მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 19 » Greetings From The Past [Part 5]
6:43 PM
Greetings From The Past [Part 5]
Greetings From The Past [Part 5]

The future depends on what you do today!
Strength does not come from physical capacity, 
It comes from an indomitable will!!
 


თავდამსხმელებმა დატყვევებულები სისხამ დილით წამოაყენეს ფეხზე და ისე რომ საუზმობის ნებაც კი არ დაურთავთ და ყველაზე მცირე, წყალიც კი არ მიუციათ დასალევად თოკებით  გაკოჭეს და უცნობი მიმართულებით გაუყენეს გზას.
უღრან ტყეში გაკვალული ვიწრო ბილიკით რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ სანაპირო ზოლი და ზღვის ტალღებზე მსუბუქად მერხევი რამდენიმე ნავი გამოჩნდა, თითოეულ ნავში ორი მენიჩბე მაინც იჯდა, ჩაცმულობითა და აღნაგობით თითქმის ისეთები იყვნენ, როგორც თავდამსხმელები, მაგრამ მათზე საცოდავად გამოიყურებოდნენ. 
უეცრად გამტაცებელთაგან ერთ-ერთმა, რომლის მიხვრა-მოხვრით, ჩაცმულობითა და საუბრის მანერით თუ ვიმსჯელებდით, აშკარად შესამჩნევი იყო, რომ მდგომარეობით დანარჩენებზე მაღლა იდგა, რამდენიმე ნაბიჯი ერთ-ერთი ნავისაკენ გადადგა და ჩალისფერ, ზეწრისმაგვარ ქსოვილში გახვეული ტანისამოსი ქვიშაზე გადმოაგდო, დანარჩენმა გამტაცებლებმა კი დატყვევებულებს ხელი ჰკრეს და მკაცრი ტონით ანიშნეს გამოეცვალათ, მათაც სხვა გზა აღარ დარჩათ და მაღალ, სქელტანიან ხეებს ამოეფარნენ, ყველაზე უცნაურად კი ის ფაქტი გამოიყურებოდა, რომ ტანისამოსი სულაც არ იყო ის ისეთი, როგორსაც ოცდამეერთე საუკუნეში ატარებენ, ბიჭებმა მუქი ჩალისფერი, მოტმასნილი შარვალი, რძისფერი პერანგი და ოდნავ ღია ჩალისფერი, უხეში ჟილეტი, ფეხზე კი მუქი ყავისფერი, სიძველე შეპარული მაღალყელიანი ჩექმები მოირგეს, რაც შეეხება გოგონებს, მათ რამდენიმე სხვადასხვა, ერთმანეთისაგან ტონალობით განსხვავებული ყავისფერი და ჩალისფერი, გულამოღებული, კოჭებამდე გრძელი, ფუშფუშა კაბებისა და  ძირითადად შავი, სამ-ხუთ სანტიმეტრიანი ფეხსაცმლების მორგება მოუხდათ.
ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება არც ერთს არ მისცემია, თუმცა ნინა მაქსიმალურად ეცადა არა იმდენად თანაკურსელთა, რამდენადაც გამტაცებელთა საუბრისათვის დაეგდო ყური და თავი დაირწმუნა, რომ სრულიად თავისუფლად შეუძლია მათთან გასაუბრება.
ტყვეები, როგორადაც აწ უკვე თამამად შეიძლება ექსკურსანტთა მოხსენიება, სწრაფად გადასხეს ნავებში, ეშლი და ნინა რამდენიმე თანაკურსელთან ერთად ერთ ნავში გადანაწილდნენ, იანი, ქეროლაინი და მეთიც ერთად მოხვდნენ, ქეროლაინის ყველა დანარჩენი მეგობარი კი ცალკე ნავში აღმოჩნდა.
ნავები ნაპირებს მოსწყდნენ და ცისფრად აკიაფებულ ზღვაში შეცურეს.
საზღვაო გადაადგილება დიდხანს გაგრძელდა, ნავის მცირედ შენჯღრევაზეც კი შეშინებული გოგონების კივილი და გამტაცებელთა მუქარა, წყევლა-კრულვა თუ გინება ისმოდა, მაგრამ მათი სიტყვების გარჩევა ტყვეებიდან მხოლოდ ნინას შეეძლო, რომელსაც თავდაჯერებულობა ემატებოდა, შიში კი ნელ-ნელა უშრეტ ძალასა და სითამამეს უთმობდა გზას.
