მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 11 » Hey,blue-eyed boy..I hate you...! ♔
2:49 PM
Hey,blue-eyed boy..I hate you...! ♔
ჰეი,ცისფერთვალებავ..მე შენ ვერ გიტან...! ♔ (11)

ჯორჯს უკვე მეორედ ვატკინე გული, ცოტახანი გარეთ ვიდექი და ისევ სასახლეში დავბრუნდი, მაიკს მივუახლოვდი და გვერდით დავუდექი ჩემი და ჯორჯის ლაპარაკზე ხმა არ ამომიღია. ყველაფერმა ასე ვთქვათ კარგად ჩაიარა, ყველას უხაროდა ჩემი და მაიკის ამბავი, სტუმრები გავაცილეთ და ჯორჯის გაფრენის დროც მოვიდა, ყველანი აეროპორტში წავედით, ყველას უჩირდა ჯორჯის გაშვება, ელისაბედს განსაკუთრებით, აეროპორტი პაპარაცებით იყო სავსე
-ნინას კარგად მიხედე (ჯორჯი)
-მაგაზე არ ინერვიულო(მაიკი)
-მომენატრებით (ჯორჯი)
-ჩვენც ჩკვიანად იყავი იქ (ედვარდი)
სამივე ერთმანეთს გადაეხვია, ელისაბედი ცრემლიანი თვალებით უყურებდა ძმებს.
-მეც მალე შემოგიერთდები (მაიკი)
-მაგის საჭიროებას ვერ ვხედავ (ჯორჯი)
-რაზე ლაპარაკობთ (ლაპარაკში ჩავერიე)
-არაფერი ნინა მოდი გადაგეხვიო (ჯორჯი)
ჯორჯს რაც ძალა მქონდა ჩავეხუტე არ მინდოდა მისი გაშვება, ყველას დაგვემშვიდობა და თვითფრინავში ავიდა.
4 თვის შემდეგ
4 თვეა რაც ჯორჯი ერაყშია, ჩვენ ასე ვთქვათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით, მე სწავლა დამეწყო, ხან სასახლეში ვიყავი ხან კოლეჯში, ჯორჯი ყოველ თვე გვიგზავნიდა წერილებს და გვიყვებოდა იქაურ ამბებს თუმცა უკვე იწურება ოქტომბერი და მისგან წერილი არ მიგვიღვია გული ცუდს მიგრძნობს თუმცა არაფერს ვიძახი, მაიკმაც მოუხშირა  ყაზარმაში სიარულს, რამის იქ გადავიდა საცხოვრებლად, ეს უფრო მაეჩვებდა თუმცა არაფერს მეუბნებოდა, ედვარდი და ელე სამოგზაუროდ არიან წასულები თან ელე 4 თვის ორსულია, ამიტომ არაფერს ვეუბნებით იმის შესახებ რომ ჯორჯს არ მოუწერია. საშინელება იყო იმის გააზრება რომ შეიძლებოდა ჯორჯს რამე დამართნოდა, უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი, თავში სულ ჯორჯი მიტრიალებდა, ლექციებზეც აღარ დავდიოდი ხშირად, დღესაც არ წავსულვარ, მთელი დღე სახლში ვიყავი და დავალებების გაკეთებას ვცდილობდი, თუმცა აზრი არ ქონდა, ამიტომ გამოვიცვალე სკეიტი ავიღე, ნაოშნიკები გავიკეთე და სასეირნოდ გავედი.
ასეთ პერიოდში ყოველთვის მშველოდა. ქუჩებს ნელა მივუყვებოდი სკეიტით და წყნარ მუსიკას ვუსმენდი, თითქოს ცოტა ხასიათზე მოვდიოდი, ჯორჯთან წავედი ფიქრებში. ფიქრებიდან სმს-მა გამომიყვანა
-სად ხარ ? (მაიკი)
-კოლეჯთან შენ ? (მე)
-მანდ იყავი მალე მოვალ (მაიკი)
ისევ მუსიკა ჩავრთე და კოლეჯის ეზოში შევედი, 15 წთში ჩემკენ მომავალი მაიკი შევამჩნიე, მეც მისკენ წავედი
-მიხარია ცოცხალს რომ გხედა (მე)
-კარგი ნინა რა (მაიკი)
-რა იყო აღარ ხარ ყაზარმაში საჭირო  ?(მე)
-მორჩი საყვედურებს და ჩამეხუტე (მაიკი)
გაბრაზებამ უცებ გადამიარა და მაგრა მოვეხვიე
-სად წავიდეთ ? (მაიკი)
