მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » I Left My Heart In London...♔
9:44 PM
I Left My Heart In London...♔
I Left My Heart In London...
=Part 4=
იმედი მაქვს მოგეწონებათ♥ 

მამას გავუღიმე და ფარეხში შევედი, მართალია სიბნელე იყო მაგრამ მაინც კარგად გაარჩევდი სიბნელეში "გზის მოჩვენებას" მედიდურად მიცქერდა და ერთი სული ქონდა როდის მოსწყდებოდა ადგილს..მეც არ დავაყოვნე მოვკალათდი, თმა შევიკარი, ჩაფხუტში შევმალე და დიდი სისწრაფით გავშორდი სახლს..თბილისის ქუჩები თითქმის უკვე დაცარიელებული იყო..ალაგ-ალაგ თუ მოკრავდი თვალს მანქანებს..ამან გამიადვილა საქმე და 20 წთში უკვე ავტოდრომზე ვიყავი..ხალხმა დამინახა, მიცნო და ჩემკენ წამოვიდა..უმეტესობა ჩემი "ფანი" იყო...გარემოს მოვავლე თვალი..

შეჯიბრში სულ 10 ბაიკი მონაწილეობდა ჩემი ჩათვლით, აქედან 8 ს ვიცნობდი, აი ერთი კი ვერა და ვერ ამოვიცანი...როგორც ხალხის საუბრიდან გავიგე, ახალი იყო და მხოლოდ ახლა მიიღებდა მონაწილეობას, არც ის აჩვენებდა თავის სახეს, გარიყულივით მოშორებით იდგა და ბაიკს ჩაკირკიტებდა
-ხომ არ ეშინია "გზის მოჩვენებას" ? (მკითხა ერთ-ერთმა მაყურებელმა)
-არა (ბოხი ხმით ვუპასუხე)
-შენ გაიმარჯვებ (მაყურებელი)
-ის ვინაა ? (ხელი უცნობისკენ გავიშვირე)
არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი გაცნობა საშინლად მომინდა, მისი უდუმალება მიზივდა და მაინტრიგებდა
-არავინ იცის, დღეს ყველამ პირველად ნახა, მხოლოდ ის ვიცით რომ ბრიტანელია და მხოლოდ ახლა მიიღებს მონაწილეობა (მაყურებელი)
-საინტერესია (ჩემთვის ჩავილაპარაკე)
-მონაწილეთა საყურადღებოდ გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილები (წამყვანი)
მეც დავემორჩილე ბრძანებას, ბაიკი დავძარი და სტარტდზე დავდექი, ხალხის ნაწილში მარიამს და ნიკას მოვკარი თვალი..ხალხი ნაწილი მე მბალეშიკობდა ნაწილი კი
"კარლის" გაიახო
-"კარლი" ალბათ ახალბედას მეტსახელია (გავიფიქრე ჩემთვის და ტორმუზს დავადგი ფეხი)
1...2...3...და მოტოციკლეტები ადგილს მოწყდა.

დიდი სისწრაფით მივიწევდი წინ...გზის პირველივე ნაწილში ჩამოვიშორე 5 ბაიკი..4იც მოსახვევში..აი "კარლის" ვერაფერი მოვუხერხე..მე და ის გვერდიგვერდ მივქროდით..არც ერთი ვაპირებდით დანებებას..ვგრძნობდი სხეულში როგორ დუღდებოდა სისხლი..ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი..სისხლი პირდაპირ საფეთქლებთან მაწვებოდა დაძაბულობის გამო...თითქმის გზის ნახევარიღა იყო დარჩენილი..წინ შემოღობილ ნაწილს მოვკარი თვალი..გზას ავიწროვებდა..იქ ორივე ვერ გავეტეოდით..მაგრამ არც ერთი ვაპირებდით დანებებას, თითქმის უკვე შემოღობილ ნაწილთან ვიყავით რომ "კარლი" დამეჯახა მე წონასწორობა დავკარგე და პირდაპირ ორმოსკენ დავეწი..თუმცა მალევე მოვედი გონს,სიჩქარეს მოვუმატე და პირდაპირ ორმოში ჩავხტი..დიდი სიჩქარით ჩავარდნამ უკუ რეაქცია გამოიწვია და უკან ამომისროლა (ფიზიკის კანონი), ბაიკინად ჰაერში ავღმოცნდი, ჰაერში მოვატრიალე ბაიკი...

