მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » Guys And Girl
5:22 PM
Guys And Girl
GuyAnd Girl
ეს სიახლე ყველას დააინტერსებს..
ფაქტები გოგონებისა და ბიჭების შესახებ,რჩევები
 და სხვა უამრავი სიახლე თქვენთვის.. 
იმედი მაქვს მოგეწონებათ!..♥ )
კომენტარი არ დაგავიწყდეთ... ♥))

სანამ სიახლის დათვალიერებას დაიწყებდეთ..მინდა შემოგთავაზოთ ორი სიმღერა ..რომელიც თქვენ გინდათ ჩართეთ და მოუსმინეთ..პირველი უფრო მხიარულია..მეორე არაა მხიარული.. მხოლოდ მომწონს და იმიტომ ჩავსვი სიახლეში..
♡ ♡ ♥ ♥ ♥ ♡ ♡
მე შენ გაჩუქებ იმ ლამაზ დილას როცა ბავშვის ცრემლები წააგავს წვიმას,შენ მომილოცავ ამოსვლას მზისას და ჩუმად მერტყვი: მე ეს ცხოვრება სულ შენთვის მინდა !
♥ - მე მიყვარდა ძლიერ, ძლიერ, მას კი არა.... მის ნახვაზე ცას ვწვდებოდი, ის კიარა..... გამარჯობას რომ მეტყოდა, თვალს ნათელი მადგებოდა, მას კი არა....მაგრამ განვლო დრო ტიალმა, ყველაფერმა ჩაიარა, ერთხელ შემხვდა ის ქუჩაშინაღვლიანი, მას ვუყვარდი, მე კი აღარ..... 

♥- ჩემთვის მნიშვნელოანი ადამიანები-ჩემს აზრებშია, ჩემთვის ძვირფასი-ჩემს სულში, ჩემთვის საყვარელი ადამიანები- ჩემს გულში, შენ კი სამჯერ გაგიმართლა...
♥- არ შეიყვარო , გაუშვი უყვარდე .. რომ ფასი იცოდნენ .. არ იტირო , ატირე .. რომ მიხვდნენ ვინ დაკარგეს ... 
♥- არრა რა იყავ და გაგკიცხავს მთელი თაობა! მეც გამკიცხავენ რომ მიყვარდა არარაობა! შექსპირი
♥- არ შემეჩვიო! შორზე კიდევ უფრო შორი ვარ, რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით, ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს, არ შემეჩვიო, სანამ დროა, ნუ შემეჩვევი!
♥- დავშორდით... შეიცვალა ყველაფერი, შეიცვალა გარემო, ფერები, ხალხი... ჩემი შენდამი გრძნობებიც. პირველ რიგში შევიცვალე მეც მაგრამ შენ ისევ იმ ბიჭად დარჩი, რომელიც დღემდე მეხვეწებa შერიგებას მაგრამ შენივე ნათქვამ სიტყვებს გიმეორებ და ვიღიმი:,,დამთავრდა!!!
♥- მე ეხლა შენი წარსული მქვია არ დავბრუნდები,თუნდაც კვდებოდე... როდის ყოფილა ნასროლი ტყვია კვლავ თოფის ლულას უბრუნდებოდეს.. 
♥- სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.
♥- მე შემეძლო მთელი ჩემი სამყარო სენში ყოფილიყო, მაგრამ მე მხოლოდ შემეძლო .. 
♥- თვალებიც რაგაც სევდიანი გამიხდა,უინტერესო გამომეტყველება , არაფრის მთქმელი,სახეც გამიფერმკრთალდა , ღიმილიც დამავიწყდა .. ღიმილი შენ რომ ასე გიყვარდა ..
♥- მხოლოდ მაშინ მენატრები როდესაც ვთვრები .. მაიცა , მაიცა ,მაიცა,ესეიგი რა გამოოდის , ლოთი ვარრ ?? წატიი შენიი !! 
♥- როცა კვდებოდა, მას ერთი სურვილი ჰქონდა, საფლავის ქვაზე დაბადების თარიღის ნაცვლად მისი გაცნობის წელი დაეწერათ,რადგან მანამდე მას არ უცხოვრია !
♥- ზოგჯერ ჩემი ღიმილი კუბოზე დაგდებულ თაიგულზე უფრო სევდიანია . . .
♥- როცა საკუთარ თავს არწმუნებ, რომ ის არ გიყვარს, სწორედ მაშინ ხარ შეყვარებული!
♥- იმისათვის რომ გაიგო გჭირდება თუ არა ადამიანი,საჭიროა ერთხელ მაინც დაკარგო ის... მე დაგკარგე და მივხვდი, რომ არც არასოდეს მჭირდებოდი . .
♥- თურმე ყველაფერს ამ ქვეყანაზე .. დაკარგვის მერე ეძლევა ფასი !
♥- ღამეა .. სიჩუმე .. სევდა და ალერსი .. ნატკენი გული და ჩაშლილი გეგმები .. უსულო სხეული .. სევდა და ცრემლები .. რომლებიც ამბობენ .. "მოვა დრო შეგხვდები"
♥- არ გაიხსენო არც ერთი ფრაზა, რაც ჩვენ ორს შორის წააგავს ნათქვამს, 
არ გამაგონო გამიშვი გავალ, აღარ შეწუხდე, მე თვითონ წავალ ..
