მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 22 » I Left My Heart In London...♔
3:40 PM
I Left My Heart In London...♔

თვე, კვირა, დღე, წამი, წუთი ერთმანეთს მისდევდა დრო არ ჩერდებოდა და წელიწადი დასასრულს უახლოვდებოდა. ერთადერთი რისი გაჩერებაც ადამიანს არ ზალუძს ეს დროა, ის მიყვება მის დინებას და ყოველი მომენტით ცდილობს დატკბეს... ბავშვები ერთამნეთს უფრო დაუახლოვდნენ, შეიძინეს ახალი მეგობრები, იპოვეს ნამდვილი სიყვარული...სკოლა, ბოლო ზარი, გამოსაშვები საღამო , საბოლოო გამოცდები და მეორეჯერ წარმატებით დამთავრებული სკოლა ამჯერად ლონდონში...სამშობლოს მონატრება და დარჩენილი რამოდენიმე დღე...ბენისთვის იმის გააზრება რომ ნინა სამშობლოში ბრუნდებოდა მტკივნეული იყო, ძნელია საყვარელი ადამიანის ღიმილის, ჩახუტების, კოცნის გარეშე ცხოვრება და ბენს ეს აგიჟებდა, მანძილი მათი სიყვარულის ერთადერთი მტერი იყო...დარჩენილი ერთი დღე და გამომშვიდობების ცერემონია.
-ნინა ნუ ჩამოგტირის ცვირ-პირი ყველაფრი კარგად იქნება (მარიამი)
-ვიცი მარიამ, ვიცი, მაგრამ მეშინია, მეშინია იმის რომ მანძილი ჩემი და ბენის სიყვარულს საძირკველს გამოაცლის (გაღიმება სცადა ნინამ)

-შეეცადე გაიღიმო და მხიარულად იყო, ბენს ამით უფრო დაეხმარები, თან ხშირად ჩამოვ
 ხომ დაგპირდა და შემდეგი სემესტრიდან საბუთებს საერთოდ თბილისში გადმოვიტანო ხო თქვა (მეგობრის გამხნევებას ცდილობდა მარიამი)

-ვიცი მაგრამ , კაი არაუშავს წამო დაბლა ჩავიდეთ (ხელი მოკიდა მეგობარს)

პირველ სართულზე მათთვის ყველა ძვირფას ადამიანს მოეყარა თავი: ემა, მაიკი, იანი, ჰარი, ნიკა ამ ჩამონათვალს კი ნინასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აკლდა ბენი...სად იყო ამ დროს ? ერთ-ერთ ბარში უგონოდ მთვრალი ნინასადმი სიყვარულზე უყვებოდა ყველას, უკვე განცდილ მონატრებას სასმელში ახრჩობდა.
-ბენ გაგიჟდი უგონოდ მთვრალი ხარ (თავზე სოფი წამოდგა)
-სოოოო-ფიიიიი (დამარცვლა) იცი ის მიდის, მტოვებს და ჩემი გულიც თან მიაქვს (ამოილუღლურა და თავი ბარზე ჩამოდო)
-ოხ ბენ, ბენ

სოფიმ დაცვის ბიჭებს დაუძახა და ბენი მანქანაში ჩასვეს... სოფის  ისევ უყვარდა, მაგრამ იცოდა რომ არასდროს აპატიებდა დაშვებულ შეცდომას და ჩამოშორება ამჯობინა. ბენი რაღაცეებს ბოდიალობდა და ბურტყუნებდა, ძლივ გადმოიყვანა სოფიმ მანქანიდან და სახლისკენ წაიყვანა, კარი რათქმაუნდა ჰანამ გაუღო და ერთი შეკივლა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა ბენი
-ჰარი ხო არ იცი ბენი სადაა ? დღეს მთელი დღეა ვურეკავ (ნინა)
-ამ არ ვიცი ნინა, დილიდან არ მინახავს , ალბათ სახლში იქ
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო ჰარიმ, როცა იანმა ხელი მოკიდა და კარისკენ წაიყვანა, ნინაც უკან გაყვა

-ეეე გამიშვი (თავი გაინთავისუფლა ჰარიმ)
-წავედით გვეჩქარება (იანის ხმაში ანერვიულება და სიმკაცრე იგრძნობოდა)
-რა ხდება ? (ინტერესით სავსე თვალებით შეხედა ნინამ)
-არაფერი უნდა წავიდეთ (მოკლედ მოუჭრა იანმა)
-იან ვიცი რომ ბენს ეხება და გთხოვ მითხარი (ნინა)

