მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » I Left My Heart In London...♔
11:33 AM
I Left My Heart In London...♔


9 საათზე იყო ბენის შეჯიბრი, ჯერ კი მხოლოდ 5 საათი იყო, მეცადინეობა გადავწყვიტეთ, მისაღებ ოთახში მოვკალათდით და ისევ შექსპირის განხილვა დავიწყეთ, მე როგორც ყოვეთვის ბუზღუნით ავიკელი იქაურობა, არ მინდა არ მიყვარს ეს შექსპირი, რას წერდა საერთოდ ამ რიჩარდ მეოთხეს...ვაჟას სტუმარ მასპინძელი გამახსენდა და ქართულად წავიბურტყუნე
"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა"
მარიამს გაეღიმა ჩებს ბურტყუნზე მისი და ჩემი საყვარელი ფრაზა იყო ამ პოემიდან

-ჩვენი ვაჟა სულ სხვაა (ქართულად მიპასუხა ნიკამ)

-თბილისი მომენატრა (მშობლიურ ენაზე დავიწყეთ ლაპარაკი) ენი, დედა მამა
-ჯერ ერთი კვირაა რაც ჩამოვედით (ნიკა)
-რაზე ლაპარაკობთ ? (ემა ჩაგვერთო, როცა ვერ მიხვდა საუბრის შინაარს)

მარიამმა აუხსნა რაზეც იყო ლაპარაკი, მე ფეხზე წამოვდექი, ნოუთბუქი მოვიტანე და სკაიპით ჩემებთან გადავრეკე, ჩვენდა ბედად ყველანი ერთად იყვნენ, მარიამი მე და ნიკა მოვკალათდით და მონატრებულ მშობლებთან ორ საათიანი საუბარი გავაბით, ენიც რათქმაუნდა ბევრს ტლინკინებდა თავისი წკრიალა ხმით, შევთანხმდით რომ ენის ძიძასთან ერთად ერთი კვირით გამოუშვებდნენ ჩემთან
-ვაიმე რა მაგარია დეეე მიყვარხარ (ვიყვირე)
-იმედია მთელს დამიბრუნებ შვილს (ანა)

-ჩვენ მივხედავთ ანა დეიდა არ ინერვიულოთ (მარიამი)
-ხო შენი იმედი მაქ მარიამ, თორე ეგ ორი გადარეული (მე და ნიკა) სანდოები არ არიან, რამეს მოწევენ ბავშვს (ანა)
-ეი მეც აქ ვარ (კამერაში დავიბღვირე)

-მე ნინასთან მივდივარ (ენიმ შემოყო თავი კამერაში)
-ჯერ ბაღიდან უნდა დაგითხოვონ (ანა)
-როდის ითხოვენ ? (მე)
-ერთ თვეში (ანა)

მოკლედ მშობლებთან ბევრი ვილაპარაკეთ, ემაც გავაცანით, ჩემი პატარა პრინცესა ნოემბრის ბოლოს ჩამოვიდოდა...თითქმის ორი თვეა რაც აქ ვართ, ყველაფერი ძველებურად იყო, სკოლა სახლი გართობა, ბენი უფრო და უფრო ცივი ხდებოდა ჩემს მიმართ, აი დანარჩენებთან შედარებით კარგი ურთიერთობა ქონდა..ოქტომბერი იწურებოდა, ლონდონი ყვითელს ფერებში შეიმოსა, ცოტა აცივდა კიდეც, წვიმიანმა დღეებმა იმატეს, ბავშვები თითქმის ყოველდღე დადიოდნენ ბენის შეჯიბრზე მე კი ერთხელაც არ წავსულვარ, უკვე თავს ვარიდებდი მის ხშირ ნახვას, მხოლოდ სკოლაში გამარჯობათი შემოვიფარგლებოდით...22 ოქტომბრის დილა გათენდა თავი საშინლად მტკიოდა და პირველ გაკეთილზე წასვლა გადავიფიქრე
-ნინა დარწმუნებული ხარ რომ კარაგად ხარ ? (მარიამი)

-კი მეორე გაკვეთილზე უეჭველი მოვალ (მე)

ბავშვები გავაცილე და დივანში ჩავეშვი, გული რაღაც კარგს მიგრძნობდა, სამზარეულოში გავედი წამალი დავლიე, იმ წამსვე არა მარა ცოტახანში გამიარა თავის ტკივილმა, მეორე სართულზე ავედი, გამოვიცვალე და სახლიდან გამოვედი.

