ამიტომ ვერ გეტყვი, რომ ოდესმე ვფიქრობდი რომ ეს რისკს მოიცავდა ან იყო რისკთან დაკავშირებული ფაქტორებით გათვალისწინებული, უბრალოდ ეს იყო უბრალოდ ბავშვური ოცნება, რომელიც ამიხდა.

-მაინტერესებს თუ ყოფილა შემთხვევა პროფესიული შემოქმედების მხრივ, როცა გითქვამთ "მე ამას ვერ გავაკეთებ" ან "მე ეს არ გამომივა"?

-მორალური თვალსაზრისით თუ რისკის თვალსაზრისით?

-მორალური თვალსაზრისით და თუ გინანიათ თქვენი გადაწყვეტილება ჟურნალისტიკის არჩევის მხრივ?

-არასოდეს არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება ჟურნალისტიკის არჩევის მხრივ, არ მგნონია, რომ მეტყობოდეს რამე, რომ მე ამას ვნანობ, რაც შეეხება რისკის თვალსაზრისით - არა, იმიტომ, რომ ომი დაიწყო-ომში ვიყავი, მეომრებისგან კოდორს წმინდავდნენ-კოდორში ვიყავი, ციხეში ბუნტი იყო-ციხეში ვიყავი, მეტი რისკების წინაშე ქვეყანა არ დამდგარა

ნანუკა ჟორჟოლიანი (16 ფოტო)

-ყველაზე კრიზისული და ყველაზე წარმატებული პერიოდები მინდა გაიხსენოთ თქვენს შემოქმედებით მოღვაწეობაში?

-ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო ომის პერიოდი, ამაზე მეტად კრიზისული არ მქონია არასდროს, იმიტომ, რომ აქ ვიყავი მეტად რთულ გასაყარზე - სად იყო ზღვარი ადამიანობასა და ჟურნალისტიკას შორის დღემდე არ ვიცი, დღემდე არ ვიცი სად იყო მაშინ ზღვარი. ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო ჩემთვის რუსთავი 2-ის დასაწყისი, როდესაც მე ვიწყებდი რუსთავი 2-ში მუშაობას, რომელსაც დაემთხვა რევოლუციის პერიოდი - 2002-2003 წლის მოვლენები,ეს იყო ჩემტვის ყველაზე წარმატებული პერიოდი. მაშინ შექმნა რუსთავი 2-მა ჩემგან რეპორტიორი, რამაც მომცა მერე იმხელა გამოცდილება, რომ თავისუფალ დინებაში დღეს ჩემით მივცურავ, ანუ ეს ყველაფერი მომცა რუსთავი 2-მა და ყველაზე წარმატებული პერიოდი არის დღეს - "ნანუკას შოუ", მაქვს ეს ორი პერიოდი ჩემს შემოქმედებაში.

-ყველაზე დიდი ექსპერიმენტი, რომელმაც თვლით, რომ გაამართლა?

-"ნანუკას შოუ" (დაუფიქრებლად მპასუხობს -ავტორი), ნაომარი ჟურნალისტისგან, ჟურნალისტი, რომელიც იყო ომში სპეც-ოპერაციებზე, გაეკეთებინა ასეთი ტიპის შოუ იყო ყველაზე დიდი რისკი, თუკი რაიმე რისკზე შეიძლება წავსულიყავი, იმიტომ, რომ ერთია მაყურებელი მიიღებდა თუ არა "ნანუკას შოუს" არავინ არ იცის და მეორეა მაყურებელი, რომ "ნანუკას შოუს" მიიღებდა, უკვე დაბნეული მაყურებელი რამდენად გაიხსენებდა ნანუკას წარსულს, კარგი გაგებით თუკი რაიმე კარგი ჟურნალისტიკაში გამიკეთებია და მე ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ექსპერიმენტმა ჩემს ცხოვრებაში გაამართლა ეს იყო ეს - "ნანუკას შოუ"

ნანუკა ჟორჟოლიანი (16 ფოტო)

-"ნანუკას შოუ" ყოველთვის არის ხოლმე საჯარო აღსარებების ასპარეზი, როგორ ახერხებთ იმას, რომ სტუმრები თქვენთან ჰყვებიან იმას, რაზეც ხალხში მხოლოდ ჩურჩულებენ?

