Greetings From The Past [Part 3]
ჟანრი-ფანტასტიკა, დრამა, რომანტიკა
21-ე საუკუნის სასწავლებელი არაერთი მოსწავლის საიდუმლო და ბნელით მოცულ წარსულს მალავს. მათ გარეგნულად უშფოთველ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს სრულიად უბრალო მოგზაურობა, რომელიც მათი დროში მოგზაურობის საყრდენად იქცევა.. რთულია ფეხი აუწყო მეცხრამეტე საუკუნეს, ბევრისთვის მიუღებელი დოგმატების ეპოქას, თუმცა უცნაური ბედისწერა მეგობრებისა თუ უსიამოვნო თანაკურსელთა ცხოვრებას შემთხვევითობას არ ანებებს და არანაკლებ იდუმალ "სიურპრიზებს" უწყობს...
საუზმობაც ისევე მოუწიათ, როგორც ვახშმობამ. მხიარულების ტალღა ახლაგაზრდა სულებს კვლავ ძველებურად ამოძრავებდა, ის ის იყო ნინაც აპირებდა დანარჩენებს შეერთებოდა, რომ უნებურად თვალები თვითმფრინავისაკენ გაექცა და მზერა პილოტის უცნაურ მოძრაობას შეჰკიდა, გონს მოსვლა და დასკვნების გაკეთება მალევე მოახერხა, გახდილი მაისური იქვე ქვიშაში დააგდო და თვითმფრინავისაკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ერთადერთი, ვინც ნინას ამგვარი უეცარი ცვლილება და აღელვება შენიშნა იან ბუდენბროკი იყო, რომელიც მაშინათვე მოსცილდა თანაკურსელებს და ნინას დაედევნა. ნანახმა ორივე შეაძრწუნა.
ნინა ადგილზე გაიყინა, თვითმფრინავის კარებს მიყრდნობილი პირზე ხელებს იფარებდა და თვალებიდან უნებურად სდიოდა ცრემლები, ამ წუთში მის სულს ქარიშხალი დაუფლებოდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა, მოგონებებმა მის გონებაში მალევე გაიკვლიეს გზა, კვლავ ჩაესმა ყურში დედის გულისგამგმირავი კივილი, უხეში და უემოციო პოლიციელების ტლანქი მოქმედება და სამუშაო კაბინეტში თოკზე დაკიდებული მამის მერხევი სხეული...
-ნინა დამეხმარე!-კიდევ ერთხელ დაიყვრა იანმა, ყულფში თავგაყოფილ პილოტს ფეხებზე მოჰკიდა ხელი, ზევით ასწია და ნინას ანიშნა თოკი შეეხსნა, ეს უკანასკნელი კი გონზე მოსვლას ჯერაც ვერ ახერხებდა, თუმცა ნაბიჯის გადადგმა როგორღაც მაინც შეძლო, თვითმფრინავის სკამზე შედგა და აკანკალებულმა დაუწყო თოკს შეხსნა, მისტერ ჯეფერსონის სხეულიც სრიალით დაეშვა ძირს, თუმცა საბედნიეროდ იანმა დროზე შეამაგრა და იატაკზე გააწვინა, სწრაფად გაუსინჯა პულსი და მართალია სუსტად, თუმცა პილოტს გული მაინც უცემდა. ნინამ პილოტის თავთან დაიჩოქა და ხან იანს, ხან კიდევ მისტერ ჯეფერსონს შეშინებული, შეძრწუნებული, გაოგნებული თვალებით შესცქეროდა. იანი თვითმკვლელობის მოსურნეს თითქმის ორი წუთის განმავლობაში გულის მასაჟს უკეთებდა და საბოლოოდ ორივემ, იანმაც და ნინამაც შვებით ამოისუნთქეს, როდესაც პილოტმა ჩასისხლიანებული თვალები გაახილა, დაახველა და გალურჯებულ კისერზე ხელი მოისვა
