მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » I Left My Heart In London...♔
10:13 AM
I Left My Heart In London...♔



ბენმა ნინას ხელი მკლავში მოკიდა და თავისკენ შეატრიალა. ბენი გრძნობდა ნინას გახშირებულ სუნთქვას, რომელიც სახეზე ელამურებოდა და წვავდა, ათბობდა, თითქოს ყინულს ადნობდა, გრძნობდა გულს როგორი ბაგა-ბუგი გაქონდა , როგორ უნდოდა ახლა ნინას ძლიერად მოხვეოდა, ეკოცნა და აღარასდროს არსად არ გაეშვა. ძალიან ნელა, უფრო ახლოს მიიზიდა და ნელა შეეხე მის ბაგეებს. ნინა გაოცდა, სიამოვნების და გაბრაზების ჟრუანტელმა ერთად დაუარა, ბენისთვის კოცნით არ უპასუხია, უხეშად მოიშორა და მისგან მოშორებით დადგა. ბენი გამოცებული უყურებდა, მისთვის გაურკვეველი იყო ნინას ასეთი საქციელი, თითქოს ქვას აკოცა და არა ადამინს ისეთი შეგრძნება დაეუფლა.
-რა მოხდა ? (მხოლოდ ამ კითხვის დასმა შეძლო ბენმა)

-შენ მე დამცინი ? ჯერ უხეშად მექცევი, თავს შორს იჭერ ჩემგან, მერე პრეტენზია გაწუხებს ჩემს ჩაცმულობასთან, მკოცნი და მეკითხები რა მოხდაო ? შენ მემგონი არ ხარ ნორმალური (გაბრაზებული, მაგრამ დაბალი ხმით მიახალა ნინამ)

ბენი გაჩუმებული უსმენდა ნინას სიტყვებს და ხვდებოდა რომ სისულელე გააკეთა, თავი გაყიდა და ახლა უკან დახება გვიანი იყო, ან ახლა უნდა გაეცნო ნამდვილი ნინა ან სამუდამოდ გეშვა და ეყურებინა, როგორ იცეკვებდა სხვა ბიჭთან ერთად, როგორ უყიდიდა სხვა ბიჭი ყვავილებს, ჩაკიდებდა ხელს, იქნებოდა მისი ღიმილის საბაბი...ამის გაფიქრება და ბენის გულმა ტკივილი იგრძნო, თითქოს ვიღაც ქულს უკუმშავდა, მას არ შეეძლო ნინას გაშვება, მითუმეტეს სხვა ბიჭთან, ამიტომ უნდა დაეთმო, თავისი ციხესიმაგრე ცოტა უნდა შეერყია და იქ ნინა შემოშვა.
-ყოველ ქცევას რაღაც მიზეზი აქვს (მკაცრი მზერა მიაპყრო ბენმა)
-მართლა და იქნებ ამიხსა შენი მიზეზები (მკაცრი ტონით უთხრა ნინამ)

-აქ არა, მოდი გავისეირნოთ (მხიარული ხმით უთხრა ბენმა)
-რისთვის ? (ცივად კითხა ნინამ)
-მინდა უკეთესად გაგიცნო (ბენი)
-მხოლოდ 2 საათი გაქ (ნინა)
-სრულიად საკმარისია (ბენი)

ხელი ჩაკიდა ნინას და ორივემ სკოლა დატოვეს, ბენმა ბაიკისკენ წაიყვანა, ორივე მოკათდა და ბენი ადგილს მოწყდა, ქალაქს გაცდნენ, ბენი ჩქარა მიდიოდა, მალე ლამაზ საპიკნიკო ადგილს მიახლოვდნენ. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, გამწვანება, გარშემო ტყე რომელიც ყვითელ ფერებში შემოსილიყო, პატარა მდინარე რომელიც იქვე მიაპობდა კალაპოტს და მზის სხვიბეს ეთამაშებოდა, ბენმა ნაზად გადმოსვა ნინა ბაიკიდან და ორივე პარკისკენ წავიდნენ
-აქ რატომ მომიყვანე ? (აღფრთოვანებულმა იკითხა ნინამ)
-მინდოდა ვინმესთვის მეჩვენებინა ჩემი საყვარელი ადგილი (ბენი)

ნინას გაეღიმა ბენის სიტყვებზე, მდინარესთანმივიდა, იქვე ლოდზე ჩამოჯდა და მზეს მიეფიცხა
-ნინა მომიყევი შენზე მინდა უფრო მეტი ვიცოდე (თბილად გაუღიმა ბენმა)
ნინა ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ოჯახზე, ენზე, საუკეთესო მეგობრებზე გიოც არ გამორჩენია რომლემაც გული ატკინა, თავისი სამომავლო გეგმებიც არ გამორჩენია.
-მხიარული და კარგი ოჯახი გყოლია (ბენი)

