მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 14 » იდუმალი და საშიში ისტორიები
6:28 PM
იდუმალი და საშიში ისტორიები
 დ  
ამ სიახლეზე ვერაფერს ვიტყვი, 
უბრალოდ ყველანი სრულადში

P.S თუ შეგეშინდებათ ჩემი ბრალი არაა ;დდ


* თოჯინა * 
ლუსი ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, გრძელი, ქერა თმები და დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა. სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა, თითქოს ამ ქვეყანას არც მიეკუთვნებოდა. 
იმ დღეს ათი წელი შეუსრულდა. დილით ლამაზ კაბაში გამოეწყო და დაბლა ჩავიდა, სადაც დედამისი სამზარეულოში ტრიალებდა და ნამცხვარს აცხობდა. 
– ლუსი, დილით შენთვის საჩუქარი მოვიდა, ვიღაცას შენი დაბადების დღე გაახსენდა – უთხრა დედამ და პატარა ამანათისკენ ანიშნა. გახარებულმა ლუსიმ სწრაფად შემოხსნა ქაღალდი და ყუთიდან თოჯინა ამოიღო. ეს იყო ყველაზე საშინელი და საძაგელი თოჯინა, რომელიც ოდესმე ენახა. ჭუჭყიანი და ამძვრალი სახის კანით, თავზე თმების ნასახიც აღარ შერჩენოდა. ყველაზე საშინელი კი კბილები იყო – გრძელი, წვეტიანი და მახვილი. ლუსის მისი თავიდან მოშორება უნდოდა, მაგრამ დედამ სასტიკი უარი განუცხადა და უთხრა, რომ ეს საჩუქარი იყო და მისი გადაგდება არ შეიძლებოდა. მაშინ ის კიბის ქვეშ მიაგდო და აღარც გახსენებია. ერთ ღამეს, როცა დასაძინებლად დაწვა, დაბლიდან უცნაური ხმაური შემოესმა, თითქოს ვიღაც ჩუმად ეძახდა. ცოტა ხანში სიტყვებიც გაარჩია. "ლუსი, მე უკვე პირველ კიბეზე ვარ” ჩაესმა ხრინწიანი ხმა და შეშინებული საწოლში მოიბუზა. მეორე დღეს დედას სთხოვა ეს თოჯინა თავიდან მოეშორებინათ, მაგრამ ისევ უარი მიიღო. საძაგელი თოჯინა იგივე ადგილზე იდო, სადაც დატოვა. მეორე ღამეს საშინელი კოშმარები აწუხებდა. უცნობი კაცი დაესიზმრა, რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა. "მანდ ცხოვრების უფლება არ გაქვს” უთხრა კაცმა და თვალები ცეცხლისფრად აენთო. ოფლში გაწურულს გამოეღვიძა. "ლუუუსი, მე უკვე მეოთხე კიბეზე ვარ” გაიგონა დამცინავი ხმა და კიბეზე ხმაური მოესმა. 
რა თქმა უნდა ეს ამბავიც არავინ დაუჯერა, სკოლაში დასცინეს, დედა კი ეჩხუბა ასეთ ისტორიებს ნუ იგონებდა და აუკრძალა ამაზე ლაპარაკი. 
იმ ღამით ლუსიმ გადაწყვიტა საძინებლის კარები დაეკეტა. დედას სთხოვა, რომ ღამით მასთან შუქი ანთებული დაეტოვებინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გამოუცხადა სინათლე შეაწუხებდა და ჩაუქრო. 
როცა დედა დაწვა, ფანჯარასთან მივიდა, რომ ფარდები გადაეწია და სინათლე შემოეშვა ოთახში. სწორედ ამ დროს გაიგონე ნაცნობი ხმა: 
"ლუსი, მე უკვე ბოლო კიბეზე ვარ…” ლუსი მობრუნდა და დაინახა როგორ გაიღო საძინებლის კარი ძალიან, ძალიან ნელა… მეორე დღეს მისი გვამი კიბეებთან იპოვნეს. თოჯინაც მის გვერდით ეგდო. ეს ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს. "ეს თოჯინა ძალიან უყვარდა” თქვა დედამ "ახლა მათ სამუდამოდ შეუძლიათ ერთად იყვნენ” 



