მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 7 » I Left My Heart In London...♔
8:57 PM
I Left My Heart In London...♔


მაიკის გასვლისთანავე ღრმად ამოვისუნთქე და იატაკზე ჩამოვჯექი...5 წთ არ იყო გასული ოთახში მარიამი შემოვიდა...მიხვდა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე..გვერდით მომიჯდა...მე თავი მუხლებზე დავადე, მან კი მოფერება დამიწყო...ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი ჰარიდან დაწყებული მაიკით დამთავრებული..არაფერი უთქვამს უბრალოდ ყურადღებით მისმენდა...როცა მოყოლას მოვრჩი მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა
-მას შეყვარებული ყავს (მარიამი)

-ვიცი...მაგრამ მგონი მომწონს (მე)
-ნიი მგონიზე ვერ ააწყობ გრძნობებს (მარიამი)
-ვიცი მარიამ ვიცი (თავი წამოვწიე და კედელს მივეყრდენი)


-არ ვიცი ვერაფერს გეტყვი, მე მაინც მგონია რომ ბენისადმი უფრო ძლიერ გრძნობას გრძნობ (მარიამ)
-მე მას არ ვიცნობ (მოკლედ მოვუჭერი)
-არ იცნობ მაგრამ გიზიდავს (გამიღიმა)


-არ ვიცი მარიამ..ხომ იცი არ შემიძლია იგივე შეცდომა დავუშვა რაც გიოსთან..არ შემიძლია მე ვინმე მიყვარდეს..თავს აღარასდროს მივცემ ამის უფლებას.. (მე)
-დრო მოვა და ყველაფერი შეიცვლება (ფეხზე წამოდგა) დროა დავიძინოთ ხვალ სკოლაში მივდივართ არ დაგავიწყდეს..ტანსაცმელი გაგიმზადე (კარისკენ წავიდა)
-მარიამ ჩემთან დაიძინე რა (მე)
-კარგი საღამურს მოვიტან (მარიამი)

იცოდა რომ ახლა მისი გვერდით ყოფნა მჭირდებოდა..ასეთი დაბნეული ცხოვრებაში მეორედ ვიყავი.თუმცა მაიკის სათამაშოდ გამოყენებას არ ვაპირებდი ამაში ათასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული..მარიამი მალე დაბრუნდა მას უკან ნიკა მოყვა
-მეც მინდა თქვენთან (ბოჩოლას თვალებით შემოგვხედა)


რას ვიზამდით ნიკას დივანზე გავუშალეთ და სამივემ ერთ ოთახში დავიძინეთ..დილით 7 საათი იქნებოდა მაღვიძარამ რომ დარეკა..ძლივს გავთიშე..მარიამი მაშIნვე ფეხზე წამოდგა და მომზადება დაიწყო თან მე და ნიკას გვეჩხუბებოდა..იმდეი იჯაჯღანა ორივე წამოგვყარა..სამივე დავიშალეთ და მომზადება დავიწყეთ..მე თეთრი საროჩკა, ჯინსის შარვალი, მეტალებით გაწყობილი ბალეტკები ჩავიცვი..თმა გავიშალე და ოთახიდან გავედი..მარიამი კიბეებთან იდგა და მე მელოდებოდა..ჩემი ცაცმულობის დანახვისას თვალები გაუფართოვდა
-ეს გაგიმზადე მე ? (შემომიბღვირა)

-მორჩი ახლა (მე)
გვერდითა ოთახიდან ნიკა გამოვიდა ორივე აგვათვალიერა და მარიამს მიუტრიალდა
-უფრო მოკლე შორტი ვერ ჩაიცვი ? (შეუბღვირა)

-შენ ვინ გეკითხება ? (არ დაუთმო მარიამმა)
-წადი გამოიცვალე დროზე ასე არ წამოხვალ (ნიკა)
-გააჩუმე შენი ძმაკაცი (მომიტრიალდა მარიამი)


-შენი არ ვარ რასამბობ რა (ნიკა)
-უფრო მეტი ხარ ვიდრე ზმაკაცი (ჩაიბურტყუნა და კიბეებზე ჩაირბინა)
-ეს მომესმა ხო ? (ახლა მე მოტრიალდა ნიკა)
-ნწუ (თავი გავიქნიე და მარიამს გავყევი)
-yeeeeeeeees (იღრიალა ნიკა და ისიც პირველ სართულზე კისრისტეხით ჩამოვიდა)


მარიამმა რათქმაუნდა არ გამოიცვალა, ნიკამ ცოტა კიდევ იჯუჯღუნა, მაგრამ როცა მიხვდა რომ აზრი არ ქონდა გაჩუმდა..სამივე მზად ვიყავით სკოლის პირველი დღისთვის

-ვის ველოდებით ? არ წავიდეთ? (ვიკითხე )
-მე მელოდებით

მეორე სართულიდან მაიკის ხმა მომესმა..ისიც მალე გამოჩნდა ოფიციალურ ფორმაში..

