მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 18 » I Left My Heart In London...♔
10:26 AM
I Left My Heart In London...♔
ბავშვებო მართლა საწყენია რა 95 ნახვა აქ და კომენტარები არა )) თუ ნახულობთ დაწერეთ ეს ოხერი კომენტარიც რა...ძველმა მკითხველებმა მაინც დაწერეთ რომ გაგრძელების სტიმული მომეცეს ))
ამ თავს ჩემს საყვარელ MissBarnes♥-მეგოს ვჩუქნი ♥ ძალიან მიყვარხარ ♥

-რა ლამაზი შეყვარებული ყოლია ჩემს მეგობარს, სასიამოვნოა თქვენი გაცნoბა (იანი)

-იგივეს ვერ ვიტყოდი (ცივად უპასუხა ნინამ და პალატისკენ წავიდა)

პალატასთან მედდა შეეგება და სთხოვა, რომ არ ეხმაურა, ნინა თითქმის ფეხაკრებით შევიდა პალატაში და კარებშივე გაჩერდა..მისთვის მტკივნეული იყო ბენის გაშეშებული სხეულის დანახვა, რომელიც ათასნაირ აპარატზე იყო შეერთებული, მისთვის მტკივნეული იყო რომ ვერაფრით ეხმარებოდა...ირგვლივ წამლის სუნი ტრიალებდა, გამაწრუებლად წრიპინებდა გულის აპარატი, ნინას ერთდროულად მოეძალა ყველა გრძნობა: დაღლილობა, შიში, ნერვიულობა ერთმანეთში აირია და ბოლოს გზა ცრემლების სახით იპოვეს და სულ მალე სახეზე დაიწყეს სრიალი, ნინა პალატის კართან ჩაიკეცა, თავი მუხლებში ჩარგო და აქვითინდა...უკვე სამი თვეა რაც ლონდონშია და ბევრი არამ შეიცვალა მის ცხოვრებაში, როგორ უნდოდა ახლა ამ ახალი ცხოვრებიდან გაქცევა, სახლში დაბრუნება და მამის ჩახუტება, დედის თბილი საუბრები, როგორ უნდოდა ახლა უბრალოდ სტუდენტი ყოფილიყო, უნივერსიტეტიდან დაბრუნებულიყო და დედისთვის სიახლეები მოეყოლა, როგორ უნდოდა ახლა ენი მოსულიყო და ძალიან თბილად ჩახუტებოდა, გაუთავებლად ეტიტინა, თბილისის ქუჩებში ებოდიალა და ძველი კლასელები მოენახულებინა, რომლებიც ასე ზალიან მოენატრნენ..

რა მოხდება ახლა რომ ადგეს და წავიდეს ? სულ რაღაც 4 საათიანი მგზავრობა და ის სახლში იქნება..."მე უნდა წავიდე" გაიფიქრა ფეხზე წამოდგა და კარის სახელურის ჩამოწევა გადაწვიტა როდესაც ბენი კვლავ გაჩნდა მის ცხოვრებაში, ადამიანო რომელიც უკვე უსაზღვროდ უყვარდა, სიცოცხლესაც კი გაიღებდა ამ სიყვარულისთვის...მაგრამ მერე ერთი წლის მერე ხომ უნდა წავიდეს ? მერე ხომ მოუწევთ დაშორება ? მერე რა იქნება ? იქნება სევდა, ტკივილი, მონატრება, ამიტომ აჯობებს ახლავე წავიდეს..მაგრამ..თუ წავა ის მაინც ვეღარ იქნება ძველი ნინა, მაინც შეცვლილი იქნება, რადგან მის ცხოვრებაში მოხდა უკვე გარდატეხა...
-ნინა შენ ხარ ? (ბენის თბილმა ხმამ რეალობაში დააბრუნა)

ნინა საწოლს მიახლოვდა და კიდეზე ჩამოჯდა
-ჰეი რა გატირებს ? ვინ გაწყენინა ? მითხარი მოვკლავ იმ ნაბიჭვარს (გაბრაზება დაეტყო ბენს და წამოიწია)
ნინას გაეღიმა მის სიტყვებზე, ბენი ჯერ კიდევ ვერ მ იმხვდარიყო რა ხდებოდა და სად იყო, ეს ალბათ წამლის ბრალი იყო
-ანუ საკუთარი თავის მოკვლaს აპირებ ? (სიცილით კითხა ნინამ)
-ე ჩემი თავის რა პონტში ? (პატარა ბავშვივით გაიკვირვა) ისე სად ვარ ?