საბედნიეროდ დედამიწაზე მშვიდობიანად დავეცი...საშინლად მომეშალა ნერვები..შეიძლება რამე დამზიანებოდა..მაგრამ არ დავნებდებოდი...გიჟივით მოვწყდი ადგილს და შეჯიბრი განვაგრძე...ბოლო წუთებში წამოვეწიე კარლის და ფინიშის ხაზი ერთდროულად გადავკვეთეთ...ხალხი ორ ნაწილად გაიყო ნახევარმა ჩემთან მოირბინა ნახევარმა "კარლისთან"...ხალხი მაქებდა და აღფრთოვანებული იყო ჩემით..მე გაჩუმებული ვიჯექი ბაიკზე და კარლისკენ ვიყურებოდი, მაინტერესებდა თუ მოიხსნიდა ჩაფხუტს, მისი სახის დანახვა მინდოდა და მერე მასში კორეკტირების შეტანა...თუმცა იმედები არ გამიმართლდა..როდესაც ხალხი ჩემი ქება-დიდებით დაიღალა კარლისკენ გადაინაცვლა..მარიამი და ნიკა წამში ჩემთან გაჩნდნენ
-კარგად ხარ ? (ჩურჩულით მკითხა მარიამმა)

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
-მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს (კარლისკენ გაიწია ნიკამ)
წინ გადავუდექი და გავაჩერე, არ მინდოდა ნიკას ჩემს გამო ეჩხუბა
-დაწყნარდი წავიჩურჩულე..მე მივხედავ
-დარწმუნებული ხარ ? ცემის ღირსია (ნიკა)

-დაწყნარდითქო (მე)
როცა ბრრბო კარლის ჩამოშორდა მისკენ წავედი..ნელა მივუახლოვდი მისტერ იდუმალებას და წინ და
უდექი
-შეიძლება რამე დამშავებოდა არანორმალურო (ბოხი ხმით ვუთხარი)
მან გამომხედა, მართალია ჩაფხუტი ეხურა, მაგრამ მაინც გავიგონე მისი ჩაცინების ხმა
-ვიცი რომ გოგო ხარ (მომახალა და ადგილს მოწყდა)
მე გაშტერებული ვუყურებდი კარლის რომელიც მალე სიბნელეში გაუჩინარდა..იმდენად დავიიბენი რომ ავტომატურად ხელი ჩაფხუტსკენ წავედი და შევამოწმე თავზე მეხურა თუ არა...ავტოდრომი დაცარიელდა მე კი ისევ ერთ ადგილას ვიდექი და ვფიქრობდი საიდან უნდა ცოდნონა "კარლის" რომ გოგო ვარ...
-ნინა რა დაგემართა (მარიამმა შემანჭყრია)
გარემოს თვალი მოვავლე, არავინ იყო, ჩაფხუტი მოვიხადე და ჰაერი ხარბად შევისუნთქე
-რა გითხრა იმ ნაბიჭვარმა (ნიკა)
-იცის რომ გოგო ვარ (მივახალე)
-საიდან ? (ერთდროულად მკითხა ორივემ)
-რავი (მე)
-მაგაზე არ ინერვიულო ნი..მეტი ვეღარ ნახავ მას, ხო თქვეს ერთხელ იღებს მონაწილეობასო (მარიამი)
-მართალი ხარ, შემახსენეთ რას ვაპირებდით ? (მე)

-გართობას და ჩაბარების აღნიშვნას (ნიკა)
-ხოდა წავედით (მე)
ნიკა და მარიამი ნიკას მანქანში ჩასხდნენ, მე კი უკან გავყევი ბაიკით..თუმცა უცნობზე ფიქრი თავიდან ვერაფრით ვერ ამოვიგდე..

მადლობა წინა თავზე კომენტარებისთვის ♥
დაწერეთ რამე თუ არ მოგწონთ..შენიშვნებს ვიღებ ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1214 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-03-26 Spam
udzaaalianesad momewonaa <>3 sofelshi viyavi da bodishi wina rom ver vnaxee :((( wavikitxe da orive momewonnaa dzaliaan <33 malee :**