ღმერთო რა სიმპატიური იყო...კიბეებზე ცამოდიოდა თან მე მიყურებდა..მის მზერას ვეღარ გავუძელი და თვალი ავარიდე
-მეც მზად ვარ (უკან ემა მოყვებოდა)

-ამას აქ რა უნდა (გადავუჩურჩულე მარიამს)
-ჩვენს სკოლაში სწავლობს და ჩვენი კლასელია (ჩუმადვე მიპსუხა)
-ღმერთო რა შეგცოდე ასეთი (ქართულად ვთქვი და გარეთ გამოვედი)

ბაშვებც გამომყვნენ..ყველანი მაიკის მანქანაში მოვთავსდით და სკოლისკენ წავედით..მაიკმა სკოლაში დაგვტოვა და დაგვიბარა რომ გამოგვივლიდა..ღრმად ამოვისუნთქე და სკოლისკენ წავედი..რათქმაუნდა ყველა ჩვენ გვიყურებდა და ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა..არავისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია ისე გავიარეთ ეზო და სკოლის კარი შევაღეთ..კარებშივე შეგვეგება დირექტორი..გაკვეთილების ცხრილი და სკოლის რუკა გადმოგვცა..ჩვენი თავი რათქმაუნდა ემას ჩააბაარა წარმატებული დღე გვისურვა და თავისი კაბნეტისკენ წავიდა...ემამ თბილად გაგვიღიმა და მიგვითითა გამომყევითო..

ახლა რომ ვაკვირდებოდი არც ისე ცუდი გოგო იყო ემა..უბრალოდ ჩემი ეგოისტობის გამო ავითვალწუნე.. და რათქმაუნდა ეჭვიანობის გამოც..ემამ ჩვენი კარადები გვაჩვენა..ერთმანეთის გვერდით იყო ოთხივესი...არასაჭირო ნივთები კარადაში დავტოვეთ და გრძელ დერეფანს გავუყევით...მოულოდნელად დავინახე თითქმის დერეფნის ბოლოდან როგორ მორბოდა ვიღაც ბიჭი და თან ჩემს სახელს ყვიროდა..ცოტა ახლოს რომ მოირბინა მივხვდი ჰარი იყო..ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა
-როგორ მიხარია შენი ნახვა (ჰარი)

-მეც (თბილად გავუღიმე)
ბავშვებს ჰარი გავაცანი..ნუ ემა იცნობდა ისედაც...ახლა უკვე 5 თივე გავუყევით დერეფანს და ბიოლოგიის კლასისკენ წავედით..დღეს მხოლოდ 4 გაკვეთილი გვქონდა..მასწავლებელმა ემასთან დამაწყვილა..მარიამი და ჰარი ერთად და ნიკა ვიღაც გოგოსთან..ნიკა ეჭვიანობით კვდებოდა როცა მარიამს და ჰარის უყურებდა..მე კი ემა უკეთესად გავიცანი..ძალიან საყვარელი და თბილი გოგო აღმოჩნდა..სულაც არ იყო სწერვა და აუტანელი როგორც მე წამომედგინა..საერთო ენაც მალევე გამოვნახეთ. უკვე თითქმის გაკვეთილის ბოლო იყო როცა კარები გაიღო და ოთახში "ჩემი" ბენი შემოვიდა..


გული ამიჩქარდა მისი დანახვისას..სუნთქვა შემეკრა..მან არც ბოდიში მოიხადა არც არაფერი ისე შემოაბოტა მხოლოდ ჰარის მიესალმა და სადღაც უკან ბოლოში დაჯდა...
-ბატონო მარტინ იქნებ პატივი დაგვდოთ და გაკვეთილზე აღარ დაიგვიანოთ ხოლმე (მასწავლებელი)
-შევცდები (უხეშად უპასუხა)

-უზრდელი (ჩაიბირტყუნა ემამ)
ინტერესი  სავსე თვალები მივჩერებოდი ემას...როგოც იქნა მიხვდა და რაც იცოდა ყველაფერი მითხრა ბენზე..ემამ მხოლოდ და მხოლოდ ის იცოდა რომ ამ სკოლაში ახალი გადმოსული იყო...ისიც იმიტო გადმოვიდა აქ რომ მისი ძმაკაცი (ჰარი) აქ სწავლობდამანამდე 6 სკოლიდან გამოაგდეს..არც ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა..გოგოები მასზე გიჯდებოდნენ და ისიც ამით სარგებლობდა..მრავლის თქმელი ინფორმაციააა...ერთი სული მქონდა ზარი როდის დაირეკებოდა და კლასიდან როდის ვორთქლდებოდი...5წთ ში დაირეკა და თითქმის უკვე კლასიდან ვიყავი გასული რომ ჰარიმ დამიძახა
-ნინა მოდი აქ ერთ წამს (კლასის ბოლოში იდგა)
სხვა გზა არ მქონდა მეც მისკენ წავედი..მარიამს და ნიკას უკვე მოესწროთ ბენის გაცნობა
-ბენ გაიცანი ეს ის ნინა (ჩემი თავი წარუდგინა)
-უკვე ვიცნობ (მომგებიანად გაიღიმა)


