მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & Gabbana, Gucci, Versace, Esprit, Calvin Klein, Guess და სხვა.
17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იანი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.
2009 წელს იანმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.
2009 წლის ივნისშI იანი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.
პირადი ცხოვრება
2004 წლის იანვრიდან იანი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.
2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ამჟამად დანიშნულია კოლეგა ნინა დობრევზე.
ქველმოქმედება
მსახიობი თავის კოლეგებთან Candice Accola-თან და Michael Trevino-თან ერთად მხარს უჭერს It Gets Better Project, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს თვითმკვლელობა ახალგაზრდებში.
იანმა სხვადასხვა ინტერვიუებში და ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ დააარსა იან სომერჰოლდერის ფონდი, რომელიც ასწავლის ხალხს გარემოსა და ცხოველების დაცვას.
" Happy Birthday To You
Happy Birthday To You
Happy Birthday Dear Ian ..
Happy Birthday To You "