მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » Hill With Dark Water…13 Mirror With Big Blue Ayes. we are knocking on the heels door.
0:28 AM
Hill With Dark Water…13 Mirror With Big Blue Ayes. we are knocking on the heels door.

Hill With Dark Water…13 Mirror With 

Big Blue Ayes. we are knocking on the heels door.

  -  ჩემი მოთხრობა კონკურსისთვის -

 -STORIES ON IFUNLOVER.

Tumblr_mi9ya0lvry1s48lv9o1_500_large  Tumblr_lx6tfd1zop1qh9ojko1_1280_large


ჩემი მოთხრობა კონკურსისთვის...

იმედი მაქვს მოგეწონებათ, მინდოდა განსხვავებული გამოსულიყო და დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.

551415_553169234701295_704446327_n_large

Hill With Dark Water…13 Mirror With 

Big Blue Ayes. we are knocking on the heels door.


Hill With Dark Water…13 Mirror With 

Big Blue Ayes. we are knocking on the heels door.



სანამ წაიკითხავთ მოთხრობას შესავალი, "მოკლე შინაარსი" წაიკითხეთ. :*)

სამყარო ამოუცნობი რამმარამდენი რამ მომხდარა ისე რომ ან საერთოდ არ ვიცით ან კიდევ ვერანაირ ახსნას ვერ ვპოულობთ. რამდნეი რამ არ გვინახია.

ისტორია ოთხ ახალგაზრდაზეა, რომლებიც აქ დედამიწაზე არაერთხელ ყოფილან… ისინი არ დაბადებულან ერთხელ!.. მათი შეცდომები! მათი ქცევები და სულელური საქციელები ეს ყვეალფერი არ აძლევთ მათ საშუალებას გადადგან შემდეგი ნაბიჯი და სამუდამოდ მიეცენ სიკვდილს და სიკვდილის შემდეგ არსებულ სამყაროს.

ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ სულ მალე იპოვნიან.

ყოველი მომენტი მათ ახსოვთ, გონიათ რომ ეს ყვეალფერი უკვე მოხდა მაგრამ არ იციან როდის?! სად?! 

მათ არაფერი იციან… მაგრამ მაინც სადღაც შეცდომაა დაშვებული და აი ისინი ხვდებიან რომ არ არიან ჩვეულებრივი თინეიჯერები. მათი ცოხვრება ბევრად უფრო რთულია, ვალად აკისრიათ გამოასწორონ შეცდომები რომლებიც ადრე დაუშვეს… მაგრამ გრძნობები…სიყავრული…სიძულვილი მაინც იგივე შეცდომებს იმეორებს.

ისინი ერთად ცდილობენ გაიგონ როგორ დააღწიონ აქაურობას თავი, ვერ იტანენ ერთმანეთს ზურგს უკან ჭორავენ…მაგრამ მაინც ძალიან უყვართ ერთმანეთი.

ორი ბიჭი და ორი გოგო… მათ ცოხვრება არ აქვთ, მათ შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი უფლება აქვთ.

არ იციან სად არიან…რა არის დედამიწა… და როგორ ხდება ისე რომ ყველაფერი ერთი და იგივე ხდება უკვე მესამედ! როგორ?! არამარტო ისინი უნდა დაბრუნდნენ მაშინ ხო ყველა უნდა დაბრუნდეს ვინც მათ პირველ ცოხვრებაში იყო?! მაგრამ ისინი ვითომც არაფერი ვითომ პირველად არიან დაბადებულნი!

როცა აღარ გყავს არც მეგობარი… არც ძმა… არც და!.. მხოლოდ მტრები!

ისინი თვითონ ხოცავენ ერთმანეთს და ამით მტერს უადვილებენ საქმეს! 

ჯადოქრები და ვამპირები… ლაპარაკი ცხოველთან! ეს არ შეუძლია ნორმალურ ადმაინს!

