მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 3 » Greetings From The Past [Part2]
7:19 PM
Greetings From The Past [Part2]
Greetings From The Past [Part 2]
ჟანრი-ფანტასტიკა, დრამა, რომანტიკა
21-ე საუკუნის სასწავლებელი არაერთი მოსწავლის საიდუმლო და ბნელით მოცულ წარსულს მალავს. მათ გარეგნულად უშფოთველ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს სრულიად უბრალო მოგზაურობა, რომელიც მათი დროში მოგზაურობის საყრდენად იქცევა.. რთულია ფეხი აუწყო მეცხრამეტე საუკუნეს, ბევრისთვის მიუღებელი დოგმატების ეპოქას, თუმცა უცნაური ბედისწერა მეგობრებისა თუ უსიამოვნო  თანაკურსელთა ცხოვრებას შემთხვევითობას არ ანებებს და არანაკლებ იდუმალ "სიურპრიზებს" უწყობს...
 



ყველაფერი დასრულდა, ხმაური მიწყნარდა, შავი ღრუბლები კაშკაშა მზემ ჩაანაცვლა, მგზავრებიც დამშვიდნენ და მშვიდობითვე ხმელეთზე დაშვებული თვითმფრინავიდან ოპერატიული ჩამოსხდომა მოახდინეს.
ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილებმა აქეთ-იქით დაიწყეს თვალების ცეცება, მიდამოს ათვალიერებდნენ და მომხდარის გაანალიზებას ცდილობდნენ, თუმცა ბევრ მათგანს თითქოს ფიქრის უნარიც წართმეოდა, ერთადერთი სანუგეშო ის გახლდათ, რომ პილოტის ჩათვლით ოცდარვავე მგზავრი ჯანმრთელი და უვნებელი იყო.
მოზარდებმა მალევე მოახერხეს მომხდარის დავიწყება და ზღვის ტალღებს მიაშურეს, ცურაობდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ, ამ დროის განმავლობაში კი  პილოტი დაპირებისამებრ ცდილობდა სასიგნალო შეტყობინება ავია ცენტრისთვის გაეგზავნა, რათა მომხდარი ინციდენტის შესახებ მათთვისაც შეეტყობინებინა და შესაფერისი ტრანსპორტით მომხდარიყო ექსკურსანტთა დაჯავშნილ სასტუმრომდე მიყვანა, თუმცა რაც მეტი დრო გადიოდა პილოტს მეტი მღელვარება ეტყობოდა, ღელავდნენ მასწავლებლებიც, რომლებიც ამჯერად მოსწავლეთა თავაშვებულ გართობას ადევნებდნენ თვალ-ყურს და პერიოდულად პილოტის ქმედებებს ადევნებდნენ თვალს
-ყველაფერი წესრიგშია მისტერ ჯეფერსონ?-პილოტს ექსკურსანტთა ჯგუფის გართობისაგან თავიდანვე განრიდებული მოსწავლე, ნინა დიბუა მიუახლოვდა
-რასაკვირველია მის დიბუა-მოულოდნელობისა და მღელვარებისაგან პილოტ ჯეფერსონს გადამცემი მოწყობილობა ხელიდან გაუვარდა, თუმცა ყალბი ღიმილის შეგებება ცნობისმოყვარე სტუდენტისათვის მაინც მოახერხა და თუმცა ნინა კიდევ უფრო მეტად შეიპყრო ეჭვმა, მაინც არ დავიწყნია გაღიმება, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კი იმის ნაცვლად, რომ ნინაც დანარჩენების მხიარულებას შეერთებოდა, გადაწყვიტა მისტერ ჯეფერსონს გულახდილად დალაპარაკებოდა, სწრაფად მობრუნდა და მისგან ზურგით მდგარ პილოტს კიდევ ერთხელ დაუსვა შეკითხვა, რომელზე ფიქრსაც ორივე გაურბოდა, თუმცა ამ აზრის თავიდან ამოგდებას ვერც ერთი ვერ ახერხებდა:
-ბაჰამის კუნძლებზე არ ვართ, არა მისტერ ჯეფერსონ?-პილოტი გადამცემის ქვიშისაგან გაწმენდას ცდილობდა, ამ შეკითხვამ კი მისი მოძრაობა უნებურად შეანელა, გაყინა და შიშს კიდევ ერთხელ მისცა საშუალება მის სულს დაუფლებოდა
-რა შეკითხვაა მის დიბუა?-პილოტმა უნებური, მშრალი და შიშნარევი ღიმილი მოიშველია-ძალიან გთხოვთ სულელური აზრები თავიდან ამოიგდოთ და დანარჩენებს შეუერთდეთ
