მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 30 » ImaGine
7:44 PM
ImaGine
ჩართეთ სიმღერა: 
როგორც იქნა გათენდა. სასწრაფოდ ავდექი, სწრაფად მივიღე შხაპი. სამზარეულოში როგორც ყოველთვის დედამ ყავა და ნამცხვარი დამახვედრა. დავჯექი. უცებ კეტრინი მოვიდა და გვერდზე დამიჯდა. 
(კეტრინი)-მიდიხარ? 
(მე)-ხო მივდივარ, იმედია რამეს არ დააპირებ. 
(კეტრინი)-არა ეხლა მეზარება თორე ხო იცი არ დაგტოვებდი ისე:)) 
მე ბოლომდე დასრულებული არ მქონდა ჭამა მაგრამ მაინც ავდექი, ჩანთა ავიღე და კარისკენ გავეშურე. 
(კეტრინი)-თავს მარიდებ? 
(მე)-არა მეჩქარება. 
(კეტრინი)-ჯერ 9 საათია იქ 11ზე უნდა იყო :)) 
(მე)-ვიცი უბრალოდ ცოტა გასეირნება მინდა. 
(კეტრინი)-უბრალოდ თავს მარიდებ, გეშინია ჩემი 
(მე)-შენი??? რა სასაცილოა. 
(კეტრინი)-მგონი სასაცილო არაფერი მითქვამს 
(მე)-დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ ჩემთან მთელი დღეა კონტაქტის დამყარება გინდა მაგარამ არ გამოგივა... მე შენ ცხოვრებაში არ შეგირიგდები. შენ რაც გამიკეთე იმას ვერაფრით გაამართლებ. 
(კეტრინი)-შეგიძლია მითხრა რაზე ამბობ?! 
(მე)-ამის გახსენება არ მინდა. 
(კეტრინი)-ვფიქრობ მოგიწევს 
(მე)-ერთხელ ვთქვი არ მინდა თქო, ესეიგი არ მინდა. 
(კეტრინი)-კარგი ეხლა წადი და სახლში კარგი იქნება თუ არ დაბრუნდები 
(მე)-დიდი ხანია ეგ მინდა მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს ამიტომ არ მინდა:)) 
არაფრის თქმა არ ვაცადე გავედი გარეთ და კარი ცხვირ წინ დავუკეტე. სანაპიროზე წასვლა დავაპირე სასეირნოდ 1 საათი მქონდა, იქვე ნაპირთან დავჯექი და შევეცადე მთელი ჩემი წარსულისთვის თვალი გადამევლო. წითელი მზე ნაზად ამოდიოდა ზღვიდან და ნელნელა იქაურობას ანათებდა. გვერძე გავიხედე და დავინახე ორი პატარა ბავშვი, ბიჭი და გოგო. თითქოს რაღაცამ დამანაღვლიანა და ცრემლი წამომივიდა. გამიკვარდა რატომ მომდიოდა ესეთი რამ. გამახსენდა ჩემი თავი. გამახსენდა ბავშვობა. ბავშვობა რომელიც კეტრინმა გამიუბედურა, პატარა ვიყავი. ბაღში დავდიოდი. იქ არავინ მყავდა მეგობარი. ერთადერთი ჯო მემეგობრებოდა. ჯოც ჩემხელა იყო. წყლიანი ცისფერი თვალები ჰქონდა. უკვე 17 წლისები რომ გავხდით ერთმანეთი შეგვიყვარდა. მე უიმისოდ არ შემეძლო სიცოცხლე. მას უჩემოდ. ამ დროს გამოჩნდა კეტრინი. ჯო კეტრინს არ იცნობდა რადგან კეტრინი მაშინ საზღვარგარეთ იყო. არც კი იცოდა რომ საერთოდ და მყავდა, თან ჩემნაირი. ერთ დღეს მოულოდნელად კეტრინი ლოს ანჯელესში ჩამოვიდა, ისე ჩამოვიდა რომ არც ვიცოდით. მან ჯოს მოაჩვენა რომ ელენა ანუ მე ვიყავი. ისეთი რაღაცეები გაუკეთა რომ ჩემი თავი შეაძულებინა. ერთ დღეს ჯომ მომაკითხა და მითხრა რომ უნდა დავშორებულიყავით. მე მეწყინა. წავიდა. მე ტირილი დავიწყე და უეცრად კეტრინი მოვიდა და მე მაშინვე მივხვდი რაც მოხდა. იმის მერე ერთმანეთს გადავემტერეთ. ჯო სიგიჟემდე მიყვარდა. ახლა ცოცხალი არაა:(( მისი დარდით იმის მერე არასდროს შეყვარებული არ მყოლია. 
