მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 18 » I Hate You...Love You...[Part5]
8:56 PM
I Hate You...Love You...[Part5]
არაფერი შევიმჩნიე, იქაურობას მოვშორდი და სამზარეულოში შევედი, ჭიქა ავიღე და ონკანს მივუშვირე.
-რას აკეთებ?-ჯასტინი შემომყვა და სამზარეულოს კარი ჩაკეტა.
-არაფერს…-თვალი ავარიდე.
-მითხარი რა ხდება…და მორჩი ბუტიაობას!
-მე სულაც არ ვიბუტები!
-გასაგებია…მაში რა ჰქვია შენს საქციელს?
-რაც შენ გინდა ის დაარქვი…-მაგიდას მივუჯექი,ისიც ჩემს წინ დაჯდა.
-ხოდა მე გაბუტებას დავარქმევ…-გამიღიმა-კარგი, მითხარი რა მოხდა…
-მართლა არაფერი მომხდარა…-წყალი მოვსვი.
-მატყუებ!-საჩვენებელი თითი გამიქნია.
-არა არ გატყუებ!-გავუღიმე.
-კარგი…მაშინ რატომ იქცევი ასე უცნაურად?!
-იმიტომ,რომ…არ ვიცი…ხომ ხედავ ძალიან შევიცვალე…მეთვითონაც არ ვიცი რას ვაკეთებ!ყველაფერზე ვღელავ და ვნერვიულობ…ყველაფრის მეშინია…ხანდახან ვფიქრობ იქნებ ჯობია,რომ გერმანიაში დავბრუნდე…ოღონდ სამუდამოდ…
-არა!გაგიჟდი?!არავითარ შემთხვევაში მე შენ იქ არ გაგიშვებ! საერთოდაც არ შეცვლილხარ უბრლოდ რაღაც ხდება და არ გვეუბნები!რა უთხარი გაბის?! მითხარი ლიზა მე შენი დახმარება მინდა…
-სწორედ ის ვუთხარი რაც შენ…სხვათაშორის გერმანიაში მივდივარ…
-არა!
-მხოლოდ ახალწელს…-გავუღიმე.
-ხო…მაშინ კი…-გაიცინა.
-შენ ოჯახთან ერთად ხვდები ახალ წელს?
-არ ვიცი…ისინი კანადაში მიდიან…მე კი არ ვიცი წავალ თუ არა…თან მარტოც ხომ არ შევხვდები?ყველა თავის ოჯახთან ხვდება…მაიკი გაბისთან…
-ჩემთან ერთად წამოდი!-დაფიქრდა.
-არა…
-რატომ?!გთხოვ!
-როდის მიდიხარ?
-ხვალ საღამოს…წამოდი რა…გთხოვ!
-ძალიან მთხოვ?-ეშმაკურად გამომხედა.
-ხო!ძალიან!-გამეცინა.
-კარგი მაშინ მოვდივარ!
-როგორც იქნა!იცოდე რაც არ უნდა მოხდეს მაინც წამოხვალ!დამპირდი!
-კარგი…გპირდები…
-ხო და ეხლა მინდა გითხრა,რომ იდიოტი!საზიზღარი და ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ!
-მოიცა!შენ?!

-რა მე?!იცოდე არ გამაბრაზო თორემ ახალწელს რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს ჩაგიშხამებ!-ენ აგამოვუყავი და სამზარეულოდან ავედი.
მეორე დილით ჯასტინმა გამაღვიძა, კარგად შემამოწმა ბარგი მქონდა თუ არა ჩალაგებული…ერთად წავედით და ჯასტინისთვისაც ავიღეთ ბილეთი მერე ყველას დავემშვიდობეთ მოკლედ აქეთ-იქით სიარულში მოსაღამოვდა და აეროპორტშიც წავედით, არავინ არ გამოვიყოლეთ რადგან ვერც ერთი ვერ ვიტანდით როცა ცალკე სახლში გვემშვიდობებოდნენ და მერე კიდე აეროპორტში ერთი საათი ჩახუტებულები ვიდექით(:D).
