მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 20 » I Left My Heart In London...♔
8:13 PM
I Left My Heart In London...♔
I Left My Heart In London...
= Part 2 =
იმედი მაქვს მოგეწონებათ


ბევრი რომ აღარ განაგრძო ბოლო გამოცდაც წარმატებით ჩავაბარეთ, მაგრამ ქალაქიდან არ გავსულვართ ქულების დადებას ველოდებოდით და მოუთმენლად ველოდით აგვისტოს დადგომას. უკვე ივლისის ბოლო დღეები იდგა, ქალაქში სიცხე მატულობდა, მზე მთელ თავის ძალებს აფრქვევდა და საშინელი ჩახუთულობა სუფევდა ქალაქში. მე როგორც ყოველთვის ჩემს ოთახში წიგნის კითხვით ვირთობდი თავს, ამჯერად რემარკის "სამ მეგობარს" ჩავკირკიტებდი, იმდენად გავერთე წიგნის კითხვაში რომ ანას (დედაჩემი) ყვირილი მხოლოდ 4 დაძახების მერე გავიგე
-ნინააა ჩქარა მოდი აქ შენი ნოუთბუქით (პირველი სართულიდან ყვიროდა)
-ოოო დე რა გინდა ? (ჩავძახე)
-მოდითქო რომ გეძახი "(დედა)
ამჯერად დავემორჩილე, წიგნი გვერძე გადავდე, მაგიდაზე დადებული ნოუთბუქი ავიღე და პირველ სართულზე ჩავირბინე. ანა როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუფუსებდა, მეც იქით გავემართე, ნოუთბუქი მაგიდაზე დავდე და ვაშლის წვენი დავისხი
-რა ხდება ? (ბუზღუნით ვკითხე)

-სუ ნუ ბუზღუნებ ოღონდაც, ქულები არ გაინტერესებს ? (დედა)
-ოო მაგისთვის დამიძახე ? რა დროს ქულებია (უარესად ავბუზუნდი)
არ მიყვარდა მყუდროებას რომ მირღვევდნენ, ორი რამ მიყვარდა განსაკუთრებით როცა მარტო ვრჩებოდი..კითხვა და ბაიკი(ამაზე მოგვიანებით)
-დედიკო ნუ ნუზღუნებ 24 საათი არ შეილება, ამ წამს გამოაცხადეს ქულები დაიდოოო(დედა)
-რაა ?
გიჟივით ვეცი ნოუთბუქს და naec.ge ზე შევედი ჩემი პირადი კოდი მივუთითე და ქულების გამოჩენას დაველო, ნერვები მეშლებოდა, მაინდამაინც ახლა გაჭედა ინტერნეტმა და ნელა ხსნიდა ჩამონათვალს, წინ და უკან დაბოწყე სიარული.
-ნინა მოისვენე აი გახსნა მოდი აქ (დედა)
-არა არ შემძლია, შენ ნახე რა (თვალებზე ხელი ავიფარე)
ოთახში სიჩუმე გამეფდა, დედა არ მეუბნებოდა ქულებს, მე კი თვალებზე ხელ აფარებული ვიდექი , ვაიმე ვერ ჩავირიცხე? გამიელვა თავში, ხელი ჩამოვუშვი და მონიტორს შევხედე, თვალებს ვერ ვუჯერებდი
"გილოცავთ თქვენ წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და 100 % დაფინანსებით მოხვდით C.S.B-ში (კავკასიის ბიზნეს სკოლა)"
-აააა,ჩავირცხე დე ჩავირიცხეეე (დედას მოვეხვიე და თან ვკიოდი)
-გილოცავ ჩემო სიხარულო (დედაც მომეხვია)

ცოტა რომ დავწყნარდი, მობილური მოვძებნე და მარიამთან გადავრეკე, მაგრამ არ მპასუხობდა, ნერვები მომეშალა, რისთვის აქვს მაგ დებილ ბავშვს საერთოდ ტელეფონი? ტუ-ტუს მოსმენით დავიღალე, გავთიშე და ისევ დედას მივუბრუნდი
-დე უნდა ავღნიშნოთ (მე)
-რათქმაუნდა, ნიკას ქულებს ვერ გავიგებთ (დედა)
-ვერა დე, გადავალ ახლა და გავარკვევ (გვერძე ცხოვრობს ნიკა)
-კარგი აზრია (დედა)
-დე მამას შენ ეტყვი ? (მე)
-არა შენ (დედას ლაპარაკი ნიკას ყვირილმა გააწყვეტინა)
-ნინაა, ნინააა, დროზე გამოდი
მეც მაშინვე გარეთ გავვარდი, დავინახე ნიკა რომელიც გიჟივით გადმოაფრინდა ღობეს და ჩემსკენ გამოიქცა, ხელში ამიტაცა და ისევ სირბილი განაგრძო, შიგა და შიგ ხტუნაობდა, რამის ხელიდან გავუვარდი, დედაჩემი გვიყურებდა და სიცილით კვდებოდა
-ნიკა, რა გჭირს დამსვი დაგივარდები (მე)
-რა მაგარია ნინა (ნიკა)
მანც არ დამსვა და ისევ წინ და უკან სირბილი განაგრძო, ყელში ამომივიდა ხელში ყოფნა და სერიოზული სახით მივმართე ვაჟბატონს
-ნიკოლოზ ტვილდიან, შენივე ჯამრთელობისთვის აჯობებს დამსვა და სირბილს მორჩე (მე)
ნიკაც მაშინვე გაჩედა, იცოდა სრული სახელით რომ მივმართავდი ცუდათ იყო მისი საქმე, ხელი გამიშვა და მეც მშვიდობიანად "ჩამოვედი" დედამიწაზე
-რას დამისერიოზულებ ხოლმე ? (ნიკა)
-ხისთავიანო მითხარი რამ გაგაგიჟა ? (მე)
-ნი, ჩავირიცხე, კავკასიის სამართლის სკოლაში, 70 % იანით (ნიკა)