უცებ საათს დავხედე და ფიქრში დავაგვიანე. სასწრაფოდ ტაქსი გავაჩერე და წავედი. როცა მივუახლოვდი ვნერვიულობდი არ გამოვეგდე. შევედი დარბაზში. 
(რეჟისორი)-ელენა გილბერტ! თქვენ მთელი 1 საათით დააგვიანეთ! რა საქციელია! ეს თუ მეორედ განმეორდა საერთოდ გაგაგდებთ! 
(მე)-აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, მეტჯერ ეს აღარ განმეორდება - თითქოს შვებით ამოვისუნთქე. 
სცენარი კარგად ვიცოდი, ტექსტის სწავლაში კი ღამეებს ვათევდი. გადაღება დაიწყო. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთერთო სცენის დრო დადგა. ამ სცენაში დეიმონისთვის უნდა მეკოცნა, ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ თავი ისე მეჭირა როგორც გამოცდილი მსახიობი. და აი სცენის გადაღება დაიწყო. დეიმონი მომიახლოვდა და მაკოცა. 
უცებ გული წამივიდა. როცა თვალი გავახილე ძირს ვეგდე :დ ჩემს წინ მთელი გადამღები ჯგუფი იდგა. იანი ცხვირ წინ მედგა და იცინოდა. უცებ დაიხარა და თმა ყურზე გადამიწია და მითხრა 
(იანი)-რამე იტკინე პატარავ? 
ეს გავიგე და გული კინაღამ კიდევ წამივიდა :დ 
(მე)-არა კარგად ვარ. 
უცებ ხელი მომკიდა და წამომაყენა, სკამზე დამსვა და წყალი დამალევინა. მე გახარებული ვიყავი და მინდოდა გული კიდევ წამსვლოდა რომ ეს გამეორებულიყო. წამოვდექი, იანს მადლობა გადავუხადე. დღეს გადაღებაც დასრულდა. უკვე გარედ გავდიოდი უცებ სტეფანმა გამაჩერა. 
(სტეფანი)-ელენა ხო? 
(მე)-კი ელენა მქვია 
(სტეფანი)-შეგვიძლია ვიმეგობროთ? wink
(მე)-კი რათქმაუნდა. 
უცებ მომიახლოვდა და.... 
მაკოცა. გაოგნებისგან კინაღამ გავგიჟდი. უცებ ტელეფონმა დამირეკა და სტეფანს ბოდიში მოვუხადე და გავედი. 
(კეტრინი)-ელენა სასწრაფოდ ბაღში მოდი! 
(მე)-ბენი შენ გამოიყვანე! 
(კეტრნინი)-რა შუაშია გამოყვანა! ბენი დაიკ.... 
მე მივხვდი რისი თქმაც უნდოდა და აღარ გავაგრძელებინე და გიჟივით გავვარდი. სტეფანი უკან მომზდევდა და სირბილში მეძახდა 
(სტეფანი)-რამე მოხდა? 
(მე)-ჩემი ძმა ბენი დაიკარგა! 
(სტეფანი)-იქნებ დავურეკოთ?( 
(მე)-4 წლისაა :დ 
(სტეფანი)-უი :დ წამოდი დროზე 
სტეფანმა თავის მანქანაში ჩამსვა და ბაღისკენ წავედით. მივედით ბაღში და შევვარდით კეტრინთან.... 
-Ninikunna
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1123 | დაამატა: Candy♡Princess | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-01-31 Spam
wina tavzee uketesia namdvilad,momwons da kargia intrigac rom charte (Benis dakargvis ambavi) malee ddade shemdegi <33 ))