ისი საერთოდ მოწყვეტილები არაინ ცივილიზებურ სამყაროს! 

სასიყვარულო ისტორიები როგორც ყველგან ასევე აქაც იჩენს თავს… 

და მაინც რა მოხდება? ისევ მოუწევთ აქ დაბრუნება თუ გააგრძელებენ სიკვდილის შემდეგ სხვა სამყაროში ცოხვრებას ისევე როგორც თავის დროზე უნდა მომხდარიყო? დაუშვებენ იგივე შეცდომებს ყველაფრის მიუხედავად? კიდევ ექნებათ შანსი გამოსწორების თუ ?.. რა მოხდება?! რა ელით მათ?!

____

Hill With Dark Water…13 Mirror With 

Big Blue Ayes. we are knocking on the heels door.

Tumblr_mi9pwznu7m1s49qpno1_500_large



საათის ისრების მოძრობამ… ადრე დილით გაღვიძებამ სულაც არ მაგრძნობინდა რომ ახალი დღე დაიწყო.
საშინელი ბურუსი იყო ჩამოწოლილი… ჩემს წინ მდგომ კორპუსებს ვხედავდი და მათ იქით აღარაფერი ჩანდა, თითქოს მოტოვებული ქალაქი იყო ვიყვი მხოლოდ მე და იყო მზე, რომელსაც მობეზრდა ჩემი ყურება და დაიმალა.
საწოლიდან წამოვდექი და მაშინვე შემოაღო ჩემმა პატარა ძმამ ოთახის კარი.
აქეთ-იქით დახტოდა.
ჩემგან განსხვავებით მას ცხოვრება უხაროდა.
-მოკლედ…ჩემი აზრით ეს უბრალოდ ილუზია იყო და ეს ადამიანი ბრმა იყო…ამიტომაც მან თავისი სამყარო შექმნა და ასე მოუღო ბოლო სიბნელეში ცხოვრებას!-წინადადება დავამთავრე და ზარიც დაირეკა,მაშინვე მოვეშვი და მასწავლებელს ელვის სისწრაფისებურად მოვშორდი.
-კარგი იყო!-ჩემი ჩანთა მომაწოდა პიტერმა და გზა განაგრძო.
რა ჩემი ბრალი იყო?! მე ის დავწერე რაც ვიცოდი… ის გადმოვეცი რაც გავიგე და როგორც შემეძლო!
დიდი ხნის მონატრებუი დედის სანახავად წასვლა გადავწყვიტე, არ გეგონოთ საერთოდ არ მაქვს მასთან კონტაქტი!
მაგრამ დედა სხვაგან ცხოვრობს…მე კი მამასთან და ბებიასთან. დედას და მამას კარგი ურთიერთობა აქვთ,მაგრამ ბებოს რაც შეეხება არ უნდა დედა ჩვენთან ერთად ცხოვრობდეს. არც დედას მოსწონს ეს ადგილი დიდად! მაგრამ აი მე კი ძალიან მომწონს! ნამდვილ სასახლეში ვცხოვრობ!
მხოლოდ ერთი სართული სადაც ბებოს ოთახია ძველმოდურად არის მოწყობილი, დანარჩენი კი თანამედროვედ რაც ბებოს არ მოსწონს.
დედა უპარტონო ბავშვთა სახლში მუშაობს. 
უკვე საღამო იყო და შეიძლება დედა აქ არც დამხვედროდა,მაგრამ მაინც გადავწყვიტე მისვლა.
ეს შენობა არ მიყვარდა! ყოველთვის სიჩუმე იყო და პატარა ხმაურზე კანკალი მიტყდებოდა!
-ელეანორ!-დამიძახა დედაჩემის მეგობარმა და მასთან ერთად ავედი მეორე სართულზე.
როგორც ყოველთვის ჩემი ნახვა ყველას გაუხარდა, განსაკუთრებით კი რათქმაუნდა დედას.
თავიდან ცოტა გავერთე,შემდეგ კი რას არ გავაკეებდი ოღონდ აქედან გავსულიყავი.
