მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 22 » I Hate You...Love You...[Part8]
11:29 AM
I Hate You...Love You...[Part8]
part 7 <- წინა თავი ვისაც არ გინახავთ :)) 

ჩემი სახლის წინ გააჩერა მანქანა.ცოტახანი უხმოდ იჯდა შემდეგ მანქანის გასაღები აიღო და გადასვლა დააპირა მაგრამ მე გავაჩერე. 
-ძალიან გთხოვ!გეხვეწები…გევედრები არაის არაფერი დაუშავო…მე რაც გინდა ის მიქენი ოღონდ სხვას არავის…-ცრემლები წამომივიდა, ხელი მისი მხრიდან მომაშორებინა და მანქანის კარი გააღო…მეც გავაღე ჩემს მხარეს კარი…მაგრამ ისე,რომ მან ვერ შენიშნა…ისე გავაღე რომ როცა მანქანას ჩაკეტავდა კარი მაინც გამეღო,თითქოს რაღაც იეჭვა მაგრამ ვერაფერს მიხვდა…მანქანის წინ დადგა,მანქანას მიეყუდა და ვიღაცას დაურეკა…მეშინოდა კარის გაღება…მაგრამ რომც გადავსულიყავი აქედან გაქცევა რამეს მიშველიდა?!თუ არა უფრო გაღიზიანდებოდა…მაგრამასე ადვილად არ დავნებდეი…გამახსენდა რომ მისი იარაღი მისი სკამის ქვედა უჯრაში იდო…მალმაე იყურებოდა ჩემსკენ ეტყობა რამეს ეჭვობდა…ვერ ვახერხებდი მისი სკამის ქვეშ დახრას…მაგრამ როგორც იქნა იმას ვისაც ურეკავდა ყურმილი აიღო და ჩემსკენ აღარ გამოუხედავს…მანქანასაც მოშორდა…ძალიან ნელა და ფრთხილად ავიღე იარაღი…როგორც კი ხელში დავიჭირე მაშინვე ავკანკალდი…ამ საშინელებასთან აქამდე კონტაქტი არასდროს მქონია…მის მოკვლას რათქმაუნდა არ ვაპირებდი…მაგრამ მისი დაშინებაც ცუდი აზრი იყო…პიველი ის,რომ მასაც ჰქონდა იარაღი და მეორე ის,რომ ირგვლივ ხალხიც იყო გასროლის ხმა და მაშინვე პოლიციას დაურეკავდნენ…აღარ ვიცოდი რა მექნა ვხვდებოდი,რომ დრო უფრო და იფრო ცოტა რჩებოდა…ამიტომაც გადავწყვიტე მისთვის მესროლა,მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ მომეკლა…მიზანი საკამოდ კარგი მაქვს და სროლის არ მეშინია…მისი ფეხში დაჭრაც საკმარისი იყო…მანქანიდან არ გადმოვსულვარ ფანჯრიდან გავასწორე მიზანი…საშინლად მიძგერდა გული…რამოდენიმეჯერ გადავიფიქრე მაგრამ ამ ერთია დამიანის დაჭრა ბევრად უფრო კარგი იქნებოდა ვიდრე უამრავი ხალხის სიკვდილი რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ…ეს ეს იყო უნდა მესროლა რომ ჩემსკენ შემობრუნდა იმ წამსვე გავისროლე…მან ვერაფერი ვერ მოასწრო…ასეთ მდგომარეობაში მანქანასაც ვერ ატარებდა…იმ წამსვე დაეცა და ადგომაც აღარ უცდია…მუხლის ცოტა ზევიდთ მოხვდა ტყვია…მანქანიდან გადმოვედი და მასტან მივედი…იარაღი მიწაზე დავაგდე, დაჭრილ ადგილს რომ შევხედე გამაჟრჟოლა,მის მაგივრად მე ამტკივდა ყველაფერი…ხელს მუხლთან იღებდა და თან რაღაცეებს ლაპარაკობდა როგორც მივხვდი კარგს არაფერს…ხელის კი წამოწია წამომაყენეო,მაგრამ მე მას ხელს არასდროს შევაშველებდი…ამ დროს ატყდა ერთი ამბავი…პოლიცია მოვიდა,ხალხი მოგროვდა…მათ შორის ჯასტინი,მაიკი,გაბი და სინდი იყვნენ.სასწრაფო დახმარების მანქანაში მაშინვე მოათავსეს ის ბიჭი რომლის სახელიც არ ვიცი…მე კი სინდი მომვარდა. 
