მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 10 » Hey,blue-eyed boy..I hate you...! ♔
1:34 PM
Hey,blue-eyed boy..I hate you...! ♔
ჰეი,ცისფერთვალებავ..მე შენ ვერ გიტან...! ♔ (10)

მაიკს ვაკოცე და ელისთან წავედი, ის უკვე მელოდებოდა სტილისტებთან ერთად, ყველაფერი მზად იყო კაბაც არაჩვეულებრივი იყო.
-ხო არ ნერვიულობ ? (ელისი)
-ცოტა, მაგრამ მე ჯოჯრჯზე უფრო ვღელავ (მე)
-ვერ გადააფიქრებინე ? (ელისი)
-ვერა, წასვლა მინდა და თან ეს ჩემი მოვალეობააო, მაგრამ მგონია რომ ჩემ გამო მიდის (მე)
-შენს გამო რატო ? (ელისი)
-ჯორჯმა ადრე სიყვარული ამიხსნა (მე)
-ეხლა გასაგებია სულ შენ სახლეს რატო ახსენებდა (ელისი)
-არ მინდა რამე მოუვიდეს, მითუმეტეს ჩემი მიზეზით (მე)
-დარწმუნებული ვარ არაფერი მოუვა, დიდხანს ემზადებოდნენ სამივე, განსაკუთრებით მაიკი და ჯორჯი, მთელი ბავშობა ყაზარმაში აქვთ გატარებული (ელისი)

-ვიცი მაგრამ მაინც მეშინია (მე)
-კარგი მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს, დღეს შენი დღეა და ნუ ჩაიშხამებ (ელისი)
აღარაფერი მიპასუხია, მზადება გავაგრძელე ერთ საათში უკვე ყველაფერი მზად იყო, მე ისევ ოთახში ვიყავი, წინ და უკან დავდიოდი, ვნერვიულობდი, სტუმრებმა ნელ-ნელა მოსვლა დაიწყეს, ჩემმა ნერვიულობამაც უფრო იმატა.
-ჰა არ აპირებ ჩამოსვლას ? (კარები მაიკმა შემოაყო, იქვე გაჩერდა და მომაშტერდა)

-კი კი ეგრე რატო მიყურებ ? რამე ცუდათ მაქ (მე)
-არა არაჩვეულებრივად გამოიყურები (მაიკი)

-წავიდეთ ? (ხელი გამომიწონა)
ღრმად ამოვისუნთქე, ხელი ჩავკიდე და კიბეებისკენ წავედით, ნელა ჩავდიოდით კიბეებზე ყველა ჩვენ გვიყურებდა. ამაზე უფრო ავნერვიულდი.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები (ჯორჯი)
-მადლობა (მე)
ყველა სტუმარს მივესალმე და ელისაბედთან მივედი, მოწყენილი უყურებდა ჯორჯს, ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ მასაც ძაან ეშინოდა იმის გააზრების რომ შეილება არც დაბრუნებულიყო ჯორჯი.
-ულამაზესი ხარ ნინა (ელისაბედი)
-მადლობა, როგორ ხართ (მე)
-კარგად რომ გითხრა დაიჯერებ ? მოდი ამ დღეს ნუ ჩავიშხამებთ, მაიკი მოდის აქეთ (ელისაბედი)
-ყველაფერი რიგზეა ? (მაიკი)
-კი (მე)
-ვიცეკვოთ ? (მაიკი)
-დიდი სიამოვნებით (მე)
მე და მაიკი დარბაზის ცენტრში გავედით და ვალსის ცეკვა დავიწყეთ, ნელ-ნელა სხვა წყვილებიც შემოგვიერთდნენ
-შეიძლება ?(ჯორჯი)
-რათქმაუნდა (ჩემი ხელი გაუწოდა მაიკმა)
მეც ჯორჯს უფრო მივუახლოვდი და მასთან ერთად დავიწყე ცეკვა, ყველა ჩვენ გვიყურებდა.

-შენთან მინდა ლაპარაკი (ჯორჯი)
-გისმენ (მე)
-აქ არა (ჯორჯი)
ხელი მომიკიდა და გასავლელისკენ წამიყვანა, ბაღში გავედით, ჯორჯი წინ და უკან დადიოდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მეუბნებოდა, მე ჩუმად ვიდექი და ვუყურებდი, თითქოს ვხვდებოდი რის თქმასაც აპირებდა, მაგრამ არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი, მეშინოდა მწარე სიმართლის და ამიტომ ჩუმად ვიდექი და ველოდებოდი როდის დაიწყებდა ჯორჯი ლაპარაკს.როგორც იქნა მორჩა ჯორჯი წინ და უკან სიარულს და მომიახლოვდა.
-ნინა, მიყვარხარ. შენ ხარ ყოველი ჩემი მიზეზი, იმედი და ოცნება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა მოხდება ჩვენს შორის მომავალში. ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი დღე ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა და მე მუდამ შენი ვიქნები. (ჯორჯი)
-კი მაგრამ (არ დამამთავრებინა )
-არაფერი თქვა ნინა, სანამ წავიდოდი უნდა მეთქვა (ჯორჯი)
-იქ ჩემს გამო მიდიხარ (ცრემლიანმა ავხედე)
-არა ნინა, შენ არაფერ შუაში არ ხარ, ეს ჩემი მოვალეობა (ჯორჯი)
-ნუ მატყუებ, კარგად ვხვდები ყელაფერს, შენ მშიშარა ხარ და გარბიხარ (მე)
-ნინა გაჩუმდი, შეილება მართალი ხარ, მშიშარა ვარ იმიტო რომ არ ვიბრძოლე შენთვის და მაიკს ადვილად დავუთმე შენი თავი (ჯორჯი)
-შენ ვერ შეცვლიდი ვერაფერს , მე ის მიყვარს (მე)
-მე კი შენ მიყვარხარ, ნინა მინდა რომ ბედნიერი იყო (ჯორჯი)
-არ მინდა რომ წახვიდე (მე)
-ასე აჯობებს დამიჯერე (ჯორჯი)
-მომწერ ? (მე)
-როგორც კი მაგის საშვალება მექნება (ჯორჯი)
-მომენატრები (მე)
-ნინა, ბოლო თხოვნა (ჯორჯი)
-გისმენ (მე)
-გაკოცებ (ჯორჯი
პასუხი არ გამიცია, მივუახლოვდი, უკვე მის სუნთქვას ვგრძნობდი , თითქმის ვაკოცე, მაგრამ გავჩერდი და სევდიანმა ავხედე

-არ შემიძლია (მე)
-იმედია მეც შემიყვარებს ვინმე ისე როგორც შენ მაიკი გიყვარს, ეხლა კი მაპატიე ბარგი მაქ ჩასალაგებელი(ჯორჯი)
გაბრუნდა და ისევ სასახლეში დაბრუნდა, ტვინში ისევ ჯორჯის სიტყვები მიტრიალებდა, მე მას გული უკვე მეორედ ვატკინე.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 888 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-09-11 Spam
male