მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » I Left My Heart In London...♔
8:17 PM
I Left My Heart In London...♔


გამოვიცვალე და თბილ ლოგინში შევწექი ეს ახლა ნამდვილად სასიამოვნო იყო..ბალიშს მთელი ძალით ჩავეხუტე და ბენთან წავედი ფიქრებით, მალევე ჩამეძინა...სიზმარშიც ბენთან ერთად ვიყავი...ის ყველგან იყო, ყველა წერტილში იყო გამჯდარი ჩემში...გული აღარ ემორჩილებოდა გონებას და ტკბილ სიზმარში ბედნიერი ვიყავი...საოცრად მინდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო..სამუდამოდ ღამეს დაესადგურა მე სულ დამეძინდა და იქ ბენთან ერთად ვყიფილიყავი.

ბენი ოთახში შესვლისთანავე ლოგინზე დაეხეთქა, ჭერს მიაშტერდა და მის გონებაში დაუკითხავად ისევ შემოიჭრა ნინა...თვალწინ სულ მისი ბავშური ღიმი ედგა და ხვდებოდა რომ მას ნინა უკვე უყვარდა, სიყვარულზე მეტად უყვარდა, სწორედ იმ მომენტიდან უყვარდა როცა თბილისში პირველად რამის დაეჯახა...თვალწინ ედგა მისი შეშინებული და ამავე დროს განრისხებული თვალები, ყოველი ნაკვთი...სწორედ მაშინ მან დაიჭირა წამი..წამი როცა ყველაფერი იცვლება და შენ ნამდვილ სიყვარულს პოულობ...მაგრამ..როგორც ყოველთვის მის ცხოვრებაში იდგა დიდი დაბრკოლება, მას არ უნდოდა თავის ციხესიმაგრეში ვინმე შემოეშვა...გონებო კარნახობდა რომ არ უნდა ენდოს არავის, მაგრამ გული ნინასკენ მიუწევდა..გულს უნდოდა რომ ნინა უკეთ გაეცნო, ის გრნობდა რომ მასში არანაირი სიყალბე არ იმალებოდა. ბენს აღარ შეეძლო ასე გაჩერება, ფეხზე წამოდგა, ბაიკი ფარეხიდან გამოიყვანა და ქუჩაში მანქანებს შუა გააქროლა...

ისე რომ არც გაუზრებია ნინას სახლთან მივიდა, ნელა შეიპარა ოთახში და აივნიდან სახლში შეიპარა...ნელა ქურდივით მიაბიჯებდა დიდ სახლში და ნინას ოთახს ეძებდა..რამოდენიმე უშედეგომცდელობის შემდეგ მიაგნო კიდეც, ნელა შეაბიჯა ოთახში და მძინარე ანგელოზს დაუწყო ყურება..ნინა დიდ ბავშვს გავდა, ისეთი გულუბრყვილო იყო, ნაზი , სათუთი, მასში არ იყო არანაირი სიყალბე, მას დაცვა ჭირდებოდა რომ გარემო პირობებს მისი ნაზი, სუფთა სული არ გაენადგურებინა..
-ყოვეთვის, ყველგან , სამუდამოდ, მე შენ დაგიცავ (გაიფიქრა ბენმა და ნინას საწოლთან ჩაიმუხლა)

ნინას უცებ ღიმილმა გადაურბინა სახეზე, თითქოს ბენის სიტყვები გაიგო და ამისგან იყო მისი ღიმილი გამოწვეული...!
მთელი ღამე ნინას ოთახში გაატარა, თითქოს მისი მცველი იყო და არავის, არაფერს აძლევდა უფლებას მისი ძილი დაეფრთხო. თუმცა ბენს არ შეეძლო დროის გაჩერება და რომელიმე კანონზომიერების დარღვევა..მზე ნელა იღვიძებდა და აღვიძებდა არემარეს..ბენმა უგულოდ გახედა მზეს...ნინას დაჟინებული მზერა მიაპყრო,მერე ნელა დაიხარა ლოყაზე აკოცა და წამში ფანჯრიდან გაუჩინარდა..!

რაღაც სასიამოვნო შეგრძნება ვიგრძენი, ცივი, მაგრამ სასიამოვნო ტუჩები შეეხო ჩემს ლოყას, საწოლზე წამოვჯექი, თვალები მოვიფშვნიტე და ოთახს მოვავლე თვალი, არავინ იყო, ფანჯარას გავხედე ღია დამხვდა..არადა აშკარად მახსოვს რომ გუშინ ღამე დავკეტე..წამოვდექი და პირველ სართულზე ჩავირბინე, ყველანი იქ იყვნენ, თბილად გავუღიმე და ხმამაღლა ვიკითხე
-ისა ვინმე იყავით დღეს დილით ჩემს ოთახში ?
ყველამ ერთდროულად გაიქნია თავი უარის ნიშნად
-ნინა მოდი ჭამე და წავიდეთ თორე დაგვაგვიანდება (მარიამი)
-არ მშია ავალ ჩავიცვამ

სამზარეულო დავტოვე და ჩავიფიქრებულმა ავიარე საფეხურები, ალბათ მომეჩვენა დავასკვენი და კარადა გამოვაღე, ბევრი არ მიფიქრია რა უნდა ჩამეცვა წითელი კუბოკრული ზედა, ელასტიკი და შავი ქუდი საწოლზე მივაგდე, აბაზანაში შევედი კბილები გავიხეხე, ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი, ჯერ არ იყვნენ ჩამოსულები, ისევ სამზარეულოში შევედი, ყავა გავიკეთე და გასასვლელთან კედელს მივეყუდე...

