მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 30 » I Travel The World ♥
12:21 PM
I Travel The World ♥
 Travel The World 
Paris|California|NY|Rio
 




ყოველთვის მინდოდა დამედო ესეთი სიახლე და როგორც იქნა მოვიცალე:))
ეს ოთხი ქალაქი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და სწორედ ამ ოთხ ქალაქში მინდა მოგზაურობა



Paris




 საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი" (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.





პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia (/lutetja/), ან Lutetia Parisiorum, (ფრანგ. Lutèce ([lytɛs])), რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან "პარიზიო", რაც "მუშა ხალხს" ან "ხელოსნებს" ნიშნავს.
მოსახლეობის 80 % ქრისტიანია, 75 % კათოლიკეა, ამათგან უმეტესობა — ლათინური ყაიდის კათოლიკეა, ზოგიერთი — სომხური და ბიზანტიური ეკლესიების მრევლია. პარიზში 94 კათოლიკური თემია, აქედან 15 მართლმადიდებლური, 21 სინაგოგა (პარიზში 220 000 იუდეველია) და 2 მეჩეთია 50 000 მუსულმანისთვის, (უმეტესობა სუნიტია).




პარიზში შეყვარებულთან ერთად მინდა წასვლა , თან ძაან
პარიზი ხომ სიყვარულია ქალაქია



callme-tiffany:This is perfect my god





California




კალიფორნია (California, Ca), შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი მინიშნებაა ესპანური სიმღერის წარმოსახვითი კუნძულისა, რომლის მმართველი იყო დედოფალი კალაფია. XVIII ს-ის დასაწყისამდე კარტოგრაფებს იგი წარმოდგენილი ჰქონდათ კუნძულის სახით.





ყოველთვის მქონდა ოცნებაში კალიფორნია
ჩემს მოთხრობაშიც კალიფორნიაში ვითარდება მოქმედება
თან ზაფხულში , კალიფორნიაში ჩემს მეგობართან მარისთან ერთად მინდა წასვლა ზაფხულში







NeYork 



ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple")





მანჰეტენი (ნიუ-იორკის ქაუნთი, მოს. 1.564.798) ქალაქის ბიზნესისა და კულტურის ცენტრია, და ამგვარად ყველაზე ურბანულია. ის ასევე ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული. აქ მდებარეობს ქალაქის განთქმული ცათამბჯენების უმრავლესობა. ეს რაიონი იყოფა დაუნთაუნ, მიდთაუნ და აპთაუნ რეგიონებად.
ბრონქსი (ბრონქსის ქაუნთი, მოს. 1.363.198), ცნობილი, როგორც ჰიპ-ჰოპ კულტურის დაბადების ადგილი და ნიუ-იორკის იანკების გუნდის ბინა. აქ კომპაქტურად არიან დასახლებული ქალაქის რასობრივი უმცირესობები, განსაკუთრებით კი ლათინელები და შავკანიანები. მცირე კუნძულების გამოკლებით ბრონქსი ქალაქის ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტზე მდებარეობს.
ბრუკლინი (კინგსის ქაუნთი, მოს. 2.472.523) ამერიკის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქაუნთია, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი იმიგრანტით ვინემ ნებისმიერ სხვა ადგილას ქვეყნის მასშტაბით. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია შენარჩუნებული ძლიერი ნაციონალური კულტურებით. რაიონში თანამედროვე ბიზნეს კვარტალთან ერთად დიდი ისტორიული რეზიდენციული უბნებიცაა, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ასევე გრძელი ოკეანის სანაპირო და კონი-აილენდი (კუნძული კონი) აქვს, რომელიც განთქმულია ერთ-ერთი უძველესი მასობრივი გართობის პარკით. ქალაქის იტალიელ, რუს და ჩინელ იმიგრანტთა უმრავლესობა სწორედ ამ უბანზე მოდის.
კუინზი (კუინზის ქაუნთი, მოს. 2.225.486) გეოგრაფიულად ყველაზე დიდი რაიონია. აქ მდებარეობს შის სტადიონი და ნიუ-იორკ მეტსი; რეგიონის სამი ძირითადი აეროპორტიდან ორი (ლაგუარდია და ჯონ კენედის აეროპორტები); აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი, სადაც იმართება აშშ-ის ყოველწლიური ღია ჩემპიონატი (United States Open).
სტეიტენ-აილენდი (რიჩმონდის ქაუნთი, მოს. 459.737) ყველაზე წყნარი და საგარეუბნო ხასიათის რაიონია, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ინტეგრირებული ხდება ქალაქის სხვა რაიონებთან 1964 წელს ვერაზანო-ნეროუს ხიდის გახსნიდან. 2001 წლამდე აქ მდებარეობდა მსოფლიოში უდიდესი ნაგავსაყრელი, რაც ამ რაიონს საკმაოდ არამომხიბლავს ქმნიდა საცხოვრებლად.





ნიუ-იორკში წასვლა ჩემს ნათლია მეგისთან ერთად მინდა
ორივე ვგიჟდებით ამ ქალაქზე თან მხოლოდ 2 წლითაა ჩემზე დიდი მეგი და კარგად გავერთობით ქალაქში რომელსაც არ სძინავს






Rio



რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან რიო[1] — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მესამე უმსხვილესი მეტროპოლია და აგლომერაცია სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ[2][3] იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში და 26-ე მსოფლიოში.[4] ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ქალაქის მცხოვრებლებს „კარიოკებს" (პორტ. cariocas) უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს" (Cidade Maravilhosa).





ამჟამად რიო-დე-ჟანეირო იყოფა ისტორიულ ცენტრად (Centro); ტურისტებისათვის საყვარელ სამხრეთის ზონად (Zona Sul); საცხოვრებელ, ნაკლებად შეძლებულ ჩრდილოეთის ზონად (Zona Norte) და დასავლეთის ზონაში (Zona Oeste) შემავალ დაშორებულ პერიფერიებად და გარეუბნებად, ასევე ახლადშექმნილი რაიონია ბარა-და-ტიჟუკა.






რიოში წასვლა ჩემს საუკეთესო მეგობარ ქეთისთან ერთად მინდა




იმედია ოდესმე მოვინახულებ ამ ქალაქებს ისე როგორც მინდა:))
ამბობენ ოცნებები ხდებაო და ვნახოთ :დ




კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 861 | დაამატა: Sunshine♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9
2013-04-27 Spam
9.    ( Tày[??????]

dzaan momewonaa! kai siaxlea dzaan )