-ააა რა მაგარია, ახლა მე მოვეხვი და ხტუნაობა დავიწყეთ
-ეჰ რა გეშველებათ სტუდენტები კი არა ბაღის ბავშვები ხართ ისევ (დედაჩემი)
არც ერთმა მივაქციეთ ყურადღება, არ გვეცალა
-შენ რა ქენი ? (ნიკა)
-მეც ჩავირიცხე (მე)

ნიკამ ისევ ხელში ამიტაცა და სირბილი დაიწყო , ასეტ გაგიჯებულს მეორედ ვხედავდი, პირველად მაშინ გადაირია როცა აღმოაჩინა რომ მარიამი უყვარს, უანში გიჟივით დარბოდა და ბოლო ხმაზე ყვიროფა "მიყვარს,მიყვარს", ისე რომ შეხედავ დინჯი და გაწონასწორებული ადამიანი გეგონება, არა სიმართლე ვთქვა არის ეგეთი ოღონდ ხანდახან გაფრენებით
-უუი მარიამ (წამოვიძახე მე)
-ხო გაგახსენდით არა ? (ნაცნობი ხმა მოგვესმა ორივეს ზურგს უკან)
ნიკამ დედამიწაზე დამაბრუნა

-სუ ეხვეოდეთ და პროშნიდეთ ერთმანეთს შეიძლება ? (მარიამი)
-გირეკავდი და არ მიპასუხე (მე)
-სახლში დამრჩა ტელეფონი (მარიამი)
მარიამი ჩვენგან ორი ქუჩის დაშორებით ცხოვრობს, დიდი ხმის სავალი არაა ფეხით 20 წთში მიხვალ, მანქანით 10 წთში
-ხოდა ნუ წაიღე ტვინი (გაღიზიანებულმა უთხრა ნიკამ)
არა კი მესმის ნიკასი, ხანდახან ზედმეტი მოდის ხოლმე მარიამს, მაგრამ ახლა უხეშად გამოუვიდა
-თუ არ მოგწონს ყურები დახუჭე (არ ჩამორჩა მარიამი)
-აუ ტო გაიტანეთ ეს აქედან (ნიკა)

-მორჩით ახლა ორივე, რა ქენი მარ ? (მე)
-ჩავირიცხე ნიიი, 100 % მოვხვდი (მარიამი)
მოკლედ სამივე ძალიან ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთის სიხარულს ვიზიარებდით
-უნდა ავღნიშნოთ (ნიკა)
-კლუბში წვაიდეთ (მარიამი)

-საათს გააჩნია (მე)
-12 ის მერე (მარიამი)
-აუუ უფრო გვიან რა, მაგ დროს შეჯი (არ დამამთავრებინა ნიკამ)
-შეჯიბრი გაქ
-ხო (მე)

-არაუშავს, ავტოდრომზე მოვალთ ჩვენც, ვნახავთ შენს გამოსვლას და იქიდან ერთად წვაიდეთ (მარიამი)
-კარგი აზრია (ნიკა)
-ანუ ავტოდრომზე შევხვდებით (მე)

კომენტარბში დაწერთ რა მოგწონთ და რა არა..♥
შენიშვნებს ვიღებ ♥
ყველას დიდი მადლობა წინა თავზე კომენტარებისთვის ♥
ნინას როლზე ვერ გადავწყვიტე სარა ყოფილიყო თუ ემილი, ამიტომ ხან ერთი იქნება ხან მეორე..იმედი მაქვს არ ხართ წინააღმდეგები ♥


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 990 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-03-21 Spam
Ai AI AI AI Dzaaaaaaaaan Magariaa ♥♥ MAle Gaagrdzele Gtxooooov ♥