-როდესაც ოპრა უინფრი გამოვიდა თავის გადაცემაში და მოყვა როგორ გააუპატიურეს ბავშვობაში და როგორი ტრამვა მიიღო და როგორ გახდა ის ძალადობის მსხვერპლი, ეს გულახდილი აღიარება გაამართლა მაყურებელმა იმდენად კარგად მიიღო მაშინ ამერიკაში, რომ ყველა მიხვდა - კარგია ისაუბრო რაღაცეებზე, იცი რა პირდაპირი მოდელით საქართველოშიც იგივე მოხდა, გახსოვთ ალბათ მე გამოვედი და ვისაუბრე ჩემს პირადზე, რომელიც ჩემი პირადიც ძალიან ტაბუირებული იყი და ჩემს პირადზეც ბევრს საუბრობდნენ კულუარებში, მაგრამ მაყურებელმა მიიღო, გულწრფელად "ნაღდად" - მიყვარს ეს სიტყვა რაც მე სინაღდით მოვყევი და მაყურებელი არ მოვატყუე, მაყურებელმა ეს ძალიან კარგად მიიღო და ყველაზე ჭკვიანი არის თვითონ მაყურებელი, იმიტომ, რომ ის კარგად ამჩნევს ფარისევლობას ტყუილს, ყველაფერს - ცუდ ხასიათს, კარგ ხასიათს, ყველაფერს გადასარევად ამჩნევს, უბრალოდ ხანდახან რაღაცეები ეშლება ხოლმე, მაგრამ როგორც წესი მაყურებელი კარგად იგებს ყველაფერს, მაგალითად კარდეოლოგთან რომ მიდიხარ და გულის ცემის სიხშირის კარდეოგრამას რომ გაძლევს ისეთია ის რეიტინგები, რომლებიც ჩვენ მოგვდის, შესაბამისად ასეთია ზუსტად მაყურებელიც, იგი ზუსტად ასახავს გადაცემის რეიტინგს და ვფიქრობ, როდესაც მე ეს გავაკეთე, ანუ გამოვედი და გულწრფელად ჩემს ცხოვრებაზე ვისაუბრე, ტაბუ მოვხსენი რაღაცეებს, მაყურებლები მიხვდენენ რომ ეს კარგია, რომ ეს მომგებიანია, პოლიტიკოსები მიხვდენენ, რომ კარგია. გაცილებით მეტი შადრევნის გახსნა თუ გზის დაგება არაა მთავარი, ყველაზე კარგი პიარი არის ის, რომ შენი ცხოვრების ადამიანური მხარე მოუყვე მაყურებელს. ეგრეთ-წოდებული არაპოპულარული ადამიანებიც მე ხომ მყოლია გადაცემაში ბევრჯერ, მეორე დღეს გადაცემიდან რომ მიდიოდნენ ქუჩაში, ხალხში, ბაზარში ხვდებოდნენ სითბოთი, მე მიხარია ერთი რამ, ყველაზე მეტად რასაც მივაღწიე და რასაც წარმატებად ვთვლი, ეს არის, რომ მოდური გახდა საკუთარ პირადზე საუბარი, ტენდენცია გახდა, რომ მოხვიდე და ისაუბრო. ისე მარტივად ვაღწევ უკვე "კი"-ს, ადრე თუ მჭირდებოდა იმის ახსნა, რომ ეს მათთვის იყო კარგი. დღეს რესპოდენტი ისე მიხსნის კარტებს, როცა მე ამაზე ვესაუბრები, რომ გაკვირვებული ვრჩები. ვერც კი გავბედავდი ოდესმე მათთვის შემეტავაზებინა იმ თემებზე საუბარი რაზეც მესაუბრნენ, თამრიკო ჭოხონელიძის მაგალითი იქნება ეს თუ ზურა ყიფშიძის. თამრიკო და მე რომ შევხვდით დაგაცემის ჩაწერის წინ, თამრიკოსგან წამოვიდა ინიციატივა რაღაცეებზე კარტის გახსნის, რაზეც მე გავოცდი, იმიტომ, რომ შეიძლება პირდაპირ არ მეკითხა და შორიდან მომეარა და სანამ იქამდე მივიდოდი თვითონ თქვა და მოიგო. ეს გადაცემა დღემდე რჩება ჩემს გამორჩეულ გადაცემად.

