მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » I Left My Heart In London...♔
3:26 PM
I Left My Heart In London...♔
I Left My Heart In London...
იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥


სახლში შევედი თუ არა მისაღებიდან ენი გამოიქცა და მთელი ძალით ჩამეხუტა მეც ხელში ავიყვანე და დავაბზრიალე

-რატომ არ ძინავს ანგელოზს ? (მე)
-შენ გელოდებოდა (დედა)
-მაშინ ახლა მე და პატარა ანგელოზი დავიძინებთ (მე)
-არ მეძინება (ენი)
-მეც გამოგყვებით (მარიამი)

მე, მარიამი და ენი მეორე სართულზე ავედით, ნიკას ვანიშნე რომ მალე დავბრუნდებოდი...ენი დავაწვინე თუ არა მაშინვე ტკბილ ძილს მიეცა, მე და მარიამი ცოტახანი გავჩერდით ენის ოთახში..მაროს მოვუყევი ბენის შესახებ..ყბა ჩამოვარდნილი მისმენდა
-ეი პირი დახურე ბუზი შეგიფრინდება (მე)

-ვაიმე შენი ბედია (წკვინი დაიწყო მარიმ)
-გაჩუმდი გააღვიძებ (ბალიში გავუქანე)
მივხვდი რომ მარიამს ვერ გავაჩერებდი, ამიტომ ხელი მოვკიდე და აივანზე გავიყვანე
-ვაიმე ნინა რა მაგარია, როგორც იქნა შენი პრინცი იპოვე (მარიამი)
-ოცნების კოშკებს ნუ აგებ..მაგ პრინცმა რამის იმქვეყნად გამისტუმრა ორჯერ (მე)
-კარგი ნინა რა აღიარე რომ მოგწონს (მარიამი)

-ერთი პირობით...მე თუ ვაღიარებ შენ რაღაცაში უნდა გამომიტყდე (მე)
-რაში ? (მარიამი)
-აღიარე რომ ნიკამოგწონს (მე)
-არ მომწონს....მიყვარს (მარიამი)
-რაა ? (რამის ვიყვირე)

მარიამმა იმის ნიშნად რომ გავჩუმებულიყავი მკლავზე მიჩქმიტა
-მეტკინა (შევუბღვირე)
-აბა რა გაყვირებდა ? (მარიამი)
-რა მაგარია მარრ..შენ და ნიკა..მარი და ნიკა..ნიკა და მარი (მე)
-ეი დაწყნარდი..ნიკას არ მოვწონვარ (მარიამი)
მარის სახეს რომ შევხედე..რამის ვუთხარი რომ ნიკა მასზე ყურებამდეა შეყვარებული..მაგრამ გადავიფიქრე..არ მქონდა ამის უფლება..თუმცა ჩვენ სამნი ლონდონში..ეს უკვე მომწონდა და რამეს აუცილებლად გავაკეთებდი რომ ეს ორი ერთად ყოფილიყო
-ნუ იქნები იმაში დარწმუნებული რაც დაზუსტებით არ იცი (ბენის სიტყვები გავუმეორე)

ბევრი რომ აღარ განვაგრძო და თავი აღარ მოგაბეზროთ უფრო საინტერესოზე გადავალ....დღეები დღეებს მისდევდა..საათი საათს..წუთი წამი..ვცდილობდი ყოველი დარჩენილი დღით დავმტკბარიყავი და რაც შეიძლებოდა მეტ დროს ვატარებდი ოჯახთან ერთად..რომ შემძლებოდა დროის გაჩერება აუცილებლად გავჩერებდი..არ მინდოდა ჩემი მყუდრო ქალაქის დატოვება..არ მინდოდა ლონდონში გადასვლა...ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სამუდამოდ ვტოვებდი ოჯახის წევრებს..როგორც ყველა მოკვდავს არ ძალუძს არც მე შემეძლო დროის გაჩერება ამიტომ ვერ ავიცილე თავიდან 25 აგვისტო..დღე როდესაც მე ლონდონში გავფრინდი...ყველა აეროპორტში იყო შეკრებილი..მე ენის წინ ჩამუხლულუ ვიყავი და ლამაზ კულულებზე ვეფერებოდი, ნიკა და მარიამი როგორც ყოველთვის კინკლაობდნენ..მშობლები სკამზე ისხდნენ და ჩვენ ჩასხდომას ელოდებოდნენ...როგორც იქნა მარიამი და ნიკა მორჩნენ კინკლაობას და ჩვენკენ წამოვიდნენ..ისინიც ჩაიმუხლნენ და ენის ტიტინს უსმენდნენ
-Hurry..Hurry
მომესმა ნაცნობი ხმა და ნაცნობი აქცენტი შორეული კუთხიდან...ტანში ჟრუანტელმა დამიარა..ვიცოდი რომ ეს ბენის ხმა იყო და ის აქეთ ბაქნისკენ მოდიოდა..გული ამიჩქარდა..მის თითოეულ ნაბიჯს გვრძნობდი...ნელა წამოვდექი და მის უფრო ახლოს მოსვლას დაველოდე
-Time to go
ამჯერად უკვე ზურგს უკან გავიგე მისი ხმა..უცებ არ ვიცი რატომ დაუფიქრებლად , გაუაზრებლად შევტრიალდი და ვიღაცას მწარედ შევასკდი..იმდენად მწარე იყო შესკდომა რომ მე ძირს დაცეცი, მას კი ჩემოდნები გაუვარდა ხელიდან
-I'm so sorry (ვუთხარი და წამოვდექი)
შარვლის ბერტყვა დავიწყე, ისე რომ უცნობისთვის არც შემიხედავს, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ბენი იყო
-არაუშავს (ქართულად მიპასუხა)
თავი ნელა ავწიე და ხელში, ვიღაც მაღალი, საკამოდ სიმპატიური ცისფერთვალება შემრჩა