ეს ისტორია იწყება 2001 წლიდან და ეს ქოხი კი ძალიან დიდი ხანია რაც არსებობს. ერთხელ სოფელში სტუმრად ჩამოსული ბავშვები დახუჭობანას თამაშობენ,როდესაც ერთმა გოგომ გადაწყვიტა საშიში გარეგნობის მქონე ქოხის უკან დამალულიყო,რომელიც მდინარესთან ახლოს იდგა. გოგონა ქოხის უკან მივიდა და დაიმალა,ქოხს სულ 3 ფანჯარა აქვს აქედან 2 ჩაკეტილი და ერთი ღია. გოგონა ღია ფანჯარასთან დაიმალა და როდესაც მან ფანჯარაში გამოსახული სახე დაინახა შიშისგან გული წაუვიდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვეს გოგო, რომელიც შეშინებული ეგდო ძირს. იგი ყვებოდა,რომ წვიმამ გამოაფხიზლა და სახეს კი ვერაფრით ვერ აღწერს. 
ეს ამბავი სოფლის მამასახლისის ყურამდე როცა მივიდა მან გადაწყვიტა,რომ ღამით თვითონ წასულიყო იმ ქოხში და ენახა რამ შეაშინა სტუმარი გოგო. მან ყოველი შემთხვევისთვის დანა წაიღო და 3 ძაღლი წაიყვანა. როგორც ის ყვება, ძაღლებმა ყეფა იმ მომენტში დაიწყეს,როდესაც ქოხთან საზიზღარი სუნი დადგა. იგი სუნს აღწერს,როგორც "მკვდრის” სუნს ანუ გახრწნილი არსების სუნს, შემდეგ ქოხის შიგნიდან ხმაური ატყდა,ისმოდა კაკუნის,გარბენის,ხშირი სუნთქვის და საზარელი კვნესის ხმები, უეცრად მამასახლისი ქოხის იმ ფანჯარასთან მივარდა,რომელიც ღია იყო და შიგნით შეიხედა. ის აღწერს შიგნით სიბნელის მაგივრად სინათლე დამხვდაო და ნათურა კი არსად იყოო. არ ვიცი რა ანათებდა, მაგრამ შიგნით ყველაფერი თეთრი იყო და სუნიც ძალიან მძაფრად იდგაო. 
შემდეგ მამასახლისი გაიქცა და მეორე დღეს ხალხთან ერთად მივიდა. სუნი ისევ არ გამქრალა, სუნი შიგნიდან გამოდიოდა მაგრამ შიგნით არაფერი არ იყო. სინათლე არავის დაუნახავს,შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა ნეტა შიგნით რა არის ესეთი რასაც ეს სუნი აქვსო. შეკითხვა დაამთავრა თუ არა მას ფეხზე ქვა მოხვდა,დაიხარა თუ არა ქვის ასაღებად ქვაზე წითელი ასოებით ეწერა: "когда никто не там, что-то там! ” ქვასაც ის სუნი ასდიოდა,რაც ქოხიდან გამოდიოდა. ბოლოს მოიფიქრეს,რომ დაენგრიათ ეს ქოხი მაინც არავის არ სჭირდებოდა და არავინ არ იცოდა ვისი აშენებული იყო. 
მეორე დღეს მთელი სოფელი ქოხთან შეიკრიბა და ქოხის დაშლა დაიწყეს,როდესაც ქოხიდან საზარელი ყვირილი მოისმა ყველა პანიკაში ჩავარდა. ეს ყვილი კაცის იყო ოღონდ არაადამიანური ხმით დაიყვირა,როდესაც ყვირილი შეწყდა მდინარე ადიდდა და ნაპირზე გადმოვიდა. აბსოლუტურად ყველა დასველდა,მდინარე კი უფრო და უფრო გიჟდებოდა. ერთ-ერთმა მაინც მოახერხა ერთი ფიცრის ჩამოძრობა და ამ ფიცრის უკან წითლად ეწერა:”оставьте меня в покое!” 
შემდეგ დღეს უკვე საქმეში პოლიცია ჩართეს. პოლიცია ვერ ახერხებდა ქოხთან ახლის მისვლას,რადგან მდინარე ძალიან ჩქარი და ცივი იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს,რომ ეს ორი კვირა ქოხთან ყოფილიყვნენ ჩასაფრებულნი,რომ გაეგოთ შიგნით "ვინ” ან "რა” იყო. ორი კვირა გავიდა! ქოხიდან არავინ არც გამოსულა და არც შესულა. სუნი კი მძაფრად გამოდიოდა.რაც უფრო ახლოს მიიწეოდნენ პოლიციელები ქოხთან მით უფრო ადიდდებოდა ნაპირზე გადმოსული მდინარე. თითქოს ქოხში მცხოვრები არსება მდინარით იმუქრებოდა. ქოხი ლამის მდინარეში იდგა! 
გავიდა ერთი თვეც, მაგრამ ის არასდროს გამოდის გარეთ. ბოლოს გადაწყვიტეს,რომ ქოხთან არავინ არ მისულიყო და ყოფილიყო ეს ქოხი თავისთვის. ქოხთან მდინარე ჩადგა და გზა განთავისუფლდა. იმ ტერიტორიას სადაც ქოხი იდგა "ნაძრახი ტერიტორია” უწოდეს. ზოგი ამბობს ქოხში სული ცხოვრობსო, ზოგი იძახის ქოხი ცოცხალია და ის შვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ქოხთან მისვლას ვერავინ ვეღარ ბედავს. ხალხი თავისთვის არის, ქოხი თავისთვის. სუნი მარტო სახლში დგას და სახლის კარებები და ფანჯრებიც ჩარაზულია (უკვე მესამე ფანჯარაც ჩარიაზა). ხალხის დასკვნა კი ასეთია: ქოხში არის რაღაც! რაც არასდროს გამოდის გარეთ! 