ნანუკა ჟორჟოლიანი (16 ფოტო)

-რესპოდენტებიდან თუ გამოარჩევდით ვინმეს, ვინც ინტერვიუს დროს თავი ისე დაგანახათ და დაგამახსოვრათ, რომ ვერც კი წარმოიდგენდით ის იმ მხარეს? ანუ ყველაზე მეტად ვინ გაგაოცათ?

-თემურ ქეცბაია, იმიტომ, რომ ის ჩემთვის იყო სახე მოღუშული, ცოტა მკაცრი, ადამიანი, რომელიც მეგონა, რომ არ ლაპარაკობდა, არ იცინოდა და აღმოჩენა გავაკეთე, მეორე საყვარელი რესპოდენტია კახა ბენდიქუძე, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ გამიკეტებს შოუს, არაფრისგან შოუ გამიკეთებს და მე ვცუთხარი ასეთი რაღაც, რომ თქვენზე სუბიექტურად ვფიქრობ-თქო, ოღონდ სუბიექტურად-თქო ხაზგასმით ვუთხარი, რომ თქვენ უნაკლო ხართ-თქო და მან მიპასუხა ასეთი რამ - უნაკლო არის სფეროო და მე ჯერ არ დავგორავ, დავდივარო, ანუ ყველაფერზე ისეთ პასუხს გაძლევს, რომ შოუა, როგორ ხარ? - რომ კითხავ - შოუა, რატომ აღარ წერ ტაბულაში - შოუა, მისი ყველა პასუხი არის შოუ და როდესაც აკეთებ შოუს ყველაზე კარგი რესპოდენტი არის ბენდუქა.

-რა გახდა "ნანუკას შოუს" წარმატების მთავარი იზეზი? 

ერთადერთი რამ - გულახდილობა, ერთადერთი რამ. მე ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებ, ჩემი კონკურენტებისგან განსხვავებით მეტად ბევრ შეცდომებს ვუშვებ, ამას ემატება ჩემი ჩეაცმულობის სტილი, რომელსაც ვერ იგებს თაობა, ჩემი ბებიის თაობა. ბებიაჩემს ხანდახან დაურეკავს და უთქვამს ბოშო ეს რა გეცვაო. ამას ხომ უყურებს ყველა. ძალიან ხშირად რესპოდენტთან ხისტად დასმული კითხვა, მაგრამ მაყურებელი ამას გპატიობს მხოლოდ იმიტომ, რომ იცის, რომ არ ატყუებ, მხოლოდ ამიტომ გპატიობს და კიდევ შრომა, დაუღალავი შრომა, დილის 5 საათზე სახლიდან გასული ნანუკა, იმიტომ, რომ მონტაჟში რაღაც დეტალი არ მომეწონა, რომელსაც ვერ შეამჩნევდა ვერავინ. გამიდმებით ვშრომობ, სულ აქა ვარ, ბავშვმა სიარული რომ დაიწყო 2 დღის მერე გავიგე

ნანუკა ჟორჟოლიანი (16 ფოტო)

-თქვენი, როგორც უკვე წარმატებული ჟურნალისტის აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი და რა არის ამ პროფესიის ადამიანების წარმატების მთავარი ფორმულა?

-იყო საჭირო დროს საჭირო ადგილას - იმიტომ, რომ როდესაც მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი ჩემზე ბევრად კარგი სტუდენტები ისხდნენ ჩემთან ერთად აუდიტორიაში, თუმცა ყველას არ გაუმართლა. მეორე რასაც ვურჩევ არის შრომა და მესამე-მაყურებლის სიყვარული, მაყურებელი თუ არ გიყვარს არაფერი არ გამოგივა, არ ეყვარები მაყურებელს-მოდი ასე ვთქვათ. გააჩნია რა არის მიზანი, ყველა ჟურნალისტის მიზანი არ არის, რომ მაყურებელს უყვარდეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შეიძლება რომელიმე ჟურნალისტი მომიბრუნდეს და მითხრას - სულაც არ მინდა მაყურებელს ვუყვარდე, მე მინდა ინფორმაცია გავაშუქო ობიექტურად. თუმცა ეს ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დასასმელია, თუ მე საინფორმაციოში ვმუშაობ მაშინ კი მომეთხოვება ვიყო ობიექტური, მაგრამ თუ მე ვაკეთებ შოუს, რამდენად მომეთხოვება ვიყო ობიექტური არ ვიცი, ამას ჰქვია ჩემი შოუ და როდესაც ჩემს შოუში იღებ მონაწილეობას უკვე იცი, რომ ჩემი თამაშის წესებით თამაშობ. მაგალითად ელენ დე ჯენერესმა ობამას საარჩევნო კამპანიის წინ მაისური ჩაიცვა რომელსაც ობამა ეწერა დიდი ასოებით. მე ვფიქრობ, რომ გასართობი შოუს წამყვანებს არ შეიძლება მოვთხოვოთ ობიექტურობა, იმიტომ, რომ როცა ადამიანი გადაცემას არქმევ შენს შოუს ეს უკვე სუბიექტურია. შენ შოუ უნდა დადგა.

