მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 4 » Stories On iFun
4:43 PM
Stories On iFun
 ♡Stories On iFunLoveR
სიახლე მათთვის, ვინც მოთხრობებს 
წერს/კითხულობს/აპირებს დაწერას აიფუნზე


გამოვლინდა იმ ავტორების სია, რომლებიც აგრძელებენ მოთხრობების წერას. მონაცემები ასეთია: 

MissTerina_The Darkest Town_6 ხმა
  MissTerina_The Price Of Happiness_7 ხმა
 Nina_Stranger Girls_3 ხმა
 mariaroxie_Black Swan_3 ხმა
 Sophie_უსასრულოდ_5 ხმა
 Salome_Diamonds In The Sky_3 ხმა
 Sopho_Welcome To Reality_5 ხმა
 Lovatic-Smiler_Love Should Be Like_1 ხმა
Mariko01_Only You_0 ხმა
 Vampire_ImaGine_0 ხმა

მოკლედ რომ ვთქვათ, გრძელდება The Darkest Town და The Price Of Happiness. 
უნდა ყოფილიყო სამი გამარჯვებული, მაგრამ რაკი Welcome To Reality-სა და უსასრულოდ-ს თანაბარი ხმები აქვთ, გადავწყვიტე, ამჯერად ორივესთვის მიმეცა შანსი. გილოცავთ ბავშვებო <3 
რაც შეეხება შეწყვეტილებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემთვის ნამდვილად არაა სასიამოვნო, უბრალოდ ამ ეტაპზე საიტისთვის ასეა საჭირო ( : 

P.S. ახალ მოთხრობებთან დაკავშირებით მოგვიანებით გეტყვით ) 



გამოვლინდა იმ მოთხრობების სია, რომელთაგანაც უნდა მოხდეს სამის ამორჩევა. იხილეთ ისინი. აქ არის არამარტო ის მოთხრობები, რომელთაც მცირე რაოდენობის კომენტარები აქვს, არამედ ახალი დაწყებულებიც(2-3 თავი რომ დევს). 
არ მოვახვედრე ის მოთხრობები, რომელთა მხოლოდ საცდელი თავი იდო და არ მოუგროვებია 15 კომენტარი. იმედია არ დააპირებენ გაგრძელებას, თუ არადა, იცით  რაც უნდა ქნათ )
სიას რაც შეეხება, ის მოთხრობები შედის, რომლებიც პირველ ხუთ გვერდზე დევს(ანუ თებერვლის დასაწყისიდან დადებული), ამიტომ თუ ვინმეს ამდენ ხანს არ დაუდია და მერე მოუნდა გაგრძელება, არ გაუკვირდეს, თუ აღარ დამოწმდება )) 

თუ არ ხართ სიაში, ავტომატურად გააგრძელებთ წერას. 
ხმის მიცემა ამ წუთიდან შეგიძლიათ. შეგახსენებთ, რომ ორი რჩეული უნდა დაასახელოთ. მკაცრად გავაკონტროლებ, რომ ობიექტურად ჩატარდეს და დახმარების ნაცვლად ნუ გაუფუჭებთ ვინმეს საქმეს!
P.S. თუ აქედან რომელიმე ისედაც არ აგრძელებდით, მომწერეთ და ამოვშლი, რათა ტყუილად არ მოგცენ ხმა ) 



ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან არეულია სიტუაცია ერთ-ერთ ასე ვთქვათ, ყველაზე პრობლემურურ კატეგორიაში ''Book''. იდება ძალიან ბევრი მოთხრობა და ამავდროულად, იწყება ახლებიც, იმის მიუხედავად, რომ ხატიამ(mcQueeny)  ნება დაგრთოთ, შაბათ-კვირას დაგედოთ და არა_ყოველ დღე. 
ახლა გადავხედე და 30-მდე მოთხრობაა გამოქვეყნებული, ეს კი უბრალოდ მეტისმეტია, რადგან აიფუნი მხოლოდ მოთხრობების საიტი არ არის. სანამ ეს არ მოგვარდება, ბუნებრივია, ახლების დაწყებაზე საუბარიც აღარ არის. 
თანაც, არ ამართლებს პირველი თავი, რადგან უმეტესობა ადვილად აგროვებს 15 კომენტარსაც და მეტსაც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, კარგავს მკითხველს, მოთხრობების რაოდენობა კი მაინც იზრდება...