ყველა იცინოდა ჩემს გარდა,ფანჯარაში კვამლს ვხედავდი…მეგონა მეჩვენებოდა,მაგრამ როცა დამწვრის სუნი ვიგრძენი მაშინვე მივხვდი რომ ნამდვილად არ მეჩვენებოდა! სასწრაფაოდ გავაგებინე ყველას,საგანგაშო ზარიც ჩაირთო და ყველა სირბილით გავარდით გარეთ! სახანძრო უკვე გზაში იყო,თუმცა ბავშვები ჯერ კიდევ იყვნენ შენობაში! სამწუხაროდ რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,გაურკვეველი მიზეზით გამჩდარ ცეცხლს.
ახლა სად უნდა წასულიყვნენ?! ეს ხომ ამ ბავშვების ერთადერთი სახლი იყო! 
დედამ მაშინვე დაურეკა მამას,რომ აქედან წავეყვანე და მამაც მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
მამა ხვდებოდა,რომ ეს ამბავი ადვილად არ დამავიწყდებოდა…არაფერი არ უთქვამს ჩემთვის ისე მივედით სახლში.
აქ კი სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა! უამრავი ხალხი იყო…როგორც ჩანს ბებომ კიდევ ერთი ახალი მიზეზი მოიფიქრა გასართობად.
ჩემს ოთახში ასასვლელად, სწრაფად მოვცილდი ყველას და მეორე სართულზე ავედი.
მეგონა აქაც ისეთივე ამბავი იქნებოდა,მაგრამ შევცდი აქ სიცარიელე იყო.
ჩემი ოთახისკენ წავედი და უცებ ბებო დავინახე.
-ელეანორ აქ რას აკეთებ?-მკაცრად მითხრა.
-ჩემს ოთახში შევდივარ…რამე მოხდა?
-სწრაფად შედი და დროზე ჩადი ქვევით! 
-კარგი…მაგრამ რატომ?-დაბნეულმა ვკითხე.
-ასე აჯობებს!-გამიღიმა და ქვევით ჩავიდა.
მაინტერესებდა რა ხდებოდა…ოთახში აღარ შევსულვარ გზა გავნაგრძე.
მალევე თვალები გამიფართოვდა! ქვევით ხალხი ერთამაბვში იყო…აქ კი…შავებში ჩაცმული ხალხი…ყვავლიებით ხელში,მომტირალე ქალები და ოთახის ცენტრში კუბო!
კედელს სწრაფად ამოვეფარე და მაშინვე დავტოვე იქაურობა. მინდოდა ვინმესთვის მეკითხა რა ხდებოდა, ნეიტის,ჩემი ძმის ძებნა დავიწყე.
-სად მირბიხარ?-მომესმა ხმა,მაგრამ ვერ მივხვდი ვინ დამიძახა.
-მკვდრების არ გეშინია?-ახლა სხვა ხმა…
-ნეიტი ხომ ზევით იყო?!ხის საწოლში!აქ რატომ ეძებ?!-თითქოს ახლა გაბრაზებულმა მითხრა,მაგრამ არ ვიცი ვინ!
ანერვიულებული უკან შევბრუნდი…ხალხი ჩემთან მოდიოდა და ჩემთვის გაურკვეველ ენაზე მესაუბრებოდნენ!
თანდათან თვალებში დამიბნელდა და რეალობას დავუბრუნდი.
-სიცხე აღარ აქვს…-თქვა დედამ და შუბლზე მაკოცა.
-აღარ მაქვს?! ანუ არა მარტო სიცხის გამო მაქვს მოჩვენებები!-ჩავიცინე და თვალები დავხუჭე.
-რას გულისხმობ? ისევ რამე საშინელ სიზმარს?
-მართალია…
-ძირითად დროს კომპოუტერთან ატარებს! ეს არის მისი სიზმრების მიზეზი!-ხო…ბებო კი მართლა ისეთივეა როგორც სიზმარში! მისი გამოსწორება სიზმარშიც შეუძლებელია და რეალობაშიც!
-იქნებ დასასვენებლად სადმე წავსულიყავით?
-სულ არ ისვენებს?!მთელი დღე ზის!-ისევ "შემოიჭრა" ბებო.
-შენც წამოხვალ?
-მერე ბავშვებს ვინ მოუვლის?!-გამიღიმა დედამ.
-მართალია! მე…შენ, ნეიტი და სარა წავიდეთ!-სარა ჩემი უმცროსი დაა. 
დედას უკმაყოფილო სახით გადავხედე,მაგრამ დედაც თანახმა იყო.
-კარგი! მაგრამ ახლა სიზმრებზე საუბრის დრო არ არის! სიცხე მაქვს!-გაბრაზებულმა ვუთხარი ბებოს.
