მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 29 » Halloween !! <3
7:46 PM
Halloween !! <3

უძველეს დროს თანამედროვე ინგლისის, ირლანდიის და სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორია დასახლებული იყო კელტებით. წელიწადს ისინი ორ სეზონად ჰყოფდნენ: ზაფხული და ზამთარი. კელტები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და ეთაყვანებოდნენ მზეს, რომელიც მათი აზრით ყოველ ზამთარს იმყოფებოდა სამჰეინის, ბნელეთის და გარდაცვლილთა სულების მბრძანებლის, ტყვეობაში. 
სწორედ ამ დღეს ძველი კელტები აღნიშნავდნენ სამჰეინისადმი მიძღვნილ თავიანთ მთავარ დღესასწაულს. ეს დღე აღნიშნავდა მოსავლის აღების დასრულებას და ახალი წლის დადგომას. წლის დასასრულს ისინი სიმბოლურად უკავშირებდნენ ახალი სიცოცხლის დაწყებას. ლეგენდის მიხედვით, თეთრი უდაბნო, სადაც სამჰეინი ცხოვრობდა, უჩვეულოდ ლამაზი იყო. 31 ოქტომბერი - კელტებს სწამდათ, რომ სწორედ ამ დღეს აღებდა კარიბჭეს სამჰეინი წარსულიდან მომავალში...ზაფხული იცვლებოდა ზამთრით, დღე ღამით, სიცოცხლე სიკვდილით და ქრებოდა ყოველგვარი ზღვარი მატერიალურსა და ზებუნებრივ სამყაროებს შორის.ეს ის დღეა, როდესაც შეშფოთებულ სულებს, დემონებს და სხვა მისტიკურ არსებებს ადვილად შეუძლიათ მატერიალურ სამყაროში შეღწევა. სწორედ ამიტომ ხალხი ცდილობს, შეიმოსოს ისე, რომ დაემსგავსოს ბოროტ სულებს და ამით მათ თავგზა აურიოს. 
 
ჰელოუინთან დაკავშირებით ბევრი თამაში და ტრადიცია არსებობს, მათ შორის არის თამაში სახელად ”გაუმასპინძლდი, თორემ ინანებ”:) ბავშვები დაჟინებით აკაკუნებენ სახლის კარზე და სახლის მეპატრონე ვალდებულია, გაუმასპინძლდეს მათ ტკბილეულით, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე დილით შეიძლება ”ბოროტი სულების” მიერ დამტვრეული კარის სახელური აღმოაჩინოს. 
ჰელოუნის აუცილებელი დეტალია გოგრა-ფანარი.გოგრის დამზადების წესი: ”მსხვერპლ” გოგრას ახადეთ თავის ქალა თუ თქვენ პროფესიით ექიმი ხართ ან მოაძრეთ სკალპი იმ შემთხვევაში თუ წარმოშობით ინდიელი ბრძანდებით. გოგრის შიგთავსი ამოიღეთ ყველა შესაძლო საშუალებით იქნება ეს კოვზი, დანა თუ საკუთარი ხელები. შემდეგ გადადით ისეთ შემოქმედებით ნაწილზე, როგორიცაა თვალების,, ცხვირის და პირის ამოჭრა. რაც უფრო ბოროტი გამომეტყველება ექნება თქვენს გოგრა-ფანარს, მით უფრო ადვილი იქნება ბოროტი სულების დაფრთხობა ამ უსაშინლეს საღამოს. საბოლოოდ გოგრის შიგნით მოათავსეთ ანთებული სანთელი და დააბრუნეთ ამძვრალი ”სკალპი” თავის ადგილას და გოგრა-ფანარი მზადაა. 
გადავიდეთ მზადების შემდეგ ეტაპზე. ჩაიხედეთ სარკეში, რაც უნდა ცუდად გამოიყურებოდეთ და უკმაყოფილო იყოთ საკუთარი გარეგნობით, გრიმის გარეშე მაინც ვერ გახვალთ. თუ თქვენ არც საცირკო სასწავლებელში სწავლობთ და არც გრიმზე მიგიწვდებათ ხელი, მოგიწევთ, ისარგებლოთ დეკორატიული კოსმეტიკით ან გუაშით.მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას და აირჩიეთ სახე, რომელიც უფრო მოგწონთ: კუდიანი, დრაკულა,მკვდრეთით აღმდგარი, მაქცია, მოჩვენება, ყვავი, მუმია ან სულაც ჰამლეტის მამის აჩრდილი :). 
თუმცა, გახსოვდეს, მოჩვენებავ!  3-4 საათის შემდეგ მაკიაჟი შეხმობას დაიწყებს, დაიბზარება, ჩამოიფშვნება და იმისთვის, რომ დილით სასწავლებელში ან სამსახურში კიდევ უფრო საშინელი გამომეტყველებით არ წახვიდეთ, დიდი შრომა მოგიწევთ. 
და ბოლოს! დილით თუ თქვენ საკუთარ თბილ ლოგინში გაიღვიძებთ, ე.ი. ჰელოუნის საღამომ წარმატებით ჩაიარა და თქვენ მოახერხეთ ბოროტი სულებისგან თავის დაღწევა... ყოველ შემთხვევაში მომავალ წლამდე. 
__________________________________________________________________________________________________
ბავშებო იხდით ჰელოუინსს ?? :))


daamowma:-NiniKunnam
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 839 | დაამატა: Anniee♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2012-10-30 Spam
არა არ ვიხდი :დ კაი სიახლეა <3