მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 3 » I Left My Heart In London...♔
9:02 PM
I Left My Heart In London...♔

ნინას მის ასეთ საქციელზე გაეღიმა, თითები ტუჩებზე გადაისვა, რომლებსაც ბენის დატოვებული სითბო ჯერ კიდევ შეენარჩუნებინათ, იდიოტი გაიფიქრა და გადაკეტილი კარი გამოაღო. კარის გამოღება და დასველება ერთი იყო, მარიამმა წყლით სავსე სათლი შეასხა ნინას

-გაგიჟდი ? (სიცილნარევი ხმით კითხა მეგობარს)
-
ნწუ (თავი გაიქნია) დაიმსახურე ახლა დროზე ჩაიცვი პიკნიკზე მივდივართ
-
და შეილება ვიკითხო სად ? (ნინა)
-რათქმაუნდა, ბენის აგარაკზე ქალაქგარეთ (მხიარული ხმით განაგრძო ლაპარაკი მარიამმა)

ნინამ აღარაფერი უპასუხა და გალუმპული ოთახში დაბრუნდა, ბენთან ერთად დასვენების 5 დღე, მართლაც არაჩვეულებრივი იქნებოდა, გაეღიმა კარადიდად,, რამოდენიმე შორტი, მაისური, ჯინსი , თბილი ზედა გადმოყარა და ერთ პატარა ჩანთაში ჩატენა, მერე აბაზანას მიაშურა და მოწესრიგდა, მალე ყველანი მზად იყვნენ ბენი და ჰარიც მოვიდნენ, ოირვემ ყველა მოიკითხა და გადაკოცნა
-აბა წავედით ? (ჰარი)

-როგორ გავნაწილდეთ ? (ნიკა)
-ორი მანქანით წავიდეთ, ემა, მარიამი და ნიკა მაიკტან ჩასხდნენ, ნინა მე და ჰარი ჩემს მანქანაში (ბენი)
-ეი მე ჩემეთან მინდა (მკვლელის თვალებით გახედა ნინამ)
-გადაწყვეტილია (წამოიყვირა მარიამმა)
აღარ შეეწინააღმდეგებია ნინა, უკანა სავარძელზე მოკალათდა, თავი ფანჯარას მიადო და გარეთ დაიწყო ყურება, ბენიც რათქმაუნდა უკანა სავარძელძე მოკალათდა, ჰარი კი საწესთან დაჯდა
-დიდი ხანი უნდა ვიაროთ ? (ნინა)
-ორი საათის გზაა (ჰარი)

-უი შენთვის დამავიწყდა მეკითხა , ქართული საიდან იცი ჰარი ? (ნინა)
-დედა მყავს ქართველი და იქიდან (ჰარი)
ნინამ ისევ ფანჯარას მიადო თავის...გრძელმა გზამ, დაღლილობამ თავისი გაიტანა და ნინას მგზავრობისას ჩაეძინა, ბენი მისკენ მიჩოჩდა და თავი მხარზე დაადებინა, ნინას გამოეღვიძა, მაგრამ არ შეიმჩნია, ესიამოვნა ბენის ასეთი ყურადღება და თავი მოიმძინარა, თან ძმაკაცების დიალოგს უსმენდა
-შენ მემგონი მართლა შეყვარებული ხარ (ჰარი)
-აქამდე ეჭვი გეოარებოდა ? (გაბრაზებული ტონით უთხრა ბენმა)

-კარგი ხო ვახ, მეც მინდა შეყვარებული, ყველა დაწყვილდით რა (აბუზღუნდა ჰარი)
ნინას გაეღიმა მათ დიალოგზე, მერე ბენის მხარზე კარგად მოკალათდა და ძილი განაგრძო. 3 საათი იქნებოდა აგარკზე რომ ჩავიდნენ, მართალია შემოდგომა იყო მაგრამ საკმაოდ ცხელოდა, სახლი ხეებში იყო ცამალული, გრძელი ბილიკი ყვითელ ფოთლებს მოერთოდ, დიდი ლამაზი სახლი კი მედიდურად იყურებოდა, სახლის უკანა მხარეს ეზოში დიდი საჯინობო იყო, აუზი..თანამედროვე და ამავე დროს ძველი ინტერიერით აშენებული სახლი არაჩვეულებრივად ერწყმოდა ბუნებას. ნინას ისევ ეძინა, ბენმა ფრთხილად აიყვანა ხელში, ბავშვებს ანიშნა გამომყევითო და სახლში შევიდა, ნინა თავის ოთახში დააწვინა და მისი ნივთებიც თავის ნივთებთან ერთად დადო, მერე ბავშვებს მიუბრუნდა ყველას აჩვენა თავის ოთახი, სახლი ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინა. საღამოს 6 საათი იქნებოდა ნინამ რომ გაიღვიძა, ოთახს მოავლო თვალი, გემოვნებიანად მოწყობილი ოთახი იყო, წამოდგა გამოიცვალა, თმა მაღლა აიწია და ჩუმი ნაბიჯებით პირველ სართულზე ჩავიდა.

ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული, თუმცა არავინ უყურებდა, ახლოს მივიდა და გამორთო, უკან რომ შემოტრიალდა ბენს შეეჩეხა
-შემაშინე (თითქმის წაიჩურჩულა)
-კარგად გეძინა ? (მზრუნველი ხმით კითხა ბენმა)

-კი და ისა მშია სამზარეულო სადა ? (ნინა)
ბენმა თავით ანიშნა გამომყევიო , ნინაც უხმოდ გაყვა, ბენი დიდ სამზარეულოში შეუძღვა და თვითონ კარებს აუყუდა
-გშია (ნინა)

-არა (მოკლედ მოიჭრა)
ნინამ ბუტერბროტისთვის საჭირო მასალა გამოღო, სამზარეულოს დახლზე დააწყო, თვითონ მაგიდაზე დაჯდა და ბუტერბროტის კეთება დაიწყო, ბენი მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და უფრო და უფრო დიდი გრძნობა უჩნდებოდა ნინას მიმართ, ნელა მიაუხლოვდა და წინ დაუდგა.
-ნინა დავიღალე (ბენი)
-ვერ მივხვდი ? (ნინა)
-ვგრძნობ რომ შენც ისეთივე გრძნობა გაკავშირებს ჩემს მიმართ და რატომ ვიტანჯავთ თავს ? (ბენი)
ნინა ჩუმათ უსმენდა არ იცოდა რა ეთქვა, იცოდა რომ ბენი სიმართლეს ეუბნებოდა თუმცა რაღაც შიშის მაგვარი აჩერებდა. დანა და პური გვერძე გადადო და მაგიდიდან ჩამოხტო დააპირა, თუმცა ბენმა გააჩერა, მისკენ უფრო ახლოს მიიწია, ნინას ფეხებშუა გაჩერდა და სიყვარულით სავსე თვალებით მიაჩერდა
-ბენ გამატარა (ნინა)
-არა ჯერ ამას მოუსმინე
ბენმა ნინას ხელი გულთან ახლოს მიიტინა
-ხედავ რა ჩქარა ძგერს ? ეს იმიტომ რომ შენ ხარ აქ, როცა შენ გხედავ სიცოცხლის გაგრძელების სურვილი მიჩნდება, შენ ხარ ყოველი მიზეზი ჩემი ახალი დღის ნინა მიყვარხარ და ამას უკანასკნელად გეუბნები, ეს ჩემი ბოლო აღიარება და თუ უარს მეტყვი მაშინ დაგანებებ თავს კარგად დაფიქრდი

ნინამ არ იცოდა რა ეპასუხა, მან იცოდა რომ ბენი თავის სიტყვას აასრულებდა და თუ უარს ეტყოდა სამუდამოდ დაკარგავდა, მაგრამ "მიყვარხარ" ამ სიტყვის თქმის ეშინოდა, არ უნდოდა ეს სიტყვა გახუნებულიყო და არაფრისთქმელი ყოფილიყო, უნდოდა ეს სიტყვა იმ ადამიანისთვის მაშინ ეთქვა როცა თავის გრძნობებში მილიონი პროცენტით იქნებოდა დარწმუნებული...ახლა მის ყოველ მოქმედებას გულიმართავდა, ნინამ ხელი ბენის კისერს მოხვია თავისკენ მიიზიდა და ამჯერად თვითონ აკოცა .