♥- მე ჩემი გრძნობა მიყვარს და არა ვინმე კონკრეტულად !! 
♥- გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს, ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, ეს მე არ მამცირებს, შემარქვეს,მომიგონეს, მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს...გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვრეს..!!
♥- მარტო ვარ?...არ ვარ...ვივიწყებ...მახსოვს...არ ყოფილა მზე თუმრმე ჩემს ახლოს...აზრი?რა აზრი?ცხოვრების აზრი?მას აზრი ქონდა რაღაც არ მახსოვს...
♥- გრძნობა, რომელიც ჩემგან დარჩა სიბრალულია...ნუ გიხარია!– მათხოვრებსაც ამ გრძნობას ვჩუქნი....
♥- უშენოდ სიცოცხლე კი არა....სუნთქვა ვისწავლე თავიდან. 
♥- ხანდახან ძალიან მინდა უკან, ბავშობაში დაბრუნება. დროში, როცა სანტა ნამდვილად არსებობდა. როცა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი სახელის დაწერა იყო.როცა ერთადერთი ბიჭი,რომელიც მიყვარდა მამაჩემი იყო.. 
♥- ...შენ შეგიძლია დამცინო, რადგან ვტირი, შეგიძლია მოუყვე შენს მეგობრებს როგორ გევედრებოდი დარჩენას, შეგიძლია ყველანაირად წამშალო შენი აწმყოდან და მომავლიდან, მაგრამ ვერასოდეს შეძლებ გაიგო როგორ საშინლად მაკლდი.
♥- რომ დაინახავ დეკემბრის ფანტელს მიხვდები თურმე .. არ გყავარ გვერდზე !
♥- ვგრძნობ, რომ გრძნობები ძველებურად ვეღარ მაბრუებს, მაგრამ სული კვლავ იმ პატარა გოგონას სულს ჰგავს ზღაპრის მოყოლას რომ შეპირდნენ და მოატყუეს....
♥- წადი დამტოვე და გაპატიებ .. დღეს მომავალი წარსულში გაცვალე .. თვითონაც იცი რომ პატიება განაჩენია ყველაზე მწარე .. გზა სიყვარულის გადასარჩენად ბევრი ვეძებე და მაინც არ ჩანს , ნუღარ მისურვებ ბედნიერებას , ბედნიერება მე შენში დამრჩა .. 
♥- როდესაც გიყვარს , როდესაც გტკივა , როდესაც გცივა და არავინ გათბობს ..
♥- მე უკვე ყველას დავაჯერე რო არ მიყვარხარ . ეხლა დარჩა ამაში საკუთარი თავი დავარწმუნო ..
♥- რა არის სიკვდილი ? ისეთი არაფერი თვალებს დახუჭავ და მოვა .. მერე დაიწყება ვისთვის ვარდისფერი, ვისთვის ნაცრისფერი თოვა , დარდი დაბერდება , ცრემლი გაბევრდება , ლოცვად დაიღვრება გლოვა .. რა არის სიკვდილიი ? ისეთი არაფერი თვალებს დახუჭავ და მოვა .. 
♥- ფიქრები? - ისევ მაწამებენ.. ოცნება?- რა ვიცი გაქრა . დანახვის სურვილი?- შემომრჩა.. იმედის ნაპერკალი?- ჩაქრა. უშენოდ ვერ ვძლებდი?- გავძელი.. ძნელია , რა ვუყოთ ახლა.. ოცნება?-რა ვიცი,დასრულდა. ფიქრები?-მაწუხებს ახლაც...
♥- ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია..
♥- მე? მე მძულს ოცნება და ირონიულად, მკაცრი სიცილით დავცინი სიყვარულს .. !
♥- ურის ბიბილოს და ყელის გასაყართან - დელიკატურ ძარღვთან - შენი სუნთქვა დამრჩა ..
♥- .. ეს ჩემი ბავშვური გამოხედვა ნუ მოგცემს იმის იმედს რომ ბავშვების მოტყუება ადვილი შესაძლებელია.შენ ხომ არ იცი რა იმალება თვალების მიღმა , როცა მითუმეტეს ის ბავშურია ..
♥- როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო, შენ პასუხობ არაფერზეო..მოდი ამ არაფერს გაუმარჯოს რომელიც სხვისთვის არაფერია შენთვის კი ყველაფერი .
♥- ამ ქვეყანაზე თუ მილიონ ადამიანს უყვარხარ იქიდან ერთერთი მე ვარ თუ ერთს უყვარხარ ისიც მე ვარ და თუ არავის არ უყვარხარ ჩათვალე რომ მე მოვკვდი.
♥- ჩემს სიყვარულს დამსახურება სჭირდება.. სიტყვა "მიყვარხარ" ჰაერზე არ მოდის.. დიდი მაქვს გული, მაგრამ ამ გულში ძალიან ცოტა პოულობს ადგილს..

