მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » გველის წელი
12:27 PM
გველის წელი
Snake'S Year 
მიმოვიხილოთ გველის წლი 
რამდენად წარმატებული ინქება ეს წელი ჩვენთვის?!

სანამ 2013 ის ზოგად პროგნოზზე და წლის მოსალოდნელ შედეგებზე დავწერდეთ, მოდით ჯერ გავეცნოთ როგორები არიან ზოგადად გველის წელიწადს დაბადებული ადამიანები და დაახლოებითი წარმოდგენა შევიქმნათ იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ მომდევნო წლისგან - 2013 წლის წყლისფერი გველის, სიბრძნის წელიწადის მიმოხილვაასტროლოგია.ჯი-სგან 


თუ ქრისტიანულ ქვეყნებში გველი ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, აზიის ქვეყნებში, თავისი სიბრძნისა და მტკიცე ნებისყოფის გამო, მას დიდ პატივს მიაგებენ. 


მამაკაცი-გველი სენტიმენტალური და სასიამოვნო ადამიანია, აქვს კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა, ხოლო ქალი-გველი მშვენიერია და ხშირად სარგებლობს წარმატებით თავისი სილამაზის გამო. აღმოსავლეთში, როდესაც კომპლიმენტის გაკეთება სურთ, ქალს გველს ადარებენ. 


გველის ნიშნის ადამიანები ელეგანტურად იმოსებიან. ამ ნიშნის ქალები დახვეწილ აქსესუარებზე გიჟდებიან. არ უყვართ ფუჭად საუბარი. გველი ღრმად მოაზროვნეა. ის ინტელექტუალი ფილოსოფოსია, ბრძენია, თუმცა თავისუფლად შეეძლო იოლად გასულიყო ამ თვისების გარეშეც, ვინაიდან ბრწყინვალე ინტუიცია აქვს. თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის. გველი უფრო საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს უჯერებს, ვიდრე ფაქტებს, საკუთარ, თუ სხვათა გამოცდილებას. მას, თითქოს და მეექვსე გრძნობა აქვს. 


გველი გაბედულად ამთავრებს დაწყებულ საქმეებს, სძულს მარცხი და თუმცა ბუნებით მშვიდია, გადაწყვეტილებებს სწრაფად ღებულობს. მიზნის მისაღწევად მასდედამიწის გადაბრუნება შეუძლია. ის ცუდი მოთამაშეა. 


გველს არ უყვარს არაფრის გასესხება, თუმცა თუ ვიმე მოსწონს, არასდროს იტყვის დახმარებაზე უარს. მართალია ფულით არ დაეხმარება, სამაგიეროდ თავს არ დაზოგავს მისთვის. მაგრამ თითქმის ყოველთვის უკიდურესობებში ვარდება, რადგან მისი კეთილი ნება - დაეხმაროს სხვებს ხშირად მთლიანად მოიცავს მას. გველს მიდრეკილება აქვს გაზვიადებისადმი, და თუ ვინმეს დაეხმარა, შემდეგ აკვიატება ემართება, რის გამოც უფრო შემაწუხებელი ხდება, ვიდრე სასარგებლო. მას ინსტინქტი კარნახობს, რომ შემოეხვიოს გარს მას, ვისი ,,გადარჩენაც სურს,,, ზოგჯერ - დაახრჩოს კიდეც. ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ ამ ნიშნის ადამიანს მიმართავდეთ დახმარების სათხოვნელად, რადგან შესაძლოა ეს მომავალში სანანებლად გაგიხდეთ. 


რაც შეეხება ფულს, ამაში ამ ნიშნის ადამიანებს უმართლებთ. გველს არ სჭირდება ზედმეტად ამ საკითხზე ნერვიულობა, ის ყოველთვის ადვილად მოიძიებს საჭირო თანხას, როდესაც დასჭირდება. სიბერეში გველი ხშირად ძუნწი ხდება. 

გველს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არაა დაკავშირებული რისკთან, თუნდაც ბევრი მუშაობა უწევდეს. მიუხედავად ამისა, გველი ზარმაცია. 


სიყვარულში პარტნიორს თავად ირჩევს, შეუწყნარებელი და ეჭვიანია მაშინაც კი, როდესაც პარტნიორი უკვე აღარ უყვარს. როგორც წესი, პარტნიორს უზღუდავს მოძრაობის თავისუფლებას, განსაკუთრებით ეს კაც-გველებს ეხებათ. 


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც ართულებს მათ ცხოვრებას. თუ ისინი თავიანთ მონდომებასა და ყველაზე ფაქიზ გრძნობებს საკუთარი ოჯახისკენ მიმართავენ, მათი ცხოვრება ბევრად უღრუბლო და უპრობლემო იქნება. ეს მათი მტკივნეული ადგილია. გველი ცდილობს "დააბას" პარტნიორი ყველა საშუალებით, ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა დიდი, მრავალრიცხვოვანი ოჯახის შექმნა. 

გველი ბედნიერი იქნება ხარის წელში დაბადებულ ადამიანთან, რომელიც სიამოვნებით მისცემს უფლებას დაეუფლოს მას, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ხარს ექნება გადამწყვეტი როლი ოჯახში. 


გველისა და მამლის ორთაბრძოლა, თუ ისინი უკვე დაქორწინებულნი არიან, მეგობრობენ ან საერთო საქმე აქვთ, წარმატების მომტანი იქნება ორივესთვის, რადგან მათი ნაკლოვანებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ღორის წელიწადში დაბადებული ადამიანი ნამდვილად ცოდო იქნება, თუკი გველის ხელში მოხვდება, ვინაიდან ის დაპყრობილი, სრულიად პარალიზებული აღმოჩნდება გველის მიერ. გველისთვის დაუშვებელია საკუთარ ცხოვრებაში ვეფხვის შემოშვება, ვინაიდან ვეფხვი, დამანგრეველია. 
გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანთა ცხოვრების პირველი ეტაპი მშვიდად და უპრობლემოდ გაივლის. საყურადღებოა ცხოვრების ბოლო ფაზა. სწორედ ამ დროს, მის სენტიმენტალურ და მგზნებარე ხასიათს, თავგადასავლებისადმი სიყვარულს მისთვის ცუდი როლის თამაში შეუძლია მაშინაც კი, როდესაც მას თავისუფლად შეეძლო მშვიდი სიბერე ჰქონოდა. ყვლაფერი შეიძლება შეიცვალოს იმის და მიხედვით, თუ როდის დაიბადა კონკრეტული ადამიანი: დღისით თუ ღამით, ზაფხულში თუ ზამთარში და როგორი ამინდი იყო იმ დღეს. 


მას მხოლოდ სითბო უხდება, ვერ იტანს სიცივეს, ნალექს. ამიტომ უფრო გაუმართლებს მათ, ვინც დაიბადა ზაფხულის ცხელ დღეს, რომელიმე ტროპიკულ ქვეყანაში, ვიდრე მათ, ვინც დეკემბრის ცივ ღამესაა დაბადებული. გველის წელიწადში დაბადებულ ადამიანთა ცხოვრება იმდენად დამოკიდებულია ამინდზე, რომ თუკი ადამიანი ქარიშხლიან დღეს დაიბადა, შესაძლოა მთელი ცხოვრება საფრთხეში იყოს. 


დაამოწმა:Gossip♥Smile
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 749 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-01-02 Spam
ჩემი წელია და კარგი როგორაა ? tongue
კარგი ნიუსია. smile