კლინიკური სიკვდილი 
ეს სევდიანი და უცნაური ისტორია ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, დიდი ხნის წინათ. ეს ამბავი ჩემს მეგობარს თავისმა ბებიამ უამბო. მე არ მქონია ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა. 
სოფელში ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს ერთი პატარა ბიჭუნა ჰყავდა, რომელზეც ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ერთ დღეს უბედურება დაატყდათ თავს, პატარა ბიჭი გარდაიცვალა, თუმცა არაფერს უჩიოდა, არაფერი ტკიოდა. ვერც ექიმებმა გაუგეს რამეს. თუმცა იმ დროს მედიცინა დაბალ დონეზე იყო. 
ბიჭუნა ქრისტიანული წესის მიხედვით დაკრძალეს. მეორე დღეს საფლავზე გასულებს რაღაც ხმა მოესმათ. მამას ეგონა ალბათ ამ უბედურების გამო ჭკუიდან ვიშლები და ბავშვის ტირილის ხმაც ამიტომ მესმისო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ყველას ესმოდა ეს ყრუ ქვითინი და ტირილი, რომელიც საფლავიდან მოდიოდა. 
სასწრაფოდ გათხარეს საფლავი და პატარა ბიჭი ამოიყვანეს, რომელიც რაღაც სასწაულის ძალით ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მშობლები უზომოდ ბედნიერები იყვნენ. თუმცა ცხოვრება ვის გაახარებს დიდი ხნით. რამდენიმე ხნის შემდეგ პატარა ბიჭუნა კვლავ გარდაიცვალა. 
ბიჭუნას მშობლები არ კრძალავდნენ 2 კვირა იმის იმედით რომ კვლავ გაცოცხლდებოდა მათი შვილი. თუმცა 2 კვირის თავზე, მეზობლების, ნათესავებისა და მოძღვრის რჩევით მშობლები იძულებულები იყვნენ თავიანთი ბიჭი დაეკრძალათ. 
მამა საფლავზე ათევდა და აღამებდა იმის იმედით, რომ მათი ბიჭუნას ხმას კვლავ გაიგებდა. თუმცა 1 თვის შემდეგ ნათესავებმა აიძულეს სახლში დაბრუნებულიყო და სასაფლაოზე აღარ გაეთია, რათა ჭკუიდან არ შემცდარიყო და თვითონაც არ მომკვდარიყო. 
რამდენიმე თვის შემდეგ ბიჭის მშობლებმა გადაწყვიტეს კვლავ გაეხსნათ საფლავი. მათ არ აძლევდათ მოსვენებას ის აზრი, რომ ცოცხლად დამარხეს თავიანთი ბიჭი. 
საფლავი გათხარეს. კუბოს თავი ახადეს და იქ ნახეს.. პატარა ბიჭს მდგომარეობა შეეცვალა. დაკრუნჩხულიყო. კუბო დაკაწრული იყო. ბიჭს სიმწრისგან თითები დაეჭამა. ვენები ფრჩხილებით ჰქონდა გადაჭრილი. 
ეს ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემოდა თქმულების სახით, ასე მოაღწია ჩემამდეც, ვერც მაშინ და მითუმეტეს ვერც ახლა ვერავინ ახსნა ეს უცნაური ამბავი. 


