მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 4 » interview♥12♥
10:40 PM
interview♥12♥
Interview ♥12♥
ახალი ინტერვიუს ნახავთ სრულიადში
იმედია მაქვს მოგეწონებათ )
ინტერვიუ :Smiler♥megi-თან


-დიდი მადლობა რომ დამთანხმდი ინტერვიუზე :* როგორ ხარ? გამოგიტყდები ჩემი საოცნებოო 'რესპოდენტი' იყავიი <3 მოგვიყევი ცოტა რამ შენს შეხაბ :*
-არაფერს, პირიქით მადლობა :) 
''შენი საოცნებო რესპოდენტი'' არის მეგი გოდერიძე, 16 წლის ქუთაისიდან. მყავს უფროსი ძმა(:x) და ძალიან ბევრი მეგობარი. 
ვარ მხიარული და ვიცინი ყველგან და ყველაფერზე, თუმცა როცა საჭიროა, სერიოზულიც. ასევე ძალიან, სულ სულ ძალიან ეჭვიანი. )
 -საინტერესო ადამიანიი ჩანხარ ^_^ როგორ მოხვდიი აიფანზე?
-იმდენი ხნის წინ იყო, აღარც მახსოვს. სიახლეებს ვეძებდი და შემთხვევით მოვხვდი. პირველად iFunlove-ზე დავრეგისტრირდი Party In The U.S.A-ის დასაკომენტარებლად(შეწყვეტას აპირებდა მარიამო). არ ვაქტიურობდი, უბრალოდ კომენტარებს ვწერდი. მერე ifunlover-ზე გადმოვიდნენ, თუმცა აღარ დავრეგისტრირებულვარ. ჩემმა ერთმა მეგობარმა გააკეთა ექაუნთი და იმით შემოვდიოდი ხოლმე. ამიტომ იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში Smiler_Marri ვიყავი ყველასთვის.ბოლოს ისე შევეჩვიე აქაურობას, რომ  ვეღარ ვძლებდი მის გარეშე. მიხარია, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ <3
-და ჩვენ ძალიან გვიხარია,რომ ამ საიტის წევრიი ხარრ მეგი <33 ვინ გაიცნაი სიატზე პირველი??
-დიდი მადლობა <3 mariami♥ (ჩემი მარო <3), რომელიც ჩემი პირველი მოთხრობის მუდმივი მკითხველი იყო და ხშირად მწერდა. სწორედ მას გავუმხილე ყველაზე ადრე, რომ მეგი ვარ და არა_მარი, როგორც მეწერა :)) ახლაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ყოველთვის მსიამოვნებს მასთან საუბარი
-რას აფასებ ადამიანში ?? და ადვილია თუ არა შენი  ნდობის მოპოვება?
-ყველაზე მეტად ადამიანში პირდაპირობას ვაფასებ, რადგან თვითონაც ასეთი ვარ და ვთვლი, რომ მწარე სიმართლე სჯობს ტკბილ ტყუილს.
ჩემი ნდობის მოპოვება ადვილი ნამდვილად არ არის, ამისთვის ადამიანთან ურთიერთობის დიდხნიანი გამოცდილებაა საჭირო.
 -როდის გტკენია ყველაზე მეტად გულიი?? )) და უღალატიათ თუ არა შენთვის?
-ყველაზე გულნატკენი მაშინ ვიყავი, როცა საუკეთესო მეგობართან რაღაც პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა ამერია, თანაც_სრულიად უმიზეზოდ. საბედნიეროდ, მალევე დალაგდა ყველაფერი. 
რაც შეეხება ღალატს, ასევე საბედნიეროდ, არასოდეს გამომიცდია(მეგობრების მხრიდან, თორემ შეყვარებული არ ვყოფილვარ)