მათი კოცნა კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა, ბენი რომ არ გაჩერებულიყო
-ეს რას ნიშნავს ? (ბენი)
-მოდი ვცადოთ (თბილად გაუღიმა ნინამ)

ბენმა ძლიერად მოხვია თავის ხელები ნინას და გულთან ახლოს მიიკრა, ამ დღეს ძველი ბენი დაბრუნდა, რომელიც სიცოცხლით ხარობდა და მისი სიცოხლე ახლა ნინა იყო
-ბავშვები სად არიან ? (ნინა)
-საჯირითოდ წავიდნენ (ბენი)
-წამო რა ჩვენც წავიდეთ (ნინა)
ბენმა ნინა მაგიდიდად ჩამოსვა, ხელი გადახვია და ორივე ერთად წვაიდნენ საჯინიბოში
-ბენ რა ლამაზია აქაურობა (ნინა)

-ხო ეს დედას საყავრელი ადგილი იყო (შევდა დაეტყო ხმაში)
-არ გვინდა ამაზე ლამაპარაკი (ნინა)
-არა გვინდა, შენ უნდა იცოდე ჩემს შესახებ ყველაფერი, დედა და მე ხშირად მოვდიოდით ამ ადგილას და ყველაზე კარგი ადგილი იყო ჩემთვის, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ყველაზე საძულველად იქცა, რაც მას მახსენებდა ტკივილს მაყენებდა და ამ სახლის გაყიდვაც კი გადავწყვიტე მაგრამ ჰარიმ არ მომცა უფლება (ბენი)

-კარგიც უქნია (გაუღიმა ნინამ) მაგრამ თუ ასე არ გიყვარს ეს ადგილი აქ რატომ წამოვედით ?
-ახლა უკვე მიყვარს რადგან შენ ხარ აქ (ბენი)

ნინას გაეღიმა ბენის სიტყვებზე და ლოყაზე აკოცა, მალე მიახლოვდნენ საჯინობოს, ბენმა უფლება დართო ნინას რომელი ცხენიც უნდოდა ამოერჩია, მანაც ძალიან ლამაზი შავი ცხენი ამოარჩია

-მოგწონს ? (უკნიდან ჩაეხუტა ბენი ნინას)
-კი ძალიან ლამაზია, ბავშობიდან ვჯიროთობ და ცხენები ძალიან მიყვარს (ნინა)
-მაშინ შენი იყოს (ბენი)
-რა ? მართლა (ბენისკენ შემობრუნდა ნინა)
-კი , დღეიდან ეს ცხენი შენია და როცა მოგინდება შეგილია ამოხვიდე აქ და იჯიროთო (ბენი)
-მადლობა (თბილად ჩაეხუტა ნინა)
მეჯინიბემ ცხენები შეკაზმა და გზას გაუდგნენ, ბენმა ყველაზე ლამაზი ადგილები აჩვენა ნინს, ტბა რომელიც ასევე ხეებში იყო ჩაფლული და შემოდგომის ფერებით მორთულიყო, მალე ბავშვებს წამოეწივნენ და მათთან ერთად განაგრძეს სეირნობა. ნინამ და ბენმა ერთად ახარეს მათი ერთად ყოფნის ამბავი, ყველას გაეხარდა მაიკის გარდა, თუმცა არ ჩეუმჩნევია, მას რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა თითქოს მისთვის საყვარელ ნივთს ართმევდნენ.
-ბავშვებო ერთი წუთით ყურადღება (სიტყვით გამოვიდა ნიკა) დიდი ხანია ამის თქმა მინდოდა ერთი ადამიანისთვის, მაგრამ რაღაც მაბრკოლებდა, ახლა კი დარწმუნებული ვარ რომ ის ადამიანიც იმავე გრძნობით მიპასუხებს, მარიამ ძალიან მიყვარხარ და ვიცი რომ შენც, იქნები ჩემი მეორე ნახევარი ? (ნიკა)

მარიამმა დაბნეულმა შეხედა ნიკას, ნინამ მხარი გაკრა და ანიშნა დროზე გაეცა პასუხი, მარიამმა კი უბრალოდ გაიღიმა და ნიკას ჩაეხუტა...ყველა ბედნიერი უყურებდა ნიკას და მარიამს, როგორც იქნა ეს ორი აღარ ჩხუბობდა და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს...ამის შემხედვარე ემა მაიკს მიეკრა და თბილი ხმით ძალიან ჩუმად ჩაჩურჩილა მიყვარხარ.

თუმცა მაიკისგან იგივე პასუხი ვერ მოისმინა, ახლა მას არავინ ადარდებდა ნინას გარდა, მას უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, ის ხომ მისი მეგობარი უნდა ყოფილიყო და მეტი არაფერი...!

იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥
ველოდები კომენტარებს ♥


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 975 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-05-06 Spam
Kidee ar dagidia ??? kargi raaa gamo chemtan droze da ertad davwerot ♥