მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » ჰარი პოტერი – პრიკველი [წაკითხვა][ქართულად]
10:46 PM
ჰარი პოტერი – პრიკველი [წაკითხვა][ქართულად]
ჰარი პოტერი - პრიკველი


არანორმალური სიჩქარით მიმავალმა მოტოციკლეტმა ისე სწრაფად მოუხვია სიბნელეში, რომ ორივე პოლიციელს, რომელიც მას მანქანით მისდევდა, აღმოხდა: 'ვაუ...". სერჟანტმა ფიშერმა უზარმაზარი ფეხით დააწვა მუხრუჭებს, იმ შიშით რომ უკან მჯდარი ახალგაზრდა მისი ბორბლების ქვეშ მოყვებოდა. თუმცა მოხვევისას მოტოციკლეტს არც ერთი "მხედარი" არ ჩამოუგდია, მან მხოლოდ გაიელვა და შესახვევში გაუჩინარდა.
- ისინი ჩვენს ხელთ არიან! - მხიარულად იღრიალა კონსტებელმა ანდერსონმა. - ეს ჩიხია!
ფიშერი აწვებოდა საჭეს და მანქანიდან ბოლო წვენს წურავდა, მაშინ როდესაც შესახვევში უხვევდა და დევნის ალიაქოთში მანქანის გვერდებს საღებავს აცლიდა.
და აი მანქანის "ნათურების" შუქში უკვე გამოჩნდა მათი მოტოციკლეტზე მჯდარი მსხვერპლი, რომელიც თხუთმეტწუთიანი დევნის შემდეგ როგორც იქნა გაუნძრევლად იდგა მათ წინ. "მხედრები" ხაფანგში იყვნენ მოქცეულნი, აგურის მაღალ კედელსა და პოლიციის მანქანას შორის, რომელიც ახლა მიიპარებოდა მათკენ, როგორც თვალებანთებული ნადირი.
მანქანასა და შესახვევის კედლებს შორის იმდენად ცოტა ადგილი იყო რომ ფიშერსა და ანდერსონს ცოტაოდენი წვალება მოუწიათ, იმისათვის რომ მანქანიდან გარეთ გადმოსულიყვნენ. მათ მოუწიათ ფრთხილად, გვერდულად ეფოფხათ დამრღვევებისაკან, რამა
ც შელახა მათი თავმოყვარეობა. ფიშერი მიათრევდა თავის სოლიდური ზომის მუცელს კედელზე და თან ღილებს აძრობდა პერანგს და ბოლოს მანქანას გვერდითა სარკე მოტეხა, მეხუთე წერტილით.
- ჩამოდით მოტოციკლიდან! - დაუყვირა მან მომღიმარ ბიჭებს, რომლებიც თბებოდნენ კაშკაშა, ლურჯი შუქის სხივებში, თითქოს ის მათ სიამოვნებას ანიჭებდა.
მათ შეასრულებს ბრძანება. როგორც იქნა ფიშერი მოსწყდა მოტეხილ სარკეს და შეხედა მათ. 18-19 წლისა ჩანდნენ. მძღოლს გრძელი, შავი თმა ჰქონდა. მისი მიმზიდველობის და იმის გამო თუ როგორ ამაყად გამოიყურებოდა ის, ფიშერს თავისი ქალიშვილის შეყვარებული გაახსენდა, უსაქმური გიტარისტი. მეორესაც შავი თმა ჰქონდა, მაგრამ მოკლე და ის ყოველმხრივ იწევდა. მას სათვალე ეკეთა და ყურებამდე ღიმილი ედო სახეზე. ორივე ერთნაირ მაისურში იყო, რაღაც ოქროსფერი ჩიტი ეხატა, რომელიც ეჭვგარეშე რომელიმე როკ-ჯგუფის სიმბოლო იყო, რომელიც მელოდიამოკლებულ, დამაყრუებელ სიმღერებს უკრავდა.
- ჩაფხუტების გარეშე! - დაიყვირა ფიშერმა, თან ხან ერთ ხან მეორე დაუფარავ თავზე მიუთითებდა. - სიჩქარეს აჭარბებთ... თან ძალიან! (სინამდვილეში ფიშერის "აპარატმა" გაცილებით უფრო დიდი სიჩქარე აჩვენა ვიდრე ფიშერი მოელოდა, და ვიდრე მოტოციკლეტებს
შეეძლოთ ეარათ.) არ ჩერდებით პოლიციის მოთხოვნით!