რაზე ველაპარაკოთ გოგონას? 

მოგბეზრდათ უაზრო პაუზები შეყვარებულთან საუბრის დროს?
მაშინ დაიმახსოვრეთ ეს რამოდენიმე სახალისო შეკითხვა ახალი თემის წამოსაჭრელად:)
არ დაგავიწყდეთ გაღიმება! ეს დაანახებს გოგონას რომ თქვენ გაინტერესებთ
მასთან საუბარი და იღებთ ამით სიამოვნებას - ეს კი მთავარია ურთიერთობაში.

მთავარი წესია: უსმინე რას გეუბნება, დაიმახსოვრე და უპასუხე. 

რეაქცია გქონდეთ მათ პასუხებზე, არ ღირს უბრალოდ თავის დაქნევა და შემდეგი კითხვის დასმა, დასვით ერთი კითხვა და ისაუბრეთ მის ირგვლივ, ეს მოგცემთ თქვენ საუბრის 15 წუთს.

ხანდახან შეიძლება გაეხუმროთ ხოლმე, თუ ის რამე სასაცილოს იტყვის. შეიძლება კი არა, აუცილებელია. სიცილის გარეშე შორს ვერ წახვალ. მაგალითად, შეგიძლიათ გაეხუმროთ თუ იცით რომ ის ბავშვობაში იყო ძალიან სასაცილო ბავშვი, შეიძლება ამაზე ხუმრობა, მაგრამ არ შეიძლება დაცინვა! არ დაგავიწყდეთ ყველაფერი კეთდება ხუმრობით. 
გოგონას კითხვა უნდა დაუსვათ საჭირო დროს საჭირო აქცენტით არ ღირს კითხვა, "ნანობ რამეს შენს ცხოვრებაში?" როდესაც თქვენ იცინით, იმიტომ რომ ეს კითხვა მას აიძულებს ჩაიხედოს წარსულში, შეიძლება გაახსენდეს ის შანსები რომლებიც მას ცხოვრებაში ქონდა. გოგოს ხასიათი მაშინვე გაუფუჭდება.
არ უნდა მიაყარო კითხვები, კითხვა კითხვაზე. ეს გამოიყურება ძალიან სულელურად, უსმინეთ მის პასუხებს, გქონდეთ რეაქცია მის პასუხებზე, შეგიძლიათ დასვათ 1 კითხვა და მთელი 2 საათი ამ 1 კითხვის ირგვლივ ისაუბროთ.
არ მოიტყუოთ. ილაპარაკეთ რაც გინდათ მაგრამ არ მოიტყუოთ. საბოლოო ჯამში როდესაც ყველაფერი გაირკვევა გოგო ამას არ დააფასებს.

რამოდენიმე სახალისო შეკითხვა ახალი თემის წამოსაჭრელად

როგორი იყავი ბავშვობაში? ხულიგანი თუ წყნარი ბავშვი?

გიყვარს ოცნება? რაზე ოცნებობ?

ამ ბოლო დროს რამ გაგამხიარულა ყველაზე მეტად?

შენ შემოქმედი ადამიანი ხარ? თუ კი, რა წარმოადგენს შენს მუზას? :)

რომელი გირჩევნია, სპონტანურობა თუ სტაბილურობა?

საჩუქრების მიღება გეყვარება ძაან, ყველაზე მეტად რა საჩუქარი გაგახარებს?

რამდენად მოწესრიგებული ხარ? შენი ოთახი მოუწესრიგებელია? :)) (შეიძლება მოგატყუონ)

გჯერა ზოდიაქოს ნიშნების? რა ხარ შენ?

სერიალების გიყვარს? რომელ სერიალებს უყურებ?

დაინტერესებული ხარ სპორტით? რომლით?

გჯერა ნამდვილი სიყვარულის? რატომ?

რომელი ფილმის ნახვა შეგიძლია, კიდევ და კიდევ?

გყავს და ან ძმა? თუ კი, არ გაბრაზებს? :))

მოგწონს ცეკვა? რატომ? რომელი ცეკვა მოგწონს?

რაზე ოცნებობ პირად ცხოვრებაში?

რამდენი ენა იცი? რომელი ენის სწავლა გინდა? რატომ?

როგორ ფიქრობ, რომანტიული იქნება, ზღვის ნაპირზე სიყვარულით (სექსით) დაკავება? მარა ამ კითხვას ნუ დასვავთ სანამ დარწმუნებული არ იქნებით რომ დადებით პასუხს მიიღებთ :დ

გინდა სულ ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი იყო?

მპირდები რომ არ მოვატყუებთ არასდროს ერთმანეთს?

საერთოდ დილით როგორი ხასიათი გაქ ხოლმე? 

როგორ ატარებ ზაფხულს? (როგორ გინდა გაატარო)?

გინდა ისწავლო ტანგოს ცეკვა? (ფლამინკო, ჩა ჩა ჩა)? :)))

გინდა სახელგანთქმული იყო?

განა შეგვიძლია ჩვენ უერთმანეთოთ?

გქონია როდესმე სურვილი, წასულიყავი მონასტერში?

როგორ შეაფასებდი შენს არაადეკვატურობას, შკალით 1 -დან 10-მდე

სად სწავლობ? რას სწავლობ?

ცხოვრებაში რა გაკლია?

თუ საშველად გიხმობ, მოხვალ? :))

რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი მომენტი?

შენ მემგონი გინესების წიგნშიც ხარ, როგორც ყველაზე ლამაზი გოგონა, ასე არაა?

სად და ვისთან აპირებ ახალი წლის შეხვედრას?

სად დაიზაგრე შოკოლადივით? :*

მოდი გავაკეთოთ ეს ახლავე! მზად ხარ? :* *:

რას ფიქრობ ნუდისტურ პლაჟზე?

რომელ სიმღერას აირჩევდი შენი ცხოვრების არსაწერად?

რომელ კურსზე სწავლობ?

როდესმე გადმომხტარხარ პარაშუტით? გინდა სცადო?

გიყვარს ტელევიზორის ყურება?

გინდა ცხენით გასეირნება?

გინდა გითხრა მსოფლიოს ყველა ენაზე, როგორი ლამაზი ხარ?

რომელია შენი საყვარელი ყვავილი?

რომელი კერძი გიყვარს?

რაზე ოცნებობ ღამღამობით?

