მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » Greetings From The Past [Part 1]
0:38 AM
Greetings From The Past [Part 1]
Greetings From The Past [Part 1]
ჟანრი-ფანტასტიკა, დრამა, რომანტიკა
21-ე საუკუნის სასწავლებელი არაერთი მოსწავლის საიდუმლო და ბნელით მოცულ წარსულს მალავს. მათ გარეგნულად უშფოთველ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს სრულიად უბრალო მოგზაურობა, რომელიც მათი დროში მოგზაურობის საყრდენად იქცევა.. რთულია ფეხი აუწყო მეცხრამეტე საუკუნეს, ბევრისთვის მიუღებელი დოგმატების ეპოქას, თუმცა უცნაური ბედისწერა მეგობრებისა თუ უსიამოვნო  თანაკურსელთა ცხოვრებას შემთხვევითობას არ ანებებს და არანაკლებ იდუმალ "სიურპრიზებს" უწყობს...
 


-რას კითხულობ ნინა?- ქეროლაინი საერთო საძინებელში ჩვეული ხმაურით შევიდა, ნინას გვერდით, საწოლზე მოკალათდა და გვერდულად გადახედა წიგნს, რომელსაც მთელი დღეა ნინას ყურადღება სრულიად ჩაენთქა
-სტენდალი „წითელი და შავი"-ისე უპასუხა, რომ წიგნიდან თავი არ აუწევია, მხოლოდ ოდნავ ჩაიწია, რათა ქეროლაინს მოხერხებულად დაჯდომა შესძლებოდა
-.. და საინტერესოა?-უქნარობით მოწყენილი ქეროლაინი სასაუბრო თემას ეძებდა, რომ როგორმე ნინას ყურადღება მიექცია და თავი მარტო არ ეგრძნო
-ძალიან-სწრაფად უპასუხა ნინამ 
-რაზეა?
-X1X საუკუნე, სოციალურ ფენებს შორის არსებული ურთიერთობები, პლებეისა და „ზეკაცთა" ხასიათების კონტრასტი.. მოკლედ არაფერი ისეთი, რაც 21-ე საუკუნეში შენნაირ თავნება, თავქარიან, წვეულებებისა და გართობების მოყვარულ, აუღელვებელ და უშფოთველ სულს ინტერესს მოჰგვრის
-პირდაპირობა და მიხვედრილობა შენი საუკეთესო თვისებებია-ჩაეღიმა ქეროლაინს-ამიტომაც მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა
-მე კიდევ ძალიან ვბრაზობ, როცა კითხვისას ხელს მიშლიან-ნინამ წიგნში სანიშნე ჩადო, დაკეცა და ქეროლაინს უცნაურად აკიაფებული თვალები მიანათა
-მეგონა უკვე შეეჩვიე-დანაშაულის გრძნობა ქეროლაინისთვის უცხო იყო, ეს იცოდა ნინამაც და ლამის შეეგუა კიდეც მის უპასუხისმგებლო, ვნებებსა და წამიერ სურვილებს აყოლილ გამოუსწორებელ ქმედებებს, რაც ისეთ კონტრასტში მოდიოდა მის პიროვნებასთან, როგორც შავი და თეთრი, როგორც ცა და მიწა..
