(მოთხრობის მთავარი გმირი ელენა) -ხვალ უკვე აქ იქნება ) როგორცკი გავიგე ეს სიტყვები გული უცბად გაჩერდა,გავიყინე,გავშეშდი,ხმას ვეღარ ვიღებდი,ღმერთო როგორ მომენატრა.. როგორ უნდა შევხედო თვალებში,როგორ უნდა შევეხო მის სხეულს როცა ვიცი რომ მე მიყვარს,მას კი შეყვარებული ყავს..მომენატრა სიცოცხლეზე მეტად ! სახელი: ელენ გვარი: უილსონი ასაკი: 19 ჰობი: ხატვა,ხატვა,ხატვა დილით ჩემს ოთახში მზის სხივები შემოიჭრნენ და სახეზე მეთამაშებოდნენ,დავიჭყანე და თვალები ძლივს გავახილე ,ზეინი! გავიფიქრე უცებ და სწრაფად წამოვდექი! რამდენიმე წუთი ერთ წერტილს მივაშტერდი მაგრამ მერე გამახსენდა რომ მოსამზადებელი ვიყავი და სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი და დიდი ხანი უყურებდი სარკეში ჩემ ანარეკლს, თან ვფიქრობდი რა მოხდებოდა როცა მას კიდევ ერთხელ დავინახავდი? თავში სულ ეს კითხვა მიტრიალებდა..ჩავიცვი(დააწკაპუნეთ რომ ნახოთ რა ჩაიცვა),ქვევით ჩავედი,არავინ არ დამხვდა ხოდა გასეირნება გადავწყვიტე..მერე ზეინი გამახსენდა.. აუუ ეხლა მთელი დღე სახლში უნდა ვიყოდა ველოდო? კაი ჯანდაბას.. ნოუთბუქი გავხსენი და თვითერზე შევედი,რაღაცეებს ვათვალიერებდი რომ კარებზე დააკაკუნეს .. -ძლივს მოვიდა ეს ქალი რაა ! (მე) ჩავილაპარკე იმ იმედით რომ კარებზე დედა იყო და არ მომიწევდა მეთელი დღე სახლში ყურყუტი.. კარები გავაღე დაა..
ისევ იმ ნაცნობმა თვალებმა შემომანათეს,ისევ ის ღიმილი ჩავიდა ყველა გულის წერტილში,ისევ აფრინდა ყველა ჩიტი ჩემს მუცელში.. ისევ ისე ძლიერად ფეთქავდა გული როგორც ადრე.. თითქოს სადაცაა გამისკდებაო ! კიი ის იყო,ზეინი ისევ ჩემს წინ იდგა და თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა..მინდოდა მეთქვა თუ როგორ მომენატრა და მაგრად ჩავხუტებოდი მაგრამ მე პარალიზებული ვიყავი,თითქოს რაღაცამ მიმაჯაჭვა იმ ადგილს და ვეღარ ვმოძრაობდი,ტუჩებზეც რაღაც ლოდები ჩამომაწვა და ვერაფერს ვამბობდი.. -ბუუ მომენატრე..(ზეინი) ის ისევ ასე მეძახის ღმერთო.. ის ისევ ბუუს მეძახის -მეც ძალიან მართლა (მე) მაშ ჩაეღიმა და ჩემსკენ მოიწია,მეც გავშალე ხელები და მაგრად ჩავეხუტე..მასაც ისე უძგერდა გული როგორც მეე,მისი გულის ძგერა ყურში მელოდიად ჩამესმოდა ! .. გადიოდა დღეები,ზეინი ისე მიყურებდა როგორც ბავშვობის მეგობარს მე კი ის უფრო ძლიერად მიყვარდებოდა..ყოველ დღე როცა ზეინის ტელეფონზე პერი რეკავდა ჩემი გული ათასობით ნაწილად იგლიჯებოდა,მინდოდა იმ მომენტში მეყვირა,მეტირა მაგრამ ამის მაგივრად მხოლოდ ვიღიმოდი..