-ხვდები რა ჩაიდინე ლიზა?!რა გააკეთე?!რატომ ქენი ეს?!-ეს და სხვა უამრავ შენიშვნებს მაყრიდა სინდი…მაგრამ გაბი მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და სინდი მომაშორა, გაბი მოვიდა და ჩამეხუტა, მაწყნარებდა ყველაფერი კარგად არისო…მე და სტელამ სიმართლე ვიცით და ყველაფერი კარგად იქნებაო…მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ ეს ასე არ იყო…მამაჩემსაც მაშინვე შეატყობინეს…ისიც მაშინვე წამოვიდა და თან სტელაც გამოყოლა რადგან მან იცოდა ყველაფერი… 
პოლიციის მანქანაში ჩამსვეს, დანარჩენები დევიდმა წამოიყვანა…გაბის გარდა ხმას არავინ არ მცემდა,მაიკი შედარებით თბილი იყო,მაგრამ ჯასტინი…ჯასტინს ჩემი დანახვაც არ უნდოდა… 
უკვე ღამე იყო პოლიციის შენობაში ვიყავით ყველანი…მე დროებით საკანში…დანარჩენები კი მოსაცდელში იჯდნენ და მამას და სტელას ელოდებოდნენ…როგორც იქნა ისინიც გამოჩდნენ…პირველ რიგში მე,გაბი და სტელა მამაჩემს დაველაპარაკეთ დაყველაფერ ავუხსენით…მამა იმაზე უფრო გაბრაზდა,რომ მას არაფერი ვუთხარი და საქმე აქამდე მივიყვანე მაგრამ მეც ვიმართლებდი თავს და მართალიც ვიყვაი…შემდეგ უკვე დაკითხვაზე ვთქვით ყველაფერი… 
-ანუ თქვენ აღიარებთ,რომ განზრახ ესროლეთ მას?!-მკითხა პოლიციელმა. 
-ვაღიარებ!მაგრამ მიზეზიც მქონდა…რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ! 
-აქამდე რატომ არ შეატყობინეტ პოლიციას?! 
-უკვე ათიათასჯერ გიხსნით!ეს რომ გამეკეთებინა ახლა არც მე!არც მამაჩემი!ჩემი და,გაბი.ჯასტინი,მაიკი!… 
-ცოტა მოკლედ!-შემაწყვეტინა. 
-როგორც გინდათ მაშინ არც ერთი ჩემი ახლობელი აღარ იქნებოდა ცოცხალი!ვესროლე და თუ გინდათ მთელიი ცხოვრება ციხეში გამომამწყვდიეთ მაგრამ მე არასდროს ვიტყვი რომ დამნაშავე ვარ და შეცდომა დავუშვი!-ვიყვირე. 
-თქვენ ადრეც ხართ ნასამართლევი…-წყნარად განაგრძო. 
-დიახ!მაგრამ მაშინაც უდანაშაულოდ ვიჯექი ციხეში! 
-ლიზა ხო?! 