facts about girls 

✰ რაც უფრო მეტად მოსწონს ბიჭს გოგონა,მით უფრო სძულს გოგონას მამას ის
✰გოგონები შეიძლებოდეს იტანჯებოდნენ სიყვარულით,მაგრამ ამას მაინც არ გაუმხელენ ბიჭს,რადგან ფიქრობენ რომ ის უფრო რომანტიულია,როცა ბიჭი პირველ ნაბიჯს დგამს
✰გოგონებს ბიჭებისგან სამი სიტყვის გაგება სიამოვნებთ ყველაზე მეტად "ეს ჩემი ბრალია"
✰გოგონები გვიან იღებენ გადაწყვეტილებას გახდნენ თუ არა ბიჭის შეყვარებული,არა იმიტომ რომ თავს იფასებენ,არამედ ეშინიათ რომ მას მალე შეცვლის ბიჭი ახალი პარტნიორით
✰ გოგონებს არ მოსწონთ ბიჭები,რომლებიც ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებენ დიდი ხნის განმავლობაში
✰ გოგონები არიან ძალიან ეჭვიანები,არ აქვს მნიშვნელობა ეს შეყვარებულია, საუკეთესო მეგობარი თუ და ან ძმა
✰როდესაც ბიჭი არ პასუხობს გოგოს ტექსტურ შეტყობინებას,ამ დროს გოგონა სამ რამეს ფიქრობს:მას აიგნორებს,ჭკუიდან შეიშალა,მობეზრდა და ურთიერთობა მარტივი გზით გაწყვიტა
✰გოგონებს სიტყვები უკან არასდროს მიაქვთ,მიუხედავად იმისა რომ ხშირად კარგავენ ამის გამო საყვარელ პიროვნებებს
✰ გოგონები გიჟდებიან როდესაც ბიჭები მათ წელზე ხვევენ ხელს,მიუხედავად იმისა რომ ხშირად ამაზე შენიშვნას აძლევენ
✰გოგონები შეყვარებულს დაშორებისას ყოველთვის ახსენებენ იმ დაპირებებს და სასიამოვნო წინადადებებს,რომლებიც მას უთხრეს
✰ გამოკითხულ გოგონათა უმრავლესობ ამბობს,რომ ყველაზე მშვენიერი რამ ბიჭში არის მისი ხმა დილით
✰ როდესაც გოგო გელაპარაკებათ სამ საათზე დიდხანს,ეს იმას ნიშნავს,რომ ის თქვენზე ყოველთვის იზრუნებს
✰ არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი როგორი იმედგაცრუებულია,გოგონას არასდროს არ უნდა უთხრას რომ უსარგებლოა
✰გოგონებს უყვართ როცა ბიჭები მათ ტონალურს უსვამენ და მაკიაჟს უკეთებენ
✰გოგონები ყველაზე დიდი მეოცნებენი არიან,ამიტომ უყვართ მათ ვარსკვლავების,მზის ჩასვლის და ამოსვლის ყურება საკუთარ ოცნებასთან ერთად
✰როდესაც გოგოს შეუყვაედება ბიჭი,ის მხოლოდ მაშინ მიხვდება თუ რა ახლოს იყო ის ყოველთვის მასთან და როგორ ვერასდროს ამჩნევდა
✰ფაქტია,რომ ყოველი გოგოს საყვარელი სიმღერის უკან მოუყოლელი
მისთვის ძვირფას თემასთან დაკავშირებული ისტორია იმალება
✰გოგონებს ყოველთვის სიამოვნებთ კომპლიმენტების მოსმენ,მაგრამ ამან ყველა შემთხვევაში არ შეიძლება იმოქმედოს
✰გოგონებისთვის სიტყვა "გაწირვა"სიყვარულის ენაა,ის ბიჭებისგან ყველაფრის დათმობას ითხოვენ,თვითონ კი არაფერს თმობენ
✰გოგონების უმრავლესობა ამბობს რომ ისინი ვერასდროს წარმოადგენდნენ პოდიუმზე საცვლებს,როგორც Victoria´s Secret –ის ანგელოზები,მაგრამ ისინი გულში ხშირად ოცნებობენ ამაზე
✰ ბიჭები ვერასდროს ხვდებიან თუ რატომ იღებენ გოგონები ამდენ ფოტოებს,მიზეზი კი მარტივია, მათ სურთ დაიმახსოვრონ ყველა მომენტი,რომელიც მას საყვარელ ადამიანებთან აკავშირებს
✰ გოგონები რომლებიც გაბრაზებულები არიან,შეიძლება მოთაფლოთ,თუ მას მის საყვარელ სიმღერას უმრერებთ
✰ გოგონებს მოწსონთ ისეთი ბიჭები,რომლებსაც აქვთ მომავლის გეგმები დაწყობილი,ხოლო მომავალში ისინიც ასოცირდებიან
✰ გოგონების ყოველდრიური საფიქრალი არის ის, რომ არ მოსწონთ დღევანდელი ჩაცმულობა,თმის ვარცხნილობა,მაკიაჟი.
✰ გოგონებს უფრო მეტად უყვართ ლაპარაკი,ვიდრე მოსმენა,ამიტომ ძნელია ისეთი პარტნიორის პოვნა,რომელიც ყოველთვის მოგისმენს
✰ გოგონების ყველაზე ცუდი თვისება ისინი გულუბრყვილოები არიან..
✰გოგონებს არ სჭირდებათ გულახდილი პასუხი როდესაც ეკითხებიან ბიჭებს "ეს გოგო ლამაზად გამოიყურება?" 

Facts about boys ! 