იანმა ამოიხვნეშა
-მოკლედ ბენი ძალიან დათვრა, მერე სოფიმ სახლში მიიყვანა, მაგრამ ბენი გიჟივით გამოვარდა სახლიდან

-ჯანდაბა (ჩაილაპარაკა ჰარიმ და ისიც გიჟივით გავარდა სახლიდან)

ნინა და იანი ფეხდაფეხ გაყვნენ მას, ჰარი უკვე მანქანაში ჯდეოდა როცა გვერდით საშინელი სიჩქარით ბაიკმა ჩაუქროლა, მანაც არ დააყოვნა და მანქანა დიდი სისწრაფით დაძრა...ბენი ახლა გaუზარრებლად მოქმედებდა, სასმელი ყველგან ქონა გამჯდარი და თითქოს აიძულებდა რაიმე სისულელიs გაკეთებას
-ბენ გააჩერე (დაუღრიალა ჰარიმ , როდესაც მანქანით ბენს გაუსწორდა)

ბენს მისი სიტყვებისთვის არ მუსმენია, სიჩქარეს უფრო მოუმატა და იმ ადგილისკენ წავიდა სადაც პირველად აუხსნა ნინას სიყვარული, ახლა ის ადგილი სახლის ტოლფასი იყო, ყველაზე ახლობელი, თითქოს იქ იპოვნიდა შვებას...
-ჯანდაბა დავკარგე (გაბრაზებული გადმოვიდა ჰარი მანქანიდან)
-მგონი ვიცი სადაც წავდა (ნინა)
-რაღაც ვდგავართ მერე, წავედით (ჰარი)
-არა , აჯობებს მარტო წავიდე (ნინა)

ჰარიმ მანქანის გასაღები გაუწოდა, ისიც ჩქარა ჩაჯდა მანქანაში და იმ ადგილისკენ წავიდა სადაც ის ეგულებოდა, 20 წთში უკვე დანიშნულების ადგილას იყო, მანქანიდან დაინახა ქვაზე ჩამომჯდარი ბენი. მანქანა ქვასთან ახლოს გააჩერა, ღრმად ჩაისუნთქა და მანქანიდან გადმოვიდა. ბენი იმდენად იყო გათიშული რომ ვერც კი გაიგო მანქანის ძრავის ხმა, არც შერხეულა, უბრალოდ იჯდა და სივრცეს გაყურებდა, ნინა მიახლოვდა და ხელი მხარზე დაადო, ამ მომენტში თითქოს დენმა დაუარა მთელ სხეულში, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს რომელმაც სრულიად გამოაფხიზლა
-ბენ რას აკეთებ გაგიჟდი ? ხომ იცი შენთვის დალევა არ შეიძლება (მზრუნველი ხმით უთხრა ნინამ)
ბენი ფეხზე წამოდგა და ნინასკენ შეტრიალდა, სიყვარულით სავსე მზერით შეხედა და მიაშტერდა, ცდილობდა მისი სახე კარგად აღებეჭდა გონებაში, უნდოდა ყველა ნაკვთი, მიმიკა დამახსოვრებოდა მის გონებას
-ბოდიში რომ განერვიულე (ბენი)
-ჩემთან არ გაქ ბოდიშო მოსახდელი, შენ თავს მოუხადე ბოდიში და შენს მეგობრებს (ნინა)
-ნინას ეს დაშორება არა ხო ? ეს უბრალოდ ცოტა ხნით ერთმანეთისგან შორს ყოფნაა, მაგრამ ხო შეგვიძლია ეს ავიცილოთ თავიდან, დარჩი ნინა, შენ აქაც წარმატებული მომავალი გექნება(გაღიმება სცადა ბენმა)

