მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » If I Were A♥CeLebritY...
9:12 PM
If I Were A♥CeLebritY...
IF WER ACELEBRITY..
ჩემი საკონკურსო თემა♥
იმედი მაქვს მოგეწონებათ..♥

-ჩემი ისტორია მართლაც ზღაპარს გავს..პატარაობაში ყოველთვის ვოცნებობდი რომ ვარსკვლავი გავმხარიყავი.. მნდოდა ყველას ვყავრებოდი და მთელი ამ ხნის მანძილზე სწორედ იმ აზრით ვცხოვრობდი რომ ოცნებები ხდება..(მე საუბარს ვაგრძელბდი.. ვყვებოდი ჩემ  შესახებ.. და ამავდროულად ვხედავდი თუ როგორი მდუმარება იდგა ელენის შოუში.. ყველა მაყურებელი დიდი ინტერესით მისმენდა და ეს უსაზღვროდ მიხაროდა)
-პირველად აქ 16 წლისამ დავდგი ფეხი.. მინდოდა რომ ჩემი სიმღერა ყველას მოესმინა.. რამოდენიმე სტუდიაში ვიყავი,თუმცა არავინ მომისმინა.. გულდაწყვეტილი ვიყავი.. გადაწყვეტილი მქონდა უკან დავბრუნებულიყავი,თუმცა გამომიჩნდა ნამდვილი მეგობარი ჯესი რომელიც დამეხმარა ნიუ-იორკში ცხოვრება და თავის გატანა მესწავლა... ცოტახანში ბარში დავიწყე მუშაობა.. თუმცა იცოდეს ეს ნორმალური ბარი იყო (გავიცინე ჩემს ნათქვამზე.. ელენმა გამიღიმა).. ხოლო იმ ბარიდან შემთხვევით თავი კონცერტზე ამოვყავი.. საბედნიეროდ გამიმართლა და სრულიად მოუმზადებელმაც კი გავიმარჯვე.. (ცოტახნით შევისვენე.. იქვე მდგარ ჭიქა ავიღე და ცოტა მოწრუპე..შემდეგ კი საუბარი განვაგრძე) ..კონკურსის გამარჯვების შემდეგ ალბომი ჩავწერე.. ეს იყო ჩემი პრიზი,რომელმაც შემდგომში დიდი წარმატება მომიტანა.. (ამდენი ლაპარაკისგან დაღლილმა როგორც იქნა მშვიდად ამოვისუნთქე)
-საინტერესო იყო.. ამაში აქ მყოფი საზოგადოებაც დაგვეთანხმება... მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად სასიყვარულო ურთიერთობები აინტერესებთ შენ ფანებს..შენ ხომ 19 წლის მომღერალი და ამავდროულად შესანიშნავი მოდელი ხარ..
-სასიყვარულო ურთიერთობები? (გავუღიმე)
-კი ნამდვილად.. ბევრი ჭორი დადიოდა შენზე და ჰარი სტაილზე..
-ამაზე საუბარი ნამდვილად მინდა,რადგან ეს სრული სისულელეა.. მე მას წესიერად არც კი ვიცნობ..რამოდენიმეჯერ შევხვდი..თუმცა ჩვენ შორის დიალოგი წესიერად არ გამართულა არასოდეს..
-თუმცა თქვენ ერთად დაგაფიქსირეს კაფეში.. ასე არა? ეს ფანებს ბევრ კითხვას და ამავდროულად "ჭორის" შეთხზვის მიზეზს აძლევს..
-მე და ჰარი იქ შემთხვევით შევხვდით.. არც მე და არც მას მარტო ყოფნა არ გვინდოდა და მხოლოდ 15 წუთი გავჩერდით..
-გასაგებია!.. (ელენმა ფანებს გახედა.. შემდეგ კი ისევ მე მომიტრიალდა)
-ჩვენ გვინდა ფანებს "სიურპრიზი" გავუკეთოთ შენი დახმარებით...
-რაში დაგეხმაროთ? (სხარტად ვუპასუხე)
-ალბათ ბევრ ფანს აქვს თქვენთან შეკითხვა..
-ალბათ..
-გვინდა რომ ფანებს შესაძლებლობა მივცეთ და თვითონ გკითხონ ის რაც თქვენ შესახებ ყველაზე მეტად აინტერესებთ...
"-ოჰო არც ისე მარტივი იქნება" გავიფიქრე ჩემთვის,, ელენს კი პასუხად სულ სხვა რამ მივუგე..
-კარგი.. მე თანახმა ვარ.. (თუმცა ვიცოდი ეს არც ისე მარტივი იყო,რადგან ფანები კარგებიც შეიძლება იყვნენ და მომაბეზრებლებიც თავისი კითხვებით ...ხან მინდა თითოეული გავგუდო :დ რადგან მომაბეზრებელია როცა არ შეგიძლია გააკეთო ის რაც გულით გინდა..)
რამოდენიმე წუთის შემდეგ იქ მყოფი ჩემი ფანები რიგ-რიგობით მისვამდნენ შეკითხვას,მეც ცდილობდი რაც შეიძლება გასაგებად მეპასუხა... 
-რამდენი წლისამ აკოცეთ ბიჭს?
-როგორი მოსწავლე იყავით?
ბევრი უაზრო კითხვა დაისვა..განსაკუთრებით ერთი ფანის შეკითხვა ჩაიბეჭდა ჩემ გონებაში...
