მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 14 » I Left My Heart In London...♡
3:54 PM
I Left My Heart In London...♡
 

თვითფრინავი ჰაერში აიჭრა და ღრუბლებში დაიწყო სრიალი, ნინამ მინას მიადო თავი და ბოლოჯერ გადმოხედა საყვარელ ქალაქს ზემოდან, განათებული ლონდონი წერტილივით მოჩანდა ციდან, იქ სადღაც რომელიღაც ქუჩაზე მისი საყვარელი ადამიანი იდგა და ნანობდა, ნანობდა ნათქვამ სიტყვებს, გატეხილ გულს...ორივემ კარგად იცოდა, რომ შეცდომა დაუშვეს, ორივემ იცოდა რომ მანძილი მათ სიყვარულს არაფერს დააკლებდა, უბრალოდ ორივე იმდენად ამაყი იყო, რომ არ შეეძლოთ ნათქვამის უკან წაღება და სწორედ ეს სიამაყე ანადგურებდა ორივეს, თუმცა ალბათ მათ "სიკვდილი" ერჩივნათ ვიდრე შეცდომის აღიარება....3 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ერთი წლის შემდეგ სამშობლოს მიწაზე დადგეს ფეხი, ნინას სხეული სიყვარულით გაიჟღენთა, მონატრებული ქვეყანა და საყვარელი ადამიანები...მოკითხვა, ჩახუტება, ქალაქის ქუჩებში ხეტიალი, უნივერსიტეტში გასაუბრებაზე მისვლა...ყოველი დღე ერთმანეთსმისდევდა და ზაფხულიც ბოლო დარჩენილ 4 კვირას ითვლიდა, შუა აგვისტო, სიცხე, ქალაქიდან გასული ხალხი და მიყუჩებული თბილისი...ორი თვე გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა, არც ერთი ზარი, არც ერთი მოკითხვა მისგან, ნელ-ნელა შეეჩვია ორივე ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას, თუმცა მონატრებისეულ ტკივილს ვერც-ერთი ვერ უხერხებდა ვერაფერს, ისინი ცდილობდნენ ისევ ესწავლოთ ცხოვრება თავიდან, ამ ცხოვრებაში კი ერთმანეთი არ ეყოლებოდათ....ნინა, როგორც ყოველთვის თავის ოთახში იყო და ამჯერად "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"-ს კითხულობდა და კვლავ ვერ მალავდა აღფრთოვანებას რემარკის მიმართ, მთლიანად გადაშვებულიყო ნაწარმოებში და თითქოს თითოელ მოხვედრილ ტყვიას თვითონ გრძნობდა, დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, მარიამს მისი ყურადრება რომ არ გაეფანთა, ოთახში გრიგალივით შემოიჭრა და გამეფებული სიჩუმე აახმაურა
-ნინა მორჩი კითხვას და ყურადღება მომაქციე
-აბუზღუნდა მარიამი

ნინამ ფანქრით კიდევ ერთი დამაფიქრებელი და სანტერესო ფრაზა გახაზა წიგნიდან
"მან სიცოცხლე გადაარჩინა და სიკვდილი მოიმკო" და მხლოდ ამის შემდეგ ახედა მეგობარს
-გისმენ ჩემო გადარეულო -გაუღიმა
-მოკლედ, 4კვირა გვაქ და აქ ხომ არ ამოვიბუგებით? ჩემ ნიჭიერ ტვინს კი არაჩვეულებრივი იდეა დაებადა - ღიმილი ყურებამდე აუვიდა
-მარიამ პირდაპირ მითხარი რა სათქმელი
-აუ, მოკლედ, მე შენ და ნიკა მივდივართ ბათუმში, შენთვისაც უკეთესი იქნება ცოტას გადააყოლებ გულს და ჩემთვის უფრო უკეთესი გავირუჯები
-არ მინდა
- მოკლედ მოუჭრა ნინამ
-აუ კაი რა ნინა, იცი რა მაგარი იქნება ? თან საბა ჩამოდის რამოდენიმე დღეში და ისიც შემოგვიერთდება, ლუკასაც უნდა წამოსვლა და მაგრად გავერთობით
საბა ნიკას ბავშობის ძმაკაცი იყო, მე-12 კლასიდან მშობლებმა ამერიკაში გაგზავნეს უკეთესი განათლების მისაღებას, ლუკა ნიკას ბიძაშვილი იყო და გოგონების კარგი მეგობარიც
-ვინ საბა ? -გაკვირვებით გახედა ნინამ

