მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 1 » ინტერვიუ ლელა მებურიშვილთან
8:30 PM
ინტერვიუ ლელა მებურიშვილთან
Interview With Lela Meburishvili

ინტერვიუ ლელა მებურიშვილთან 

ნინო გაჩეჩილაძის მიერ კარგად მორგებულ კატოს როლს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში მსახიობი - ლელა მებურიშვილი ასრულებს, რამაც მაყურებელთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. დავინტერესდით დაძაბულობა სერიალის გადასაღებ მოედანზე თუ იგრძნობა?
 
- ლელა, კატოს როლში თავს კომფორტულად გრძნობ? 

- მუშაობა ჯერ ახალი დაწყებული მაქვს. საერთოდ, ვიდრე როლის შესრულებას დავთანხმდები, ბევრს ვფიქრობ ხოლმე. კატოს როლის შემთხვევაში, განსაკუთრებულად ბევრი ვიფიქრე, რადგან სხვა მსახიობი, რომელსაც პერსონაჟი უკვე "გაკეთებული" ჰქონდა, ჩავანაცვლე. რა თქმა უნდა, ეს უფრო სანერვიულო იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ - ნელ-ნელა ვეჩვევი. ხალხი სერიალის ახალ სეზონს ელოდებოდა, ზოგი პრეტენზიას გამოთქვამდა, - კატოს როლის შემსრულებელი რატომ შეიცვალაო? ცხადია, ეს დისკომფორტს მიქმნის. 

- ბევრი აღნიშნავს, რომ შენ მიერ განსახიერებული კატო ამ პერსონაჟს არ ჰგავს... 

- უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს მინდოდა, რომ როცა სერიალში გამოვჩნდებოდი, არავის ეთქვა, - იმ პერსონაჟს ჰგავს, რომელიც ნინომ "გააკეთაო". მსურდა, ჩემ მიერ განსახიერებული კატო აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო. მგონი, ასეც არის. რა თქმა უნდა, პერსონაჟს მისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები შენარჩუნებული აქვს. 

- შენი აზრით, ეს დამახასიათებელი ძირითიადი თვისებები რა არის, რაც კატოს შეუნარჩუნე? 

- რაც სცენარშია მოცემული: ცოტა შტერი, თავნება გოგო, რომელიც რაღაცეებს მსუბუქად უყურებს, ხანდახან ვიღაცეების აზრი არ აინტერესებს... 

- შენ მიერ შესრულებულ როლს როგორ აფასებ? საკუთარ თავთან რა შენიშვნები გაქვს?
 
- "ჩემი ცოლის დაქალების" გასული სეზონებიდან რამდენიმე სერია მაქვს ნანახი. ძირითადად, ტელევიზორს ვერ ვუყურებ - სულ გადაღებები და რეპეტიციები მაქვს. ახლა ვცდილობ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სერიალი ინტერნეტში ვნახო, რადგან მჭირდება. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან პრეტენზიები ყოველთვის მექნება - ყველა როლის შესრულებისას უკმაყოფილების გრძნობა მაინც მაქვს, მაგრამ მგონი, ნელ-ნელა გასაგებია, კატო მომავალში როგორი პერსონაჟი იქნება: იმ გმირს ნამდვილად არ ჰგავს, რომელიც მანამდე იყო. 

-ვიდრე კატოს როლის შესრულებას დათანხმდებოდი, ნინო გაჩეჩილაძეს რჩევა თუ ჰკითხე? თან, როგორც ვიცი, ერთმანეთთან მეგობრობთ. 

- კი, კი, ნინოს რეპეტიციაზე შევხვდი და ვკითხე: რა მოხდა-მეთქი? ნინომ კითხვოითვე მიპასუხა: სერიალიდან შენთვისაც ხომ არ დაურეკავთო? ვუთხარი: კი და ვფიქრობ, დავთანხმდე თუ არა-მეთქი. მითხრა: უნდა დათანხმდე, რადგან ძალიან პოპულარული და წარმატებული სერიალია, კარგი ხალხი მუშაობს, უარი რატომ უნდა თქვაო?



MiSsBarNes
კატეგორია: ♥ Interview | ნანახია: 883 | დაამატა: Nina♥You | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-04-07 Spam
kargia tsavikitkhe.