-აუ სახლში რა არაფრის თავი არ მაქ, თან უკვე გვიანია (მე)
-კარგი როგორც შენ გინდა (მაიკი)
მე და მაიკი ნელი სიარულით გავუყევით ქუჩებს, გამიკვირდა მანქანით რომ არ იყო, თუმცა აღარ მიკითხავს, არ მინდოდა მყუდროება დამერღვია, სახლში მივედით, სადილი მოვამზადე, ვისადილეთ, მაიკი ტელევიზორს მიუჯდა მე კიდევ სამზარეულოში გადავინაცვლე და სამზარეულოს დალაგება დავიწყე
-გიხდება სამზარეულო (მაიკი)
-ოჰო (მე)
-ხო რა იყო (მაიკი)
-არა არაფერი (მე)
მაიკი ნელა მომიახლოვდა
-ნინა მუდამ გეყვარები ? (მაიკი)
-მაგაში ეჭვი გეპარება ? (მე)
-არა, დამპირდი რომ დამელოდები (მაიკი)
-რას გულისხმობ ? (გაკვირვებულმა შევხედე)
-არაფერი, უბრალოდ დამპირდი (მაიკი)
-გპირდები მაგრამ (არ დამამთავრებინა და მაკოცა)
ვხვდებოდი რო სხვა რაღაცაში იზრდებოდა ეს კოცნა თუმცა არ გამიჩერებია, მაიკმა ნელა გამიხსნა კაბა.
ხელში ამიყვანა და ოთახისკენ წამიყვანა (იქ რაც მოხდა აღარ დავაკონკრეტებ) დილით ადრე გამეღვიძა, მაიკს ისევ ეძინა, ისეთი საყვარელი იყო, არ გამიღვიძებია, ჩუმად დავუწყე ყურება
-ეგ დანაშაულია (მაიკი)
-შენ რა გძვიძავს (მე)
-ნინა მოდი ჩემთან (მაიკი)
მეც მისკენ მივიწიე და მაგრა მივეხუტე
-მიყვარხარ (მაიკი)
-მეც 
-ნინა მისმინე სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ (მაიკი)
-რა ხდება ? (მე)
-ჯორჯი დაიკარგა, გუშინ მოვიდა ერაყიდან ინფორმაცია, ჯორჯი და რამდენიმე ჯარისკაცი მძევლად აუყვანიათ (მაიკი)
-ხო ცოცხალია ? (შეშინებულმა ვიკითხე)
-ცოცხალია მაგრამ დაჭრილია, მოკლედ დღეს ერაყში მივფრინავ (მაიკი)
-რა (გიჯივით წამოვხტი )
-ნინა გთხოვ, ის ჩემი ძმაა და ჩემი დახმარება ჭირდება (მაიკი)
-არა მაიკ სისულელეს იძახი (მე)
-ნინა უნდა გამიშვა (მაიკი)
-შენმა ოჯახმა იცის ? (მე)
-კი იციან მაგრამ წინააღმდეგები არიან, თუმცა არ ვაპირებ მათ მოსმენს, მე უბრალოდ მჭირდება რომ შენ გამიშვა (მაიკი)
-არა მაიკ არ შემიძლია, არ მინდა შენც დაგკარგო (მე)
-ნინა გპირდები დავბრუნდები (მაიკი)
-ჯორჯიც დამპირდა (მე)
-ერთად დავბრუნდებით (მაიკი)
-არ შემიძლია, სხვა გზა არ არსებობს ? (მე)
-არა (მაიკი)
-არა არ შემიძლია, მაიკ წადი მარტო მინდა ყოფნა (მე)
მაიკს აღარაფერი უპასუხია, თავისი ნივთები აიღო და კარებისკენ წავიდა
-ნინა, მაპატიე, სხვა გზა არ მაქ, ჩემი ძმა და მას მე ვჭირდები, მიყვარხარ (მაიკი)
-წადი მაიკ (მე)
-მაპატიე, დღეს ღამე 3 საათზე მივფრინავ იმედია მოხვალ (მაიკი)
ხმა არ გამიცია, კარები ჩავკეტე და იქვე ჩავიკეცე, იმ ერთადერთ ადამიანსა ვკარგავდი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.

ბავშვებო კომენტარები თუ არ ექნება აღარ გავაგრძელებ უბრალოდ მართლა აზრი არ ექნება.


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1079 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-09-13 Spam
ai udzalianmagresobaa biggrin axla wavikiitxe yvela tavi da maaagrad momewona