-ლამის მთელი ბავშვობა ბაჰამის კუნძულებზე მაქვს გატარებული, მის ყველა სანაპიროს ზედმიწევნით კარგად ვიცნობ და აქედანვე შემიძლია ჩემი თავდაპირველი მოსაზრების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შევიტანო-გადამცემი გამოართვა, ქვიშისაგან სრულიად გაწმინდა, უკანვე დაუბრუნა და უთხრა-მაგრამ ნუ ღელავთ, არც მე მინდა დანარჩენების შეშფოთება, ჩემგან ვერავინ ვერაფერს გაიგებს და იმედია მანამდე მოახერხებთ ავია ცენტრთან დაკავშირებას  და ჩვენს ხსნას
-მოიცადეთ მის დიბუა-სანაპიროსკენ მიმავალი ნინა პილოტის მოზომილმა ხმამ შეაჩერა-ყველა მოწყობილობა მწყობრიდან არის გამოსული, ვეღარც კომპასის გამოყენება ხერხდება
-ესე იგი არც ის  ვიცით სად ვიმყოფებით?-ნინამ კვლავ პილოტისკენ დაიწყო სვლა, მან კი უარის ნიშნად თავი გააქნია და ქვიშაში ერთ წერტილს დააშტერდა
-მაპატიეთ თუ ხელს გიშლით, მობილური დამიჯდა და იქნებ თქვენი მათხოვოთ-იან ბუდენროკმა ხელში მობილური აათამაშა და მოსაუბრეებს მიუახლოვდა
-ამ სანაპირო ზოლში მობილური არ იჭერს, ამიტომაც მოგიწევთ დაიცადოთ, სანამ ჩვენს წასაყვანად მოვლენ
-პილოტმა დროებით გამომშვიდობების ნიშნად იანსა და ნინას თავი დაუკრა და თვითმფრინავში ავიდა, ნინაც მალევე მოსწყდა ადგილს, თუმცა უკნიდან ადევნებული იანის ხმა შემოესმა
-ყველაფერი მესმოდა
-ვერ ვხვდები რას გულისხმობთ..-წამით ნინა გაშრა, ადგილიდან არ დაძრულა და ამჯერად მის პირისპირ მდგარი იანის დაჟინებულ მზერას მოარიდა თვალი
-მშვენივრადაც ხვდები! უკვე ვიცი, რომ ბაჰამიზე არ ვართ
-რაღაც გეშლებათ-ნინამ აჩქარებით დაიწყო თავდაპირველად არჩეული მიმართულებით სვლა
-სულელი ნამდვილად არ ვარ-იანმა ნინას მკლავზე მოჰკიდა ხელი და მისკენ მიაბრუნა-უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდა, რომ ჩემი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ-ტონი მნიშვნელოვნად შეარბილა, მოსაუბრენი ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ და მზერის მიღმა რაღაცის ძიებაში იყვნენ
-კარგია თუ ასეა!
-ნინამ ოდნავ უკან დაიხია და იანს მის მკლავზე მსუბუქად მოჭერილი ხელი გააშვებინა-იმედია ამის შესახებ ვეღარავინ შეიტყობს.. ჯერჯერობით მაინც!-სწრაფად დაამატა  და დანარჩენებს შეუერთდა, მის კვალს მალე იანიც გამოჰყვა და თუ ნინა მასწავლებლების გვერდით ქვიშაში იჯდა და ზღვის ტალღებს გასცქეროდა, საცურაო კოსტუმში გამოწყობილი იანი დანარჩენებთან ერთად ზღვის წყალში ნებივრობდა და იმ მხიარულების პარალელურად, რომელიც უკანასკნელი საუბრის შემდეგ სწრაფადვე დაიჭირა   თვალები ყოფილი თანამოსაუბრისკენ გაურბოდა.
ძნელი იყო იმის შესახებ გემსჯელა, რასაც ამ წუთებში ნინა განიცდიდა, მის სულში თითქოს ორი ანტიპოდი სახლობდა, ერთი მათგანი ლამის ცას ეწია სიხარულისაგან, როცა შეიტყო, რომ შესაძლოა ისინი მთელი დანარჩენი სამყაროსთვის, მათ შორის მისთვის უსიამოვნო ახლობლებისათვისაც დაკარგულნი არიან, ვინაიდან ამ შემთხვევაში მას მწარე რეალობასთან დაბრუნება აღარ მოუწევდა, მეორე ნაწილი კი მთლიანად შიშს ჩაენქა, შიშს იმისას, რომ აღარ ექნებოდა შესაძლებლობა დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა, ამ წუთებში მან პირველად გადახედა თავის წარსულს ორი მხრიდან და პირველადვე დაუშვა, რომ შესაძლოა თვითონაც მიუძღვის ბრალი იმ ყველაფერში, რამაც მისი ამერიკაში ჩამოსვლა და წარსულზე უარის თქმა განაპირობა, წარსულზე, რომელიც მასში სირცხვილს, სინანულსა და შიშს ერთდროულად იწვევდა.