ჯასტინმა მთელი გზა თვალია არ მომახუჭებინა, მთელი ღამე ლაპარაკობდა და თავისი ჭკუით მართობდა მაგრამ მე ნახევარი არ მახსოვს რადგან ნახევრად მეძინა…ბოლოს თვითონაც დაიღალა და მეც დამაცადა ძილი და თვითონაც დაიძინა, როცა გამეღვიძა ჯასტინს თავი ჩემს კალთაში ედო და ვერაფრით ვერ ავაწევინე…ბომბასავით მძიმე თავი ჰქონდა(:D).ბოლოს როგორც იქნა ჩავედით და ამასობაში თვითონაც გაეღვიძა.
ქეროპორტში მამა დაგვხვდა, მთელი გზა მა ჯერად მე არ გამიჩერებია ენა და მამას ველაპარაკებოდი, რამდენჯერმე გერმანულად გავიწყე ლაპარაკი მაგრამ ჯასტინი მაწყვეტინებდა და მთხოვდა ინგლისურად გამეგრძელებინდა…
მონატრებულ სახლში როგორც იქნა მივედით…ჯასტინმა მაშინვე დაიძინა…მე კი მაშინვე ჩემს მონატრებულ მეგობრებთან წავედი…ერთ ამბავში ვიყავი…არსებობს კიდევ ერთი ადამიანი სტელა რომეიც ძალიან მიყვარს…მას ყველაფერი ვუთხარი, მაქსზეც მოვუყევი…ისიც იმას მიმეორებდა პოლიციაში დაეკეო მაგრამ მე ისევ უარზე ვიყავი…
მე და სტელა სასეირნოდ წავედით…მაგრამ მხიარულება დიდხანს არ გაგრძელებულა…ერთ-ერთ სახლთან რომელშიც არავინ არ ცხოვრობდა და მუდმივად იყიდებოდა ხალხი შევნიშნეთ…დაგვაინტერესა ვინ გადმოვიდა აქ საცხოვრებლად ამიტომაც ამ სახლის წინ კიბეებზე დავჯექით და აქ
გავაგრძელეთ საუბარი…ცოტახანში სახლიდან კაცი გამოვიდა რომელსაც საბუთები ეჭირა ხელში როგორც ჩანს ეს კაცი იყო ვინც ყიდიდდა სახლს…სახლის კარგი ნახევრად ღია იყო…კარგად ვხედავდი როგორი არეულობა იყო შიგნით…მალევე გამოჩნდა კარებში მაქსი,მას აქ მართლა არ ველოდეი…მაშინვე შემეტყო სახეზე ანერვიულება…სტელასაც ვუთხარი რაშიც იყო საქმე…იქაურობას მოვშორდით…ცოტახანში დავინახე რომ იქ რამოდენიმე ბიჭი შევიდა…არ ვიცირ რატომ,მაგრამ საშინლად მაინტერესებდა რა ხდებოდა შიგნით…პირველი სართული ჩაბნელებული იყო…როგორც ჩანს მეორე სართულზე იყვნენ,მაგრამ როგორ გინდოდა გაგეგო რას აკეთებდნენ მეორე სართულზე.
-ამს ვერ გავიგებთ…დაივიწყე ლიზა!იმედი მაქვს იქ შესვლას არ აპირებ არა?!
-ჰეი!იქ შესვლა რაში მჭირდება…ხიდანაც ყველაფერი კარგად გამოჩნდება…
-მოიცა შენ რა ხეზე ასვლას აპირებ?!მე მეგონა გაიზარდე…მოიცა!იმ ხიდან ერთხელ უკვე ჩამოვარდი,ხომ ხედავ რომ ძალიანმაღალი და თან….-აღარ ვახალე ხეზე ავედი,კარგად ვხედავდი რას შვრებოდნენ…მეორე სართულზე მხოლოდ ერთი დიდი ოთახი იყო…ოთახი არეული იყო…ცენტრში კი მაგიდა იდგა და გარშემო იჯდნენ მაქსი და ვიღაც სამი ბიჭი…მათი დიალოგის მოსმენას არ ვაპირებდი…ხიდან ჩამოვედი, სტელამ მაშივე დამავლო ხელი და იქაურობას მომაშორა.
