მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 15 » I Lose Love...!!!
9:55 PM
I Lose Love...!!!

I Lose Love...!!!

Chapter 8



უკვე კარგა ხანია რაც ჰარის მკერდზე თავ დადებული მღვიძავს,მაგრამ თვალებს არ ვახელ,მეშინია ეს ყველაფერი სიზმარი არ იყოს,მაგრამ ბოლოს უკვე თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და გავახილე.ჰარის ავხედე,ტუჩები გაეღო და ფშვინავდა,გამეღიმა და ზემოთ ავიწიე.კისერზე ვაკოცე,მაგრამ არ გაღვიძებია,ლოყაზე ვაკოცე,ისევ არ გაღვიძებია,ახლა ტუჩებში კოცნა მოვსინჯე და გამეღიმა,როცა კოცნით მიპასუხა.
თეძოებზე ხელი ჩა
მავლო და მის ზემოდან მომათავსა.წელზე ხელები ჩამიცურა და უკანალზე ძლიერად მომიჭირა,რამაც ჩემი წამოკვნესება გამოიწვია,თუმცა ეს კვნესა ჰარის დიდმა ტუჩებმა ჩაახშეს.სუნთქვა აღარ მყოფნიდა და მის ტუჩებს მოვწყდი. 
-მმმ...-თვალებდახუჭულმა თქვა ჰარიმ და ტუჩები რამდენჯერმე გაილოკა-რა გემრიელი ხარ,პატარავ-კიდევ მაკოცა. 
გავწითლდი და სახეზე თმები ჩამოვიშალე. 
-შენთან კიდევ ერთი სათხოვარი მაქ-ეშმაკურად მითხრა და ჩაიცინა. 
-გისმენ-ხელები მკერდზე დავაწყვე 
-დღეს არ ჩაიცვა რაა-გაიღიმა და მისი ღრმულები გამოაჩინა ლოყებზე. 
-ჰა?-გაკვირვებულმა ვკითხე. 
-ანუ ტანზე არ ჩაიცვა და ისე იარე-ამიხსნა 
-გავიყინები-წარბები შევჭმუხნე 
-გაგათბობ-საყვარლად გამიღიმა. 
-კარგი,ოღონდ საცვლებს მაინც ჩავიცვამ-წარბები შევჭმუხნე. 
-კარგი-გახარებულმა წამოიძახა და ჩემს ზემოთ მოექცა-ისე როგორ ხარ?რამე ხომ არ გტკივა?-მეკითხებოდა და შიგადაშიგ კისერზე მკბენდა. 
-ჯერ არ ვიცი-ხელები თმებზე მოვუჭირე და თავი უკან გადავწიე.-შენ ტური ხომ გეწყება დღეს? 
-აუუ-დაიწუწუნა და თავი მკერდზე დამადო-კი,რომელი საათია? 
-8 ხდება-ტელეფონს დავხედე. 
-უჰ,კაია დრო გვაქ წინ,10ზეა ჩვენი რეისი-გახარებულმა წამოიძახა. 
-კარგი მაშინ,მაინც ავდგეთ ბარგი ჩასალაგებელი გაქ-ხელები მკერდზე დავადე,რომ გადამეგდო,მაგრამ არაფერი გამომივიდა-აუ ადე რააა-მაინც არ დგებოდა,მაგრამ ბოლოს ძლივს მოვიშორე და ზეწარშემოფარებული გავედი სააბაზანოში. 
სარკის წინ დავდექი და მხოლოდ ახლა ვუგრძენი თუ როგორ მტკიოდა თითოეული კუნთი.განსაკუთრებული ტკივილი კი წელის არეში მქონდა. კაბინაში ახალი შესული ვიყავი,როცა გავიგე კარების გაღების და მიკეტვის ხმა. 
ჯანდაბა! არ ჩამიკეტია კარები. მალევე გაიღო კარები და იქ შიშველი ჰარი იდგა.კაბინაში შემოვიდა. 
-ვის გაუგონია პირველი ღამის მერე მარტო დაბანვა?-გამიცინა 
-რა დამპალი ხარ-მეც გამეცინა და კაბინის კარები მოვკეტე. 
სააბაზანოდან მალევე გამოვედით.
ჰარის მისი თხოვნა არ დავიწყებია და საცვლები ჩავიცვი თუ არა ოთახიდან გამაგდო,რომ სხვა არაფერი ჩამეცვა. ფეხშიშველი ჩავედი სამზარეულოში და საჭმლის მომზადება დავიწყე. 
-პატარავ-ჰარის ხმა მომესმა უკნიდან. 
-მმ...?-არ გამიხედია მისკენ,კვერცხი გავტეხე და ტაფაზე დავასხი. 
-რას ამზადებ?-ზურგს უკან ამომიდგა 
-ომლეტს-მისკენ მივტრიალდი.ისიც მხოლოდ საცვლით იდგა. 
-კარგი მაშინ მე ხელს არ შეგიშლი-სწრაფად მაკოცა და ოთახიდან გავიდა. 
"ჯანდაბა!მისი უკანალი"-გავიფიქრე და ტუჩზე ვიკბინე. 
მალევე მოვამზადე საჭმელი. მალევე ვიზაუსმეთ, შემდეგ კი ბარგის ჩალაგებაში მოვეხმარე.09:50-ზე კი უკვე აეროპორტში ვიყავით. 
-ემიიი-გაღიმებული წამოვიდა ჩემსკენ ზეინი და გადამეხვია.მას კი ყველამ მიბაძა. 
-როგორ ხართ?-ვკითხე ყველას 
-კარგად-ერთხმად მიპასუხეს. 
-ელ,შენ და პერიც მიდიხართ?-ვკითხე მხოლოდ ელეს,პერი არ მინახია. 
-მე კი და პერის თავისი ტურნე აქ-გამიღიმა-შენ არ მოდიხარ? 
-ამ... მე არა-თავი გავიქნიე და ხელები შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიწყვე. 
-რატომ?-მკითხა ლუიმ 
-რავი არ მინდა-გავიღიმე და თავი ჩავხარე 
ლუის რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ამ დროს თქვეს რომ მათი რეისი ხუთ წუთში აფრინდებოდა ამიტომ წასვლა მოუწიათ. 
-კარგად პატარავ-ტუჩები ტუჩებზე მომადო და დაიჩურჩულა 
-კარგდ-ამოვახველე და მოწყურებული მის ბაგეებს დავეწაფე. 
-ჭკვიანად იყავი-გამაფრთხილა. 
-მე კი არა შენ იყავი ჭკვიანად
-ჩავეხუტე. 
-
კარგი წავედი მე,მიყვარხარ-კიდევ ერთხელ მაკოცა და ბავშვებს გაეკიდა. 
"მიყვარხარ" ამ სიტყვას იმეორებდა ჩემი გონება ჰარის ხმით და ჩემ გულს გაჩერებამდე აღარაფერი აკლდა.მისი ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა,პირველი იყო ამ 5 წლის განმავლობაში ვინც ეს მითხრა. 
უნებურად გამეღიმა შემოვტრიალდი ჰარის ნათხოვარ მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ წავედი. 

მემგონი არც ისე საინტერესო თავია :/ ნუ განსჯა თქვენთვის მომინდვია :დ
მადლობა კომენტარებისთვიის <3 
და კიდევ დააკომენტარეთ :*
Dark ▲
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 845 | დაამატა: Irinka✘ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-12-15 Spam
isev igive shenishvna patara tavebia
mtlianobashi kaia