-ვერ დაგინახეთ (თავის მართლება დავიწყე)
-ხო გითხარით არაუშავს, პირიქით მადლობელი ვარ რომ შემასკდით (სიცილით მითხრა)

გაკვირვებულმა გავხედე..ვერ მივხვდი მის "იუმორს"
-მე ჰარი ვარ (ხელი გამომიწოდა)
-ნინა (ჩამოვართვი)
-მიფრინავ თუ აცილებ ? (ჩამეკითხა)
-მივფრინავ..ლონდონში (მე)
-რა მაგარია..მე და ჩემი მეგობარიც ლონდონში ვბრუნდებით (ჰარი)

-ძალიან კარგი (გავუღიმე)
-შენ რა აქ აპირებ დარჩენას ? (მეორე სართულიდან ჩამოსძახა ვიღაცამ ინგლისურად)
-ბოდიშს გიხდით უნდა წავიდე (დანანებით თქვა ჰარიმ)
-არაუშავს როგორც ჩანს გეჩქარებათ (მე)
-მე არა ჩემს მეგობარს კერძო თვითფრინავი გველოდება (ჰარი)
-კეთილ მგზავრობა (მე)

-ნინა ლონდონში რომ ცამოხვალ ამ ნომერზე დამირეკე, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი (სავიზიტო ბარათი გამომიწოდა)
მეც თავაზიანად გავუღიმე, ბარათი გამოვართვი და დავემშვიდობე...ჰარი კისრის-ტეხით გაიქცა ესკალატორისკენ და მალე თვალს მიეფარა
-ცხადდება ჩაჯდომა თბილისი-ლონდონის აეროდრომზე
მშობლებისკენ წავედი, ყველას ჩავეხუტე, ჩანთა ავიღე და ესკლატორისკენ პირველი წავედი..არ მიყვარდა დამშვიდობება და განშორების სცენები....მარიამი და ნიკაც მალე წამომეწივნენ..
-ნინა აეროპორტში მაიკი დაგხვდებათ..ის მოგხედავთ ლონდონში (მომაძახა მამამ)
მალე ჩემთვის ძვირფასი ხალხი თვალს მიეფარა, თვითფრინავში ავედი და ადგილი დავიკავე..მაშინვე ნაოშნიკები გავიკეთე და გარეთ დავიწყე ყურება..ამჯერად ჩემს საყვარელ ქალაქს ზემოდან ვუყურებდი..ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ღრუბლებში დავცურავდი..მალე ვარსკვლავებს ჩავეხუტებოდი და მთვარეზე გავისეირნებდი...გონებაში უკვე წარმოვიდგინე ჩემი ცხოვრება ლონდონში..წარმოვიდგინე როგორ მიშლიდა ნერვებს მაიკი....მაიკი რაც შეეხება მაიკს ის მამაჩემის ბიზნესპარტნიორია რომელიც ლონდონში ცხოვრობს და იქაურ ფილიას პატრონობს..წარმოვიდგინე დაბალი, შეუხედავი 45 წლამდე მამაკაცი რომელიც გამაკონტროლებდა..ნერვები მომეშალა და მაიკი გავაბრძანე ჩემი ფიქრებიდან..ახლა ბენთან გადავინაცვლე..მაინტერესებდა მისი რეაქცია როცა გაიგებდა რომ "გზის მოჩვენება" ვარ..ერთი სული მქონდა კიდევ როდის მომიწევდა მასთან შეჯიბრი..ამჯერად დავამარცხებდი..მარიამს და ნიკას გავხედე ორივეს ჩასძინებოდა, მარიამს ნიკას მხარზე ედო თავი..ისეთი საყვარლები იყვნენ..დილის 7 საათი იქნებოდა ლონდონში რომ ჩაფრინდით, სამივემ შემოწმება გავიარეთ და შესასვლელთან გავჩერდით..ჩვენი "ზედამხედველი" არსად ჩანდა..
-ჯერ არ მინახავს და უკვე ნერვებს მიშლის (ჩავიბურტყუნე)
-აწუწუნდა უკვე (ნიკა)

პასუხი აღარ დავუბრუნე..ზეცას ავხედე ცა მოღრუბლულიყო, ირგვლივ ნისლი იყო მომიფანტული..ცოტა არ იყოს და ციოდა კიდეც..ლონდონი ნისლში იძირებოდა...ლოდინით დავირალე და წინ და უკან დავიწყე სიარული..ამ დროს ჩვენს წინ შავი მანქანა გაჩერდა..

იქიდან მაღალი, ცისფერთვალება ძალიან სიმპატიური ბიჭი გადმოვიდა, ჩვენ აგვათვალიერა, ხელი უხერხულად მოიფშვნიტა და ჩვენკენ წამოვიდა
-ბოდიში რომ გალოდინეთ..ჩამეძინა მე მაიკი ვარ

გაშტერებული ვუყურებდი ახალგაზრდა ასე 21 წლამდე ახალგაზრდას, ის სულაც არ გავდა ჩემს წამოსხვაში დახატულ მაიკს...
-არაუშავს, იქნებ წავიდეთ ძალიან დავიღალეთ (სიჩუმე მარიამმა დაარღვია)
-ხო ხო წავიდეთ..გზაში გავიცოთ ერთმანეთი (მაიკი)

სამივე დავემორჩილეთ მას, მანქანში ჩავსხედით და სახლისკენ წავედით.

თუ რამე არ მოგწონთ კომენტარებში დაწერეთ შენიშვნები ♥
მიყვარხართ ♥


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 959 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2013-03-31 Spam
Ra kargi iyo nii ♥
Momwons ♥