-რჩევა, რომელსაც მომავალ ჟურნალისტებს მისცემდით?

ნანუკა ჟორჟოლიანი (16 ფოტო)

-რჩევა, რომელსაც მომავალ ჟურნალისტებს მისცემდით?

-უი რთულია, კარგად ჩამოყალიბდით რა გინდათ, ჟურნალისტიკა ჩემთვის რაღაცნაირად ქირურგიულია, როგორც ქირურგი ზუსტად ჭრის და მერე კერავს სხეულს, ასევე ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს ჟურნალისტი, ისევე როგორც ქირურგს მას ერთი შეცდომაც კი არ ეპატიება, ზუსტად უნდა იცოდეს თავისი საქმე. იყვნენ მიზანდასახულნი, რადგან, რაც არ უნდა მშრომელი იყო ადამიანი უნდა გქონდეს მიზანი. რადგან, როდესაც მე რუსთავი 2-ში მივედი და მიკროფონი ხელში დამაჭერინეს 8 თვე ვსდიე სხვა ჟურნალისტებს მიკროფონის დამჭერად, აი ია  მეექვსე თვეს რომ დავღლილიყავი დღეს ის ნანუკა ჟორჟოლიანი აღარ შედგებოდა. დაუღალავად უნდა იშრომო, ანუ ჯერ უნდა გაიგო რა გინდა, თუ ეს ზუსტად იცი და გაქვს მიზანი, მიზნისკენ მიდიხარ ბოლომდე და შრომაც უკვე გიმარტივდება, იმიტომ, რომ მიზანი გაქვს დასახული და იქ ხარ მისასვლელი.

-რას ეტყვით "ნანუკას შოუ"-ს ერთგულ მაყურებელს?

-მე იმაზე მეტად ვუფრთხილდები მათ ვიდრე ჰგონიათ და იმაზე მეტად ვფიქრობ მატზე ვიდრე წარმოუდგენიათ, იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი ბარომეტრი არის ჩემი მაყურებელი. ძალიან ხშირად მე მითქვამს -"უარს ვამბობ რეიტინგზე", რადგან მირჩევნია 15 კაცის ნაცვლად მიყუროს 10-მა კაცმა და 10-დან 7-ს მაინც მოსწონდეს ის რასაც ვაკეთებ. მე არ ვარ იმის მომხრე რომ შოუ უნდა გააკეთო მხოლოდ რეიტინგისთვის. მე თუ ჩემი საკუთარი ტელევიზია მექნება, კომერციული, ფინანსებზე გათვლილი, მაშინ ასე შევხედავ, მაგრამ როდესაც მე ჩემი საავტორო გადაცემა მაქვს, რომელსაც ჩემი სახელი და გვარი დიდი ასოებით თავზე აწერია მაშინ არა. მე ხშირად ვუყურებ გადაცემას ასე: არ მინდა 15 კაცი, მიყუროს 10-მა და 7-ს მოეწონოს, თუ ეს ასეა ესე იგი მე ჩემი მისია შემისრულებია. შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ მე მაყურებელზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და გავუმეორებ, რომ ვუფრთხილდები და დიდ მადლობას ვეტყვი, რომ ჩემს გვერდით არიან, მე მათ მხარდაჭერას ვგრძნობ.

-მადლობთ საინტერესო საუბრისათვის.

-პირიქით მადლობა შენ.








კატეგორია: ♥ Interview | ნანახია: 783 | დაამატა: PerfectlyMiley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-09-13 Spam
siaxle kaia magram ar vapireb wakitxvas didi shriftit gageketebina da wavikitxavdi :)))))))))))))))