თუ ბიჭი შენს წინ ტირის თქვენი ჩხუბის დროს,ის უბრალოდ იყენებს დრამას რომ თქვენი სიმპათია დაიმსახუროს.
ბიჭები ვერასდროს გაიგებენ თუ რათომ სჭირდებათ გოგონებს ამაზანის მიღების დროს ამდენი დრო.
ბიჭებმა იციან თავიანთი პრიორიტეტები.თუ შენი შეყვარებული მუდამ " ძალიან დაკავებულია"მას აღარ უნდა შენთან ყოფნა.
ბიჭი არ აკოცებს გოგონას შუბლზე თუ სერიოზულად არ ფიქრობს მასზე.
ბიჭებს უყვართ როდესაც გოგონები მათ ახალ შეჭრილ თმას ამჩნევენ და კომპლიმენტებს ეუბნებიან ამის შესახებ.
ბიჭებსაც შეუძლიათ იყვნენ მგრძნობიარეები.
ბიჭებს არ სიამოვნებთ ზედმეტი ყურადღება.
გოგონები ბიჭებზე გამბედავები არიან.
ბიჭებსაც უყვართ შოკოლადის და ნაყინის ჭამა როდესაც ცუდ ხასიათზე არიან.
ბიჭებს არ უყვართ ბოდიშის მოხდა მაგრამ მათ იციან რომ უმეტეს შემთხევაში ისინი ცდებიან ხოლო თქვენ აბსოლუტურად მართლები ხართ!
ბიჭები ამოწმებენ შენს "facebook"ს რომ ნახოს სხვა ბიჭები თუ ტოვებენ რაიმე ფლირტულ კომენტარებს შენს " wall" ზე.
ისინი ყოველთვის ჭორაობენ სხვა ბიჭებთან. ისინი უფრო დიდი ჭორიკნები არიან ვიდრე გოგონები.
პირველ პაემანზე ბიჭები ისევე ნერვიულობენ როგორც გოგონები.
ბიჭებს ურჩევნიათ იყვნენ " გაფუჭებულ " გოგონებთან ვიდრე " იდეალურ" .
ბიჭი მხოლოდ მაშინ მოქცემს მისი თმის შეხების უფლებას თუ მას მართლა მოსწონხარ.
ყოველთვისბიჭებს მოსწონთ " რთულად მოსაპოვებელი გოგონები "
თუ ბიჭი გაწვალებს ან დაგცინის,მას მოსოწნხარ!
როდესაც გოგონები ბიჭებს "chick flicks"-ის ყურებას აიძულებენ.ბიჭები იქცევიან ისე თითქოს მათ არ მოსოწნთ მაგრამ ეს ტყუილია!
რამდენჯერაც ბიჭები ცდილობენ გოგონები აეჭვიანონ,ისინი ყოველთვის სამაგიეროს იღებენ.
ბიჭები ადვილად კომპლექსდებიან ამიტომ ნუ დასცინით თუ რაიმე სულელურს გააკეთებენ ან იყვიან.
წვიმის დროს ბიჭებიც სენტიმენტალურები ხდებიან.
ბიჭებიც გრძნობენ იმას რასაც გოგონები მაგრამ მათთვის რთულია ამის გამოხატვა.
ბიჭები მორცხვად არიან გოგონების გარშემო რომლებიც მოსწონთ.
ისინი მართლა ბევრს ცდილობენ რომ გოგონები ყურადღება მიიპყრონ.
ბიჭებს უყვართ პრობლემების გადაჭრა ეს მათთვის გმირობის თოლფასია.
ბიჭებს უყვართ როდესაც გოგონები თავიანთ გრძნობებს გულწრფელად გამოხატავენ.
ბიჭებს ისევე შურთ ბიჭების რომლებიც სწრაფ მანქანებს ატარებენ როგორც გოგონებს შურთ იმ გოგონების რომლებსაც გარდერობი დიზაინერების მიერ შეკერილი ტანსაცმლით აქვთ სავსე.
ხალხი ფიქრობს რომ გოგონები ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ მაგრამ არც ბიჭები ჩამორჩებიან.
ბიჭებს მოსწონთ როდესაც გოგონები პატარა ბავშვებთან კარგად ურთიერთობენ.
ბიჭები ვერასდროს იქნებიან იმ გოგონებთან რომლებიც სასტიკად ექცევიან ცხოველებს.
ბიჭებს უყვართ გოგონებთან ერთად კინოში სიარული რადგან მათ ეძლევათ საშუალება გოგონებს თავიანთი პოპკორნი გაუნაწილონ ან თუნდაც ხელით შეეხონ.
ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი შეყავრეულებისთვის.
ბიჭები ვერასდროს მიხვდებიან თუ რატომ პოზირობენ ამდენს გოგონები სურათები გადაღების დროს.
ბიჭები ნერვიულდებიან როდესაც გოგონები საპირფარეშოში ჯგუფებად მიდიან რადგან ისისნი ფიქრობენ რომ გოგონები მათზე ჭორაობენ .
ბიჭები ცდილობენ უფროსებივით მოიქცნენ მაგრამ მათ მაინც უყვართ სათამაშოები და მულტფილმები.
ბიჭები ყოველთვის ამჩნევენ როდესაც გოგონა თავდაჯერებულია.
მათ უყვართ როდესაც გოგონა თავისუფლად იცინის,რაც უფრო ხმამაღლა მით უკეთესი.
ბიჭები თავს მნიშვნელოვნად თვლიან,როდესაც მათ შენი გაცინება შეუძლიათ.
ბიჭებს მოსწონთ როდესაც მათზე ზრუნავენ მაგრამ ზოგჯერ უნდა მისცა უფლება რომ რაიმე დამოუკიდებლად გააკეთონ. მაშინ ისინი მიხვდებიან რომ ენდობით.
ბიჭები ვერ იაზრებენ ისე გტკენენ გულს.
ბიჭებს მოსწონთ როდესაც მათ შენს მეგობრებს აცნობ. ეს ნიშვანს რომ ის შენი ღირსია.
ბიჭები ცდილობენ ძლიერები გამოჩნდნენ მაგრამ სინამდვილეში მათი გულის ტკენა ძალიან ადვილია.
არ დაუჯეროთ თინეიჯერულ ფილმებს - ბიჭები არ არიან ისეთი უხეშები როგორებიც ფილმებში ჩანან.
ბიჭებს ეზიზღებათ სუსტი ყოფაქცევის გოგონები,მიუხედავად იმისა რომ მათთან წვანან.
სანამ ისინი დარეკავენ წინასწარ იფიქრებენ რა უნდა გითხრან რომ სულელებად არ გამოჩნდნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ ყველაფერი ავიწყდებათ.
როდესაც ბიჭს მოსწონხარ.მას უნდა რომ იგი იყოს ერთადერთი ბიჭი ვისთანაც კონტაქტობ.
არასოდეს ილაპარაკო შენს ბიჭ მეგობრებზე შენ შეყავრებულთან.
ბიჭებს არ უყვართ მშობლებისთვის ფულის გამორთმევა რათა გოგონებს საჩუქარი უყიდონ,მათ ურჩევნიან თავიანთი ჯიბის ფულით მოაგროვონ,მაგრამ ისინი ამ ფულს შემთხვევით მაინც ხარჯავენ და ისევ მშობლებისთვის უწევთ გამორთმევა.
კარგი იქნება თუ შეამოწმებ სანამ ბიჭს მიენდობი,მაგრამ დიდ ხანს არ ალოდინო.
ბიჭები ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ფიქრობენ. თუნდაც ერთი ჟესტი რომელიც გოგონამ შემთხვევით გააკეთა,ბიჭებს ანერვიულებთ. ისინი საათობით ფიქრობენ 
თუ რას ნიშნავდა ეს.
ბიჭები ყველაფერს დათმობენ რომ ჰქონდეთ შანსი ერთი დღით მაინც წაიკითხონ გოგონას აზრები.
ბიჭებს მოსწონთ გოგონები რომლებიც ცდილობენ მათზე მეტი გაიგონ.
როდესაც გოგონა ფიქრობს თუ როგორი იქნებოდა მისი მომავალი თავის შეყვარებულთან ეს ნორმალურია,მაგრამ როდესაც ბიჭი ფიქრობს თუ როგორი იქნებოდა მისი მომავალი თავის შეყვარებულთან ერთად ის სერიოზულად ფიქრობს ამაზე. 
არცერთი ბიჭს არ შეუძლია პრობლემების მარტო გადაჭრა,მაგრამ ისინი ზედმეტად ამაყები არიან,რომ აღიარონ.
როდესაც ბიჭი გიყურებს წამზე მეტს ის რაღაცაზე ფიქრობს.
თუ ბიჭი არ გეკონტაქტება თვალებით,მას მოსწონხარ.
მხიარული ბიჭები უფრო მიმზიდველები არიან.
როცა ბიჭს უნდა შენი მშობლებიც გაცნობა,მიეცი ამის უფლება.
როცა შენ ბიჭის გულს ეხები უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის.
როდესაც ბიჭი გეუბნება რომ მას შენს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია,იგი ფიქრობს რომ შენ ხარ მისი მომავალი.