-იმედია,არც არასდროს გირალატებენნ :* როგორი სხის მუსიკას უსმენ?
-შეიძლება ძალიან უგემოვნოდ ჩამთვალოთ, მაგრამ განწყობის მიხედვით ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, რომელიც მომწონს და ჩემს ხასიათს შეესაბამება. მკვეთრად გამოყოფილი არც ერთი ჟანრი არ მაქვს
-როტომ უნდა ჩაგთვალო უგემოვნოდ.. ;დ მეც ეგრე ვარრ... :* როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 3-4წლის შემდეგ.. ?? არჩეული გაქვს მომავალი კარიერა?
-
ყველაზე ცუდი კითხვა :D სხვათა შორის, ახლა სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდი ერთ-ერთ მომხმარებელთან 
ვერ წარმომიდგენია, როგორი ვიქნები 3-4 წლის შემდეგ, მაგრამ ზოგადად საზოგადოებრივი მეცნიერებებით უფრო ვარ დაინტერესებული და ჩემი მომავალიც ალბათ რომელიმე მათგანს დაუკავშირდება. ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, ვნახოთ )
-
რომელ საგანს სწავლობ ყველაზე კარგად და რომელი საგანი არ გიყვარს?? დაა მასწავლბელის გამო თუ გისწავლია,რომელიმეე საგანიი??
-ყველაზე კარგად ქართულს და ისტორიას ვსწავლობ, უცხო ენებსაც. საბუნებისმეტყველო საგნები არ მიყვარს, მაგრამ ქულები მათშიც მაღალი მყავს, თუმცა მასწავლებლის გამო ნამდვილად არ ვსწავლობ. ვიცი, რომ ჩემს მომავალს ასე სჭირდება.
-გეთანხმები,სპორტი თუ გიყვარს??
-რომ გითხრა, აქტიური სპორტსმენი ვარ-მეთქი, მოგატყუებ, თუმცა ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი და ხშირად ვუყურებ, მაგრამ საყვარელი კლუბის თამაშის ყურებისას დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ, რადგან ნერვიულობისგან გული მიჩქარდება-ხოლმე :D(სერიოზულად)
-მეცც ეგრე ვარ ზუსტად.. რომელ ნაკრებს ან გუნდს გულშემატკივობ ფეხბურთსი?
-წლებია კულე ვარ ^^ ვგულშემატკივრობ 'ფურია როხას', კალათბურთში კი_საქართველოს ნაკრებს, რადგან ნამდვილად კარგად გამოგვდის...
 
-გეთანხმები,როგორი ბიჭები მოგწონს?
-
მართლა ვერ გეტყვი :D ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ მაქვს, თუ როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ მომეწონოს. იქნებ ოდესმე გიპასუხო, მაგრამ ახლა_ვერა :D
-რას გვეტყვი ქართველ ბიჭებზე?
-
განსაკუთრებულს_ვერაფერს. ზოგი მათგანის ცხოვრების სტილი მისაღაბია ჩემთვის, ზოგიერთის_რა. არ ვთვლი, რომ სხვებზე უარესები ან_უკეთესები არიან. გააჩნია კონკრეტულ ადამიანს და არა_ეროვნებას. )
-რომელი ფილმი გიყვარს?
-კარგი
 ფილმის ყურება ნამდვილად დიდი სიამოვნებაა ჩემთვის და რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. არის განსაკუთრებული ფილმები, რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს და ბევრი რამ შეცვალეს ჩემში. ასეთია ნატალი პორტამნის ფილმების უმეტესობა, ''პეპლის ეფექტი'', ''შემიყვარე თუ გაბედავ'' და ბევრი სხვა...
-რა აზრის ხარ 'ემოებზე' და ''პანკებზე''? როგორ გგონია ისინი საზოგადეობამ უნდა გავრიყოთ??
-ჩემი აზრით, ისინი ჩვეულებრივი მოზარდები არიან, თუმცა უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ საკუთარი ''მე''-ს წარმოსაჩენად და პროტესტის გამოსახატად. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ უნდა გავრიყოთ, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს მათ მსგავს სიტუაციაში ან უფრო_უარესში, ამ შემთხვევაში კი თანადგომა აუცილებელია.
-გეთანხმებიი სავსებით..მადლობა ინტერვიუსთვის..ბოლოსკეენ,
2სიტყვით გვიტხარით რას უსურვებ აიფანს?
-შენც დიდი მადლობა <3 იმედია ძალიან ცუდი რესპოდენტი არ ვიყავი 
რაც შეეხება ჩემს დიდ ოჯახს, ყველაფერს საუკეთესოს, უამრავ ახალ წევრს და რაც მთავარია, დიდხანს არსებობას ვუსურვებ
-ძალიან სიანტერესო მეგი..ისეთი ინტერვიუ გამოვიდა,როგორსაც ველოდიი ^_^ დიდი მადლობა!!
-მადლობა შენნ ნინა ..


ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა მემგონი ..
დააკომენტარეთ...
შემდეგი იქნები შენ :*
კატეგორია: ♥ Interview | ნანახია: 871 | დაამატა: queen♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 161 2 »