-ჩემთვისაც ძნელია, მაგრამ მე ჩემს მომავალს საქართველოში ვხედავ, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა ბენ, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, მე ზედმეტად პატრიოტი ვარ და სხვა ქვეყანაში ჩემთვის ცხოვრება სიკვდილის ტოლფასი იქნება, იმ ბარტყს დავემსგავსები რომელიც ბუდედა გადმოვარდა და აღარ იცის იქ როგორ დაბრუნდეს (ნინა)
-შენ არ გიყვარვარ (გაბრაზებული ხმით წარმოთქვა ბენმა)
-ხომ იცი რომ სისულელეს იძახი, მიყვარხარ , ძალიან მიყვარხარ (ნინა)
-ესეგი იმდენად არ გიყვარვარ რომ დარჩე (ბენი)
-გთხოვ არ მინდა ჩვენი ურთიერთობა ასე დავამთავრო (ნინა)
-და რა აზრი აქვს არ დამთავრებას ? მილიონობით კილომეტრი დაგვაშორებეს ერთმანეთს, შენი აზრით ადვილი იქნება შეი ღიმილის, ჩახუტების გარეშე გათენებული ყოველი დღე? თითებზე დათვლილი დღეები, წამები, წუთები იქამდე სანამ კიდევ გნახავ ? (უკვე ყვირილით ლაპარაკობდა ბენი)

-მე კიდე მეგონა რომ ამ პრობლემას მოვერეოდით, მეგონა რომ მანძილი და სიშორე ჩვენს სიყვარულს უფრო გაამყარებდა, მეგონა ამას გადავლახავდით, მაგრამ შევცდი, ჯობს ახლავე დავშორდეთ ვიდრე ორივე დავიტანჯოთ

ბენი გაშრა, აუღწერელი ტკივი იგრძნო მთელს სხეულში, თითქოს მაღალი შენობის ფანჯრიდან გადმოაგდეს, თითწოს მიწა გამოეცალა ფეხებიდან და ახლა უფსკრულისკენ მიექანებოდა...არც ნინასთვის იყო ადვილი ამ სიტყვების თქმა, მაგრამ ახლა ყველაზე ადვილას ეს გზა ეჩვენებოდა, გზა რომელიც სავსე იქნებოდა დარდით, ტკივილით, ტკივილით მონატრებით...
-არ ვიცი რა გითხრა (ძლივს მოახერხა ბენმა ამ რაოდენიმე სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა)
-არცაა საჭირო ზედმეტი სიტყვები

ნინა მანქანისკენ წამოვიდა, დაქოქა და სახლისკენ წამოვიდა...მთელი სხეული უკანკალებდა, შინაგანი სამყარო თავზე ენგრეოდა და ვერაფერს შველოდა, ანადგურებდა ის აზრი რომ სიყვარული მოერია, მისი ყველა გრძნობა გააშიშვლა და მარტო დატოვა მწარე რეალობასთან. ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ტირილი და ემოციებისგან დაცლა იყო, მაგრამ ნინას არ შეეძლო ეტირა, მან ყველა გრძნობის ჩაკლა გულში გადაწყვიტა და ეს უფრო მტკივნეული იყო, მისი გული აბობოქრებულ ოკეანეს გავდა, რომელიც ვეღარ იტევს გრძნობებს და მზად არის ყვლაფერი წალეკოს.

***
გაფრენის დრო, ცრემლიანი თვალები, მოლოდინი, დამშვიდობება, ისე მოლოდინი, უამრავ გამცილებელში ერთის ძებნა, ჩახუტება, მონატრებით გაჟღენთილი გული, ისევ მოლოდინი, გაფრენის დრო, რეგისტრაცია, შემოწმება, მოლოდინი, თვითფრინავში ასვლა, ადგილის დაკავება, ისევ მოლოდინი და უკვე დაგვიანებული სინანული, დარდი, ტკივილი, ჰაერში აჭრილი თვითფრინავი, ღრუბლებში მოცურავე "დიდი ჩიტი" ღმერთისადმი თხოვდა და ლოყაზე ჩამოგორებული ერთადერთი ცრემლი
-ის არ მოვიდა (გადაუჩურჩულა გვერდით მჯდომ მარიამს და თავი ფანჯარას მიადო)

ბოდიში დაგვიანებისთვის, უბრალოდ მართლა არ მეცალა, იმედი მაქვს მოგეწონათ ეს თავი, ველოდები კომენტარებს და კრიტიკას
შევეცდები მალე დავდო შემდეგი და ვფიქრობ მხიარული თავები გელოდებათ წინ..♥
15 კომენტარი , ხომ გახსოვთ :))

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1051 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-06-22 Spam
dzalian momwons :**
nina da beni <3
malee gaagrdzelee : **
imedi maq male yvelaperi kargad iqneba >3