მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12 » Hey,blue-eyed boy..I hate you...! ♔
4:35 PM
Hey,blue-eyed boy..I hate you...! ♔

ჰეი,ცისფერთვალებავ..მე შენ ვერ გიტან...! ♔ (12)


იმ ერთადერთ ადამიანსაც ვკარგავდი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, კუთხეში ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე,არ მინდოდა მაიკის წასვლა თუმცა მე ვინ მეკითხებოდა
-ნინა რა გჭირს ? (დედა მოვიდა და ჩამეხუტა)
-დე მიდის, მაიკი მტოვებს (სლუკუნით ვუთხარი)
-ამიხსენი რა ხდება (დედა)
-ერაყში მიდის ჯორჯის მოსაძებნად (მე)
-კარგად იქცევა (დედა)
-შენც მის მხარეს ხარ (მე)
-ნინა, ნუ იქცევი ბავშვივით, უნდა გაუგო, მისი ძმა ერაყში სიკვდილს ებრძვის, არ შეუძლია აქ იჯდეს და ელოდოს როდის მოკვდება, მაიკი ძლიერია და დარწმუნებული ვარ ცოცხალი დაგიბრუნდება (დედა)
-მეშინია (მე)
-უნდა გაუშვა ნინა, რომელზე მიფრინავს ? (დედა)
-3 ზე (მე)
-მერე ადექი გაემზადე და აეროპორტში წადი (დედა)

აღარაფერი ვუთხარი, არ ქონდა აზრი, ოთახში ავირბინე და გამოვიცვალე, საათს დავხედე 3 -ის ნახევარი იყო, ჩანთას ხელი დავავლე და აეროპორტში წავედი, ძლივს მივაღწიე იქამდე, უამრავი პაპარაცი იყო აეროპორტის გარშემო, დამინახეს თუ არა უამრავი კითხვა მომაყარეს, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, ეგრევე შესასვლელისკენ წავედი, მაიკს მოვკარი თვალი რომელიც ესკალატორზე იდგა და ხალხს ათვალიერებდე, აშკარად მე მეძებდა
-მაიკ (ბოლო ხმაზე ვიყვირე)
ჩემი ხმა გაიგო, დამინახა და ესკალატორიდან ჩამოვიდა, მეც მისკენ გავიქეცი და მაგრად მოვეხვიე


-ნინა მიხარია რო მოხვედი(მაიკი)
-მიყვარხარ (მე)
-მეც მეც და გპირდები დავბრუნდები, შევეცდები ყოველთვე მოგწერო (მაიკი)
-მეც მოგწერ (მე)
-ჩემი წასვლის დროა (მაიკი)

უფრო მაგრა მოვეხვი და ვაკოცე, ესკლატორთან გავჩერდი და მანამდე ვყურებდი სანამ ბორტზე არ ავიდა, არ მიტირია უბრალოდ გული მტკიოდა, უკვე მენატრებოდა მისი ყველაფერი. ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდი, იმ ცხოვრებაში დავბრუნდი სადაც მაიკი არ იყო, კოლეჯი, სახლი, მეგობრებთან შეხვედრა, ხან და ხან სასახლეშიც შევივლიდი. ედვარდს და ელეს უსაყვარლესი პატაყა ყავსთ ლუსი, ისინი მაინც არიან ბედნიერები.


უკვე ერთი წელი მაიკი ერაყშია, ყოველთვე თუ არა 2 თვეში ერთხელ მაინც მწერს და მიყვება იქაურ ამბებს.


 მიჭირს ნინას გარეშე, მაგრამ ვცდილობ შევეგუო, დღეს ჩვენი რამდენკაციანი ჯგუფი ძლივს გადაურჩა დაბომბვას, თუმცა არ ვაპირებ ეს ამბავი ნინას უთხრა არ მინდა მისი შეშინება, ხვალ შეტევაზე გადავდივართ, ჯორჯი და რამდენიმე ჯარისკაცი უნდა გავათავისუფლოთ. პასტა და ფურცელი მოვიმარჯვე და ნინასთვის წერილის წერა დავიწყე.


