მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » I Left My Heart In London...♔
11:35 PM
I Left My Heart In London...♔
I Left My Heart In London...
იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥


სამივე მაიკს გავყევით უკან და მანქანაში მოვთავსდით..სახლში მისვლამდე არცერთს ამოგვიღია ხმა..არც სახლში ამოვირებდით ალბათ ხმას მაიკს რომ არ დაერღვია უხერხული სიჩუმე
-ისა იქნებ მითხრათ რომელი რომელი ხართ ? (გაგვიღიმა)

-უი ხო..მე ნინა ვარ (გავუღიმე) მარიამი და ნიკას
-ასე ჯობს ახლა ვიცი უფრო მეტი ყურადღება რომელს მივაქცია (თავისი ჭკუით იხუმრა)
-არ მჭირდება ძიძა (ენა გამოვუყავი და სახლის დათვალიერება დავიწყე)

მყუდრო და გემოვნებიანად მოწყობილი სახლი იყო..საძინებელი ოთახები მეორე სართულზე იყო განლაგებული..ყველა ოთახს თავისი აბაზანა ქონდა..პირველ სართულზე იყო სამზარეულო, მისაღები ოთახი, საკუჭნაო და ცალკე გამოყოფილი დიდი ოთახი წვეულებისთვის..ეზოში დიდი აუზი და გამწვანება..მოკლედ იდეალური პირობები იყო საცხოვრებლად..მაიკმა ყველას ჩვენი ოთახი გვაჩვენა..სიმართლე გითხრათ მომეწონა ჩემი ოთხარი..მომეწონებოდა აბა რა ზუსტად ისეთი იყო როგორიც თბილისში მქონდა, ოღონდ ერთი განსხვავებით კედელზე ბრიტანეთის დროშა არ იყო გაკრული აქ

-მოგეწონა ? (თავი შემოყო მაიკმა)
-კი მადლობა, შემოდი რა კარებში დგახარ (მე)
მაიკიც მაშინვე შემოვიდა და კარი მიხურა, მე ბარგის ამოლაგება დავიწყე
-როდის იწყება სწავლა ? (მე)
-1 სექტემბერს (მაიკი)
-ძალიან კარგი 5 დღე მაქ თავისუფალი (მე)

-ხვალიდან თქვენი გიდი ვიქნები (მაიკი)
-შეიძლება რაღაც გკითხო ? (მე)
-რათქმაუნდა (თბილად გამიღიმა)
-რამდენი წლის ხარ ? (მე)
-20 რა იყო ? (მაიკი)
-რაღაცაში გამოგიტყდები..მე ასე 45 წლის ღიპიანი მოხუცი მეგონე (მორცხვად გავხედე)

მაიკი სიცილით კვდებოდა და მუცელზე იყურებოდა

-კარგი გეყოს ნუღა დამცინი (ბალიში გავუქანე)
ისიც არ ჩამომრჩა და უკან გამომიქანა ბალიში..ზუსტად 2 წამში ჩემი ოთახი ბრძოლის ველად გადაიქცა..მე საწოლის უკან ვიმალებოდი მაიკი კი კარადის  უკან
-ნინა მნებდები ? (თავი გამოყო )

-არა (დრო ვიხელთე და ბალიში მხარში გავარტყი)
-მიშველეთ..სისხლისგან ვიცლები (ძირს დაეხა და თავის მოკატუნება დაიწყო)..დამჭრეს სასიკვდილოდ დამჭრეს

საწოლს მოვშორდი და საზეომო ხთ ვიყვირე
-საქართველომ ბრიტანეთი დაიპყრო (მაიკს მივუახლოვდი და მასთან ახლოს ჩავიმუხლე) მნებდები ?

-არასდროს (უცებ წამოხტა, ჩემს ძემოდან მოექცა და ღუტუნი დამიწყო)
-არა მომშორდი მაიკ..გადი აქდან (ბოლო ხმაზე ქართულად დავიწყე ყვირილი)

ჩემს ყვირილზე მარიამი და ნიკა შემოვარდნენ ოთახში
-რა ხდება ნინა (მარიამი)

-მომაშორეთ ეს მონსტრი (სიცილით ვთქვი)
-მონსტრი ხო ? (უმატა ღუტუნს მაიკმა)
მარიამი სიცილით კვდებოდა, მოგიხდება
-შენ რა გაცინებს ? (ნიკა მიუტრიალდა მარიამს)