-დიახ… 
-კარგი…ცოტახანი ისევ საკანში დაბრუნდები და ალბად დღეს იქ დარჩები შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება… 
მე ისევ საკანში დამაბრუნეს,მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს…არ ვნანობდი რაც გავაკეთე…ხომ გესმით არა?!მე ის არც მომიკლავს!თავი დავიცავი…მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი,რომ თუ ჩემს ციხეში ჩასმას გადაწყვეტნენ,მამა ამას არ დაუშვებდა და რამეს მოაგვრებდა… 
დილით ადრე გამომიშვეს და ისევ დაკითხვის ოთახში შემიყვანეს…მაგრამ ამ ჯერად შედარებით კარგი ინფორმაციით…ჩემი უდანაშაულობა ახლაც დაამტკიცეს…ის ადგიები რომლებზეც მე ველაპარაკე…მაქსის ყოფილი სახლი…ის დანგრეული ადგლები…იქ სადაც ამ ბიჭს ვესროლე…ყველაფერი დაათვარიელეს და მაქსის ცხედარიც იპოვნეს…რიკიმაც,თურმე ეს ყოფილა მისი სახელი აღიარა დანაშაული, იქიდან რომ წამოვედით უკვე საღამო იყო…ახლა ჯასტინის გარდა ყველა მელაპარაკებოდა,მაგრამ მაინც მაძლევდნენ შენიშვნებს…როცა ყველას ეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა, რიკი ციხეში იყო და სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა მისი დანაშაულების გამო რაც ახლა გამოიკვლიეს…მე კარაგდ ვიცოდი,რომ კიდევ არსებობდა ორი მისი თანამრახველი,რომელებიც არ მოისვენებდნენ სანამ თავისას არ მიაღწევდნენ…პოლიციამ მათი ძიება დაიწყო,მაგრამ მე უკვე ვხვდებოდი რომ მათი პოვნა სეთი ადვილი არ იქნებოდა როგორიც პოლიციას ეგონა… 
-რატომ არ მელაპარაკები?-ვკითხე ჯასტინის რომელიც ჩემი ოთახის აივანზე იყო… 
-იმიტომ,რომ მატყუარა ხარ! 
თავი დავხარე. 
-ხომ მეუბნებოდი არაფერს გიმალავო?!გაბის და სტელას კი ყველაფერი უთხარი…არც მე არც მაიკს არც მამაშენს არც სხვა არავისთვის არ გითქვამს ეს ყველაფერი…მე კი მეგონა,რომ ბოლომდე მენდობოდი! 
-მაპატიე…ძალიან გთხოვ ჯასტინ…შენთვის ეს რომ მეთქვა ისეტ ამბავს გამოიწვევდი,მაშინვე პოლიციაში წახვიდოდი და მააჩემსაც ველაფერს ეტყოოდი…ამით კი რიკი ყველაფერს დააჩქარებდა და ახლა არც ერთი აღარ ვიქნებდით ცოცხლები გესმის?!-მკაცრად ვუთხარი. 
უბრალოდ გამომედა ცოტახანი მიყურა და შემდეგ ჩამეხუტა. 