ისტორია რომელსაც ახლა გიამბობთ რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 7 წლის ჯენის ჰყავდა კატა მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა, მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა, ასეირნებდა. 
ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიანდა. მშობლებიც წუხდნენ ჯენის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ პატარა გოგონასთვის, თუმცა იმ დღეს როცა მშობლები ჯენის წაყვანას აპირებდნენ ახალი კატის საყიდლად, ჯენიმ თქვა რომ მისი მიკი დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან. საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მის მშობლებს ის იყო, რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა. მშობლები შიშობდნენ რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლებიც დაერწმუნებინა რომ ის მართლაც დაბრუნდა. ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც მანამდე, სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა. ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა, რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა, ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაეღო ჯენისა და მისი წარმოსახვითი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული. ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და გოგონამაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან. მეორე დღეს სახეშეშლილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული. 


თვალები 
შანია შეპარდი ახალგაზრდა ქალი იყო, მდივნად მუშაობდა. იგი უბედური შემთხვევის გამო დაბრმავდა. 2 წელი ბრმა იყო, შემდეგ კი ოპერაცია გაუკეთეს, თვალის ბადურის იმპალტანტი ჩაუდგეს. შანია უკვე კარგად ხედავდა, ძალიან ბედნიერი იყო, რომ ისევ შეეძლო გარემოს აღქმა. 
ერთ საღამოს კაფეში მარტო იჯდა, ვახშმობდა. ბართან შენიშნა ერთი მამაკაცი, რომელიც თითქოს სადღაც ენახა. შანია გამუდმებით ამ კაცს უყურებდა, თავს ვერაფერს უხერხებდა. ოფიციანტმა სასმელი შესთავაზა, შანიამ მადლობა გაუხადა და კვლავ ამ მამაკაცისკენ გააპარა მზერა. უცნობი აღარ იჯდა ბართან. უცებ უკნიდან შეხება იგრძნო. ეს ის მამაკაცი, იყო რომელსაც უყურებდა ამდენი ხანი. კაცს ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა, სასმელის სუნი ასდიოდა. რატომ მითვალთვალებ, ვინ ხარო უყვიროდა შანიას. შანიამ მოიბოდიშა, თქვა მეგონა სადღაც უკვე მინახიხართ, ერთმანეთს ვიცნობთო? მამაკაცმა თქვა, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ და ვერ იტანდა როცა უთვალთვალებდნენ. გააფრთხილა რომ აღარ ეთვალთვალა მისთვის და ბარიდან გავიდა. შანია უჩვეულოდ გრძნობდა თავს. ამ ადგილას პირველად იყო. სამსახურის გამო მოუხდა ამ ქალაქში ჩამოსვლა და არავის იცნობდა. გადაწყვიტა სახლში წასულიყო. შანია მოტელში წავიდა. თავისი ოთახი რომ გააღო და შესვლას აპირებდა. საიდანღაც ისევ ის კაცი გაჩნდა. პირზე ხელი ააფარა, ოთახში შეათრია. ხელები შეუკრა. საწოლზე დააგდო და გამუდმებით ეკითხებოდა ვინ იყო. შანიამ თავისი ვინაობა უთხრა უცნობს, მაგრამ იგი არ უჯერებდა. დაემუქრა რომ მოკლავდა, თუ თავის ვინაობას არ ეტყოდა. კაცი თან არაყს სვამდა. შანია ძალიან შეშინებული იყო. ფიქრობდა რომ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა ამ კაცს. უცნობმა მთელი ბოთლი არაყი გამოსცალა და ტკბილად ჩაეძინა სკამზე შანიას წინ. გოგონა ჩუმად ადგა და გაიპარა თავისი ოთახიდან, რომლის ჩაკეტვაც დავიწყნოდა მოძალადეს. შანიამ თავის დაღწევა შეძლო. პოლიციამ დააკავა დამნაშავე. პოლიციელმა შანიას უთხრა, რომ ამ მამაკაცს დიდი ხანია ეძებდნენ, მან მოკლა ახალგაზრდა ძიძა ბრიტნი ჰიგინსი. შანიას ეცნო ეს სახელი და გვარი, ეს სწორედ ის გოგონა იყო, ვისი თვალის ბადურაც გადაუნერგეს შანიას. 



