მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » გურული "რწყილი და ჭიანჭველა"
2:34 PM
გურული "რწყილი და ჭიანჭველა"
მეგემ ხულელი წყილი და ხოხნელი ჯინჭველაი დაარხატაშტდენ და დიდი ჰევესით წევდენ დუნია მემლექეთის დასანახლაიი. ეფეიჯა რომ გეიარეს ერთი ღელი ქენერს მიადგენ, უწკუპა წყილმა და მიერე ქენერზე გადაშპა, უწკუპა ჯინჭველამ და შვა ღელეში დღლიზა ხაპერი. დეიწყო ჩობა; წყილმა ბელქინ რაცხა ვუშველოო თოკვის მოსატანლაი გეეჭენა. 
ეესკვა-დეესკვა და ლეღვაში ღორთან დეესკვა. ღორო ჯაგარინა მომცე რომ თოკვი დავწირიხო და ამუათრიო ჯინჭველაი თვარა დეიჩო ი ჩემი ნაგაზიო. ღორმა ტლინკები გაასკვა და უთხრა: თუ რკოი არ მომიტაი ბუძიკავ იერ ტკაველა ჯაგარსაც ვერ მოგცემო! 
დაღლურძვილი წყილი ეესკვა-დეესკვა და ხეყრუის მუხასთან დეესკვა. მუხავ რკონა მომცე რომ იმ გასატკლეცელ ღორს მუუტანო თვარა დემერჩო აახატაში გეიგეე? 

მუხამ უთხრა რკოს მოგცემ ჰამა ე ყვავინა მომაშორვო თვარა დამაჯდა თავზე და ამამჩხამაო. 
გაერსებული წყილი აშპა ყვავთან და აღზინი ამუუბრუნა: ჭოვ აღმა-დაღმა რომ ეხეთქები ჰადნა დაჯდე არ იციი? ამ მუხას რომ მიაჭიპჭიპდი აჯაბ შკერი ჟვერი დეილია თუ რა არი? მოცილდი თვარა მაგ ჭლიკებს მოგამტრევო! ყვავმაც დუუსუქტურა: ერთი შენი ქეჩამკარ! თუ მაქფერი ზოვლი ხარ წაი და ის ნაწვართი კატა მომაშორვე ბაღნები ვერ გიმიშვია გაარში მაგი გემეისობითო! 

წაჩლატუნდა წყილი კვაშტას კატასთან: კატავ ამფერი რა ზორი გაქ ვავის ბაძანგარ ბღაშტებს რომ მიადექ? მოცილდი შენ გეყურბანე და პატივცემა ჩემზე იყოს, ერთ კალანჩხა ყურუთს და წირეხაი ყველს როიცხა გინდა გახვედრებო! კატამ უთხრა: ჭოვ შენი თავი პაწაი ჭკვიანი მეგონა მარა ეფეიჯა სერსები ყოფილხარ! მაგისთვინ აქ რამ ამოგიყვანე დეგებარებია ვინმესთვინ და შევეშვებოდიო. 

ამის მერმენ კატა შეეშვა ყვავის ბღაშტებს ზათინ არ ქონდა იმათი მინნეთი. ყვავი მუხიდან შკვერი-ჟვერზე გადაჯდა, მუხამ რკო მიცა, რკო ღორს მუუტანა, ღორმაც დეიბღალა ჯაგარი და მიცა, დაწირიხა წყილმა ტოკვი მივდა ღელი პირთან მარა რათ გინდა დამჩვალა ჯინჭველაი წყილის ამდენ ზინზრიქში. 

ეიკიდი ჰაი ბედიავა იღეზება ამდენი ჩვენმა წყილმა, ბედიავა დეიღლიშა ჭლიკები მარა ამფერია სხვის მინნეთზე რომ დარჩები ან კაი ცურვანა იცოდე ან ნახვარ მეტრო თოკვინა გქონდეს წელზე მობმული.
ნანახია: 645 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-01-11 Spam
biggrin Vaimee