მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 3 » Ifunlover News
6:56 PM
Ifunlover News
NEWS foIfunLover
ნინა დობრევი ნიუ-იორკში








მონიკა ბელუჩი ესპანური Elle-ს მაისის ნომრისთვის
ფოტოგრაფი: ხუან ალდაბალდეტრესუ/Juan Aldabaldetrecu
სტილისტი: ინმაკულადა ხიმენესი/Inmaculada Jimenez
თმა: ჯონ ნოლეტი/John Nollet
 მაკიაჟი:ლეტიცია კარნავალე/Letizia Carnevale 






"პუტკუნა" მოდელი ჟურნალი Elle-ის გარეკანზე 

2012 წლიდან მოდაში ჭარბწონიანი ქალებია და პრესტიჟული სამოდელო სააგენტოებიც პუტკუნა გოგონებისთვის კასტინგს ატარებენ.

Cosmopolitan-ისა და Vogue-ის შემდეგ მოდის ერთ-ერთი მთავარი მეტრის, ჟურნალი Elle-ის ჯერი დადგა. ჟურნალი Elle-ის დანართის, Elle Quebec-ის მაისის თვის გარეკანზე 26 წლის ფრანგი მოდელი, ჯასტინ ლეგალტი დაბეჭდეს. ჯასტინის სიმაღლე 175 სანტიმეტრია და 42 ზომა სამოსს იცვამს - ამ პარამეტრების გათვალისწინებით, ფრანგი მოდელი ზომაზე მეტად "პუტკუნაა".

"ჩემი დღის რეჟიმი სხვა მოდელების მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათთან შედარებით, გემრიელ კერძებზე უარს არ ვამბობ. მეც ვზრუნავ ტანადობასა და კანზე", - ამბობს ის.



ჯესი ჯეის ინტერვიუ
ჯესი ჯეი აცხადებს, რომ მზად არის მომავალ თვეში მსმენელს ახალი მუსიკა წარმოუდგინოს. არტისტი დიდი ხანია მუშაობს სადებიუტო ალბომის „Who You Are" გაგრძელებაზე.

„მაისში ვიწყებ ჩემს კომპანიას! მოუთმენლად ველი! ახალი მუსიკა! მე დავბრუნდი!" – წერს ტვიტერზე მომღერალი.

მუსიკალურ სამყაროში ჯესი ჯეი უთავსებს სატელევიზიო პროექტის The Voice ბრიტანულ ვერსიაში მუშაობას, სადაც მწვრთნელის ამპლუაში გვევლინება.
25 წლის ჯესი ჯეიმ სიმღერით თუ არა, გარეგნობით მაინც უნდა დაგამახსოვროთ თავი. როგორც ბრიტანელი შემსრულებელი ამბობს, თუკი ერთხელ დაიწყებ ექსპერიმენტირებს, ვეღარ გაჩერდები.

”არ ვაპირებ მთელი ცხოვრება ექსპერიმენტებში გავატარო. არც იმავე სტილის შენარჩუნებას ვგეგმავ. 5 წლის შემდეგ ნამდვილად სხვანაირი ვიქნები” - ამბობს ჯესი ”Bliss Magazine-ისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

როგორც მომღერალი აცხადებს, ის ყოველთვის ვერ ახერხებდა ორიგინალობას.
”ჩემი ჩაცმულობისა და მაკიაჟის სტილი ექსცენტრიკულობისაკენ მაშინ შევცვალე, როდესაც 15 წლის გავხდი და საკუთარი თავი კარგად გავიცანი, თორემ იქამდე თავზე დიდი ბაფთა მეკეთა და ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი” - ამბობს ჯესი.
”მინდა ჩემი მუსიკით სამყაროს ცოტა მეტი სინათლე შევმატო” - ამბობს Jessie J.

მომღერალი ბოლოდროინდელ ინტერვიუში აცხადებს, რომ უზომოდ უყვარს თაყვანისმცემლების მიწერილი წერილების კითხვა.

”საოცრებაა, როდესაც გწერენ, რომ შენმა ალბომმა ვინმეს სოცოცხლე გაახალისა, მე მუსიკას სწორედ ამისათვის ვქმნი!!!” - აცხადებს ჯესი.

25 წლის შემსრულებელი სოციალური მუშაკის შვილია და სწორედ ამას აბრალებს სხვების ცხოვრების გალამაზებისაკენ სწრაფვას.

როგორც ჯესი ამბობს, ის ადრეულ ბავშვობაშივე მიხვდა, რომ ცხოვრება არც ისეთი მშვენიერია, როგორსაც ზღაპრებში ხატავენ.
მას კი სურს, მსმენელებმა დაინახონ რეალური პრობლემები და მათთან ბრძოლა დაიწყონ.
ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ მისი ახალი ალბომი ამჟამად მისი ცხოვრების სიყვარულია. ბრიტანელი მომღერალი 2011 წელს გამოსული ფირფიტის „Who You Are" გაგრძელებაზე მუშაობს.

„ამჟამად ჩემი მეორე ალბომი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ამ დისკში ჩავდე ყველაფერი... დღეში 12 საათი ვმუშაობ: ვხვეწ ვოკალს, თავიდან ვწერ ტექსტს, რათა ნამუშევარი კარგი გამოვიდეს. სადებიუტო ალბომისგან განსხვავებით, რომელიც 20 წლისამ ჩავწერე, ძალიან გავიზარდე. ახლა 25 წლის ვარ... ვართ მე და პიანინო. ცოტა როკ-პოპი, სულ ცოტა სოული და ერთად ეს არაჩვეულებრივია..." - აცხადებს ჯესი ჟურნალთან „Hunger" მიცემულ ინტერვიუში.

მომღერლის ახალი ფირფიტის რელიზი 2013 წელს შედგება.

 

დაამოწმა:LoYaLQueen )) - Mariamo
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 767 | დაამატა: Lara♡Croft | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2013-05-03 Spam
J.J <3
Monicaa<3
nina... biggrin
D
kargi siaxlea<3