to the stars ^^ 
როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს?
ძალიან ბევრ გოგონას უნდა იცოდეს, როგორ მოაწონოს საწინააღმდეგო სქესს თავი, ცდილობენ დაემსგავსონ იდეალურ გოგონას, მაგრამ ხშირად ვერ ხვდებიან რატომ არ აქცევენ კაცები ყურადღებას, რა ვქნათ, როგორ მოვაწონოთ თავი მამაკაცს?
ნუ იღელვებთ, ორ მოწინააღმდეგე სქეს შორის მიზიდულობა ხომ ბუნების ჩადებულია, ეს უბრალოდ ბუნებრივი პროცესია. თუ ასე არ ხდება ესეიგი სხვა გაჭირვებაა ყოფილა, ბუნების შეცდომა, მაგრამ ყველა ნორმალურ ქალს იზიდავს მამაკაცი და ყველა ნორმალურ მამაკაცს იზიდავს ქალი. სანამ ქალთა სქესი კითვის დასმას გააგრძელებს, როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს? ამ დროს ძლიერი სქესის წარმომადგენლებიც დაუსვავენ საკუთარ თავს იგივე კითხვას, როგორი ბიჭები მოსწონთ გოგონებს? მაგრამ ამჟამად ჩვენ მხოლოდ გოგონებზე ვსაუბრობთ. ბოლოსდაბოლოს როგორი გოგონები მოსწონთ გოგონებს? ვიწყებ სრულიადში... 

ფიგურა
გოგონები ფიქრობენ რომ ფიგურა მათი გარეგნობის მთავარი ელემენტია. გოგონები ზიან საშინელ დიეტებზე, დადიან ფიტნეს კლუბებში და რატომ? უბრალოდ იმიტომ რომ ჰქონდეთ მაგარი ტანი. და საბოლოოდ ყოველთვის გაკვირვებულები რჩებიან, როდესაც მისი ნაცნობები რომლების წონაც დაშვებულზე 3-ჯერ მეტია, ბედნიერად თხოვდებიან მშვენიერ პრინცზე. ესეიგი რა გამოდის? მთავარი აქ ფიგურა არაა. უბრალოდ არ უნდა გადააქციო პატარა ნაკლი მთეკ კომპლექსად და არ უნდა ილაპარაკო რომ ყველაფერი ზედმეტი წონის ბრალია ან ზედმეტად გამხდარი ტანი. გიყვარდთ თქვენი სხეული და ნაკლს ვერავინ ვერ შეამჩნევს. 

სახე
არიან გოგონები, რომლებიც ცრემლს ღვრიან საკუთარ ბალიშზე, იმიტომ რომ თავი მახინჯი გონიათ, მაშინ მოდი დავფიქრდეთ, რა არის სილამაზე? ყველა ადამიანი ხო სხვადასხვანაირად აღიქვავს სილამაზეს? ასე არაა? მაგრამ! ყველას უყვარს კონტაქტური, მხიარული და მომღიმარი გოგონები. განა ეს არ ხდის გოგონას მიმზიდველად? ასე რომ, თუ გინდათ მოაწონოთ ბიჭს თავი, უნდა შეცვალოთ თქვენი მსოფხედველობა. ვისაუბროთ მაკიაჟზე, ბიჭებს არ მოსწონთ კოსმეტიკა სახეზე, კაცები ამას აღიქვავენ როგორც "საბრძოლო მოხატულობებს სახეზე" როდესაც ქვის ხანის ადამიანი სხვა ტომთან საომრად ემზადებოდა სახეს იხატავდა :)) ეს ყველაფერი უძველესი რეფლექსებია, რაც განგიზიდავთ ბიჭისგან ცხოვრების მეგზურის არჩევის დროს. მარტივად რომ ვთქვათ, რაც ნაკლები მაკიაჟი გექნებათ სახეზე, მით უფრო მეტი შანსია მოეწონოთ კაცს. მაკიაჟი უნდა გამოიყენოთ მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, რამდენჯერ გაგიგონიათ ბიჭისგან? გაშპაკლული დადისო? მე ძალიან ბევრჯერ გამიგონია და მეთვითონაც ხშირად მიხუმრია სახლში რომ მიდის შპაკლს ნიღაბივით იხსნისთქო, თან ამით თქვენვე ვნებთ საკუთარ თავს, კანი ვეღარ სუნთქავს და ადრე ბერდება, თუ გინდათ ლამაზად გამოიყურებოდეთ, მოერიდეთ ზედმეტ მაკიაჟს.