-გიჟი ხარ!ნამდვილი გიჟი!არაფრის არ გეშინია?!
-ეგ ვინ გითხრა?-გამეცინა.
-ვინ მითხრა?!ცოტახნის წინ შენთვითონ მითხარი ჩემი მოკვლა უნდათო დაგავიწყდა?!არ გეშინია?!
-სანამ ცოცხალი ვარ,უნდა დავტკბე…
-ღმერთო!

-რა მოხდა?!იცი რა გერმანიაში რომ დავბრუნდი ისევ სეთი გავხდი როგორიც ადრე ვიყავი…ლოს-ანჯელესში კი სულ სხვა ლიზა ვიყავი…
-ფსიქოლოგთან ხარ მისასვლელი!
-მაგისთვის დასაკარგი დრო ნამდვილად არ მაქვს!-გამეცინა-კარგი რა…წამოხვალ ჩემთან?
-აუ არა რა დღეს არა მეზარება…
-ხო კარგი…მაშინ წავედი მე…
სახლში დავბრუნდი მამა სახლში არ იყო…ჯასტინი კი თავის ოთახში იწვა და თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცეებს.
-როგორ ხარ ბიბერ?!
-რაღაც ძალიან გახარებული ხარ?
-ხო…მომენატრა აქაურობა…იმედი მაქვს თოვლი მოვა!კი ამბობენ თოვლი არ მოვაო,მაგრამ რადგან მე მინდა უნდა მოვიდეს!-გავიცინე.
-ნუ ხო შენ თუ გინდა ეხლა…ეგ უკვე სხვაა…ისე შენს დას არ გამაცნობ?ჩემი ფანი ხომ არ არის?
-არა შენი ფანია რ არის…მაგრამ ახალ წელს გაიცნობ რა…ჩვენთან ერთად იქნება…
-ხო კარგი…და ისე ძალაინ მაინტერესებს წეღან ფანფრიდან ვიყურებოდი და შენთხვევით შენ დაგინახე ოღონ იმ ხეზე…ხეზე რას აკეთებდი და ვის უყურებდი?!-დავიბენი.
-არ ვიც…იცი რა არის…აი ეს სახლი… დიდი ხანია აქ არავის უცხოვრია…-ფანჯარასთან მივედი და იმ სახლისკენ ვანიშნე ხელი რომელზეც ვლაპარაკობდი-ხო და ახალ ვიღაც გადმოსულა და მაინტერესებდა ვინ…
-არა ნამდვილი გიჟი ხარ!-ჩემთან მოვიდა წვალება დამიწყო…როგორც იქნა დაიღალა და შემეშვა მაგრამ შემდეგ სიმღერა დავწერეო და გინდა თუ არა უნდა მომისმინოო, თან დამეხმარე რაღაცეები არ მომწონს და შევცვალოთო…თავიდან კი მეზარებოდა,მაგრამ შემდეგ კარგად გავერთე.
კარგად გამოვიძინე და მეორე დილით არაჩვეულებრივ ხასიათზე გავიღვიძე, ამ ჯერად მე დავადექი ჯასტინს თავზე და სანამ არ ადგა ამანამდე არ მოვისვენ…კი ვიცოდი რომ მერე მთელი დღე არ გამცემდა ხმას,რადგან ვერ იტანს როცა აღვიძებენ და ვინც ძალით გააღვიძებს იმას მთელი დღე არ ელაპარაკება(:D) მაგრამ ახლა იძულებული გახდა დამლაპარაკებოდა.
მე ჯასტინს ჩემი მეგობრები გავაცანი…შემდეგ სასეირნოდ წავედით ოღონდ მარტო მე და ჯასტინი…კარგად ვიცოდი,რომ მაქსი ან შეიძლება სხვა მისი მეგობარი ან ვინმე რომ კუდში დამყვებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი. ჯასტინი გერმანიაში გევრჯერ არის ნამყოფი და ყველა საინტერესო ადგილია აქვს ნანახი, ამიტომ მის საყვარელ ადგილებს მივაშურეთ შემგედ ჩემსას…ერთ ამბავში ვიყავით, ჩვენი განუყრელი პაპარაცების რათქმაუნდა ჩვენთანერთად იყვენენ, სურთებს ვიღებდით…შემდეგ ჯასტინის ფანებიც გამოჩნდნენ და მასთანერთადაც გადაიღეს სურათები ჩემდა გასაკვირად რამოდნიმემ ჩემთანაც გადაიღო ფოტო.