-მადლობა ღმერთს!-იატაკზე დაჩოქილი იანი იქვე სკამს მიაწვა, ხელები მუხლებზე შემოდო და დამშვიდებით შეხედა ნინას, რომელსაც მდგომარეობა არ უცვლია
-ისევ ცოცხალი ვარ.. ისევ ცოცხალი..-იმეორებდა პილოტი და გასაცოდავებულ სახეზე ცრემლები სდიოდა, თან პარალელურად მუშტებს იატაკს უტყამდა
-საბედნიეროდ მისტერ ჯეფერსონ, საბედნიეროდ ისევ ცოცხალი ხართ!-იანმა მისტერ ჯეფერსონს მხარზე ხელი გადაჰკრა
-როდემდის მისტერ იან, როდემდის?-ჯერ იანს შეხედა საცოდავი თვალებით, შემდეგ კი ზევით აიხედა-ისეთი რა დავაშავე, რომ ნელი და მტანჯველი სიკვდილისთვის აღმოვჩნდი განწირული
-არავინ იცის რა იქნება მომავალში მისტერ ჯეფერსონ, დარწმუნებული ვარ ძებნას დაგვიწყებენ და მალევე გვიპოვიან-უცნაურია, მაგრამ ჯერაც გამოუცდელი მოზარდი ცხოვრების ქარცეცხლგამოვლილ, ზრდასრულ მამაკაცზე ბევრად მხნედ გამოიყურებოდა და ყოველნაირად ცდილობდა მის დაიმედებას
-უკვე მეორე დღეა, არავინ გამოგვხმაურებია და ყველა მოწყობილობაც მწყობრიდანაა გამოსული, მალე წყალი და საკვაბიც გამოგველევა, პანიკას თავიდან ვერ ავიცილებთ..-პილოტს არც უკითხავს საიდან შეიტყო იანმა ყოველივე, რადგან ყველაზე ნაკლებად ახლა ფიქრს ახერხებდა
-იან!-თვითმფრინავშვი მყოფთ იანის შეყვარებულის, სეიჯის ხმა შემოესმათ
-მალე დავბრუნდები-იანი ელვის უსწრაფესად წამოიჭრა ფეხზე და სეიჯის შესაკავებლად გაემართა, რათა პილოტი ასეთ მდგომარეობაში არ დაენახა
-სეიჯ-თვითმფრინავიდან მომღიმარი იანი გამოვიდა, სეიჯს ხელი წელზე მოხვია, შეაბრუნა და სანაპიროს იმ ნაწილისაკენ წაიყვანა, სადაც დანარჩენები მხიარულებას განაგრძობდნენ-სათვალეს ვეძებდი და მცირე ხნით შევყოვნდი
-და სათვალე სად არის?-სეიჯი იანს მორჩილად მიჰყვებოდა
-.. ვერ ვიპოვე-სწრაფად უპასუხა და უკან თვითმფრინავსაკენ გაიხედა, შემდეგ კი დანარჩენებს შეუერთდა
-იან კარგად ხარ?-ქეროლაინმა იანს დაბნეულება შეატყო და მისი ამ შეკითხვის შემდეგ სეიჯმაც პასუხს დაუწყო ლოდინი
-მშვენივრად-უპასუხა იანმა და გაიღიმა, თუმცა თვალი კიდევ ერთხელ გაექცა თვითმფრინავისაკენ, რაც არც სეიჯს და არც ქეროლაინს არ გამოფპარვიათ
-თვითმფრინავში მარტო არ იყავი არა?-სეიჯი იანს კიდევ უფრო მიუახლოვდა
-რათქმაუნდა არა, პილოტიც იყო-უპასუხა იანმა და რათა სეიჯის მომაბეზრებელი შეკითხვებისთვის თავი დაეღწია ბიჭებს შეუერთდა.
ამ დროის განმავლობაში თვითმფრინავში ნინა და პილოტი ჯეფერსონი ერთმანეთის პირისპირ ხმაამოუღებლივ ისხდნენ, თითოეული მათგანის გონება სულ სხვადასხვაგვარ ფიქრებს მოეცვა.