-ჯობს ნუ ვიკამათებთ ჩემს შეგუებულობაზე შენს გამოუსწორებელ საქციელთან მიმართებაში-საწოლიდან წამოდგა, წიგნი ტუმბოზე ჩამოდო, სარკესთან მივიდა და თმის დავარცხნა დაიწყო-მითუმეტეს წუხანდელს შემდეგ
-კარგი რა.. სულ ცოტა დავლიე-ნინამ დაინახა, რომ სარკიდან ქეროლაინმა მას საჩვენებელი და არათითების შეერთებით ანიშნა წუხელ მიღებული ალკოჰოლის დოზის სიმცირეზე და მის სახეზე აღბეჭდილმა უდარდელობამ უნებურად მოჰგვარა ღიმილი
-აჰამ.. მაგრამ საინტერესოა ისეთი რა დალიე, რომ დენიელმა და ჯეკმა ძლივს „მოგიტანეს"-სავარცხელი თავის ადგილას დადო და ოთახის მილაგებას შეუდგა
-ხო კაი, ცოტაზე მეტი მომივიდა, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, დენიელმა გამომიწვია..-ნინა ერთადერთი იყო, ვისაც ქეროლაინი თავის მართლების ღირსად ხდიდა
-შუბლზე იარაღი მოგადო არა?-დაკეცილი მაისურები კარადაში შეალაგა და სამუშაო მაგიდის მოწესრიგებას შეუდგა
-ნინა!..თვითონ თქვი, რომ  21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, თავისუფლების ზეობის ხანაში და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ თავისუფლებამ შეიძლება გართობის უმაღლეს ფორმებსაც მიაღწიოს
-გინდა წავიდეთ და ეს ყველაფერი დირექტორს სიტყვა-სიტყვით გავუმეოროთ?-ნინამ ამ ფრაზას ცბიერი ღიმილიც დააყოლა
-არა გმადლობთ-გვერდულად, შიშნარევი და უსიამოვნო ღიმილით უპასუხა ქეროლაინმაც-მისის სტოუნმა რომ წუხანდელის შესახებ შეიტყოს, დარწმუნებული ვარ ექსკურსიაზე არ გამიშვებს
-ექსკურსია..-ახლაღა გაახსენდა ნინას-ძალიან არ მინდა წამოსვლა, ამიტომ მგონი აჯობებს დავრჩე
-იმედი მაქვს ხუმრობ, უშენოდ წასვლას არც მე ვაპირებ, მე კიდევ წასვლა ძალიან მინდა
-ჰოდა შეგიძლია წახვიდე კიდეც, მარტო ნამდვილად არ იქნები კეტრინი, სერენა, მეთი.. კიდევ ბევრი თანაკურსელის დასახელება შემიძლია, რომლებიც სიამოვნებით გაგეგებიან ფეხქვეშ მთელი ექსკურსიის მანძილზე
-მაგათ ნურც მიხსენებ.. ადამიენებში სწორედ იმ პირფერობას და ქვეშქვეშობას ვერ ვიტან, რასაც შენს მიერ ნახსენები „პიროვნებები" ასე უხვად აფრქვევენ
-უცნაურია, რომ შენს შეყვარებულსა და საუკეთესო მეგობრებზე ასე ლაპარაკობ-როგორც კი მილაგებას მორჩა თავის საწოლზე, ქროლაინის გვერდით გულაღმა წამოწვა
-ჩემი ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ამ ოთახშია და არასოდეს ვაპატიებ, თუ ბაჰამის კუნძულებზე პირმოთნეთა ხელში ჩამაგდებს-წამოიწია და ნინას თვალებში შეხედა
-არა რა.. მართლა არ მინდა წამოსვლა
-კი მაგრამ, ბაჰამის კუნძულები ხომ შენი საყვარელი დასასვენებელი ადგილია
-მეგობრებთან ერთად მართლაც სიამოვნებით დავისვენებდი, მაგრამ მშვენივრად იცი, რომ ისინი აღარ მყავს-ნინა ახლა მართლა უგუნებოდ შეიქმნა, რადგან წარსულმა თვალწინ გადაურბინა და მშვენიერ სახეს კიდევ ერთხელ დაუტოვა გამჭვირვალე სითხის კვალი, ქეროლაინიც უსიტყვოდ გადაეხვია და უეცრად ჩამოვარდნილი დუმილი აღარ დაურღვევია
-ვახშმის დროა-თქვა ქეროლაინმა, როცა სავახშმო ზარის ხმამ მათ ყურამდეც მიაღწია.
ნინას არ უნდოდა მარტო დარჩენილიყო, რადგან მარტოობა ყოველთვის უსიამოვნო ფიქრების ამშლელი ხდებოდა მისთვის, ამიტომ ქეროლაინთან ერთად სასწრაფოდ დატოვა საძინებელი და სასადილო ოთახში შევიდა, სადაც უკვე ყველა თავის ადგილას მოკალათებულიყო. მეგობრებმა ლანგარზე მსუბუქი ვახშამი დააწყვეს და ჩვეულ ადგილს მიაშურეს, თუმცა ცალკე დარჩენას და საუბარს ვინ აცლიდა? კეტრინი და სერენა მათ მაგიდას მიუახლოვდნენ და ნინასთვის უინტერესო თემაზე დაიწყეს საუბარი, ქეროლაინიც მალევე აყვა მათ და ნინამაც საჭიროდ ჩათვალა იქაურობას გაცლოდა, ბოდიში მოიხადა, წამოდგა და ლანგრით ხელში სწრაფად მოტრიალდა, რომ გზა ბუფეტისკენ განეგრძო. სწორედ ამ დროს შეეჩეხა იან ბუდენბროკს, როცა ერთი მარცხნივ გაიწევდა მეორესთვის გზის დასათმობად, მეორეც იმავე მხარისაკენ იწევდა, ასე დაახლოებით ოთხ-ხუთ ჯერზე განმეორდა, თუმცა არც ერთ მათგანს ერთმანეთისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ერთადერთი რაც აინტერესებთად სასურველ ადგილამდე მოკლე დროში მიღწევა იყო.