შუადღისას უკვე შუა ზღვაში იყვნენ, ჰორზონტზე ოთხივე მხრიდან წყლის გარდა არაფერი ჩანდა, მშიერ-მწყურვალებს საკვებად ნახევრად შემწვარი ზღვის პროდუქტი მიუგდეს, სასმელად კი თითო ნავში თითო, საკმაოდ მოზრდილი ხის ჭურჭელი იდგა, რომელიც სასმელი წლით იყო სავსე, თუმცა ტყვეებს მისგან მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის დალევის უფლება მისცეს
-მალე.. ცუდად ჩანან.. არავინ იყიდის..-ხმამაღლა გადაულაპარაკა ერთ-ერთმა გამტაცებელმა მეორეს, რასაც ნინამ ყური შეჰკიდა და გაიფიქრა „ალბათ ჩვენზე ამბობენ, უჭმელ-უსმელებს არავინ იყიდისო, სავარაუდოდ  ჩვენი გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ ვინ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში ადამინებით ივაჭროს, ან ეს სამოსი რას ნიშნავს, შეუძლებელია მომხდარიყოს ის, რისიც ასე ძალიან მეშინია..".
თავიდან ნინას სურდა ფრანგულად საუბარი ეცადა, იქნებ გამოლაპარაკებოდა გამტაცებლებს, რომლებიც არც სახეს მალავდნენ ტყვეებთან და მითუმეტეს არც რამის ახსნით იწუხებდნენ თავს, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ხმაამოუღებლივ მჯდარიყო მისთვის განკუთვნილ ადგილზე.
ვახშმობის დროც კარგა ხნით გადაცდა, ამ დროს ისინი კვლავ ნავში ისხდნენ და მიცურავდნენ ზღვაში, საიდანაც გასასვლელი თითქმის არსაიდან ჩანდა.
ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ, სავსე მთვარე დაჰნათოდა მცურავ ნავებს და მასში მძინარ ტყვეთა სახეებს უცნაურ შუქს ჰფენდა. ღვიძილის მდგომარეობაში მხოლოდ მენიჩბეები და იან ბუდენბროკი იყვნენ, პირველნი იმიტომ, რომ მათზე იყო დამოკიდებული მოგზაურობის ლოგიკურ ფინალამდე მიყვანა და გარდა ამისა ამ საქმეში კარგად გაწაფულნიც იყვნენ, იანის უძილობის მიზეზი კი არსებულ გარემოებაში გარკვევის მცდელობა იყო, თუმცა თავი და ბოლო ვერ გაეგო ამბისა, რომლის მონაწილენიც ის და მისი თანაკურსელნი უნებურად შეიქმნენ.
მთვარი ჯერაც არ იყო ჩასვენებული, მზეს კი ჯერ დედამიწისათვის თავისი ნათელი, თბილი სხივების წილადება არ დაეწყო დედამიწისათვის, როცა ნავი ნაპირს მიუახლოვდა. როგორც კი მენიჩბეებმა ნავი ნავმისადგომს მიაყენეს მძინარი ტყვეების გაღვიძება და ნაპირზე გადმოსხდომა დაიწყეს, თუმცა სანაპირო ზოლი სულაც არ ყოფილა ის უკანასკნელი პუნქტი, სადაც გამტაცებლები ტყვეების დატოვებას გარიჟრაჟისთვის აპირებდნენ.
რამდენიმე წუთიანი ფეხით სიარულის შემდეგ ეტლები გამოჩნდა, რომელში შებმული ცხენები მიწას ფლოქვებს სცემდნენ და სიფიცხეს გამოხატავდნენ, როგორც ჩანს მათაც ადრე მოუწიათ ჩვეული სამუშაოს შესრულება და შეწყვეტილი დასვენების შებრუნებას მოუთმენლად ელოდნენ, ამისთვის კი წინ კიდევ ერთი საქმის შესრულება მოუწევდათ.
-სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი თავდაპირველი მოსაზრება ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოსაა-გადაულაპარაკა ნინამ იანს, როდესაც ერთსა და იმავე ეტლში მოუწიათ ჩასხდომა
-იმედი მაქვს კეთილს ინებებ და ამჯერად მაინც გამარკვევ რა ხდება შენს, უფრო სწორად ჩვენს თავს?-იანი ნინას გვერდით ამოუჯდა და ძალიან ახლოს მიჩოჩდა მასთან
-ბერმუდის სამკუთხედზე თუ გსმენია რამე?-ნინამ იანს თვალებში შეხედა ისე, თითქოს წინასწარვე იცის რა პასუხს შეიძლება მისგან ელოდოსო
-აჰა და მერე ეგ რა შუაშია?-უდარდელად უპასუხა იანმაც
-ჰოდა მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ბერმუდის სამკუთხედი მთლიანად მოიცავს ტერიტორია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი უკან პუერტო-რიკოდან ფლორიდამდე ბაჰამის კუნძლების გავლით..
-იმ კუნძულის გავლით, რომელზეც წესით დაფრენა უნდა განხორციელებულიყო-გაოგნებულმა იანმა ნინას მიერ წამოწყებული წინადადება განაგრძო
-მართალია, მაგრამ როგორც ჩანს სწორედ ამ დროს მოხდა ჩვენი თვითმფრინავის საიდუმლო გაუჩინარება და ჯერაც უცნობ ტერიტორიაზე აღმოჩენა
-ჯერაც უცნობ ტერიტორიაზე, ჯერაც უცნობ დროში-იანმა უღონობისაგან კიდევ ერთხელ ამოიოხრა
-მეც ეგ უნდა მეთქვა-ნინა უკვე დაძრული ეტლის საზურგეს მიეყრდნო
-და ახლა რა ჯანდაბა უნდა ვქნათ? უკან როგორ უნდა დავბრუნდეთ?
-ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერავინ გასცა, არამგონია ჩვენ პირველები აღმოვჩნდეთ
-უკვე გითხარი, რომ ადამიანების დამშვიდება საოცრად გამოგდის?-ირონიულად ჩიღიმა იანმა და მალევე ჩვეული უღონო სახე მიიღო
-კი, სულ რამდენიმე წამის წინ-სიმწრისაგან ჩაეღიმა ნინასაც-ღმერთო ჩემო, ამას რომ დანარჩენები გაიგებენ წარმომიდგენია რაც მოხდება..-როდესაც ნინამ კიდევ ერთხელ გააანალიზა ის ვითარება, რომელში ყოფნაც მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ უხდებოდა ირონიაც სადღაც გაქრა და სასოწარკვეთილმა ჩაქინდრა თავი
-უკვე სამი უგრძესი და უმძიმესი ღამის გადატანა შევძელით, როგორმე მოახერხებენ ამ, ჯერაც დაუკერებელ ამბავთან შეგუებას
-იმედია ასეც მოხდება, მაგრამ თუ პირველივე დაბრკოლების პირდაპირ აღმოჩენილი ჯეფერსონი  თვითმკვლელობაზეც კი აღმოჩნდა წამსვლელი, რას შეიძლება ველოდოთ 18-21 წლის ახალგაზრდებისაგან?
-ალბათ იმასვე, რასაც ამ წამს შენს გამოხედვასა და სიტყვებში ვხედავ, თუ შენ შეძელი ასე მედგრად შეხვედროდი ასეთ სიძნელეებს, რატომ გგონია, რომ დანარჩენები ვერ შეძლებენ?-იანი პასუხის მოლოდინში გაირინდა
-იმიტომ, რომ მათ ის არ გამოუვლიათ, რისი გადატანაც მთელი ცხოვრება მიხდებოდა და მიხდება-იანთან ნინა პირველად გრძნობდა თავს ისე, თითქოს მისთვის შეეძლო მთელი მისი წარსულის შესახებ მოეყოლა და ბოლოს და ბოლოს გულიდან ამოერეცხა მთელი ის სიბრაზე და ტკივილი, რომელსაც გულით დაატარებდა
-შენს ხმაში საოცარი ტკივილი იგრძნობა, კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ შეგიძლია ბოლომდე მენდო და მომიყვე ის რისი თქმაც ასე ძალიან გინდა
-ცხოვრებამ ისიც მასწავლა, რომ არავის უნდა ენდო, ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი-თვალებში ჩახედა, თავიდან ამოიგდო მასთან გულახდილად საუბრის სურვილი და გვერდით, ეტლის კიდისკენ მიჩოჩდა, ამის შემდეგ მას იანთან სიტყვაც არ დაუძრავს და არც იანს დაუძალებია საუბარი.
მზის სხივებმა მალევე სძლიეს სიბნელეს და არემარე მზის მკვეთრმა და თბილმა ნათებამ მოიცვა. ეტლებში მსხდომთ მალე ხმაური შემოესმათ, ეს ხმაური ძალიან ჰგავდა ხალხის ჩოჩქოლსა და პირუტყვის ბღავილსა, ყმუილსა თუ ყეფას.
ტყვეები სათითაოდ ჩამოსხეს ეტლებიდან, თითოეული მათგანის სახეზე გაოცება, შიში, სასოწარკვეთა იხატებოდა, აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს და ვერ გაერკვიათ რა  ხდებოდა მათ ირგვლივ
-დროა დანარჩენებს მანამ ვუთხრათ სიმართლე, სანამ ძალიან გვიანი არ აღმოჩნდება-გადაუჩურჩულა იანმა ნინას და ეშლისა და ქეროლაინისაკენ დაიძრა, თუმცა ბორკილები მოძრაობაში ხელს ძალიან უშლიდა..


ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს იმისა, რატომაც ვერ მოვახერხე შემდეგი თავის სწრაფად დადება, მაგრამ ჩამოთვლას უბრალოდ აზრი არ აქვს, მთავარია ახლი თავის დადების შანსი მომეცით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ხმებისათვის <3
თავს ვერც იმაზე დავდებ შემდეგში უფრო დიდ თავებს დავდებთქო, ჩემი აზრით ასეთი "სტანდარტული" ზომა ამ მოთხრობას უფრო მოუხდება/უხდება..
იმედია მოგეწონათ <3:*))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 784 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-06-20 Spam
dzalian,dzalian ,dzalian da kidev 100000sjer dzalian momwons :d
imitom rom dzalian,dzalian da kidev 1000sjer dzalian magaria :*