-არ გახსოვს ? ძალინ სიმპატიური ბიჭი, ნიკას ძმაკაცი როა, ჩვენს პარალერულ კლასში რომ იყო, მერე მე-12 ტედან ამერიკაში რომ წავიდა და შენ რომ მოსწონდი-საზეიმო ხმით გამოაცხადა ბოლო წინადადება მარიამმა
-ა ხო ხო გამახსენდა - ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა- როდის მივდივართ ?
-ვაიმე მიყვარხარ, მიყვარხარ - წამოხტა და ჩაეხუტა- ხვალ დილით, ახლავე დაიწყე ბარგის ჩალაგება, ახლა წავედი, საღამოს მე და ნიკა გამოგივლით
ნინამ საუკეთესო მეგობარი გააცილა და ისევ ოთახს დაუბრუნდა, მისი ოჯახი ბორჯომში იყო წასული და სახლში სულ მარტო უქევდა ყოფნა...საწოლზე წამოჯდა და თვითონაც ვერ მიხვდა ისე დაიწყო საბაზე ფიქრი, მაშინ მასაც ძალიან მოწონდა საბა და როგორც მარიამი ამბობდა შებყრობილი იყო საბათი, ცოტაც და შეუყვარდებოდა კიდეც, ამერიკაში რომ არ წასულიყო...მალე საბა გაქრა მისი ფიქრებიდან და ახლა ბენი შემოიჭრა, ისე დაუკითხავად..ნეტა როგორა ? რას შვრება ? სად შეიტანა საბუთები...კიდევ უამრავი კითხვა აწუხებდა, ამიტომ სკაიპი ჩართო და ემას დაელოდა როდის გამწვანდებოდა, რომ დაერეკა და ბენზე სიახლეები გაეგო, ემაც მალე შემოვიდა და ნინამაც არ დაყოვნა
-ნინა როგორ ხარ ? -მხიარული ხმა გაისმა ოთახში
-კარგად ემა თქვენ როგორ ხართ ? მომენატრეთ
-ჩვენც ძალიან გვენატრები, კარგად ვართ, ახლა მოვედით ზღვიდან
-მაგარია, ფერიც შეიგცვლია, გიხდება რუჯი
-მადლობა, თქვენ რას შვრებით
-რავი ხვალ ჩვენც ზღვაზე მივდივართ და მერე სწავლაც გვეწყება, უი რაზე შეიტანეთ საბუთები ?

-მე იურიდიულზე, ჰარიმ სამედიცინოზე და ბენმა ეკონომიურზე
-მაგარია, კარგი ფაქულტეტები აგირჩევიათ, ჰარი იანის გზას დაადგა
- გაეღიმა
-ხო აბა, იმოქმედა ძალიან, ნინა იცი არ ვიცი ღირს თუ არა ამის თქმა
-ბენს ეხება ?
-ხო
-რა ხდება
-ანერვიულება შეეტყო ხმაში
-იცი ბენი და სოფი შერიგდნენ
-კარგია
- ბუნებრივი ხმით წარმოთქვა ნინამ
-ვიცი ნინა რომ გული გეტკინა, ჩემთან არაა საჭირო ძლიერი გოგოს როლის მორგება - ნაწყენი ხმიტ უთხრა ემამ
-არა ემ, მართლა მიხარია რომ ბედნიერია - ისევ ჩვეულებრივი ხმა
-დამიჯერა იმდენად ბედნიერი არაა, რამდენადაც შენთან იყო, ეს მოჩვენებითი ბედნიერებაა, რომელიც ადრე თუ გვიან გაქრება
-არ ვიცი ემ, დრო ყველაფერს გვაჩვენებს, კარგი წავედი , მაიკი და ბავშვები მომიკითხე
-კარგად ნინა, მიყვარხარ და მენატრები -
ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა და გათიშა

ნინამ აიპადი გვერდით გადადო, საწოლის თავს მიეყრდნო, ფეხები მოკეცა და თავი მუხლებზე ჩამოდო...სიმართლე ითქვას, ნინას უხაროდა ბენი ბედნიერება, მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა ეს ბედნიერება მოჩვენებითი იყო თუ ნამდვილი, მთავარია ბედნიერება ერქვა, ბენთან მიმართებაში ნინას საშინელი ეგოისტობა სადღაც შორს ქრებოდა, ამიტომ უხაროდა, მთელი გულით ტკივილიანი-სიხარულით უხაროდა, უხაროდა იმიტომ რომ ბენმა შეძლო და მის გარეშე ისწავლა ცხოვრება
-შენ ისწავლე ჩემს გარეშე ცხოვრება, ახლა ჩემი ჯერია - გაიღიმა ფეხზე წამოდგა და ბარგის ჩალაგება დაიწყო, შორტებს ბერტყდა როცა ერთ-ერთი ჯიბიდან ბენის ნაჩუქარი ბეჭედი გადმოვარდა...გაიღიმა, ფრთხილად დაიხარა აიღო და მარცხენა ხელი არათითზე მოირგო....
"მესამყაროები..!" გაიღიმა და ჩემოდანი შეკრა.

ესეც შემდეგი თავი, იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ წაკითხვით...ველოდები კომენტარებს და კრიტიკას რათქმაუნდა ♥
15 კომენტარი ხომ გახსოვთ...)))
 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 949 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-09-25 Spam
ეეე ლა საყვარელი თავი იიყო<33
შემთხვევით მე ხო არ დაგავიწყდი ჩემო ნიჭიერო :დ))მოგესალმები, გილოცავ მოთხრობის გაგრძელებას!როგორც ყოველთვის მართლა ძალიიან მოომეწოოონა<3
ეს ბენი რა არიიი ეე :დ მაგრამ ისეთ საყვარელ მომენტზე გაწყვიტე როო :@:დ<3
მალე დადეე შემდეგი თავიიიი <333333333333:*** წარმატებებსბ გისურვებ <3