-თან ახლაც არსებობს საფრთხე…რადგან კიდევ ორი ადამიანი დარჩა…რომელსაც ჩემი მოკვლა უნდა…არ ვიცი რა გავაკეთო…იქნებ ჯობია საერთოდ მოვცილდე ყველას… 
-არა!არასდროს…გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება და იმ ორსაც, მალე დაიჭერს პოლიცია… 
ერთი კვირა…უბრალოდ გავიდა…მართლაც რომ გავიდა და მეტი არაფერი…ყველაფერი მეზარებოდა…პოლიცია ისევ ძიებაში იყო,მაგრამ იმ ორს ვერაფრით მიადგნენ…მაგრამ მუდმივად ვგრძნობდი,რომ ვიღაც ისევ მითვალთვალებდა,კუდში დამყვებოდა…ცოტაც და ალბად მათი გეგმაც შესრულდებოდა…ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება,რომ აქედან წავსულიყავი…ოღონდ ამის შესახებ არავის არ ეცოდინებოდა…ასეც მოვიქეცი…მოკლედ ერთი თვის განმავლობაში როცა ყველას ეგონა,რომ მე სკოლაში ვიყავი სინამდვილეში ჩემს "ალა"მეს ვქმნიდი…ახალი დაბადებსი მოწმობა,ახალი პასპორტი და ასე შემდეგ…ბოლოს ესენიც მოვაგვარე და ისე გავაეთე რომ ვერავინ იფიქრებდა ეს ადამიანი რომ არ არსებობდა.ჩემ "მეორე მეს" ბარბარა მარტინესი დავარქვი… 
დადგა ის დღე როდისაც უნდა გავუჩინარებულიყავი…ამას იმიტომ ვაკეთებდი,რომ არ მინდოდა ვინმე ჩემს გამო მომკვდარიყო…დილით ადრე ავდექი და მაშინვე გაბის ოთახში შევედი…სკოლაში არ წავსულვარ…მთელი დღე თავზე დავტიალებდი გაბის,სინდის,დევიდს და მაიკს…ჯასტინი როგორც ყოველთვის სტუდიაში იყო…როცა თითოეულ მთგანს თვალებში ვუყურებდი…თვალები ცრემლებით მევსებოდა…არ მესმის ღმერთმა ასე რატომ გამიმეტა…რა დავაშავე ასეთი…ვერ ვიჯერებდი რომ ამ ხალხს ბოლოჯერ ვხედავდი…მაგრამ მე ამას მხოლოდ მათთვის ვაკეთებდი… 
როგორც იქნა ჯასტინი დაბრუნდა სახლში,მალევე მოვიდა ჩვენთანაც…გახარებულმა შემოაღო კარები და ყველას მოგვესალმა.ცოტა გავერთეთ შემდეგ კი როცა უკვე ყვალ თავის საქმეს შეუდგა…მე და ჯასტინი ფილმის საყურებლად ჩემს ოთახში ავედით.ჯასტინი დისკებს არჩევდა როცა მე ვკითხე. 
-ჯასტინ ერთ დღესაც რომ გავუჩინარდე მომძებნი?-ჯასტინმა ნელ-ნელა შემოატრიალა თავი ჩემსკენ. 
-პიველი ის,რომ არ გაუჩინარდები და მეორეც ის,რომ ასეთი რაღაცეები აზრად ნუ მოგდის!-კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა,მაგრამ მაშინვე გამაჩუმა ჯასტინმა.იმ ღამეს ყველა სათვალთვალო კამერა ჩემი ხელით გამოვრთეჯასტინს ჩემს საწოლზე ჩაეძინა…მთელი ღამე მას ვუყურებდი და ვეფერებოდი…ცრმელებიც არ მშორდებოდა…შემდეგ ჩემი ბარგი ავიღე,შიგნით იმდენი რამე ჩავდე,რომ არ შეეტყოთრომ გარდერობს რამე მოაკლდა,ყველა საჭირო ნივთი ავიღე და შემდეგ წამოვედი…სამუდამოდ წამოვედი…სახლი რომელიც უკვე ერთი თვეა ვიქირავე იქ მივედი…ჩემი სახლიდან ნახევარი საათის გზაზე იყო…ახლა კი ჩემი გარდასახვა დავიწყე…მეთვითონ შევიჭერი თმა,თმა რომელიც ალად წლებია არასდროს შემიჭრია…და ახლა მისი განადგურება მომიწია…მთლად ბიჭივით არ შემიჭრია კარედ გავიკეთე,მაგრამ იმასთან შედარებით რაც ადრე მქონდა ძალიან მოკლე იყო,იმიტომ შევიჭერი რომ პარიკი უნდა მეხმარა…პარიკი კი გრძელ თმაზე რთული გამოსაყენებელია. პარიკიც არ ყოფილა დიდად გრძელი ნორმალური ზომის და წითელი ფერის…შემდეგ კიდევ რაღაცეები დავიმატე,მაკიაჭიც გავიკეთე…მარტო თმამ და არა ჩვეულმა მაკიაჟმა იმდენად შემცვალა რომ ალბად მამაჩემიც კი ვერ მიცნობდა.