ჯეფერსონი ამჯერად თავს საშინლად გრძნობდა, მან დაუშვა, რომ შიშს და შფოთს აეტანა და ცხელ გულზე გამოუსწორებელი შეცდომა ჩაედინა, იმ წუთებში მისი ერთადერთი საფიქრალი საკუთარი თავი იყო: ერჩივნა სწრაფად მომკვდარიყო, ვიდრე შიმშილის, წყურვილისა და სიცივისაგან ნელა და მტკივნეულად მოღებოდა ბოლო, მაგრამ ახლა, როცა კვლავ მიეცა საშუალება იმედის თვალით შეეხედა მომავალი დღისთვის, თავს საშინელ ადამიანად თვლიდა, მშიშარა ეგოისტად, რომელსაც არ უფიქრია ოჯახზე, საყვარელ მეუღლეზე, რომლის ერთადერთი დასაყრდენიც სწორედ ის იყო, ახლა კიდევ უფრო ღრმად ჩაუკვირდა ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ცოლის მდგომარეობას, დღევანდელმა დღემ თავი მის ადგილას წარმოადგენინა, მდგომარეობაში, როცა მთელი გულით გწადია, მაგრამ საწადელს ვერ ისრულებ, სიკვდილი გინდა, მაგრამ ეს იმდენად მიუწვდომელია, რამდენადაც იმის გამოსწორების იმედი, რამაც შენში ეს საშინელი სურვილი აღძრა. ჯეფერსონი საკუთარი თავის მიმართ ზიზღისა და სიბრალულის გრძნობას ერთდროულად აეტანა და სწორედ ამ წუთებში ლამობდა საყვარელი მეუღლის გვერდით ყოფნას, ქეითის ერთი სიტყვაც ხომ საოცარ პოზიტიურ ასახვას ჰპოვებდა მასზე. ახლაც სწორედ ცოლთან საუბარი, მასთან ერთად პარკში სეირნობა, რომანტიკული ვახშამი ეწადა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე შორს იყო იმ რელობისაგან, რომელშიც ჯეფერსონი იმყოფებოდა, რომ მტკივნეული წარსულის ბედნიერი გამონათებების გახსენება მის სულს შხამავდა, ტკივილს აყენებდა, ამ ყოველივეს პარალელურად მას დროდადრო იმედი ესახებოდა, რომ ახლაც შეიძლებოდა უარესიდან უკეთესობისაკენ ვითარების შეცვლა, ისევე, როგორც მის ცხოვრებაში არაერთხელ მომხდარა.
სულ სხვაგან ჰქროდა ნინას გონება, რომელიც კვლავ მის სახლს, უეცრად გამოჩენილ პოლიციელებს, დედის შემზარავ რეაქციასა და მამის თოკზე დაკიდებულ უსიცოცხლო სხეულს დასტრიალებდა... რა არ გააკეთა, იმისათვის, რათა მტკივნეული წარსული დაევიწყებინა, მაგრამ ყოველი მცდელობა ამაო იყო, დღევანდელმა დღემ კი თითქოს ხელახლა გაუცხოველა დროებით მიძინებული ჭრილობები...
-მის დიბუა-პილოტი ნინას გაყინულ ხელებს შეეხო-ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საშინელი სცენის მომსწრე გახდით
-მე კიდევ ვწუხვარ, რომ თქვენი სახით კიდევ ერთხელ შევცდი ადამიანში-ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა, სადაც თვალი პილოტის საცოდავ მზერას გაუსწორა, რომელშიც აშკარად იკვეთებოდა, რომ უკანასკნელი სიტყვებით ნინამ მას თითქოს ჭრილობაზე მარილი დააყარა და გულმოკლული და უნუგეშო დატოვა
-სად დაიკარგე მთელი დღე?-ნინას ქეროლაინი შეეგება
-თვითმფრინავში ვისვენებდი-მოკლედ უპასუხა და დაამატა-მინდა ცოტა ხნით მარტო დავრჩე, სანაპიროს დავათვალიერებ!
-მოიცა.. და კარგად ხარ?-ხელი ხელზე მოჰკიდა
-მშვენივრად-თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა
-მოიცადე!-რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ქეროლაინმა ნინას ჩამკვდარი, უსიცოცხლო თვალები თავიდან ვერ ამოიგდო და დაედევნა-მარტო არ გაგიშვებ
-ქეროლაინ გთხოვ-ნინამ მისი შეჩერება სცადა
-არა, მე გთხოვ ნინა, რაც ამ კუნძულზე აღმოვჩნდით აღარავის იკარებ და..ღმერთო ჩემო რა ხდება?-ორივემ მზერა ტყისაკენ მიაპყრო, უცნაურ ხმაურს მალე სილუეტების, შემდეგ კი გამოკვეთილი ფიგურების გამოჩენა მოჰყვა, კუნძულზე მყოფთა შორის აურზაურმა იფეთქა...
არ ვიცი ეს თავი როგორი გამომივიდა, დადებას არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან დიდი ხანია არ დამიდია, გადავწყვიტე ბარემ მკითხველებს შევასენებთქო :დ
ნინას მამას რაც შეეხება ეს მხოლოდ ამბის უმნიშვნელო ნაწილია, ჯერ სად ხართ..
სანაპიროზე ისეთი რაღაცები უნდა მოხდეს...მმ.. წინასწარ მაქვს ნაფიქრი ზოგიერთ დეტალზე და იმედი მაქვს წერისას აღარ გადავიფიქრებ
კომენტარები არ დაგავიწყდეთ <3:*)))