ორი შინაგანი მეს ბრძოლა მეორის გამარჯვებით დასრულდა და ნინამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თუ ამ, ჯერაც უცნობი სანაპიროდან გააღწევდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა საფრანგეთში და მოინახულებდა მისთვის უსაყვარლეს ორ ადამიანს, რომლებზეც უარი ამპარტავნობის, ეგოიზმის, სიჯიუტის გამო თქვა.
მზის სხივები თვალს მალევე მიეფარა. ექსკურსანტები კვლავაც კუნძულზე, გარესამყაროსაგან სრულიად იზოლირებულნი იყვნენ. ვახშმობა პილოტის მიერ დანთებული კოცონის ფონზე მოაერხეს, რომელსაც უკვე უჭირდა დანარჩენებისთვის იმის განმარტება, თუ რატომ რჩებოდნენ დაფრენის ადგილას.
როგორც მოსალოდნელი იყო ქეროლაინმა ნინასთან გასაუბრებაც ვერ მოახერხა, აქტიურ მეგობრებთან ერთად იგი  გართობის არაერთ ხერხს მიმართავდა და თუმცა ნინას აყოლიებას ცდილობდა, ის მაინც განმარტოებით ყოფნას არჩევდა.
როდესაც ვახშმობას მორჩნენ ერთ-ერთმა მოსწავლემ, დევიდ კროუფორდმა გიტარის თანხლებით შესრულებული მხიარული სიმღერებით გამოაცოცხლა ღამის სიბნელესთან ერთად შემოპარული ჩუმი სევდა და დაღლილობა, 
მაგრამ სიმღერის ხმაც მალევე მიწყდა და თვითმფრინავის სავარძლებში თავთავიანთ ადგილებზე მოკალათებულ მგზავრებს მალევე ჩაეძინათ.
საუზმობაც ისევე მოუწიათ, როგორც ვახშმობამ. მხიარულების ტალღა ახლაგაზრდა სულებს კვლავ ძველებურად ამოძრავებდა, ის ის იყო ნინაც აპირებდა დანარჩენებს შეერთებოდა, რომ უნებურად თვალები თვითმფრინავისაკენ გაექცა და მზერა პილოტის უცნაურ მოძრაობას შეჰკიდა, გონს მოსვლა და დასკვნების გაკეთება მალევე მოახერხა, გახდილი მაისური იქვე ქვიშაში დააგდო და თვითმფრინავისაკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ერთადერთი, ვინც ნინას ამგვარი უეცარი ცვლილება და აღელვება შენიშნა იან ბუდენბროკი იყო, რომელიც მაშინათვე მოსცილდა თანაკურსელებს და ნინას დაედევნა. ნანახმა ორივე შეაძრწუნა..


Wow, ბავშვებო, ვერც წარმოიდგენთ პირველ თავზე კომენტარებმა როგორ გამახარეს, თანაც ისეთმა მომხმარებლებმა დააკომეტარეს ამ კატეგორიის ლიდერებად რომ მიმაჩნია...
როგორც ნახეთ თავიდანვე არ ვამხელ კოზირებს, თანდათან მინდა რაღაც-რაღაცები "მოგიყვეთ" და იმედია საინტერესო გამოვა თქვენთვისაც და ჩემთვისაც.
Skippy-მგონი შენ გაინტერესებდა "წითელი და შავის" წაკითხვა თუ ღირდა და მე გირჩევ რომ წაიკითხო, გენიალური ნაწარმოებია და შენი აზრი მაინტერესებს, მერე მითხარი მოგეწონება თუ არა ;)
mariaroxie-შენ ხარ ხო მე-19 საუკუნით გატაცებული? ამ მხრივ ძალიან გგავარ და აუცილებლად შემოვიყვან მოთხრობაში მე-19 საუკუნის ცნობილ წარმომადგენელს, მაგრამ ვერ დაგპირდები, რომ კომპოზიტორი იქნება, ვნახოთ, ვნახოთ..:დ
Qeti-Petrova-კი მე ვწერდი იმ მოთხრობას და არც მეგონა ვინმეს თუ ემახსოვრებოდა, ნამდვილად ყურადღებიანი და ერთგული მკითხველი ყოფილხარ კარგი მახსოვრობით <3
მეტი რაღა გითხრათ ხალხო :დ უდიდესი მადლობა და ბოდიში მაინც მაქვს პატარა თავისთვის ხო?? :დ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 924 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-06-07 Spam
dzaaaan kargiaa^^ ♥ ♥ ♥