 ეხლაც ფოსტიდან მოვდივარ მაიკის წერილმა როგორც იქნა ჩამოაღწია

”ნინა, შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მომენატრე, არ ვიცი ეს წერილი როდის მოგივა, მაგრამ მინდა იცოდე რომ ჯორჯი ვიპოვე, მალე დავიხსნით ტყვეობიდან და სახლში დავბრუნდებით, ნინა იცი მიყვარს,ის დღე როცა პირველად გიხილე და თვალი მომჭერი შენი მზერით,მიყვარს ის დღე,როცა პირველად შემხვდი,მიყვარს შენი პირველი სიტყვა,მე შენი ყველაფერი მიყვარს,შენი ღიმილი,შენი თვალები,შენი მზერა,ჩემი სამყარო ხარ,ჩემი იმედი,ჩემი სიცოცხლე,ჩემი სიხარული,ჩემი სამყარო შენით არსებობს...გიჟური,აუღწერელი სიყვარულით მიყვარხარ, მინდა ყოველთვის იცოდე,რომ ჩემგან რაცარუნდა შორს იყო,ოცნებებით და ფიქრებით,ჩემთან სულ,სულ ახლოს ხარ, იცოდე,ყოველთვის,მუდამ,საუკუნოდ,სამუდამოდ სამყაროს შექმნიდან აღსასრულამდე მიყვარხარ!!!
შენი მაიკი ”
წერილის კითხვა დავამთავრე და სახლის კარებსაც მივუახლოვდი, სახლში შევედი და მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, წერილი მაგიდაზე დავდე, მე კი სააბაზანოში შევედი , წყალი გადავივლე, დავწექი, მაიკის წერილი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და დავიძინე, სიზმარშიმაიკი ვნახე, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, თუმცა სიზმარშიც არ გვაცალეს ბედნიერება, შეშინებულს გამომეღვიძა, ვეღარ მოვახერხე დაძინება, წამოვდექი, საწერ მაგიდას მივეჯექი და წერა დავიწყე

”მაიკ იცი დღეს სიზმარში გნახე, უძიროდ ლურჯი ზღვის პირას ვიდექით. მზე  ნელა ამოდიოდა . ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ვიდექით ზღვის პირას. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო, ისეთი, რომ ერთმანეთის გულისცემაც კი გვესმოდა. მე მეღიმებოდა. შენც გეღიმებოდა, მართალია კარგად ვერ ვხედავდი შენს ღიმილს, მაგრამ ვგრძნობდი, გულით ვგრძნობდი.სასიამოვნო მოსასმენი იყო ტალღების სიმფონია. „დრო რომც გაჩერდეს, არასოდეს მომბეზრდება ასე დგომა" – გაიფიქრა ვიღაცამ ჩემს ქვეცნობიერში. ხელი უფრო მაგრად მოგკიდე. დავრწმუნდი რომ ჩემს გვერდით იდექი.არ ვიცი, საიდან გავჩნდით იქ. რა ადგილი იყო. რამდენ ხანს ვიდექით ასე უხმოდ. ვიცოდი მხოლოდ ერთი, მინდოდა სამუდამოდ ასე გაგრძელებულიყო.უხმოდ ვსაუბრობდით. უსიტყვოდ. მხოლოდ თვალებით. ტალღებს ვეთამაშებოდით. ქვიშის სასახლეებს ვაგებდით. თუმცა, რაღაც უცნაური გრძნობა დამდევდა თან.. ხელს მიშლიდა ეს გრძნობა.. ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო.. რაღაც ისე არ ხდებოდა.. ეს არ იყო რეალობა.. ეს აშკარად არ იყო ის მწარე რეალობა, რომელსაც ყოველთვის ასე გავურბოდი და რომელსაც საბოლოოდ შევეგუე.ჩუმად ვიცინოდით. ჩუმად.. ჩუმად.. უხმოდ. დროს კი ეძინა. ღრმად ეძინა  და პირველად მიხაროდა, რომ ეს ასე იყო. მართლა მიხაროდა.ჩადიოდა მზე. ჩვენ ისევ ზღვის პირას ვიდექით. ისევ ხელჩაკიდებულები. ემშვიდობებოდა მზე სამყაროს. ჩვენ ვემშვიდობებოდით მზეს. შენი თვალები მზის უკანასკნელ სხივებს ირეკლავდნენ. და მე ეს თვალები მათბობდნენ.უეცრად ზღვა აღელდა, ატორტმანდა და შენი ხელი გამომტაცა. ზღვამ შთანთქა შენი სხეული, შენი თვალები და შენს თვალებში არეკლილი მზის სხივები. აქ დამთავრდა ჩემი სიზმარი, მიხარია რომ მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო. მაიკ  ყველაზე კარგი რამ რაც შეიძლება ცხოვრებაში ისწავლო, არის სიყვარული და სანაცვლოდ ამ გრძნობის მიღებაა, ბოლოს კი შენ სიტყვებს გავიმეორებ:  ყოველთვის,მუდამ,საუკუნოდ,სამუდამოდ სამყაროს შექმნიდან აღსასრულამდე მიყვარხარ!
შენი ნინა ”
წერილი გადავკეცე, მისამართი დავაწერე და ჩანთაში ჩავდე, თითქოს ცოტა დავმშვიდდი ისევ ლოგინში დავბრუნდი და ძილი გაგრძელებას შევეცადე.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 995 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-09-13 Spam
male gaargdzeleeeeee biggrin