მარიამი მოხვდა რომ მისი საქმე ცუდათ იყო და ლოგინისკენ გაიქცა...ნიკაც არ ჩამორჩა გაეკიდა და მანაც ღუტუნი დაუწყო....მარიამის კივილმა აიკლო სახლი..მე როგორღაც მოვიშორე მაიკი და მარის დასახმარებლად გავიქეცი..ნიკა ძლივ გამოვწიე საწოლიდან გადავაგდე და საწოლზე დავდექი, მარიამიც წამოვაყენე...
-გოგოები VS ბიჭები (წამოვიყვირე)
-ესენი ნახე რა (მხარი გაკრა ნიკამ მაიკს)

-მემგონი დროა გავიქცეთ (მარიამს ჩავჩურჩულე და მეორე კარით გავვარდით ოთახიდან)

ბიჭებიც არ ჩამოგვრჩენ..მე და მარი სამზარეულოში შევვარდით, ქვაბი დავიფარეთ თავზე ვითომ ჩაფხუტი იყო , ხელში ტაფა ავიღეთ ფარის მაგივრად, მაცივრიდან ცივი წვენი გამოვიღეთ და ბიჭებს ჩავუსაფრდით მე ერთ გასასვლელთან მარი მეორესთან..
-სად წვაიდნენ ? (ნიკა)
-აქვე იქნებიან სადმე (მაიკი)

-წამო სამზარეულოში ვნახოთ (ნიკა)
-კაი ოღონდ შენ მეორე მხრიდან მოუარე

სამზარეულოს მოუახლოვდნენ თუ არა ორივე ტკბილი წვენით გავწუწეთ..წვენს მაიონეზი და კეჩუპი მოყვა...მერე წყალი..მოკლედ სახლი ყირაზე დავაყენეთ..მხიარულება ვიღაც გოგომ ჩაგვიშალა..რომელიც როგორც ნათქვამია უდროო დროს მოვიდა..მე მაიკს ვყავდი მხარზე გადაკიდებული როცა ის მისაღებში შემოვიდ

-ემა და ხელი გამიშვა მაიკმა..ზღართანი მოვაიდნე დივანზე
-ჰეი (თუმცა ყურადღება არ მოუქცევია)

იმ ემასკენ წავიდა და ჩაეხუტა, ემა კიდე ტუჩებში აკოცა...

ცოტა არ იყოს გავბრაზდი მის ასეთ საქციელზე..იმ მომენტში მინდოდა ემასთვის ღერა ღერა დამეპუტა თმები..არ ვიცი რატომ ... ალბათ ეგოისტმა გაიღვიძა ჩემში..იმ ეგოისტმა რომელიც სასტიკად მესაკუთრეა და რაც მას ეკუთვნის მისია...მაიკსაც ჩემად ვთვლიდი უკვე..როგორც დასაწყისში მოგახსენეთ საშინელი ეგოისტი ვარ..
-მე ზომოთ ავალ გამოვიცვლი (გვერდით ჩავუარე გვრიტებს)
-ხო მეც (უკან გამომყვა მარიამი)
-ჯობს შენც გამოიცვლა,თორე სულ დამსვარე (ემა)
-კაი ახლავე დავბრუნდებით ყველა (მაიკი)

ჩემს ოთახში შევედი და კარი გადავკეტე..ვინ ჯანდაბა ეს ემა ? გავიფიქრე ტანსაცმელი იქვე ოთახში დავყარე და სააბაზანოში შევედი..მართალი ზუსტად 15 წთში მყად ვიყავი..მაგრამ არ მინდოდა დაბლა ჩასვლა..მინდოდა მაიკი ამოსულიყო ზემოთ და ქვემოთ ჩასვლა ეთხოვა...მანაც არ დააყოვნა და მალე ჩემს კარზე კაკუნი გაისმა.
-ნინა ცოცხალი ხარ თუ გაყევი წყალს (მაიკი)
-ცოცხალი ვარ (თავი გავყავი კარებში)
-წამო დაბლა..ემას გაგაცნობ (მაიკი)
-ემა ის ხო წეღან რომ მოვიდა (ზიზღით ვიკითხე)
-ხო ჩემი შეყვარებულია, დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ ერთმანეთი (მაიკი)
-ვერ შეგედავები (ჩავიბურტყნე და მაიკს გავყევი დაბლა)

ნიკას და მარიამს უკვე გაეცნოთ ემა და სა
ივე რაღაცაზე იცინოდა..

უფრო გავბრაზდი..ემა დიდ მონსტრად მომეჩვენა და მეგონა ჩემთვის საყვარელ სატამაშო მართმევდა...თავი ხელში ავიყვანე და შუაში ჩავუხტი სამეულს..ემას ზიზღნარევი ღიმილით გავუღიმე და ნიკას ჩამოვადე თავი მხარზე..
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 989 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2013-04-01 Spam
როოოგორც კი მოვიცლი რაც არ მინახავს წავიკითხავ ყველას
დარწმუნებული ვარ მაგარი იქნებაა