-ზამთარი გიყვარს?-მკითხა ჯასტინმა, როცა ერთ-ერთ პარკში შევედით.
-არც ისე…ახალი წელი და თოვლი მიყვარს…სხვა სიცივე არა…
-თოვლი გიყვარს და სიცივე არა?-გაიცინა.
-ეგრეა…-მეც გამეცინა-შენ?
-მე…მე მიყვარს…საერთოდ წელიწადის ყველა დრო მიყვრას…
-ხო დიდიად ცუდი არც ერთია რ არის-გამეცინა.
-ლიზა როგორ ხარ?-უეცრად დამიძახა ვიღაცამ, და ეს ვიღაცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაქსი იყო.
-არა...

-ვინა რის?-მკითხა ჯასტიმა,არაფერი მიპასუხია.
-როგორ ხარ?-ჩვენთან ახლოს მოვიდა მაქსი.
-აქ რა გინდა?!-ძალით გავუღიმე.
-მე?შენ რა გინდა აქ?
-მემგონი რადგან ის გაიგე,რომ აქ ჩამოვედი იმასაც გაიგებდი თუ რა მინდა აქ!
-ასე რატომ მელაპარაკები?!რამე გაწყენინე და არ მახსოვს?!
-არა…რას ამბობ!
-კარგი…მე მეჩქარება…იმედი მაქვს კიდევ გნახავ…-ლოყაზე მაკოცა და წავიდა,როგორ ვიყავი ასე მშვიდად მეთვითონაც ვერ ვხვდებოდი.
-ვინ იყო?-მკითხა ჯასტინმა ინტერესით.
-ისეთი არაავინ დაივიწყე…საზიზღარი ადამიანიქ…-დაბნეულმა ვუთხარი…მასაც აღარაფერი უთქვამს მასზე.
სახლში გვიან დავბრუნდით…მე ცოტახანი მამასთან ერთად ვიყავი…მას ბევრი საქმე ჰქონდა და ჩემთვის ძლივს იცლიდა…როგორც მამასთან ერთად ვგრძნობდი თავს ისე არავისთან არ ვიყავი…ყველანაირი დარდი მეხსნებოდა და თავისუფალი ადამიანი ვხდებოდი…მამა ღამეს სახლში არ დარჩენილა…მე კი ვერაფრით ვერ ვიძინებდი…შიში მიპყრობდა…ამიტომაც ჯასტინის ოთახში შევედი…ისიც არ იყო წინააღმდეგი…რაღაცეებზე ვილაპარაკეთ და შემდეგ ორივეს ჩაგვეძინა.
დილით მე ჯასტინზე ადრე გვიღვიძე, ჩემს ოთახში დავბრუნდი გამოვიცვალე და მაშინვე მაქსთან წავედი.თავიდან კარს არავინ მიღებდა მაგრამ შემდეგ მაინც გამიღო.
-შეიძლება გავიგო რა ჩაიფიქრე?!-გამიღო თუ არა კარი მაშინვე ვუთხარი.
-ჰეი!დაწყნარდი…ნამდვილად არ მოგელოდი…ისე როგორ გაიგე რომ აქ ვცხოვრობ?!
-კარგად არ მიცნობ მაქს…
-კარგი…მაშინ შემოდი და კარგად გავიცნოთ ერთმანეთი…-მე სახლში შევედი, კარი ნელა დახურა.
მე დივანზე მოვკალათდი.
-აბა გისმენთ ბატონო მაქს...


კომენტარები დაწერეთ :*))
დაამოწმა:♥Ani-Lile♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 912 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2012-04-19 Spam
male gaagrdzele <33 kaia <33