საქციელი
მამაკაცებისთვის ქალებში მნიშვნელოვანია, პატივისცემა საწინააღმდეგო სქესის და საწინააღმდეგო სქესისგან. ამიტომ არაა საჭირო ბიჭისთვის იმის თქმა, რომ ყველა კაცი ერთნაირია, ის რომ ყველა კაცი ცუდია და არ არსებობენ ღირსეული კაცები. ასევე კაცები ვერ იტანენ ქალებს, რომლებიც უყვართ პრობლემების თავად გადაჭრა. ქალი უნდა იყოს სუსტი, ის უნდა ითხოვდეს დახმარებას კაცისგან, მძიმე ჩანთის წაღება ან შკაფის გადადგმა. კაცი თავს უნდა გრძნობდეს ძლიერად და საჭიროდ. ეს ასეთი კაცური შინაგანი მოთხოვნილებაა.

ვისაუბროთ ხასიათებზე
როგორც წესი, კაცებს იზიდავენ ქალები, რომლებიც კმაყოფილნი არიან საკუთარი ცხოვრებით და გააჩნიათ საკუთარი ღირსებების გრძნობა. ასეთი გოგოები არ ეცემიან კაცს და არ დაეკიდებიან კისერზე, როგორც სამაშველო ბუბლიკს, :)) ის არ იქნება არც მისაწვდომი და არც მიუწვდომელი. არაა აუცილებელი იყოთ სუპერქალი საკუთარი ბიზნესით, მილიონი თაყვანისმცემლით და ა. შ., უბრალოდ უნდა იყოთ კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით და გიყვარდეთ ის, რაც გაგაჩნიათ და რასაც საქმიანობთ.

სიკეთე და სიმსუბუქე
კაცებს უნდათ, ხედავდნენ გვერდზე ნამდვილ ქალს, რომელიც არის სუსტი და საყვარელი არსება, რომელებიც ამშვენებენ მათ ცხოვრებას თავისი სიკეთით და სიმსუბუქით. მართალია, ხანდახან საშინელ ხასიათზე ვართ ან გვინდა დავგლიჯოთ ყველაფერი, - ეს არაა ცუდი, მაგრამ არ ღირს გათამაშება. განსაკუთრებით კაცები ვერ იტანენ, როდსაც ქალი ბილწსიტყვაობს, ხვდება გარჩევებში და ნაჩხუბარი სხვა ქალებთან, ცუდად ლაპარაკობს სხვებზე. კაცებს უყვართ მეგობრული გოგონები.

 განსხვავება, არაჩვეულებრივობა.
ყველა მიმზიდვლ ქალშია რაღაც განმასხვავებელი, რაც გამოარჩევს სხვა ქალებისგან. რაღაც ისეთი რაც განასხვავებს ყველასგან და გამოხატავს მის არაჩვეულებრივობას. ამ განსხვავების გამოხატვა იყოს სხვადასხვანაირი და შეიძლება არც მოსწონდეს მამაკაცს. მთავარია ეს მოდიოდეს შიგნიდან და იყოს რეალური.

ჭკუა და იუმორის გრძნობა
არსებობს მოაზრებები, რომ კაცებს მოსწონთ სულელი გოგონები - ეს ასე არ არის.  ძლიერი სქესი უპირატესობას ჭკვიან ქალებს ანიჭებს, რომლებიც ერკვევიან თავის საქმეში და შეუძლიათ გაგესაუბრონ იუმორის გრძნობითაც.

გესმოდეს მამაკაცის
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია შეგეძლოს ეჭვით უყურო კაცებს და შეგეძლოს თანაარსებობა მათ ინტერესებთან. ბევრ კაპრიზულ გოგონას არ შეუძლია მიიღოს კაცი ისეთი, როგორიც არის, ვერ იღებენ მათ ინტერესებს, ნაკლოვანებებს და პრივიჭკებს, და ამავროულად ცდილობენ შეცვალონ ისინი. შენ თუ ასეთი ხარ, ეცადე დამალო ეს, ნელნელა კი შეეჩვევი და აღარ მოინდომებ რაღაცეების შეცვლას შენს კაცში. კაცის ხშირად არ ესმით ქალებს, იმიტომ რომ ხშირად ინტერესები არ ემთხვევა, აი მაგალითად როგორ შეიძლება, კაცსაც და ქალსაც უყვარდეს ნადირობა ან თევზაობა :) მაგრამ კაცების უმეტესობას უყვარს, ქალებს კი ეს არ ესმით, ფიქრობენ რაში სჭირდებათ ეს? ქალი შარვალს სანამ იყიდის მილიონ მაღაზიას შემოივლის და დახარჯავს 5 საათს, კაცი კი პირველივე მაღაზიაში შევა და შეიძლეპა პირველივე შარვალი იყიდოს რაც მოერგება, სულ დახარჯოს 10 წუთი :) ამის გამო ბევრ ქალს კაცები დებილები გონიათ, მაგრამ ეს იმიტომ რომ უმეტესწილად არ ესმით ქალებს კაცების, ეცადეთ გაუგოთ თქვენ საყვარელ მამაკაცს.