მარიამი რათქმაუნდა მაშინვე მიხვდა რომ ეს ის ბენი იყო და თვალებით მანიშნა კარგი არჩევანიაო
-what ? საიდან იცნობ ? (ჰარი)

-ეს ის გოგო რომ გითხარი საქართველოში რამის დავეჯახეთქო (ბენი)
-ნინა რა არის ? სუ ვიღაცას ეჯახებოდე შეილება (სიცილით მითხრა ჰარიმ)
-თქვენ მეჯახებით მე კი არა (ენა გამოვუყავი)
-აუ ვჭამოთ რა (ნიკა)

-წამო ძმა სასადილოში (ხელი გადახვია ბენმა)
ჩვენც უკან გავყევით..ემაც რათქმაუნდა ჩვენთან იყო..ყველა ერთ მაგიდასთან დავსხედით 20 წთიანი დასვენება გვქონდა..ბავშვებმა მალე მოამთავრეს ჭამა.. მე კი უბრალოდ თეფშს ჩავყურებდი და ხმას არ ვიღებდი..არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა...
-ახლა რა გვაქ ? (მარიამი)
-ლიტერატურა (ემმა)
-მაშინ წავიდეთ ხო კლასში ? (ნიკა)
ყველა ფეხზე წამოდგა ჩემი და ბენის გარდა
-არ მოდიხართ ? (ჰარი)
-მე არა (ბენი)
-არც მე (არ ვიცი რატომ არ გავყევი ბავშვებს)
-კარგთ მაგრამ არ დაიგვიანოთ, თორე მოგკლავთ მისი ანდერსონი (ემა)

ბავშვებმა სასადილო დატოვეს..მე კი ისევ ცემს თეფშს ცავყურებდი და არ ვიცოდი რატომ დავრჩი აქ..სიჩუმე ბენმა დაარღვია
-მოგწონს ჩვენი სკოლა ? (ბენი)
-შიგნიდან კი (გავუღიმე)


-მოიცა შენ რა ბაღი არ გინახავს ? (ბენი)
-არა (მე)

-მერე რას ზიხარ აქ ? 10 წთ კიდე გვაქ წამო დაგათვალიერებინებ (ბენი)
აქ ჯდომას ყველაფერი მერჩივნა..ამიტომ გაყოლა ვამჯობინე..ბაღი სკოლის უკან იყო..უამრავი მოსწავლე ირეოდა იქ..მყუდრო გარემო..გამწვანება..პატარა შადრევანი და ალაგ-ალაგ სკამები..არაჩვეულებრივი ადგილი იყო..თავისუფალი სკამი მოვძებნე და ჩამოვჯექი...

-მოგეწონა ? (ბენი)
-კი ძალიან მაგარია (მე)
-ხომ გითხარი კიდევ შევხვდებითქო (ბენი)
-მართალი აღმოჩნდი (მე)

-ნინა ჩემზე ბევრი ცუდი ჭორი დადის ამ სკოლაში და არცერთი არ დაიჯერო იქამდე სანამ ჩემგან არ მოისმენ სიმართლეს კარგი ? (უეცრად მომახალა)
-მემგონი დროა წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება გაკვეთილზე (მე)
ბენმა არაფერი მიპასუხა..მეც წამოვდექი და ორივე კლასისკენ წავედით..ზარი დაორეკა და ჩვენც კლასში შევედით..ჩემი ადგილი დავიკავე და წიგნის ვალიერება დავიწყე..შექსპირი..შექსპირი ..შექსპირი..უკმაყოფილოდ დავხურე წიგნი
-რა შექსპირი..სადა ჩემი ილია, ვაჟა, აკაკი (უკმაყოფილოდ გადავულაპარაკე ჩემს გვერდით მჯდომ მარიამს)

-რა დროს ეგენია რაო იმან ? (მარიამი)
-მერე მოგიყვები (მე)

მალე კლასში მისის ანდერსონი შემოვიდა და შექსპირზე 45 წთიანი ლექცია დაიწყო..რათქმაუნდა ნახევრისთვის არც მომისმენია ბენზე ვფიქრობდი და მის ნათქვამზე...


აჰა თქვენი ბენიც გამოჩნდა ♥
იმედი მაქვს მოგეწონება ♥
ველოდებო კომენტარებს ♥



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1222 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-04-10 Spam
ra nichieri xaar <3