-საავადმყოფოში, ცხენიდან გადმოვარდი და თავი დაარტყი (ნინა)
-გამახსენდა (ხელი ნატკენ ადგილას მოისვა) მოვკლავ იმ უხსენებელს (ბენი)
-ვის მოკლავ ? ( ნინა)
-გველს , მაგის ბრალია რომ ცხენიდან გადმოვვარდი (ბენი)
-მთავaრია ახლა კარგად ხარ (ნინა)

-ეგრე ადვილად ვერ მომიშორებ (სიცილით უთხრა ბენმა)
-ჰეი, ეგ არც მიფიქრია (მხარზე წაარტყა ხელი)
-მძინარე მზეთუნახავსაც გაუღვიძია (ღიმილიანი სახით შემოვიდა იანი)

"იდიოტი" გაიფიქრა ნინამ და საწოლს მოშორდა. მეგობრებმა ერთმანეთი გულითადად მოიკითხეს. ნიჭიერმა და მცოდნე იანმა შეძლო და კარიერა უკვე აიწყო, წარმატებული ექიმი. ჰარი, ბენი და იანი ერთად იზრდებოდნენ, იანი ორივეს უფროსი ძმა იყო და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ორივეზე ზრუნვას....თუმცა ბენის და იანის მეგობრობას საფრთხე მაშინ დაემუქრა, როცა ორ საუკეთესო მეგობარს ერთი და იგივე გოგო სოფი შეუყვარდათ, სწორედ მაშინ შეიცვალა მათი მეგობროა. სიმართლე კი ის იყო , რომ სოფის არცერთი მათთაგანი არ უყვარდა და უბრალოდ ორივეს გრძნობებს იყენებდა...ბოლოს ყველაფერი გაირკვა დa სოფიმ ორივე მიატოვა, იანმა შეძლო და მალევე დაივიწყა სოფი, რადგან ის მხოლოდ გატაცება და მიუწვდომელი ხილი იყო, ხოლო ბენს უფრო მეტი აკავშირებდა სოფისთან ვიდრე უბრალო გატაცება იყო, შეგვიძლია ამ გრძნობას სიყვარულიც ვუწოდოთ, მაგრამ არა ისეთი წმინდა და ანკარა წყაროსავით სუფთა როგორიც ნინასთან აკავშირებდა. სოფის სიყვარულში უფრო მეტი ვნება იყო ვიდრე სიყვარული, ნინასთან კი ფირიქით მის მიმართ გრძნობაში ვნების ერთი მარცვალიც კი არ ერია...ნინასადმი მისი გრძნობა, ლამაზი ყვავილის გაზრდას გავდა, ის ნელა აუჩქარებლად იზრდებოდა, ფესვებს ღრმად იდგამდა გულში და შემდეგ ძალიან ლამაზ ყვავილად იქცეოდა, მაგრამ ხომ იცით ველაფერს მოფრთხილება ჭირდება..მეგობრება შეძლეს ამ დაბრკოლების გადალახვა და ძველი ურთიერთობა აღარდგინეს, ხომ იცით ნათქვამია ნამდვილი მეგობრობა ყველა დაბრკოლებას გადალaხავსო.
- Bro, you have a amazing girlfriend ( აღტაცებას ვერ მალავდა იანი )

- Hey keep calm, she's mine ( მოკლედ მოუჭრა ბენმა)
- ვიცი ვიცი (ხელები აწია ბენმა) მაგრამ უხეშია (დააბოლოვა)

ბენს გაეცინა იანის სიტყვებზე, ნინას ანიშნა მასთან მიsულიყო, ნინაც მიახლოვდა საწოლს, ბენმა ხელი ჩაკიდა ნინას და იანს მიუბრუნდა
-თამაშობს უხეში როლს, თორემ პატარა ბავშვივiთ დაუცველია (ბენი)
-ჰეი ვიღაცაში გეშლები (ნინა)
-ბე
რაღაც უნდ აგითხრა, ჯობს ჩემგან გაიგო რომ მერე მოულოდნელი არ იყოს (ხმა დაუსერიოზულდა იანს )
-რა ხდება ? (ბენი)
-იქნებ ცალკე გველაპარაკა (იანი)
-არაფერს ვუმალავ ნინას თქვი (ბნი)
-კარგი (ღრმად ამოისუნთქა იანმა) სოფი დაბრუნდა ქალაქში (ცივი უემოციო ხმით დააბოლოვა იანმა)

ბენის ღიმილიანი სახე მომენტალურად შეიცვალა, ტკივილი და გაბრაზება ერთდროულად აღიბეჭდებოდა მის სახეზე...ნინას ძლიერად უჭერდა ხელს, იმდენად ძლიერად რომ ცოტაც და მისი თითები ხელებში ჩააატყდებოდა,ნინას ტკივილისგან სახე შეეეცვალა, მაგრამ ბენის სახე იმდენად აშინებდა რომ ხმის ამოღებისაც კი ეშინოდა..ბენს ეგონა ყველა ტკივილი წარსულში დატოვა, მაგრამ როგორც ჩანს შეცდა, წარსული ხომ ჩვენი აჩრდილია, რომელიც რაღაც ეტაპზე ყოველთვის შეგვახსენებს თავს, გაგვaხსენებს დაშვებულ შეცდომებებს და შეხორცებულ ტკივილებს გაგვიხსნის
- რა ჯანდაბა უნდა ? რისთვის დაბრუნდა (თითქმის ყვირილით თქვა ბენმა)

