მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 3 » ჰერმიონ გრეინჯერი
7:44 PM
ჰერმიონ გრეინჯერი
 ♥ Hermione Granger  
ϟ ყველაფერი ჰერმიონის შესახებ ϟ

 





სრული  სახელი : ჰერმიონ ჯინ გრეინჯერი 

თმის ფერი : წაბლისფერი 

სასწავლებელი ფაკულტეტი : გრიფინდორი

სისხლის სიწმინდე : მაგლი (მუქსისხლიანი :დ ) 

მხარე : დამბლდორის არმია , ფენიქსის ორდენი 

პატრონუსი : წავი 

ჯადოსნური ჯოხი : 12 დიუმი , ყურძნის ტოტი 

ოჯახი : მისტერ და მისი გრეინჯერი (სახელები უცნობია)

მეუღლე : რონ უისლი 

შვილები : როუზი და ჰიუგო 



ჰერმიონი დაიბადა 1979 წლის 19 სექტემბერს. 1991 წელს იგი ჩაირიცხა გრიფინდორის ფაკულტეტზე, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლაში.

1995-1997 წლებში ჰერმიონი გრიფინდორის ფაკულტეტის პრეფექტად იყო დანიშნული 1997-1998 წლებში (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები) ჰერმიონი ჰარი პოტერს ჰორკრუქსებისძიებაში ეხმარებოდა, ამიტომ გამოტოვა მთლიანი სასწავლო წელი. თუმცა მან მაინც აანაზღაურა დანაკარგი და შემდეგ წელს დაბრუნდა სკოლაში. 


სწავლის პერიოდში ჰერმიონი გამოირჩეოდა სხვადასხვა სფეროში აქტიურობით. დააარსა შინაურ ელფთა დამოუკიდებლობის აღდგენის მოძრაობა (ედამ) და იყო დაბმლდორის არმიის თანადამფუძნებელი. იგი ასევე იცავდა სხვა ჩაგრულ არსებებს, მაგალითად, ჰაგრიდს ჰიპოგრიფ ბაკბიკის სასამართლო პროცესისთვის დასაცავ სიტყვას უწერდა.

ვოლდემორის საბოლოო დამხობის შემდეგ ჰერმიონმა მუშაობა დაიწყო მაგიის სამინისტროს ჯადოსნურ არსებათა აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტში. მისი ძალისხმევით საგრძნობლად იქნა გაუმჯობესებული შინაური ელფებისა და სხვა მაგიური არსებების ცხოვრება. მოგვიანებით გრეინჯერი გადავიდა სამართლის დეპარტამენტში და მონაწილეობა მიიღო წმინდა სისხლის დასაცავი კანონპროექტების გაუქმებაში.

წიგნის მიხედვით მკითხველს შეუძლია დაასკვნას, რომ ჰერმიონი ნათელი მაგალითია წმინდა სისხლის მითიურობისა, ვინაიდან, მაგლად დაბადებულის მიუხედავად, იგი ავლენს ბევრ დადებით თვისებას. მას დახვეწილი ლოგიკური აზროვნება და გამჭრიახი გონება გააჩნია. დაინტერესებულია ბევრი სასარგებლო საკითხით, როგორიც არის ძველი რუნები და ნუმეროლოგია. მესამე კურსზე (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე) ჰერმიონი, იმ მიზეზით, რომ ჰარის ეხმარება, ვერ ასწრებს ყველა გაკვეთილზე დასწრებას. ამიტომ პროფესორი მაკგონაგელი მას გადასცემს დროის მდევარს. მისი დახმარებით ჰერმიონი ესწრება ყველა გაკვეთილს, რომელთა ჩატარების დრო ერთმანეთს ემთხვევა.

ჰერმიონმა შესანიშნავად იცის მრავალი ჯადოსნური შელოცვა, რისი წყალობითაც რთულ სიტუაციებში არაერთხელ გადაურჩენია თავისი თავიც და მეგობრებიც. მეხუთე კურსზე (ეს პერიოდი აღწერილია წიგნში ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი) მას უკვე შეუძლია ფორმაცვალებადი ჯადოს გამოყენება, რაც მეშვიდე კურსზე ჩასაბარებელი კ.ა.ტ.ა.ს პირობას წარმოადგენს. თავისუფალ დროს ჰერმიონი ხოლმე უთმობს შინაური ელფებისათვის ქუდებისა და წინდების ქსოვას.