ტაქსი გავჩერე და სკოლის მისამართი ვუთხარი

ბენს ნინა ყოველი დანახვისას უფრო უყვარდებოდა, მაგრამ თქმას ჯერ არ აპირებდა, ელოდა, რაღაც მომენტს ელოდა, თუმცა ხვდებოდა რომ აგვიანდებოდა, ის გრძნობდა ნინასგან სითბოს, დიდი სიყვარულს რომელიც ნინა მის მიმართ გრძნობდა,მაგრამ მაინც ეშინოდა , რაღაც მიანც აბრკოლებდა და მის გრძნობებში ეჭვი ეპარებოდა. გრძნობდა ამ თავისი უნდობლობით ნინას უფრო და უფრო შორდებოდა, ყოველ შეჯიბრზე იმ იმედით გადიოდა რომ ნინა მოვიდოდა და ნახავდა, თუმცა ოქტომბერი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ნინა ერთხელაც არ ყოფილა მის შეჯიბრზე, ბენს გულის რაღაც ნაწილი ტკიოდა, მაგრამ ხვდებოდა რომ ასეთი დამოკიდებულება მისი ბრალი იყო...მისთვის სკოლის ყოველი დღე ბედნიერი გახდა, ნინას უბრალო გამარჯობაც კი კარგ ხასიათზე აყენებდა, ეჭვიანობით კვდებოდა როცა ვინმე ბიჭი მის სიახლოვეს გაივლიდა, სურვილი ქონდა იქვე გამოეჭრა ყელი ნებისმიერისთვის...ბრაზდებოდა როცა ნინას მისი აზრით ზედმეტად მოკლე ან გამომწვევი რამე ეცვა. ბენისთვის 22 ოქტომბერიც ხალისიანად დაიწყო, ერთი სული ქონდა ნინას როდის ნაახავდა, ჰარის არც დალოდებია ისე გაქანდა სკოლაში , თუმცა ეს დღე აშკარად არ წყალობდა
-ვიღაც გაკლიათ ხო ? (ვითომ უგულოდ კითხა დერეფანში მიმავალ ბავშვებს ბენმა)

-ნინა (უხეშად უპასუხა ემამ)
-უკვე დაიწყო გაცდენები ? (ირონიით იკითხა)
-არა უბრალოდ თავს შეუძლოდ გრძნობდა და მეორე გაკვეთილზე მოვა (მარიამი)

ჰარის ბენის ყურადღება არ გამორჩენია, ის ძმაკაცის ცვლილებას ხედავდა და ეს ამბავი ახარებდა. მალე ყველანი ბიოლოგიის კლასში შევიდნენ და უღიმღამო გაკვეთილის ვითომმოსმენა დაიწყო ბენმა.

ტაქსი 10 წთში უკვე სკოლასთან იყო, ნამდვილად არ მეცვა სკოლის შესაფერისად, ამიტომ გადავწყვიტე დღეს საერთოდ არ დავრჩენილიყავი სკოლაში, მხოლოდ იმ მიზეზით შევიდოდი რომ მარიამი გამეფრთხილებინა, მძღოლს ფული გადავუხადე და შენობაში შევედი, გაკვეთილები მიმდინარეობდა, ნელა მივაბიჯებდი დერეფანში და ბიოლოგიის კლასისკენ მივდიოდი, უცებ ფეხის ხმა გავიგე რომელიც მეორე სართულიდან მოდიოდა, შემეშინდა დირექტორი არ ყოფილიყო და ისე რომ არცგამიაზრებია იქვე ახლოს მყოფ ბიჭების ტვალეტში შევვარდი, კედელს ავეფარე და გავინაბე, ხმაური მიწყდა სადღაც დერეფნის სივრცეშI გაუჩინრდა, მე ფრთხილად გამოვედი საპირფარეშოდან და მოსახვევში ვიღაცას შევასკდი
-წინ იყურე ხოლმე ნინა (ბენის ირონიულმა ხმამ შემამცივნა)

-უკაცრავად მისტერ

ირონიულად ვუპასუხე და გვერდი ავუარე, ბენის მწველ მზერას ვგრძნობდი ზურგს უკან, უკვე პირველ საფეხურს მივუახლოვდი როცა მისი ბურტყუნი გავიგე, თავისი ჭკუით ჩუმად თქვა
-ძალიან მოკლე ხო არ გაცვია ქალბატონო (ბენი)
-ეგ შენი საქმე არა (მივუტრიალდი)

ბენს სახე აელეწა ეგონა რომ ცემი პასუხი მოესმა, მაგრამ არ დაბნეულა
-ჩემი საქმეა (თვალი ცამიკრა)
-ვითომ რატო ? (მე)
-იმიტო (მოკლედ მომიჭრა)

მასთან კამათის გაგრძელების სურვილი არ მქონდა და კიბეები ავირბინე, ისიც უკან გამომყვა, ხელი მკლავში მომკიდა, დამიჭირა და მისკენ შემატრიალა.


იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥
თუ რამ
შენიშვნა გაქვთ ეგეც მითხარით ♥
ეს თავი რაღაც არ გამომივიდა კარგი ((
ველოდები კომენტარებს ♥


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1118 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-04-23 Spam
Nu damtanje gamoachine vici ro dafarul siaxleebsi gaq..!!! uxx