ნინას უფრო შეეშინდა ბენის ყვირილზე, სიბრაზისგან ბენი გაწითლებულიყო, ვენის ზოლებ
 კი მკაფიოდ ჩანდა მის შუბლზე და ხელებზე...როგორც იქნა ხელი გაუშვა ნინას და ნინამაც დალურჯებული ხელი მოისრისა
-ჰეი მაჩვენე (იანის მახვილ თვალს არ გამოპარვია 5 წთში მიყენებული სილურჯე)
-არაფერია, გამივლის (უკან დაიხია ნინა)

-მაჩვენე მოტეხილი არ გქონდეს (სიმკაცრე დაეტყო ხმაში იანს )

მან იცოდა, როცა ბენი წყობიდან გამოდიოდა ძალას ვეღარ ზომავდა და შეიძლებoდა ვინმესთვის რამე დაეშავებინა, ბენის მიხვდა რომ საყვარელ ადამიანს ატკინა და საკუთარი თავი იმ მომენტში შეზიზღდა..ნინა დამნაშავეს თვალებით შეხედა...
-მაჩვენე არ გიკბენ (იანი)

ნინაც დაემორჩილა და ხეlი გაუწოდა..იანი ახლო მივიდა, ნაზად აიღო ნინას ხელი თავის ხელებშI მოიქცია და შემოწმება დაიწყო, ნინას სასიმოვნო ჟრუანტელმა დაურა, იანს ახედა და მისი დაკვiრვება დაიწყო, ახლაღა შეამჩნია რომ იანი საკმაოდ სიმპატიური იყო, ერთი შეხედვით თავხედი, უხეში , თავის თავში დaჯერებული ექიმი, სინამდვილეში ნაზი და თბილი ადამიანი იყო
-არაფერია უბრალოდ დაგილურჯდა, მალამოს გამოგიწერ და მალე გაგივლის (მზრუნველი ხმით უთხრა იანმა)
- კიდევ კარგი უფრო არ გატკინე (მზრუნველი თქმით უთხა ბენმა ) როდის ჩამოვიდa ის ? (ისევ სიმკაცრე დაუბრუნდა ხმაში )

-არ ვიც

ფრაზის დამთავრება ვერ მოასწრო იანმა, რომ პალატის კaრი გაიღო, ოთახში გრიგალივით შემვარდა, ქერა, ცისფერთვალება, კარგი გარეგნობის გოგონა, მაშინვე ბენისკენ წავiდა ჩაეხუტ
 და თითქოს პალატაში მათ გარდა არავინ ყოფილიყოს ბენს აკოცა. ნინას გაოცებისგან ლაპარაკის უნრი წაერთვა, იანი გაშტერებული უყურებდა და ბენი მოულოდნელობისგან ვერც კი ხვდებდა რა ხდებოდა მის თავს...ბოლოს ისევ ნინამ ცაახვლა უხერხულად 
-უკაცრავად ხომ არ გავიდეთ მე და იანი (უხეში ხმით უთხრა ქერას)

ბენი გონს მოეგო ნინას ხმის გაგონებისას, ქერა ხელის ერთი მოძრაობით მოიშორა და ნინას ბოდიშის მეტყველი თვალებით შეხედა
-ბენ საყვარელო, შენთან ვიყავი და ჰანამ მითხრა რაც მოხდა, მაშინვე აქ წამოვედი (სასიამოვნო წკრიალა ხმით თქვა გოგონამ)
-უკაცრავად ვინ ბრძანდებით ? (ნინა)
-და შენ თვითონ ვინ ხარ ? (კითხა დაუბრუნა)

ნინას უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა, იანი ხვდებოდა რომ ახლა ნინას ამ გოგონას შუაზე გაგლეჯდა, სიტვაციის განმუხტვას შეეცადა
-სოფი ეს ნინაა ბენის შეყვარებული (მომგებიანი ხმით უპასუხა იანმა)

-შეყვარებული ? (გაოცება დაეტყო სოფის) როგორ თუ შეყვარებული
-ყრუ ხარ სოფი ? თუ არ ელოდი ? (მხიარული ექიმი წამსვე მკაცრ პიროვნებად გადaიქცა)
-შენთვის არავის არაფერი უკითხავს (გაბრაზება დაეტყო სოფის)
-სოფი წადი, აქ შენი ადგილი არ არის (როგორც იქნა ამოიღო ხმა ბენმა)
-რა ? (მოულოდნელობისგან ხმა გაუწყდა სოფის)
-ვერ გაიგერა გითხრა ? (ხელი მოკიდა მკლავში აინმა და კარისკენ წაყვანა)
თქვენ ჯობს ილაპარაკოთ ბენს და ნინას მოუტრიალდა შემდეგ კი პალატა დატოვა..

დედა ვიღაც ქერა სოფი ბენის წარსულიდან ))) ნეტა რა უნდა ?? )))
იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 931 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-05-18 Spam
saertod am motxrobas ar vkitxulob magram am erti tavis wakitxvitac movixible.. kargi weris stili gaqvs sakmaod.. daviwyeb axla tavidan da wavikitxav da momdevno tavi kkide me momidzgveni rogorc axal mkitxvels