-ბუუუ ! ბუუ ! შემოვარდა ყვირილით ზეინი ოთახში,რაღაც არაბუნებრივად მხიარული მეჩვენებოდა და ძალიან ძალიან გახარებული.. -იციი როგორი გახარებული ვარრ (ზეინი) ლაპარაკობდა და იკრიჭებოდაა.. -რა ხდება? (მე) ვკითხე სიცილნარევი ხმით.. -რადაა ჩემი პერუსია ჩამოდის,ჩემი ყველაფერი ხოდა წვეულებას ვუწყობ,ხო დამეხმარებიი? როცა ეს სიტყვები თქვა ვერ გეტყვით რა დამემართა,უბრალოდ მოვკვდი,თითქოს გულში ცივი ისარი გამირჭეს,ამტკივდა..ამეწვა..გული ამეწვა.. ზეინი კი ღიმილიანი სახით ელოდა ჩემგან პასუხს.. -აბა რას ვიზავ (მე) ვუთხარი და ძალით გავუღიმე,მადლობა მომიხადა და მაგრად ჩამეხუტა,მე კი თვალები ბლანტი სითხით მევსებოდა,არ მინდოდა ეს ზეინს დაენახა ამიტომ ვუთხარი რომ უნდა გამომეცვალა.. როგორცკი გავიდა მწარედ ავტირდი,ლოყები სველდებოდა და სველდებოდა მაგრამ რა უნდა მექნა ავდექი,გავემზადე და ქვევით ჩავედი ! ვცეკვავდი,ვსვავდი,ვეწეოდი.. დღეს ხომ ჩემთვის ყველაზე უბედური დღე იყო ! გარშემო მიმოვიხედე ზეინი და პერი ერთად ცეკვავენ,ყველა ერთობა.. ფეხზე აშკარად ძლივს ვიდექი უკვე ისეთი მთვრალი ვიყავი.. ცოტახანში ზეინი ჩემსკენ წამოვიდა ჭიქით თან სვამდა..ისიც კარგი მთვარლი იყო..სიცილნარევი ხმით მითხრა ზემოთ ხომ არ ავსულიყავით? მე დებილიც დავთანხმდი.. ოთახში როგორცკი ავედით ზეინმა კოცნა დამიწყო..მე წინააღმდეგობასაც არ უწევდი ისე დავეცით საწოლზე ამ დროს კი..პერი ! პერიმ როგორცკი დაგვინახა მაშინვე გავარდა,ზეინიც უცებ გამოფხიზლდა და მას გაეკიდა,შეჩერებას შევეცადე მაგრამ ხელი მკრა..
გავიდა 2 დღე და ზეინი არ შემხმიანებია,როგორც გავიგე პერის შეურიგდა..ამაზე ფიქრი აღარ მინდოდა იმიტომ რომ უკვე ვგიჟდებოდი,ვიშლებოდოდი ჭკუიდან ! ახლაც ოთახში ვარ ჩაკეტილი და ცრემლები მომდის,სიგარეტს ვეწევი და ვფიქრობ რატომ? რატომ ის და არა მე..კარები გაიღო და შემოვიდა,ის შემოვიდა.. თვალები ისე აღარ უნათებდა,ღიმილიც სევდიანი და არაფრის მომცემი.. -იცი.. დაიწყო მაგრამ გავაწყვეტინე -ზეინ ვიცი..ახლა კი შეგიძლია წახვიდე.. ცოტახანი თავჩაღუნული იდგა მაგრამ მერე გაბრუნდა,კარებთან შემობრუნდა და მითხრა -დავბრუნდები ! შენთვის.. ეს სიტყვები გულში უშნოდ ჩამრჩა.. უკვე გავიდა თითქმის ნახევარი წელი და ეს სიტყვებიც გადამავიწყდასავით მაგრამ ის კოცნა მუდამ თავს მახსენებდა,ის მწარე დღე მაინც ყოველთის თან დამყვებოდა..ახლა უკვე სხვანაირი ვარ.. თავში ჩაკეტილი სულ სხვანაირი..ერთ დღეს კარებზე კაკუნი გავიგე გამოვაღე და ისს კი ეს ნამდვილად ის იყო ისევ ის გრძნობა დამეუფლა რომელიც ერთი წამითაც არ განელებულა იმ ამბის მერე..თავში მხოლოდ ის სიტყვები მიტრიალებდა დავბრუნდები შენთვის ! ვუყურებდი და მეღიმებოდა.. ის დაბრუნდა,ჩემთვის ეს რა ვიბოდიალე მეთვითონაც არ ვიცი .. :დ :დ პროსტა რაა
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:778 | დაამატა:Belieber❤ | რეიტინგი:5.0/2