- ჩვენ სიამოვნებით შევჩერდებოდით და დაგელაპაკებოდით, - თქვა სათვალიანმა, - მაგრამ ჩვენ ვცდილობდით...
- ნუ გენიოსობთ... თქვენ ძალიან ცუდ ამბავში მოყევით, ორივე! - იღრიალა ანდერსონმა. - სახელები!
- სახელები? - გაიმეორა გრძელთმიანმა მძღოლმა. - ემმ... მოდი დავფიქრდეთ. უილბერფორსი... ბატშება... ელვენდორკი...
- ისაა ამ სახელში კარგი რომ ბიჭსაც შეგიძლია დაარქვა და გოგოსაც, - დაამატა სათვალიანმა.
- ააჰ... ჩვენი სახელები? - იკითხა პირველმა, როდესაც ანდერსონმა სიბრაზისგან რაღაც გაურკვეველის ბუტბუტი დაიწყო. - თავიდანვე ასე გეთქვათ! ეს ჯეიმს პოტერი, მე კი სირიუს ბლეკი ვარ!
- შენ კი ახლა სერიოზულად ცუდად გექნება საქმე, პატარა "ნაგლო"...(ორიგინალში ეს რეპლიკა დაფუძნებულია სიტყვების თამაშზე, რომლის გენიალურობა თარგმანში ვერ გადმოიცემა ამიტომაც ორიგინალსაც გთავაზობთ:
-Things'll be seriously black for you in a minute, you cheeky little.)
მაგრამ არც ჯეიმსი და არც სირიუსი მას არ უსმენდა. ორივე მათგანი უეცრად გაიმართა, როგორც სამონადირეო ძაღლი, აიხედეს ზემოთ, სიბნელეს ჩააცივდნენ. შემდეგ ერთნაირად ჩაიყეს ხელები ჯიბეებში.
უეცრად ორივე პოლიციელმა წარმოიდგინა, რომ მათ პისტოლეტებს უშვერდნენ, მაგრამ ერთი წამის შემდეგ მათ დაინახეს რომ ახალგაზრდებმა ამოიღეს მხოლოდ...
- დრამის ჯოხები? - "გაიხუმრა" ანდერსონმა. - თქვენ იუმორისტები ხართ, ხო? ესეიგი, თქვენ დაკავებულები ხართ...
მაგრამ ანდერსონმა მაინც ვერ მოახერხა დაკავების მი
ზეზის დასახელება. ჯეიმსმა და სირიუსმა რაღაც გაუგებარი ჩაიბუტბუტეს და შუქმა მოძრაობა დაიწყო.
პოლიციელები მობრუნდნენ და შემდეგ უკან გაიწივნენ. ალეის გასწვრივ მიფრინავდა - მართლაც მიფრინავდა - სამი ადამიანი ცოცხებზე... და ამავე დროს პოლიციის მანქანა აიწია...
ფიშერს ფეხები აებლანდა და ის სწრაფად დაჯდა, ანდერსონი კი ფიშერს დაეცა, მაშინ როდესაც ბახ!...ტკაც!... მათ გაიგონეს, თუ როგორ დაეჯახა ის სამი მანქანას და ძირს დაცვივდნენ, როგორც ჩანს გონებადაკარგულები, მათ გვერდით კი ცოცხების ნამტვრევები ცვიოდა.
მოტოციკლი ისევ დაიქოქა. პირღია ფიშერმა ძალა მონახა და ახალგაზრდებს შეხედა.
- დიდი მადლობა! - ხმაურს შორის დაიყვირა სირიუსმა. - თქვენ მოვალეები ვართ!
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა! - თქვა ჯეიმსმა. - და არ დაგავიწყდეთ: ელვენდორკი! ორივე სქესისთვის!
გაისმა რახუნი, რომლისგანაც მიწა ორყეოდა, ფიშერი და ანდერსონი შიშისგან ერთმანეთს მოეხვივნენ. - მანქანა ისევ მიწაზე დავარდა. ახლა მოტოციკლი აიწია ჰაერში. პოლიციელებმა ძლივს დაუჯერეს თავის თვალებს, როდესაც ის მათ წინ აიწია ჰაერში: ჯეიმსი და სირიუსი შორს მიფრინავდნენ ღამის ცაში, უკანა შუქი კი ბრწყი
ნავდა როგორც რუბინი.






კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 760 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-12-06 Spam
Megi Gode, nano vekua, Anna Papiashvili, sopo sanaia, madloba :*