მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 20 » Happy Birthday Candice Swanepoel
1:21 PM
Happy Birthday Candice Swanepoel
♥ Happy Birthday ♥
♥ CandicSwanepoel 
20 ოქტომბერი _ კენდის სვეინპოლის დაბადების დღე 
ფაქტები, ფოტოები,ანიმაციები 
 
 
აიაფანი ულოცავს კენდისს დაბადების დღეს !!

ფაქტები

  • კენდის სვეინპოლის აღმასვლა პოდიუმზე კონკიას ზღაპარს ჰგავს. ლამაზი, გრძელფეხება და მაშინ ჯერ კიდევ ნორჩი კენდისი სამოდელო აგენტმა შენიშნა, როდესაც სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში ბაზარში დასეირნობდა. 

  • სწორედ ასე შეძლო 15 წლის გოგონამ, რომელიც უმამოდ იზრდებოდა და პრაქტიკულად საარსებო წყაროს გარეშე იყო, ნამდვილი მოდელი გამხდარიყო, უკვე 16 წლისას კი 5000 ევროს უხდიდნენ დღეში. კენდისს მალე უწოდეს სამხრეთაფრიკელი კეიტ მოსი. 

  • ამბიციებიც გაუჩნდა და მოუნდა, კიდევ უფრო დახვეწილიყო და უამრავ მოდელს შორის გამორჩეულიყო. დღეს ის ტოპმოდელია, "ვიქტორია სეკრეტის" ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი "ანგელოზი". 2011 წელს კი კენდისი მე-10 ადგილზე გავიდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის - წელიწადში 3 მლნ დოლარით. 

  • კენდისმა ინტერვიუში აღიარა, რომ ყოველთვის სულაც არ იყო ლამაზი. "დიდხანს მეტისმეტად გამხდარი ვიყავი. ჩვიდმეტი წლისამ მივიღე შედარებით ქალური ფორმები. კიდევ, კბილებზე ბრეკეტებს ვატარებდი... ერთი სიტყვით, საძაგელი იხვის ჭუკი ვიყავი!" 

  • სამაგიეროდ, ახლა ისეთი მშვენიერია, რომ სხვა გოგონებსაც აძლევს რჩევებს, როგორ იყვნენ ლამაზები და თავდაჯერებულები. კიდევ, როგორ გამოვიდნენ კარგად ფოტოებზე. 

  • აი, რამდენიმე რჩევა 24 წლის კენდისისგან: 

  • "აიღეთ თქვენი ფოტო და ყურადღებით შეხედეთ. გადაწყვიტეთ, სახისა და სხეულის რომელი ნაწილია ყველაზე უკეთესი და შემდეგ ჯერზე აქცენტი სწორედ მასზე გააკეთეთ". 

  • "კამერის წინ გამართული თუ დგახართ, ეს თვითმკვლელობას უდ­რის. ოდნავ მოეშვით, თავისუფალი პოზა მიიღეთ". 

  • "არ დაგავიწყდეთ ბიუსტჰალტერის ამბავი. დეკოლტეს მომგებიანად ხაზგასმული ზონა ყველაზე სწორი საშუალებაა, ყურადღება მიიპყროთ. ოღონდ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ!" 

  • "თუ ზიხართ, სკამის ნაპირზე ჩამოჯექით, თორემ ფოტოზე "სკამში "დაიკარგებით". 

  • "ღია ფეხსაცმელი აირჩიეთ - ის ფეხებს აგრძელებს". 

ფოტოები,ანიმაციები 

  
  
  
  
  
 
 
 
 
 
 
 

კატეგორია: ♥ Birthdays | ნანახია: 1004 | დაამატა: PerfectlySelly | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2013-10-20 Spam
Didi madloba ♥