ნინამ არაფერი უპასუხა მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ მას ოჯახი არ ყავდა და ენახე იკბინა
-ბოდიში (ნაღვლიანი ხმით უთხრა ბენს)
-რისთვის მიხდი ბოდიშს ? (ბენი)
-მე ვიცი შენს ოჯახზე და (ვეღარ დაამთავრა ნინამ)

-არაუშავს ნაძალადევად გაუღიმა ბენმა
ცოტახანი მათ შორის დუმილი ჩამოწვა, ბენი აკვირდებოდა ნინას, რომელსაც დასჯილი ბავშვივით დაეხარა თავი და არ იცოდა რა გაეკეთებინა, მისთვის უჩვეულო იყო როგორ შეეეძლო ადამიანს ხასიათი ასე მალე შეცვლოდა, ის გრძნობდა რომ ნინას მასთან ყოფნა მასრთლა სიამოვნებდა და არანარ მოვალეობას არ იხდიდა, გრძნობდა გულწრფელ სინანულს და ხვდებოდა რომ ნინას სული პატარა ბავშვივით უბიწო და სუფთა იყო, ის ამბობდა და აკეთებდა იმას რასაც ფიქრობდა არ ჭირდებოდა რომელიმე ნიღბის მორგება და სხვა ადამიანის როლის თამაში...როგორც იქნა მოიფიქრა ბენმა და უხერხული სიჩუმე დაარღვია
-ნინა ვინმე გყვარებია ?
-არა მოკლედ უპასუხა
-რატომ ?

-ალბათ იმიტომ, რომ ნამდვილ სიყავრულს ვეძებ, მას კი დიდი და საფუძვლიანი ძებნა ჭირდება (თბილად გაუღიმა )

-რა არის ნამდვილი სიყვარული შენი აზრით ? ჩემი აზრით ის მხოლოდ ვნება, რომელიც ორ ადამიანს აკავშირებს , ერთმანეს აჩვევს (აგდებულად თქვა ბენმა)
-ნამდვილი სიყვარული...(პაუზა გააკეთა ნინამ, კარგად დაფიქრდა, უნდოდა თავისი აზრები დაელაგებინა) ეს ჩემი აზრით ნიჭია,ეს გრძნობა, წმინდა სათუთი, უმანკოა,ეს გრძნობა გაძლევს საშვალებას იგრძნო მონატრება, სიახარული მისი ყოველი ნახვისას, ამ გრძნობისას შენ უბრალოდ მისი არსებობას კი გახარებს და თუნდაც სხვასთან ის ბედნიერი იყოს, შენ მისი ბედნიერებაც გახარებს...! შენ გყვარებია ? (ნინა)
-კი ძალიან ბევრჯერ (ჩაეღიმა ბენს)

-მაშინ შენ ნამდვილი სიყვარულით არ გყვარებია, ეს უბრალოდ გატეცება ან ვნება იქნებოდა როგორც შენ თქვი, სიყვარული ერთხელ მოდის, ის შენ სრულიად გიპყრობს, შენს ყველა გეგმას, აზრს ცვლის, გაჭაჯებს იმ ადამიანზე..სიყვარული მარადიულია და ხშირად დიდ ტკივილს ტოვებს გულში, ჩვენ კი საკმარისად ძლიერები არ ვართ რომ ამ ტკივილს გავუმკლავდევთ, დავივიწყოთ ის ემოციები, სიგიჟეები, რაც მან მოგვიტანა, იმდენად გვენატრება ის სიყავრული რომ ვერ ვასწრებთ ხელხახლა შეყვარებას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ცხოვრება ხანმოკლეა...! (თბილი ღიმილით დაასრულა სიტყვა ნინამ)

ბენი აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას , სახის გამომეტყველების ცვლილებას ყოველი დამთავრებული წინანადადების მერე და ვერანაირ ნაკლს ვერ პოულობდა, ნინა გულწრფელად იძახდა ამ სიტყვებს და არანაირ სიყალბეს არ ურევდა, მისი გონება, გული შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ამიტომ იყო მისი სიტყვები წრფელი, ბენი აღტაცებული იყო მისით, ამ მომენტში მას უფრო უყვარდებოდა ის, თავისი გულწრფელობის, ბავშურობის გამო, მას ნინას შინაგანი მე უყვარდებოდა და არა ლამაზი ახალგაზრდა, გოგონა. ძალიან მოწონდა ნინას დასაბუთებული განმარტებები და მაინც, სურვილი ქონდა შეწინააღმდეგებოდა, აზროვნულ დუელში გამოეწვია...!
-მე მაინც ვფიქრობ რომ სიყვარული ვნება (ბენი)