ბედნიერება
კაცები იქაჩებიან ბედნიერი ქალებისკენ, ღრმა დეპრესიით მიიზიდავ ვინმეს საერთოდ? ბედნიერება - ეს შინაგანი სილამაზეა, რომელიც აისახება გარეგნულ სილამაზეზეც. შინაგანი სინათლე უფრო მიიზიდავს ვიდრე გარეგნული სიმშვენე. აი ამიტომ ზოგი არასიმპატიური ქალბატონი იზიდავს ბევრად უფრო მეტ მამაკაცს ვიდრე ზოგიერთი ულამაზესი გოგო. და საერთოდ სამყაროში ძალიან ბევრი ამოუცნობია, მაგრამ ეს მუშაობს და ამისკენ უნდა მიისწრაფოდე.როდესაც კაცი არჩევს ქალს სერიოზული ურთიერთობისთვის, ოჯახისთვის, ის ეძებს კარგ მეოჯახეს, დედას მისი შვილებისთვის, რასაც ნამდვილად ვერ შეესაბამება მოწევა და სმა. ასე რომ, უნდა იფიქროთ. კაცს არასდროს ექნება სერიოზული ურთიერთობა კლუბებში და რესტორნებში მოგულავე გოგოსთან.

კაცებს არ მოსწონთ:
არასდროს არ გამოაჩინო შენი ცოდნა და სილამაზე იმდენად, რომ სხვა ადამიანი აღმოაჩინო ამით სხვა ქვეყანაზე (გააბანძო), ეს ძალიან ცუდად გამოიყურება და არ მოეწონება მამაკაცს. 

არ მოეწონება ბოროტი გამომეტყველება სახეზე. ასევე არაა საჭირო იმედგაცრუების ნიღბის გაკეთება. ეს ნამდვილად არ გაქცევთ მიმზიდველ ქალად. ეს არ არის მიმზიდველი ადამიანის სახე ))

კაცები ასევე ზუსთად გრძნობენ სიყალბეს, ამის დანახვა ხო ქალის თვალებში შეიძლება. გრძნობები უნდა იყოს აუცილებლად ორმხრივი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ურთიერთობა ხანგრძლივი და ბედნიერი. თუ თქვენ კაცი არ მოგწონთ ჯობია ეს პირდაპირ პირში უთხრათ, რატომ უნდა მოაჩვენოთ თავი და ატყუოთ, მაინც ყველა შემთხვევაში ეტყვით კაცს რომ თქვენ ერთმანეთისთვის არ ხართ შექმნილნი. 

ასე რომ, გამოიყოფა 3 ძირითადი პრინციპი, რატომაც გოგონა რჩება ყურადღების გარეშე, - ესაა არაგულახდილობა, სიბოროტე, თვითგამოხატულება სხვის ხარჯზე.

და ასევე ყველა ზემოთჩამოთვილიდან შეიძლება გამოიყოს მთავარი, იმისთვის რომ მოეწონო კაცს, უნდა გამოიყენო ნაკლები კოსმეტიკა, ნაკლებად ჩაიციკლოთ თქვენს ნაკლზე და იყოთ ნამდვილი, სუსტი ქალი, რომელსაც სჭირდება კაცის გვერდშიდგომა და დახმარება.

10 საუკეთესო გზა დეპრესიისა და სტრესის გადასატანად (რჩევები სპეციალისტებისგან)

1. იყავი ბედნიერი. იურთიერთე შენთვის საყვარელ ადამიანებთან და რაც მთავარია დაკავდი შენთვის სასიამოვნო და გასართობი საქმიანობით. ეს დაგეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში.

2. ივარჯიშე. ცურვა, სირბილი, ვარჯიში დაგეხმარებათ მდგომარეობიდან გამოსვლაში. უფრო კარგი ვარიანტი იქნება ის, თუ შეეცდებით ახლობლებთან ან მეგობრებთან ერთად ვარჯიშს.

3. მედიტაცია - ეს უძველესი საქმიანობაა, რომელიც მართლაც პოზიტიურ განწყობაზე აყენებს  ადამიანს. ეს დასკვნა მეცნიერებმა დღევანდელ საუკუნეშიც დაადასტურეს.

4. აკონტროლე სუნთქვა. ღრმა სუნთქვით თქვენ სტრესის მართვა შეგიძლიათ, სწორედ ამიტომ უნდა მიმართოთ ამ ხერხს. ის დესტაბილიზაციას უკეთებს ტვინს და ცვლილებებიც მალევე შესამჩნევია.

5. ისაუბრე ადამიანებთან. რაც არ უნდა გიჭირდეს ემოციების ხმამაღლა გადმოცემა და გამოხატვა მაინც ყველანაირად ეცადე იპოვო ვინმე ისეთი, ვისაც ყველაფერს გულახდილად მოუყვები და დამშვიდდები.

6. იოგა ვარჯიშსა და მედიტაციას ერთად ითავსებს. ამასთანავე ფსიქოლოგიურადაც საოცრად გვეხმარება.

7. პროგრესული რელაქსაცია, კუნთების დასვენების მეთოდიკა ნამდვილად დაგეხმარებათ გამოჯანსაღებაში.

8. ეცადეთ უბრალოდ ნაკლებად იფიქროთ თქვენს ასაკზე (ეს უფრო ასაკიანებს ეხებათ) და გადაჭრათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები თქვენს ირგვლივ. რა თქმა უნდა დაიხმარეთ მეგობრები და ახლობლები.

9. დიეტური რეკომენდაციები სტრესისა და დეპრესიის დროს აუცილებელია. მაგალითად რეკომენდაცია შეიძლება გავუწიოთ შემდეგ საკვებს. ყავა, ალკოჰოლი მცირე დოზით, შაქარი რაც შეიძლება მინიმალური და დიეტის დაცვა.(დიეტაში იგულისხმება ჯანსაღი კვება.. მაგალითად ერთი და იგივე დროს კვება.. დღეში 4-ჯერ კვება მცირე დოზით)

10. იმოქმედე! ეცადე დაძლიო შენს თავს და ჩამოთვლილი მაგალითებიდან აუცილებლად შეასრულო რომელიმე მაინც
.

M i s s 
 
M a r t i n a
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 930 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 9
2013-04-05 Spam
martlac rom Sagooooooooooooooooll :ddd
dzaan momewonaa <33
yochag shen :d <3