დედა დამპირდა,რომ ჩვენთან გადმოვიდოდა საცხოვრებლად და თან ახლა ბებოც არ იქნებოდა სახლში.
მართალია სიცხე მქონდა,მაგრამ ბებოს ეს ნაკლებად აინტერესებდა ჩემოდნები იმ დღესვე ჩაგვალაგებინა და მეორე დღეს უკვე მის ძველ სახლში ვიყავით,რომელიც ქალაქიდან საკმაოდ შორს იყო…სახლს არაფერს ვუწუნებ,მაგრამ სახლის გვერდით ტყე და მეორე მხარეს სასაფლაო დაგვხვდა.
ჩვენი მეზობლები,ჩვენს გვერძე მდგომი სახლიდან იმ დღესვე გვესტუმრნენ როცა ჩავედით.
-აქაურობა არ მომწონს!-ნეიტის ოტახის კარი ბუზღუნით შევაღე.
-სასაფლაოსი გეშინია თუ მგლების?-გაიცინა.
-სიმართლე თუ გაინტერესებს, ორივესი!
-ელ! შენ უკვე თოთხმეტი წლის ხარ! მაგრამ ისევ პატარა ბავშვივით სისულელეების გეშინია! სარასაც კი აღარ ეშინია მსგავსი რაღაცეების!
-სარა ჯერ კიდევ პატრაა და შეიძლება ვერ აანალიზებს სად მოვხვდით!
-უკვე რვა წლისაა! და სად მოვხვდით?!-ჩაიცინა.
ხმა აღარ ამომიღია,ოთახიდან გამოვედი.
ეზოში გასვლა დიდად არ მინდოდა,მაგრამ საქმე მაინც არაფერი იყო!
-გამარჯობა!-ეზოში უცნობი ბიჭი შემოვიდა.
-გამარჯობა…-უხასიათოდ მივესალმე.
გზა განაგრძო…უკვე სახლში შედიოდა, როცა სწრაფად მივბრუნდი მისკენ.
-მოიცადეთ! ვინ ხართ?!
-მთხოვეს ბარგის გადმოტანაში დაგვეხმარეო…-გამიღიმა.
ისევ ვაქციე ზურგი და ეზოდან გავედი.
მიუხედავად იმისა,რომ ხალხი უამარავი იყო მაინც მეგონა, რომ მარტო ვიყავი!
ხმის გამცემი არავინ მყავდა…ნეიტი დაცინვას დამიწყებდა,ალბად ხვდებით რაზეც! სარა კი თოჯინებით თამაშს შემომთავაზებდა.
სიცხე ჯერ ისევ მქონდა,მაგრამ ბებოს ეს არ ანაღვლებდა და მეც არ მინდოდა კიდევ ერთი დღე მწოლარ მდგომარეობაში გამეტარებინა.
ჯერ მხოლოდ ერთი საათის მოსულები ვიყავით,მე კი უკვე გაქცევა მინდოდა.
სწორედ ამ დროს ის ბიჭი გამოვიდა სახლიდან,რომელიც ცოტახნისწინ ჩემოდნების ატანაში დაგვეხმარა.
-გამარჯობა!-უეცრად ხელი მკლავში მოვკიდე.
-ჩვენ უკვე მივესალმეთ ერთმანეთს!-ჩაიცინა.
-ხო…-დავიბენი-შენ აქ ცხოვრობ?
-აჰა…შენ კი აქ პირველად ხარ, ხო?
-პირველად ვარ და აქაურობა საშინლად არ მომწონს!
-რატომ?ქუჩის სახელი არ მოგწონს?-გაიცინა და თან თითქოს სერიოზულად მკითხა.
-და ქუჩის სახელი…რა არის?
-მოჩვენებების ქუჩას ეძახიან…ნედ გრეი ერთადერთი განათლებული ადამიანი იყო ამ დასახლებიდან,ბოლო დროს კი მას საშინელი სიზმრები აწუხებდა. როგორც ამბობენ მოჩვენებებსაც ხედავდა! გარდაცვალების შემდეგ იგი ამ სასაფლაოზე დამარხეს…მის საფლავზე მისული დამლაგებელი კი ამბობს რომ ის ნახა - ჩაიცინა -ისიც მალევე გარდაიცივალა! საერთოდ გრეის ქუჩაა,მაგრამ მოჩვენებების ქუჩას ეძახიან!-გაიცინა.
ხმა არ ამომიღია ძალით გავუღიმე,ვითომ მეც ისევე ვფიქრობდი როგორც ის…მაგრამ შინაგანად შიშისაგან ვკანკალებდი.