მალე ბავშვებიც ჩამოვიდნენ , როგორც ყოველთვის ოთხივე კრგად გამოიყურებოდა, ამჯერად მაიკი არ იყო ოფიციალური ტანისამოსით..


ყველანი მანქანაში ჩავსხედით
-დღეს თქვენთან ერთად ვიქნები სკოლაში (თქვა მაიკმა და თან ემას გადახედა)
ემას თვალები უბრწყინავდა ისე გაუხარდა მაიკის ეს სიტყვები
-ვერ ხარ შენ ? სკოლა დაამთავრე და კიდე სკოლაში მოდიხარ ? (მე)
-ნუ ხარ უჟმური (თვალი ჩამიკრა სარკეში)

20 წთში უკვე სკოლაში ვიყავით, ეზო გავიარეთ და შენობაში შევედით, ცოტახანი დერეფანში ვიდექით, მერე ზარიც დაირეკა და ყველანი კლასისკენ წავედით, მათემატიკა გვქონდა..ბატონმა ბენსონმა მაიკი უპრობლემოდ დატოვა გაკვეთილზე ძველი მოსწავლე იყო და თან კარგი..ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ უცებ კარი გაიღო და ოთახში ჰარიმ შემეყო თავი, ბიჭებს ანიშნა გამოდითო, მაიკი უსიტყვოდ ადგა და გავიდა, ნიკა კიდე 10 წთი ეხვეწა მასწს გაეშვა
-ბატ. ბენსონ გავალ (ნიკა)

-არა იჯექი მანდ (მასწავლებელი)
-გთხოვთ რა, 5წთში მოვალ (საცოდავი სახით გახედა)
-კარგი გადი (მასწავლებელი)

ნიკა რაკეტივით გავარდა კლასიდა, შიშმა ამიტანა, გოგოებს გადავხედე და ჩურჩულით ვუთხარი
-იმედია კიდევ არ იჩხუბებენ
გაკვეთილი საშინლად გაიწელა, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი კლასიდან, საერთოდ არ მომისმენია მასწავლებლისთვის, როგორც იქნა დაირეკა ზარი და სამივე გარეთ გავედით, აქეთ-იქით ვიხედებოდით და ბიჭებს ვეძებდით
-ესენი ნახე რა (ხმამაღლა თქვა მარიამმა და კარებისკენს მიგვითითა)
კარებიდან ბენი, მაიკი , ჰარი და ნიკა ხელი-ხელ გადახვეულები შემოვიდნენ თან რაღაცაზე იცინოდნენ, ჩვენ რომ დაგვინახეს ჩვენკენ წამოვიდნენ.
-კარგია რომ შერიგდით (გაუღიმა ემამ)
-არა მარტო შევრიგდით, ძმაკაცებით გავხდით (სიცილით თქვა ჰარიმ)

-მაგაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა (უგულოდ თქვა ბენმა და მე მომაშტერდა)

მის მზერას ვეღარ გავუძელი და გვერძე გავიხედე..გამიხარდა ბიჭების შერიგება, ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ჩხუბის მიზეზი ვყოფილიყავი. მოკლედ დღემ ნორმალურად ჩაიარა, ბიჭები ცდილობდნენ ერთმანეთის უკეთ გაცნობას და ჩვენთვის არ ეცალათ..გაკვეთილები მალე დაგვიმთავრდა ან მე მომეჩვენა ასე, საშინლად მინდოდა სკოლიდან წასვლა და ბენისგან შორს ყოფნა, მისი ცივი მზერა, უხეში ქცევები გულს მტკენდა და ვეღარ ვუძლებდი. სკოლიდან მაშინვე სახლში წავედით, საღამოს კი ბენის შეჯიბრის საყურებლად მიდიოდნენ ბავშვები, მე კი არანაირი სურვილი არ მქონდა ამის..ჩემს ოთახში ვიყავი და უაზროდ მივჩერებოდი ერთ წერტილს
-ნინა შეილება ? (ოთახში მაიკი შემოვიდა)
-კი (ძალით გავუღიმე)

-ჰეი რა გჭირს ? (გვერდით მომიჯდა)

ფეხზე წამოვდექი და სკამზე გადავჯექი
-ეი ნუ გამირბიხარ, ის აღარ განმეორდება და თან მეგობრები გახსოვს ? (თბილად გამიღიმა)
მეც მივხვდი რომ უაზროდ ვიქცეოდი და ისევ გვერდით მივუჯექი
-ნინას რაღაც ჭირს (მაიკი)
-მემგონი ნინა შეყვარებულია (მე)
-ვიზე ? (მაიკი)
-ბენზე (მე)
-იმაზე რამის რომ მოგკლა ? (მაიკი)
-ხო იმაზე (მე)
-მემგონი შენი სიყვარული უიმედოა სტრანი როჟაა (მაიკი)
-ხო ვიცი და იმედია მეშლება და მხოლდ გატაცება (მე)

მოდი ჩემთან, ხელები გაშალა..მეც მისკენ მივიჩოჩე, ის კი ძლიერად ჩამეხუტა, მესიამოვნა მის მკლავებში ყოფნა, ვგრძნობდი რომ მაიკთან სულიერად ვიყავი ახლოს და ეს მახარებდა...!

იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥
თუ რამ
შენიშვნა გაქვთ ეგეც მითხარით ♥
ველოდები კომენტარებს ♥

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1129 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-04-20 Spam
Megi Gode, ras mishvebit xalxno raas? biggrin :D