მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 21 » ინტერვიუ მაილი საირუსთან!)*
4:56 PM
ინტერვიუ მაილი საირუსთან!)*


მაილი საირუსი ცდილობს , გათავისუფლდეს თინეიჯერის იმიჯისგან. ის უკვე სერიოზული მსახიობია და მომღერლობაზეც აქვს პრეტენზიები. დადის იოგაზე, დაკავებულია ქველმოქმედებით, იცვამს ყოველთვის მოდურად, მაგრამ შინაგანად კვლავ თავის თინეიჯერ გმირს, ჰანა მონტანას ჰგავს ამავე სახელწოდების სერიალიდან.ცოტა ხნის წინ ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ზაფხული, თანაკლასელები და სიყვარული", სადაც მაილი თაყვანისმცემლებს საინტერესო პერსონაჟს სთავაზობს. ფილმში მოთხრობილია დედა-შვილის ისტორია. აღსანიშნავია, რომ მაილის გმირის დედის როლს მსახიობი დემი მური თამაშობს .ბუნებრივია, მაილი საირუსისა და დემი მურის ურთიერთობით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და უამრავი შეკითხვა გაუჩნდათ. მაილიმ ამფილმის, დემი მურისა და თავისი ცხოვრების შესახებ სიამოვნებით მოუთხრო პრესის წარმომადგენლებს.

- რაზეა თქვენი ახალი ფილმი?
-დედა-შვილის ისტორიაზე. დედას სერიოზული ასაკობრივი კრიზისი აქვს, ხოლო მის ქალიშვილს- თინეიჯერობიდან გამოსვლის პერიოდი. ფილმში არის პირველი ს****, პირველი კოცნა, ჭორები და ცხოვრების პირველი სირთულეები.
-დედათქვენის როლი დემი მურმა განასახიერა, როგორი იყო მასთან მუშაობა?
-დემი შესანიშნავია! გადასაღებ მოედანზე ისე მექცეოდა, თითქოს მისი ერთერთი ქალიშვილი ვიყავი. ძალიან მაგარი ქალია, მან კინოკარიერაც კი დათმო იმისათვის, რომ შვილებისათვის ყველაფერი დაეთმო. ხანდახან გადაღებებზე მავიწყდებოდა კიდეც, რომ ის დედაჩემი არ იყო.
-თქვენ გჩვევიათ დედასთან ჩხუბი?
-ნამდვილი ახლობელი ადამიანები ისინი არინ, ვისთანაც შეგიძლია იყვირო, დაივიწყო ბევრი წესი, უხეშად მოიქცე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ მაინც ეყვარები. ძალიან მიყვარს დედაჩემი, მაგრამ ალბათ, როგორც ბევრი დედა-შვილის ცხოვრებაშია, ხანდახან ჩვენც სისხლს ვუშრობთ ერთმანეთს. დიახ, ვკამათობთ, ხანდახან ხმასაც ვუწევთ, მაგრამ ეს ხომ ნორმალურია?

-რაში ხარჯავთ ჰონორარებს?
-ჰო, სერიოზულ ფულს გამოვიმუშავებ. გასულ წელს 48 მილიონი დოლარი მივიღე, მაგრამ ძალიან ფრთხილად ვხარჯავ. არ მინდა, რომ 30 წლის შემდეგ ვამბობდე, რა ვუყო ამ ბრილიანტის კუს, რატომ გადავყარე ამდენი ფული-მეთხი. ფული არ მენანება მოგზაურობაში, მოდურ სამოსში. ხანდახან მგონია, რომ საკონცერტო ტურნესმხოლოდ იმიტომ ვგეგმავ , რათა ბევრი ვიმოგზაურო. ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფიამ გამიტაცა, ძირითადად მოგზაურობის დროს ვიღებ ფოტოებს. ბოოლო დროს ძალიან დიდ დროს ვუთმობ მოდას, ჩემი მთავარი მიმართულება მოდაში ჰიპებისა და გასული საუკუნის 70-იანი წლების პერიოდია.
-მოგზაურობისას თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა ქვეყანამ მოაცდინა?
-არგენტინამ. ძალიან ლამაზი, გემრიელი და საოცრად დაცული ქვეყანაა, ვგიჟდები მათ სამზარეულოზე.

-რაზე ოცნებობთ ახლა?
-მინდა, ისეთ ფილმში ვითამაშო, როგორსაც თავადაც სიამოვნებით ვუყურებ. კომედიები ჩემია, მაგრამ შავი კომედია ორმაგად ჩემია.
-ვინ არის თქვენი კერპი?
-ჩემი ნათლია დოლი პარტონი და არა -მადონა ან ლედი გაგა. ვერასოდეს აღვფრთოვანდები ადამიანით, რომელსაც პირადად არ ვიცნობ.
-რა არის სიყვარული მაილი საირუსის აზრით?
-სიყვარული არის მდგომარეობა, როდესაც ბევრ კითხვაზე არ გაქვს პასუხი. სიყვარულშიც და მეგობრობაშიც ერთნაირი მოთხოვნები მაქვს- ურთიერთგაგება, პატიოსნება და ნდობა. ვერასოდეს გავუგებ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვარ, მაგრამ არ უნდათ, ოჯახი შექმნან. სხეულზე მაქვს ტატუ, რომელზეც აწერია: ,,ყველა სიყვარული ერთნაირია". ამის გამო სერიოზული პრობლემები მქონდა გეი ორგანიზაციებთან, ისინი თვიან, რომ განსხვავებულები არიან, მ ე კი-არა.
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 891 | დაამატა: Elizabeth | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2012-08-22 Spam
dzaaan magari siaxlea yochaaaag<3