ნელი ნაბიჯით მოვშორდი მას და ისევ სახლში დავბრუნდი.
წარმოგიდგენიათ, როცა ფანჯრიდან გადაიხედავ და სასაფლაოს დაინახავ.
მეორე ფანჯრიდან კი საშინელი,უშნო ტყე.
- შენ რა ჯერ არ გძინავს?! - გაბრაზებულმა შემოაღო ჩემი ოთახის კარი ბებომ.
- აქაურობა არ მომწონს… 
- მეც ბევრი რამე არ მომწონს… მაგრამ! დროზე დაიძინე! ხვალ ერთ ადგილას უნდა წავიდეთ!
კარი მიიხურა თუ არა მისი ლანძღვა დავიწყე… უეცრად სულ დამავიწყდა სად ვიაყვი, ჩემს ოცნებებში და შემდეგ უკვე სიზმრებში გადავინაცვლე.
დილით წვიმამ გამაღვიძა! წვიმის წვეთები სახურავს ისე ეცემოდა თითქოს ქვები ყოფილიყო… ამ ყველაფერს წვიმა ნამდვილად არ ამშვენებდა!
- დროზე მანქანაში! სარა სად არის?! ელეანორ სახე გაასწორე! - რათქმაუნდა შენიშვნების მეტს არაფერს იძახდა!
- და სად მივდივართ?
- მუზეუმში…
- მუზეუმში?! არა! კარგით რა… რა გვინდა მუზეუმში?!
- შენი აზრით მუზეუმში რას აკეთებენ ხოლმე?
- მე ახალგაზრდა მზარდი ვარ! არა ბებერი რომელსაც ცხოვრება მოსწყინდა და ბავშვობის გასახსენებლად ძველ ადგილებს ინახულებს! არ მინდა არც ეს მუზეუმი არც ის საშინელი სახლი! უბრალოდ მინდა სახლში დაბრუნება!
- ბებრი?… შემთხვევით ბებერში მე ხომ არ ვიგულისხმები?!
- და რა?! არა?! ასე არ არის?! რამდენი წლის ხარ?!
- ელეანორ!
- დავიღალე შენს ჭკუაზე სიარულით!
- იცოდე მანქანიდან ჩამოგსვამთ!
და ასეც მოხდა… ჩემმა ენამ ჩემუ გულის სათქმელი მოიშორა და მე ქუჩაში დამტოვა.
ალბად ორი წუთიც არ იყო გასული წუწუნით რომ ავიკლე იქაურობა!
ბოლო ხმაზე ვიყვირე რომ ამ ცხოვრებით დაღლილი ვიყავი და ერთადერთი რაც მინდოდა სიკვდილი იყო!
ირგვლივ ერთი ორი კაცი იყო და არც იმათ მოიქცევიათ ჩემთვის ყურადღება.
გზაზე მდგომ ბარში შევედი, ისეთი სახით მივდიოდი ეჭვი არ მეპარებოდა რომ ვიღაცას შევეცოდებოდი და მანქანას გამიჩერებდა.
ბარში შესვლის თანავე ყველას ყურადღება ჩემზე გადმოვიდა, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ისევ გავაგრძელე სიარული და ბარამდე მივედი.
- აქაურობა საშიშად გამოიყურება! - ჩემთვის ჩავილაპარაკე - თუმცა ამ ბოლო დროს ყველაფერი საშიშად გამოყურება!
- საერთოდ აქ არ შემოდიან თქვენნაირები!
- და მე როგორი ვარ?
- საერთოდ ქალი… თუ გოგო!
- რა ამბობ?! არა… რათქამუნდა გოგო ვარ!
- თან ზედმეტად უხეში…
- სულაც არა… უბრალოდ არ მიყვარს ადამიანები!
- კარგი… მაშინ რა გიყვარს?
- ძაღლები…კატები… ცოხველები!
- ზოგიერთი ადმიანი სრულიად არ ჩამორჩება მათ! - ამთვარიელა - მაგალითად შენ!.. 
- კარგი… ახლა თავი დამანებე კარგი?!
- მე ბარმენი ვარ და უნდა გკითხო! რას დალევთ?
- არაფერს…
- მაშინ აქ რა გინდა?
- არ ვიცი სად უნდ აწავიდე და შესაბამისად პირველივე შემხვედრ შენობაში შემოვედი!