ჰორკრუქსების მოპოვება და განადგურება მეტწილად ჰერმიონის დაგეგმილი მუშაობის დამსახურებაა. მან მიიღო წინასწარ ზომები: გამოძახების შელოცვით მოიპოვა წიგნები ჰორკრუქსების შესახებ, რომელიც დამბლდორს არც თუ საიმედოდ ჰქონდა შენახული (ამ წიგნებშივე იყო მოცემული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა განადგურდეს ჰორკრუქსი); მოიმარაგა და პატარა ხელჩანთაში ჩაატია ყველაფერი, რაც მოგვიანებით ხეტიალის დროს გამოადგებოდა სამეულს. ამ ნივთებს შორის იყო: კარავი, წამლები, ყურების დამაგრძელებლები, მრავალწვნიანი სასმელი, ტანსაცმელი და ჰარის სახელგანთქმული უჩინმაჩინის მოსასხამი




ოჯახი : 


წიგნის სიუჯეტის მიხედვით, ჰერმიონი მაგლური წარმოშობისაა. მისი მშობლები არიან მისტერ და მისის გრეინჯერები (მათი სახელები უცნობია). ორივე მათგანი პროფესიით კბილის ექიმია.

მეშვიდე კურსზე ჰერმიონმა თავისი მშობლების უსაფრთხოებაზეც იზრუნა: შეუცვალა მათ მეხსიერება, ისე რომ დაავიწყა საკუთარი სახელი და ის ფაქტი, რომ შვილი ჰყავდათ და საცხოვრებლად ავსტრალიაში გაგზავნა. ასეთი ზომების მიღება მას დასჭირდა სიკვდილის მხვრელებისგან მათ თავდასაცავად.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს ჰერმიონს რონ უისლისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა (განსაკუთრებით, მეექვსე კურსზე, როდესაც რონს ლავანდა ბრაუნი შეუყვარდა), მასთან ურთიერთობა საბოლოოდ ჰოგვორტსისათვის უკანასკნელი ბრძოლის წინ მოაგვარა. მანამდე ადგილი ჰქონდა ორმხრივ ეჭვიანობას: რონი ეჭვიანობდა ვიქტორ კრამზე, ჰერმიონი კი - ლავანდაზე. გაბრაზებულმა ჰერმიონმა ერთხელ, მათი ერთად დანახვისთანავე, რონს დაუშინა ავი ჩიტები, რის გამოც, ამ უკანასკნელს ხელებზე კარგა ხანს დარჩა ნაიარევები.

ჰორკრუქსების საძებნელად ხეტიალის დროს ჰერმიონს რონთან უსიამოვნო ფაქტი შეემთხვა. რონი წაეჩხუბა მეგობრებს და დატოვა ისინი. ჰერმიონა მის წასვლას ძალიან განიცდიდა. ის და ჰარი თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ, როდესაც რონი დაბრუნდა, ჰერმიონს მოულოდნელი რეაქცია ჰქონდა - იგი მივარდა და რონს მუშტებით ურტყამდა. რამდენიმე კვირის მანძილზე მას უისლისთან არც უსაუბრია.

როდესაც ჰოგვორტსისათვის ფინალური ბრძოლის წინ რონს გაახსენდა, რომ არ შეიძლებოდა დაუცველი შინაური ელფების ჰოგვორტსში დატოვება, აღფრთოვანებულმა ჰერმიონმა მას პირველად აკოცა.

წიგნის ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები ბოლოსიტყვაობის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ცოლად რონ უისლის გაჰყვა. მათ ორი შვილი, როუზი და ჰიუგო ეყოლათ. 




 იმედია მოგეწონათ 



კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 1370 | დაამატა: Dragon❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-05-04 Spam
umagresi siaxlea <3
hermioni <33