იმ დღესვე არ გავფრენილვარ რადგან არ მინდოდა ვინმეს რამე ეეჭვა…ერთი კვირის შემდეგ რაც ყველა და ყველაფერი ჩემზე ლაპარაკობდა…მამაჩემი უკვე ლოს-ანჯელესში იყო…ჩემი დაც კი…ყველა გადარეული იყო…მე უკვე რუსეთიში ვიყავი… 
ერთ თვეში ყველაფერი დავალაგე…ვიქირავე სახლი და სწავლაც გავნაგრძე…დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ დიზაინერთან და მასთან ერთად ახალ ტანსაცმელს ვქმნიდი…რაც შეეხება ენას ძლივს ვისწაველ…ამაზე საშინელი ენა მე ჯერ არ მინახია(:D). გავიჩინე ახალი მეგობრები…ყველაზე ახლოს ბლანკასთან ვიყავი რომელიც ძალიან საყვარელი იყო…ბიჭებს რაც შეეხება აქ არავინ მოგეწონება ჯერ მარტო როცა გაგებ მათ სახელებს რაც არ უნდა ლამაზი იყოს გადაგიყვარდება…ბლანკამ ინგლისური კარაგდ იცის და ამიტომ კარაგდაც მიგებს ყველაფერში…ის მე რუსულს მასწავლის მე კი მას გერმანულს…რათქმაუნდა არც მან იცის ვინ ვარ მე სინამდვილეში…ხოლო რაც შეეხება თვითონ რუსეთს,მოსკოვს…საშინელებაა…მუდმივად ცივა…ზაფხულია თუ ზამთარი ყოველ წუთას შეიძლება თოვლი მოვლი მოვიდეს…ქვეყანაშიც არეულობა… 
ერთ დღესაც ჩვეულებრივ დავბრუნდი სახლში…უკვე საკამოდ გვიანი იყო,დასაძინებლად დავწექი,ამგრამ უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. 
ჩემი ოთახის ფანჯრიდან გადავიხედე მეთორმეტე სართულიდან ყველაფერი კარგად ჩანდა რაც გარეთ ხდებოდა…ჟაკეტი მოვიცვი და კარი გავაღე. 
-გამარჯობათ…-დაბნეულმა წარმოვთქვი,კაცი კარაგდ ავათვარიელე სმოკინგში იყო გამოწყობილი და ხელში რაღაც საბუთები ეჭირა. 
-გამარჯობა ბარბარა…თუ ჯობია ლიზა დაგიძახო?! 
ეს რომ მითხრა ცოტაც გული წამივიდოდა,საშინლად დავიბენი,მან გვერდი ამიარა სახლში შემოვიდა,მეც ნელა ვკარი კარს ხელი და მივხურე. 
შემდეგ იმ კაცთან მივედი და მის წინ დავჯექი,ცოტახანი სანამ ის კაცი რაღაც საბუთებს ავლებდა თვალს,მე სამზარეულოში გავედი და წყალი მოვიტან. 
-აბა ლიზა…როგორ ხარ?!-დამჲძახა თუ არა ლიზა ავკანკალდი და ჭიქა ხელიდან გამივარდა. 
-ვინ ხარ?!-ძლივს წარმოვთქვი და სავარძელში ჩავესვენე,აღარ შემეძლო ის ხმას არ იღებდა მე კი მოუთმენლად ველოდი მის სიტყვებს,ამიტომაც კითხვა კიდევ ერთხელ გავუმეორე,მან ჩაიცინა და დაიწყო... 
კომენტარები დაწერეთ :*))

mariko1
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 821 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2012-04-22 Spam
vaaiimeeee aaiiii dzaliiannn dzaaaliiannn,,mmaagaariiaaa.martlaa saiinteresoaaaa..gadaviirevii male e; D:D biggrin ..malee maalee gaaggrdzeleee