- არ გირჩევ ყოველთვის შეხვიდე პირველივე შემხვედრ შენობაში!
- მე კი არ გირჩევ რომ ისარგებლო იმით რომ შენ ხარ მამაკაცი და გგონია რომ მე შენზე სუსტი ვარ! ან სულაც სხვა გოგონა!.. და ნუ ყოფ სხვის საქმეში ცხვირს!
- ჰმ… გონებაში ყველაფერი კარგად გაქვს?
- მაპატიე?!
- ეს შეკითხვა იყო და შენ უბრალოდ პასუხი უნდა გაგეცა… ან კი…ან არა! ან არ ვიცი!
- მოდი ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეგიძლია მითხრა როგორ შეიძლება აქედან მოჩვენებების ქუჩაზე მოვხვდე?
- არა…
- ვინ შეიძლება იცოდეს?
- არავინ თუ ყველასთან ასეთი უხეში იქნები!
- ჯაერდ!
- მოიცა! ჩემი სახელი საიდან იცი?!
- ჩემხელა ასოებით გაწერია!
- ამას ვინმე კითხულობს?!
- მე რა ვიცი!.. მითხარი როგორ უნდა მივიდე!
- უნდა ადგე და წახვიდე…ფეხებით! ფეხით უნდა მიხვიდე!
- ხუმრობა იყო? გავიცინო თუ შავი იუმორი?
- საინტერესოა რას მალავს შენი ნიღაბი!
- არა… ეს ჩემი სახეა!
- მაგრამ ნიღაბიც ჩანს!
- ნიღაბის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია!
- მაგრამ ნიღაბი ჯოჯოხეთის გზაა!
- მაშინ იქ შევხვდებით ერთმანეთს ჯარედ! 
გავუღიმე და იქაურობა დავტოვე.
ჯარედმა ცადა ჩემთან ჩუმად გამოეშვა ვინმე ვინც სახლში წამიყვანდა, მაგრამ მე ეს შევამჩნიე!
- აქ თითქმის ყველა იცნობს ერთმანეთს… ახალი ხარ?
- კი… გუშინ ჩამოვედი და ერთი სული მაქ აქაურობას როდის დავტოვებ!
- წინააღმდგი ხომ არ იქნები სანამ სახლში წაგიყვან ერთ ადგილას რომ შევიარო?
- რათქმაუნდა არა!
გზაში თავისუფლად შემეძლო მეფიქრა, მეფიქრა ჩემს ოცენბებზე და ჩემს წარსულზე… ჩემს უაზრო თუ საკმაოდ საინტერესო სიზმრებზე!
მგონია აქ ჩამოსვლამ ჩემი სიზმრები გაანადგურა,მაგრამ ახლა უკვე იმ ადგილას ვარ სადაც ჩემი სიზმრები ვითარდებოდა!
თქვენთვის არასდროს მომიყოლია ჩემი სიზმრები? მე არ მახსოვს… პატარაობიდან მახსოვს ჩემი საზარელი სიზმრები!
კიდევ… კიდდევ მახსოვს ის რომ ყველა ზურგს მაქცევდა და არავინ მიყურებდა ისე როგორც ნორმლურს… როგორ გავიჩინე მეგობრები არ ვიცი! მაგრამ მგონია, რომ ისინიც ვერ ერკვევიან ჩემში… ყველა ჩემს სახეს "აშტერდება" ყველა ამბობს რომ მოვიხსნა ნიღაბი! ეს რას ნიშნავს?! რა ნიღაბი?! ეს ჩემი სახეა! ეს მე ვარ! ისეთი როგორიც ვარ მე! მშიშარა მაგრამ გამბედავი, ცრემლიანი მაგრამ მომღიმარე… ჩვეულებრივი მოკვავი, მაგრამ მჯერა უკვდავების!
ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ყველაფერი უკვე გავიარე… ამას დეჟავუს ეძახიან არა? მაგრამ მე ამას მუდმივად ვრგრძნობ… ყოველ წამს, ყველა მქომედებას და ყველა სიტყვას წარსულში მივყავარ… მაგრამ ეს წარსული არსად ჩანს! იქნებ არც არსებობს…
- შეგიძლია რადიო აკონტოროლო! მე მალე დავბრუნდები! - ისე სწრაფად გადავიდა მანქანიდან თავის შემოტრიალება ძლივს მოვასწარი.

