მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 2 » Ice Cream ✾
5:24 PM
Ice Cream ✾
 Ice-CreaM 
როგორ მოვამზადოთ
მარწყვის,შოკოლადის,ყავის,
ბანანის,იოგურტის ნაყინი






✾ მარწყვის ნაყინი 

ინგრედიენტები

1 ჩ.ჭ. წყალი
1 ჩ.ჭ. მარწყვის წვენი
1 ცალი ლიმონი
200გრ ნაღები ან არაჟანი
გემოვნებით ვანილი








მომზადება:

1 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილს დაასხით 1 ჩ.ჭ. წყალი და მოხარშეთ სიროფი.
მარწყვიდან გამოწურულ წვენს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ვანილი.
მარწყვის წვენს შეურიეთ გაციებული სიროფი და შედგით საყინულეში.
ცალკე კარგად გათქვიფეთ არაჟანი ან ნაღები და შედგით საყინულეში.
სრულ გაყინვამდე გამოიღეთ ორივე, შეათქვიფეთ ერთმანეთს და შედგით ისევ საყინულეში. სრულ გაყინვამდე რამდენჯერმე გათქვიფეთ მიქსერით.



✾ შოკოლადის ნაყინი 


ინგრედიენტები



შოკოლადი  - 300 გრ
კარაქი  - 80 გრ
ნიგოზი  - 200 გრ
შაქარი  - 100 გრ
კვერცხი  - 6 ცალი






მომზადება:

60 გრ შაქარი და 1 ჩ/კ წყალი გავაცხელოთ დაბალ ცეცხლზე.
უნდა გამოვიდეს კარამელი. 
დავამატოთ 10 გრ კარაქი, ნიგოზი და ავურიოთ. 
ამოვაწყოთ ნიგოზი ქაღალდზე, რომ ერთმანეთს არ შეეწებოს. რამოდენიმე ცალი გადავდოთ მოსართავად.
შოკოლადი გავადნოთ დარჩენილ კარაქთან ერთად.
ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 კოვზ შაქართან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ ცილა, ისე რომ გამოვიდეს სქელი ქაფი.
ავურიოთ ერთმანეთში კვერცხის გული, ცილა და ნიგოზი.
კვერცხის მასა და შოკოლადი შევურიოთ ერთმანეთს ჩავასხათ ფორმაში და ჩავდგათ 6 საათით საყინულეში.



✾ ყავის ნაყინი 


ინგრედიენტები



რძე  5 ჩაის ჭიქა
ნაღები 2 ჩაის ჭიქა
კვერცხი  4 ცალი
შაქარი  1 (1/2) ჩაის ჭიქა
ყავა  2 სუფრის კოვზი





მომზადება:



1 ან 2 ჩაის ჭიქა რძეში ჩახარშეთ 2 ს/კ მაღალი ხარისხის ყავა. ადუღეთ 2-3 წუთს, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოწურეთ და გადმონაწურ ყავანარევ რძეს გაურიეთ რძე, ნაღები (მისი ყიდვა პოპულის სუპერმარკეტში შეგიძლიათ) და წინასწარ დამზადებული (4 კვერცხის გულის) გოგლიმოგლი. შემდეგ კი ჩაასხით რაიმე გაცივებულ ჭურჭელში და გაყინეთ. როცა შეატყობთ, რომ ნაყინი საკმარისი სისქისა და ტემპერატურისაა, გადაანაწილეთ იგი პატარ-პატარა სანაყინეებში და მეგობრებს გაუმასპინძლდით.




✾ ბანანის ნაყინი 


ინგრედიენტები


2 ცალი ბანანი
100 გრამი ნაყინი (ვანილი)
8 ცალი ყინულის კუბიკები
1 სუფრის კოვზი შაქარი








მომზადება:


ბანანი გავფცქვნათ და დავჭრათ საჭუალო ზომის ნაჭრებად.

ჩავყაროთ ბლენდერში ნაყინთან და ყინულის კუბიკებთან ერთად და დავაბლენდეროთ.
გადმოვასხათ ჭიქაში და მივირთვათ.



✾ იოგურტის ნაყინი 


ინგრედიენტები


1 ბანანი
1-1,5 ჭიქა მუქი ფერის კენკრა(მოცხარი,თუთა,მოცვი)
250გრ ნატურალური იოგურტი(დანამატების გარეშე)
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი







მომზადება:



დაჭრილი ბანანი და კენკრა ბლენდერის საშუალებით პიურედ აქციეთ. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, იოგურტი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. გადაიტანეთ მასა პლასტიკის კონტეინერში და საყინულეში 2 საათით შეინახეთ. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ნაყინი ხელის ბლენდერით ან ჩანგლით ამოურიეთ.




იმედია გამოგივათ ♥ რომელიმე მაინც :დ


კატეგორია: ♥ გურმანი | ნანახია: 790 | დაამატა: Sunshine♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-04-02 Spam
4.    ( -Mary♥[??????]

Momewonaaa siaxleeee)))))) gavaketeb.
P.s aramgonia gamomividesss:d