-თუ გყვარებია მთელი გულით? გჯერა ნამდვილი სიყვარულის?
-ოჰოო მემგონი ეს ყველაზე საინტერესო კითხვაა? (ელენი)
-შეიძლება მართლაც ასეა..
-კარგი მაშინ ჩვენ ველით შენ პასუხს,მარი...(ელენი)
რამოდენიმე წამით გავჩუმდი,და შემდეგ მშვიდად დავიწყე საუბარი..
-იცით ამ კითხვაზე არც ისე მარტივია უპასუხო.. ნამდვილი სიყვარულის არსებობის მჯერა...
-გყვარებია ამ გრძნობით? (ელენი ინტერესით შემომყურებდა,რადგან ხვდებოდა რომ ეს ექსკლუზივი იქნებოდა.. მე ხომ ჩემი წარსულის შესახებ,მითუმეტეს სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ცოტას ვსაუბრობდი ყველგან სადაც მიმიწვევდნენ...)
ელენის შეკითხვაზე ცოტა არ იყოს დავიბენი.. არ მინდოდა ჩემ შესახებ ყველას ყველაფერი ცოდნოდა..თუმცა არც ის მინდოდა შემდეგ ამის გამო უამრავი ჭორი გაევრცელებინათ..
-სიმართლე გითხრათ მყვარებია.. 
-და ვინ იყო ის ბედნიერი?
-მოდი ამას საიდუმლოდ დავტოვებ..
-მაშინ ის გვითხარით ახლა თუ გიყვართ..
-იცი შეიძლება ის ადამიანი ახლა ამ შოუს უყურებს.. ღრმა ამოვისუნთქე.. შეიძლება ჩემ საუბარს უსმენს.. და დარწმუნებული ვარ მიხვდება რომ მასზე მაქვს საუბარი.. 
-ანუ გიყვარს? (ელენი კიდევ ერთხელ შემეკითხა)
-არ ვიცი..რამოდენიმე წამიანი დაყოვნებით კი ვუთხარი..
-კი მიყვარს..
-აჰაა (ლენი ფანებისკენ მიტრიალდა..) 
-ჩვენი მარი შეყვარებულია.. ალბათ ბიჭებს გული დაგწყდათ არა? არაუშავს :დ
პაუზის შემდეგ დაგიბრუნებით.. 
სულ რამოდენიმე წუთი დავისვენეთ,.. მე თავის მოსაწესრიგებლად გავედი..თუმცა ახლა ეს სულაც არ მადარდებდა..რადგან ვიცოდი რომ ამ შოუს ბევრი ამბავი მოყვებოდა.. თუმცა არც ეს იყო ჩემი ნერვიულობის მიზეზი.. მე მხოლოდ იმ ადამიანის რეაქცია მაინტერესებდა ვიზეც ვთქვი რომ მიყვარს.. ნუთუ შეძლებს მაპატიოს და შემირიგდეს...დამშივდდი მარი.. ჩემი თავის დამშვიდებას ვცდილობდი თუმცა არ გამომდიოდა... 
-პაუზა სრულდება.. გელოდება ელენი (შემომძახა ჩემმა "მდივანმა")
-მოვდივარ..! სარკეში ჩავიხედე.. თვალი მიმოვავლე საკუთარ თავს ყველაფერი წესრიგში იყო..ღრმად ამოვისუნთქე და დავბრუნდი გადაცემის გადასაღებ "მოედანზე"..
-ჩვენი შესვენება დასრულდა.. და ახლა მარი გვიმღერებს თავის ახალ სიმღერას.. პრემიერა ელენის შოუში..
მუსიკა ჩაირთო და მეც სიმღერა დავიწყე..
ყველა აცეკვდა.. გამხიარულდა..როცა ვმღეროდი სიცილს 
ძლივს ვიკავებდი.. როცა ელენს ვუყურებდიი...
დარბაზს მიმოვალვე თვალი და თითქოს გავქვავდი.. ენა დამება,თუმცა სიმღერა არ შემიწყვეტია.. ერთ ადგილს მივშტერებოდი და თვალებს ვერ ვწყვეტდი...დამუხტული ენერგიიდან დავეშვი და როგორც იქნა დავამთავრე სიმღერა..
-ჩვენი სტუმარი იყო მარი სმიტი..ყველასთვის საყვარელი მომღერალი და უმშვენიერესი მოდელი..
ელენმა სტუდიიდან გამაცილა.. კულისებში შესვლისთანავე ძლივს ამოვისუნთქე.. 
-ჰეი..რა დაგემართა ბოლოს? (კერი)
-არაფერი..
-ჯიმი ფელინის შოუს წარმომადგენელმა დარეკა და შოუში მიგიწვია.. რას იტყვი გცალია? (კერი)
-არა.. ცოტახნით არ მეცლება... კერის თვალი მოვაშორე და კულისებისკენ მომავალ,მომღიმარ მაიკს გავხედე..
-მომენატრე პატარა პრინცესა! 
მივეხუტე.. 
-ეს ვინ არის? (კერი)
მეც და მაიკსაც გაგვეცინა კერის ნათქვამზე...
-მიყვარხარ!♥
-მეც მიყვარხარ ჩემი პატარა პრინცესა!♥
ელენმა ჩემი ჩახუტება შენიშნა თუ არა უცხო ადამიანთან კამერამ კულისებისკენ გადაინაცვლა..
-აი ჩემი ექსკლუზივიც...მარი შეგიძლია გაგცავნო ეს ბედნიერი ყმაწვილი?
მე მაიკს შევხედე,მერე კი ელენს გავუღიმე...