 მის ადგილას უეცრად გაჩნდა ძალიან ლამაზი გოგონა, შავი მუქი თმით ლამაზი თვალებით თეთრი, ძალიან თეთრი კანი და ულამაზესი თვალები.

სწრაფად შევხტი და შემდეგ ბოდიშიც მოვუხედე, მაგრამ არ ვიცი რისთვის.

მაშინ მახსოვს გამიღიმა და შემდეგ მანქანას ცეცხლი მოუკიდა, არ ვიცი ასე სწრაფად როგორ... რა მოხდა მაგრამ დაბნეულმა ხმაც ვერ ამოვიღე...



 Eleanor

Tumblr_mi7xyics1g1qcoffto1_500_large



Jaden 

530704_415519138498722_1827168509_n_large


James 

Tumblr_mi63t0cvtz1rp4v72o1_500_large

 

Lizz

Elizabeth_gillies_red_lipstick_large

...

ეს და კიდევ უამარავი სხვა პერსნოლაჟები....


PrettyBoySwag

იმედი მაქვს მოგეწონებათ :*)

დააკომენტარეთ :*)

Tumblr_mi3h2p1k2y1rlxjkdo1_500_large


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1103 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-02-28 Spam
18. Tày Sama   ( Tày[??????]

dzaan momewona! maintersebs exave wavikitxav))