მოკლედ რომ ვთქვა, საიტზე 20 მოთხრობის მეტი ვეღარ დაიდება, ეს ცოტა ნამდვილად არ არის. თუმცა ლიმიტის დასაწესებლად, ვერ დაველოდებით 10-ის დამთავრებას, ამიტომ, სამწუხაროდ ყველა ვეღარ გაგრძელდება. შემცირება იმ მოთხრობებს შეეხება, რომელიც ნაკლებად რეიტინგულია.

მოთხრობები, რომლებსაც საშუალოდ 10 კომენტარზე მეტი აქვს, ავტომატურად გაგრძელდება. ასეთი საიტზე არის დაახლოებით 13-14(მგონი დასახელება არ სჭირდება, ყველა ავტორი მიხვდება, ვის ეხება და ვის_არა). 
რაც შეეხება დანარჩენებს, რომელთაც საშუალოდ 10 კომენტარზე ნაკლები აქვთ,  ექნებათ გაგრძელების შანსი. 
მათ შორის ჩატარდება გამოკითხვა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 2 მათგანს მისცენ ხმა. ყველაზე მეტი ხმის მქონე სამი მოთხრობა გაგრძელდება, დანარჩენი კი, სამწუხაროდ, შეწყდება. 

მოგვიანებით დავდებ იმ მოთხრობების სიას, რომლებიც მიიღებენ გამოკითხვაში მონაწილეობას. მათში შევა ისინიც, რომელთა მხოლოდ 1-2 თავი დევს, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მათი კომენტარების რაოდენობა ვერ განსაზღვრავს მოთხრობის რეიტინგს. 
მკაცრად გავაკონტროლებ, რომ გამოკითხვა ობიექტურად ჩატარდეს, ამიტომ ჯობია არ სცადოთ, იმ მოთხრობას მისცეთ ხმა, რომელსაც არ კითხულობ, თუ არ გინდათ, რომ მისი საქმე გააფუჭოთ )) 
იმედია, ყველაფერი გასაგებია. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ(არა ვინაობებთან დაკავშირებით, ზუსტად არ დაგვითვლია ჯერ)


ახლა, რაც შეეხება, ''ყველაზე აქტუალურ კითხვას'' :D
როგორ შეიძლება ახალი მოთხრობის დაწყება?

როგორც უკვე ვთქვი, ლიმიტი არის 20, რეიტინგული მოთხრობების რიცხვი კი 13-14-ია, ამასთან_3 კონკურსში გამარჯვებული მოთხრობა გაგრძელდება, ასე რომ, 3 ან 4 ავტორს მიეცემა დაწყების უფლება, მაგრამ ამჯერად ეს არ მოხდება პირველი თავის კომენტარების მიხედვით(მიზეზი რამდენჯერმე ავხსენი უკვე). 
როგორც კი დაწყებული მოთხრობების ''დახარისხება'' მორჩება, ვისაც სურს, დადებს პირველ თავს და მათ შორის ანალოგიური გამოკითხვა ჩატარდება. ეს ძალიან მალე მოხდება, ამიტომ ვინც აპირებთ, ჯობს წინასწარ დაიწყოთ მომზადება.
მსგავსი კონკურსი ჩატარდება ყოველი თვის ბოლოს და იმდენი მოთხრობა დაიწყება, რამდენითაც ნაკლები იქნება 20-ზე. სანამ არ გამოცხადდება კონკურსი, არ დადოთ ახალი მოთხრობები და არც დაამოწმოთ, ხოლო თუ მეგობარი ან ნიუსერი დადებს, დაფარეთ და Book-ის რომელიმე მეთვალყურეს(Megi, mcqueeny, NaTaLi) მიწერეთ ლინკი, რომელიც საჭირო დროს გამოაქვეყნებს. )) 


ვფიქრობ, სამართლიანი და არც ისე მკაცრი წესებია. იმედია, ყველა  გაგებით მოეკიდებით, გაითვალისწინებთ და დაგვეხმარებით სიტუაციის გამოსწორებაში.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 2045 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 491 2 3 4 5 »
2013-03-04 Spam
vaime chemi grdzldebaa? : O ar movelodii )) <3 magram dzalian gamixarda )) madloba ugrmesiii yvelaass : **