3 month later...
ახლა გეტყვით იმ დღეს რა მოხდა.. მაიკი ჩემი ბავშვობის სიყვარული ყველამ გაიცნო.. ყველამ გაიგო ჩემი სიყვარულის ნამდვილი ისტორია.. და დღეს მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ.. ალბათ გახსოვთ ჯიმი ფელონის შემოთავაზება.. რა თქმა უნდა მის შოუშიც წავედი.. თან მაიკი წავიყვანე ჯიმის მოთხოვნით.. ჩემ ფანებს ჩვენი წყვილი ძალიან მოსწონთ.. "Mike" 
ასე უბრალოდ ,ზღაპრულად, გავიმარჯვე და გავხდი ბედნიერი.. როგორც ეს ზღაპრებში ხდება ხოლმე... 
ჭირი იქა,ლხინი აქა.. :დ

აი ასეთი იყო ჩემი საკონკურსო თემა!♥

დააკომენტარეთ თორე რა ვიცი.. თავს მოვიკლავ :დ

იმედი მაქვს კარგი გამოვიდა და

ცოტათი მაინც მოგხიბლეთ!♥
M i s s 
 
M a r t i n a
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 748 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-04-01 Spam
ჭირი შენა ლხინი ჩვენაა :დდ მომეწონა ძააანნ ხაშურ :დდდ<3 ^^<3 წარმატებები.<3