-არ ბენ ცდები, ძალიან ცდები, თუმცა იმაში შემილია დაგეთანხმო რომ სიყვარულში ვნების მარცვალიც არსებობს, მაგრამ მაინც არ შეგვიძლია სიყვარულს ვნება ვუწოდოთ, ვნება ცეცხლივით აგიზგიზდება, მაგრამ მალევე გაქრება, აორთქლდება, მისი კვალიც კი არ დარჩება, სიყვარული კი მარადიულია, ის ყოველთვის შეგახსენებს თავს, დაგაბრუნებს წარსულში, გაგაგიჟებს, ის არასდროს ჩაქრება შენში და ყოვეთვის იარსებებს, თუმცა ცნობილი მწერალი ვოლტერი ამბობდა "სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა,რადგან ის ერთბაშად ეუფლება გონებას,გულსა და სხეულს" მაგრამ მე მაინც არ ვეთანხმები მას..ჩემთვის სიყვარული წმინდა, ისეთივე წმინდა როგორც რწმენა (ნინა)

-როგორც ჩანს შენთან კამათს აზრი არ აქ, ყოველთვის დაჩაგრავ ოპონენტს (სიცილით უთხრა ბენმა)
ნინას გაეღიმა მის სიტყვებზე
-და მაინც ბოლო კითხვა (ბენი)
-გისმენთ ბატონო დაუჯერებლობავ
-როგორ უნდა მიხვდე რომ გიყვარს ? ისეთი ნამდვილი სიყვარულით როგორც შენ დაახასიათე (გამომცდელად შეხედა ბენმა)

-მმმ, როცა ასე გიყვარს, სულ მასზე უნდა ფიქრობდე, გენატრებოდეს, ცდილობდე შენ იყო მისი ბედნიერების მიზეზი, მისი შეხება, ღიმილი გახარებდეს (ნინა)
ბენი ნინას მიუახლოვდა, ლოდიდან წამოყენა, თვალებში ჩახედა, თბილად გაუღიმა და ბოხი თუმცა ტკბილი ხმიტ უთხრა
-მე ამ ყველაფერს შენ მიმართ ვგრძნობ ნინა
ნინა დაიბნა, უკან დაიხია, ყველაფერს ელოდა ამის გარდა.
-როცა გხედაბ, მინდა ჩაგეხუტო, გაკოცო, დაგიცვა, როცა ვინემ ბიჭს შენს გვერდით ვხედავ სურვილი მაქ იქვე, შენს თვალწინ გამოვჭრა ყელი და მივახვედრო რომ მხოლოდ ჩემი ხარ, ნინა მიყვარხარ..!! ძალიან მიყვარხარ..! ეს გრძნობა ყველგან გამიჯდა და შენი სახელი ქვია (არ ჩერდებოდა ბენი)
ნინა კი გაოცებული უყურებდა ბენს, ბიჭს რომელიც მასაც ძალიან უყვარდა, უბრალოდ რაღაც ეჭვი ღღრნიდა და არ აძლევდა საშვალებას ბენის სიტყვები დაეჯერებინა...!

-ბენ როდის მოასწარი ჩემი შეყვარება ? ჩვენ ხო ერთმანეთს არ ვიცნობთ ? მე არ მინდა სილამაზის გამო სიყვარული..!1 მე ნამდვილი სიყვარული მჭირდება, ადამიანი მჭIრდება რომელსაც ჩემი სული, შინაგანი ბუნება ეყვარება და არა ჩემი სილამაზე, ახლა კი ბოდიში უნდა წავიდე და არ გამაჩერო, არც წაყვანა მინდა გზას ჩემითაც გავაგნებ..

ნინამ ჩანთას მოკიდა ხელი და ისე რომ ერთხელაც არ მოუხედავს უკან პარკი დატოვა.! პარკიდან გამოვიდა და ჩქარი ნაბიჯებიტ გაუყვა გზას, ცენტრალურ გზაზე გავიდა, ტაქსი გააჩერა, უკანა სავარძელზე მოკალათდა, თავი ფანჯარას მიადო და ბენის სიტყვების მოშორებას ცდილობდა გონებიდან. ბენი ერთ ადგილას გაშეშებეული უყურებდა ნინას,
მანამ სანამ თვალს არ მიეფარა, მანაც ჩქარი ნაბიჯით და შემდეგ დიდი სიჩქარით დატოვა მისთვის უკვე საზიზღარი ადგილი. სახლში შესვლისთანავე რომის დიდი ბოთლი გადმოიღო, დივანზე მოწყვეტით დაეშვა და დალევა დაიწყო, მისთვის ახლა ამ მომემენტში არაფერს ქონდა აზრი...ნუთუ შეცდომა დაუშვა ? იჩქარა ? კი კი იჩქარა, ჯერ ნინასთვის თავისი კარგი მხარე უნდა დაენახვებინა, ნინა მართალი იყო ყოველთვის ცივად ექცეოდა, ასე კი სიყვარულს ვერ გამოხატავენ, ბენს კიდევ ათასი აზრი უტრიალებდა თავში, მაგრამ სასმელიი ეხმარებოდა ცოტა ხნით აქედან შორს ყოფილიყო. კარის მიხურვის ხმა გაიგო თუმცა არ განძრეულა, არავის ნახვის სურვილი არ ქონდა. სახლში ჰარი დაბრუნდა, მისაღებშივე მიეგება მას ჰანა და მთავარი ოთახისკენ გაუძღვა სადაც ბენი სასმლით იბერებოდა
-რა ჭირს ამას ? (ჩურჩულით კითხა ჰარიმ)