ნინამ ლანგარი მებუფეტეს გაუწოდა, მადლობა ჩვეულებისამებრ ღიმილით გადაუხადა და სწრაფად გაემართა ოთახისკენ, შხაპი მიიღო, ღამის პერანგი ჩაიცვა და დასაძინებლად დაწვა.
ძილ-ბურანში მყოფი ფეხის ხმამ გამოაღვიძა
-ქეროლაინ, შენ ხარ?-თვალები მოიფშვნიტა და ოდნავ წამოიწია
-გაიღვიძე?-კითხვას კითხვითვე უპასუხა ქეროლაინმა და ნათურა აანთო
-რას აკეთებ?-უეცარმა სინათლემ ნინას თვალები მოსჭრა და ხელი აიფარა
-ბარგს ვალაგებ, გადაწყდა, რომ ხვალ დილით მივფრინავთ
-მერე ჩემს კარადასთან რა გინდა?
-ჩემი უკვე ჩავალაგე, ახლა შენი დრო დადგა
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ ქეროლაინ?-თავი უსიამოვნოდ გააქნია
-ძალიან, ძალიან გთხოვ, ეს მოგზაურობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, გული მიგრძნობს რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს, მთხოვე რაც გინდა, თუ გიდა სახლში ყოველ ღამე ცხრა საათისთვის დავბრუნდები, არასოდეს გავეკარები ალკოჰოლსა და სიგარეტს..-საწოლზე ნინას გვერდით ჩამოჯდა, ხელი ხელზე მოჰკიდა და ისე განაგრძობდა საუბარს, რომელიც ნინას კითხვამ შეაწყვეტინა
-მართლა მზად ხარ ეს ყველაფერი ჩემი თანხმობისთვის გააკეთო?
-ნუ ახლა...-ოდნავ შეყოყმანდა, რადგან ქეროლაინი სულაც არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც სხვებს რამეს ეხვეწებიან, გულწრფელად ესაუბრებიან საკუთარ გრძნობებზე და ყოველ ქმედებაზე ანგარიშს აბარებენ, თუმცა ნინას რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა და ქეროლაინიც ამ განსაკუთრებულმა და ამოუცნობმა შეიპყრო, აღტაცებაში მოიყვანა და ნებაყოფლობით გაახსნევინა გულის ის კარი, რომელსაც ზემოთჩამოთვლილ გრძნობათა შეკავება ბუნებრივ მდგომარეობად ექცია
-არ მინდა დანარჩენებს ზედმეტად მოვხვდე თვალში-ნინა ყოველთვის ცდილობდა ხალხმრავლობას გაქცეოდა და ახლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზთაგანი, რის გამოც იგი ბაჰამის კუნძულებზე მოგზაურობაზე ამბობდა უარს, სწორედ თანაკურსელებისაგან მაქსიმალურად შორს ყოფნა იყო, რომ პირად ცხოვრებაზე, ოჯახზე და სხვა არაერთ თემაზე არ დაესვათ მისთვის შეკითხვა, უსიამოვნო შეკითხვებს კი ნინა ლამის მთელი ცხოვრებაა გაურბის
-გპირდები არავინ შეგაწუხებს-ქეროლაინმა ჩათვალა, რომ ნინა თითქმის დაყოლიებული ჰყავდა და წვრილმან მოთხოვნებზე, თუ მათ მოთხოვნები შეიძლება ვუწოდოთ, უყოყმანოდ თანხმდებოდა
-არ ვიცი, არ ვიცი..-ნინა კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა
-არავითარი „არ ვიცი" ნინა!..-ქეროლაინმა ნინას მუდარით სავსე თვალებით შეხედა
-კარგი, კარგი-მისმა გამომეტყველებამ და ხვეწნა-მუდარამ ნინას გული მოულბო-მაგრამ ხომ გახსოვს: არავითარი ალკოჰოლი, არავითარი სიგარეტი..