მეთამაშე 

ჩემს ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავედი. სახლი არც ისე ახალი იყო, 70-80იანი წლების… მანამდე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამივე ბავშვი გარდაიცვალა სხვადასხვა დროს… 
ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და თოჯინას ვეთამაშებოდი. მერე გარეთ გადავწყვიტე სათამაშოდ გასვლა, თოჯინა თავის საწოლში დავაწვინე და ეზოში გადავედი. რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ თოჯინა ახლა სხვა სათამაშოებთან ერთად, სკამზე იჯდა. გამიკვირდა, იმიტომ რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია. საღამოს დედას მოვუყევი, მაგრამ არ დამიჯერა, შენ დატოვებდი სკამზე დასმულს, უბრალოდ არ გახსოვსო… 
ძილის წინ თოჯინა სათამაშოების ყუთში ჩავაწვინე და დავწექი… 
იმ ღამით ასეთი სიზმარი ვნახე – საწოლთან დაახლოებით 7 წლის გოგონა მედგა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული, ქერა თმა ღია ცისფერი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ხელში კი თოჯინა ეჭირა, ჩემი თოჯინა. მეგობრულად მიღიმოდა. მე დავუყვირე : ” მომეცი ჩემი თოჯინა !” , მან კი გაკვირვებულმა მიპასუხა : ” არა, ჩემია!”. მე ყვირილს განვაგრძობდი : "ჩემია, დამიბრუნე ჩემი თოჯინა! "… "მაშინ მეთამაშე მაინც, იმდენი ხანია ჩემთან არავის უთამაშია ” – მთხოვა მან და საწოლს მოუახლოვდა… ” არ მინდა შენთან თამაში” – დავუყვირე და გავექეცი… ამ დროს გამომეღვიძა და დავინახე რომ ბალიშთან ჩემი თოჯინა იდო და მის გვერდით თმის ღია ცისფერი ბაფთა 
მომდევნო ღამით, კვლავ ვიხილე სიზმარში ის გოგონა. ამჯერად მარტო არ იყო, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა გოგონასთვის, დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა… ” ხედავ? შენ ჩემთან თამაში არ მოინდომე, მაგრამ ეს გოგო მეთამაშება ხოლმე” – მითხრა მან და წავიდა… 
მეორე დილით გავიგეთ რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. 9 თვეში ჩემი და დაიბადა… ცოტა რომ წამოიზარდა, მომიყვა, ძილის დროს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეთამაშებაო… 
მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი ეკურთხებინათ და მალევე აკურთხეს.. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა პატარა დამ თქვა, მისი მეგობარი აღარ გამოჩენილა… 


daamowma - miss♥martina
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 864 | დაამატა: PerfectlySelly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-06-15 Spam
momewona ♥ magram istoriis umetesoba ukve iyo dadebuli cota gansxvavebuli ro dagedo uketesi iqneboda smile