-რაც მოვიდა იმის მერე სვამს , მეშინია ისევ არ დაიწყოს (ვეღარ შეძლო ჰანამ სიტყვის დამთავრება)
-კაი არ ინერვიულო მე დაველაპარაკები (ჰარი)

ჰანას ცოტა დამშვიდება შეეტყო სახეზე, ჩუმი ნაბიჯებით სამზარეულოს მიაშრა, ჰარი კი ბენისკენ წავიდა, წინ მდგომ დივანეზე ჩამოჯდა და გამოცდელი მზერა მიაპყრო მეგობარს
-ნუ მიყურებ ეგრე (შეუბღვირა ბენმა)

-რა მოხდა ? (ჰარი)

-არაფერი (ცივად უპასუხა და მეორე ბოთლი გახსნა)
-არ გიშველის მაგის დალევა, თან ხომ იცი არ შეილება შენთვის(ჰარი)

-ნუ მასწავლი რა შეილება და რა არა..!! აღარ გავხდები ალკოჰოლი ნუ ნერვიულობ (ისევ ცივი მაგრამ უკვე გაბზარული ხმით უთხრა)
-მითხარი რა მოხდა (ცდილობდა წყნარად დალაპარაკებოდა)
-არაფერითქო (თითქმის ყვირილით უთხრა ბენმა)

ჰარის არ უნდოდა მეგობართან ჩხუბი, გაშორება ამჯობინა, წმაოდგა და კიბეებისკენ წვადა, უკვე პირველ საფეხურზე ედგა ფეხი როცა ბენის ხმა ყრუდ მოესმა
-ნინას სიყვარული ავუხსენი

-რა ქენი ? (მოულოდნელობისგან ფეხი მოუსრიალდა ჰარის და საფეხურზე დაეცა)
-ყრუ ხარ ? (ბენი)
-შენ ნორმალური ხარ ? (წინ აესვეტა ჰარი) ხომ გითხარი ნინა გასართობი არ არისთქო

-არა ძმაო მე ის მართლა მიყვარს, მთელი სხეულში მაქვს მისი სიყვარული გამჯდარი, გული ამდენს ვეღარ იტევს (სევდიანი ხმით თითქმის ჩუმად ჩაიბურტყუნა ბენმა)
-მერე ნინამ რა გითხრა ? (ისევ სავარძელში მოკალათდა)
-ჯანდაბაში გამგზავნა (ბენი)

-ყველაფერი კარგად იქნება, ეგრევე კის ვერ გეტყოდა, დაფიქრება ჭირდება (ჰარი)
-იმედია იმედია (ჩაიბურტყნა ბენმა და სასმელი მაგიდაზე დადგა)

ჰარი ფეხზე წამოდგა, ისე რომ ბენისთვის არ უკითხავს წამოყენა და მეორე სართულზე ოთახში შეიყვანა, საწოლზე დააწვინა, ბენი არც განძრეულა, არც შენინააღმდეგებია, ჭერს მიაშტერდა სადაც ეჩვენებოდა რომ ნინას სახე იყო დახატული, უაზროდ უღიმოდა, დაახლოებით ორი საათი იყო ასე, სასმელი ახლა უფრო ეკიდებოდა, სახლში ვეღა გაჩერდა, ფრთხილად, ქურდულად ჩაიპარა პირველ სართულზე, ფეხით გაუყვა ქუჩას და ნინას სახლისკენ წავიდა.

მემგონი თავიდანმე მესამე პირში უნდა დამეწყო წერა ♥
იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥
ველოდები კომენტარებს ♥

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 863 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-04-24 Spam
vaiiimeee ras mishvebi gogoooooooooooooo..
umagresi iyo gagrdzelebac da mele dadee axalii vegar vitmeen<3