-რათქმაუნდა, რათქმაუნდა!-სიხარულისაგან ლამის ხტუნვა დაიწყო ქეროლაინმა, ნინას ძლიერად გადაეხვია და ყურთან უჩურჩულა-მადლობა ნინა, გპირდები არ ინანებ.
ქეროლაინის „მოთხოვნამ" განაპირობა ნინას საწოლიდან წამოდგომა და მზადება ხვალინდელი მოგზაურობისთვის. ბარგი სწრაფადვე ჩაალაგეს, მცირე ხნით ისაუბრეს და დასაძინებლად დაწვნენ.
დილის ექვს საათზე უჩვეულო ხმა გაისმა-ეს იყო ექსკურსანტთა სპეციალური ზარი, რომელიც მათ მზადებისკენ მოუწოდებდა.
შვიდი საათისთვის ოცდახუთივე მოსწავლე მასწავლებლებთან, მის ჯოუნსთან და მისტერ ჰემფრისთან ერთად სასკოლო ავტობუსში იჯდა და აეროპორტისკენ მიემართებოდა. რეგისტრაცია დიდხანს გაგრძელდა, როგორც იქნა ჩასხდომაც დასრულდა და თვითმფრინავიც ასაფრენ ბილიკს მოსწყდა. ქეროლაინს მეთის,
 მისი შეყვარებულის გვერდით თვითმფრინავის ბოლო რიგებში, ნინასაგან საკმაოდ მოშორებით მოუწია ჯდომამ, ნინას გვერდით კი ეშლი ჯეფერსონი,
 იან ბუდენბროკის „ცნობილი" შეყვარებული იჯდა, თუმცა უზარმაზარმა სხვაობამ მათ ხასიათებს შორის აბსოლუტური უკონტაქტობა განაპირობა და ორივე მათგანისთვის გასართობად მუსიკის ღრმა სამყაროში ჩაძირვა იქცა და ყურსასმენების მეშვეობით საბოლოოდ მოსწყდნენ დანარჩენებს, მაგრამ ერთი შეხედვით არსებული იდილია, რომელიც თვითმფრინავში მყოფებს დაუფლებოდათ პილოტის უეცარმა განგაშმა დაარღვია, ფანჯარას შავი ღრუბლები გადაკვროდა, თვითმფრინავმა უცნაური რყევა და ქვევითკენ ძვრა დაიწყო, მძინარეთ გამოეღვიძათ, უშფოთველთ სრულიად მიივიწყეს უდარდელობა, მთელი ჯგუფი ღელვამ და ფორიაქმა აიტანა, აქა იქ შეშინებული მოზარდების ყურისწამღები კივილი ისმოდა, სწრაფად მოხდა აირწინაღების მორგება თითოეული მფრინავის მიერ, წამით თითქოს სამყარო დატრიალდა, ეს ბევრად უფრო საშინელი იყო, ვიდრე ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება, ვიდრე ყველა სახის უბედური შემთხვევა, რამდენიმე წუთიც და ყველაფერი დასრულდა..


როგორც უკვე იცით, ნატალის შემოთავაზების წყალობით ყველა მსურველს დღეს საშუალება ეძლევა დადოს მოთხრობა, რომლის გაგრძელება არ გაგრძელების საკითხს ნახვებისა და კომენტარების რაოდენობა განსაზღვრავს, ამიტომ თუ ვინმეს მოგეწონათ ძალიან გთხოვთ კომენტარებს ნუ დაიზარებთ, შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ გულწრფელად დაწეროთ რასაც ფიქრობთ, შეგახსენებთ, ეს ერთადერთი შანსია, რომ ამ მოთხრობის გაგრძელების უფლება მოვიპოვო.
ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1063 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-06-03 Spam
gansakutrebuli,amagelvebeli,saintereso,damaintrigebeli 1 tavi :))
imedia sakmarisia es 4 sityva rom shemdegi rac sheidzleba male daadoo **