•• Gossip Girl ••
ყველაფერი ჭორიკანას შესახებ :)) რაც გაინტერესებთ.
ბევრი ვიწვალე და ნახეთ..:)))
მანჰეტენის ელიტა და მდიდარი ახალგაზრდები.
ცხოვრების სტილი - გლამურული
პრობლემები - გრანდიოზული
როდესაც შენი ანგარიში თვის განმავლობაში იმაზე მეტი ფულით ივსება, ვიდრე დახარჯვა შეგიძლია, მშობლების დამსახურებით კი შეგიძლია საკუთარ თავს არანაირ სიამოვნებაზე არ უთხრა უარი, ხდება ის, რასაც სერიალ „ჭორიკანაში" უყურებთ.
„ჭორიკანა", იგივე Gossip Girl, ტელეკომპანია CW-ის სერიალია. მან ახალგაზრდებში, და არამარტო, უდიდესი პოპულრობა მოიპოვა.
მანჰეტენის მკვიდრთა ჩახლართული ცხოვრება, ინტრიგებით გაჯერებული საზოგადოება, დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს, მეგობრებს, თუ შეყვარებულებს შორის.
აურაცხელი გაუგებრობა, ან წინასწარ კარგად გათვლილი სიბოროტეები - „ჭორიკანა" Music Box-ს უბრუნდება.
ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით ჩვენს ეთერში ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული სერიალის ყურების საშუალება გექნებათ!
სერიალის მეხუთე სეზონი - ყველაზე სკანდალური გმირების დაძაბული პირადი ცხოვრების დეტალები!!!
Serena Van Der Woodsen (Blake Lively)
ერთ დროს მეამბოხე და თავქარიანი გოგონა ცხოვრების დალაგებას ცდილობს. ის გრძნობებში გარკვევის პროცესშია და ორ მამაკაცს შორის არჩევანი ვერ გაუკეთებია. ყველაფერთან ერთად კი სერენა ბლერ უოლდორფის საუკეთესო მეგობარია, თუმცა, ხდება გამონაკლისებიც....
Blair Waldorf (Leighton Meester)
მანჰეტენზე განთქმული Queen B, გლამაურული საზოგაოდების ნამდვილი დეფოალი. სახიფათო და ძლიერი გოგონა, რომელიც ყველასა და ყველაფერს თავის ჭკუაზე ატრიალებს.ბლერი ცდილობს თავისი ცხოვრების სიყვარული დაივიწყოს და მეგობარ მამაკაცებს ცხვირსახოცებივით იცვლის.
ამის პარალელურად კი ათას გაუგებრპობაში ეხვევა.
Dan Humphrey (Penn Badgley)
დენი მაღალ საზოგადოებაში შემთხვევით მომხვდარი ბიჭია.
ის სერენა ვან დერ ვუდსენის ყოფილი სიყვარული და ღარიბი როკერის შვილია. დენი სერილის ყველა ინტრიგის ერთერთი მონაწილეა, თუმცა, მათში თავისი ნებით არასოდეს ეხვევა.სერიალის მეოთხე სეზონში დენი დიდი ტყუილის ეპიცენტრში აღმოჩნდება.
Nate Archibald (Chace Crawford)
ნეიტი მაღალი საზოგადოების დაკომპლექსებული წარმომადგენელია.
ის საკუთარ თავში გარკვევას ცდილობს და ამის გამო ხშირად იმაზე დიდ უცნაურობაში ეხვევა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
ნეიტ არჩიბალდი უგონოდაა შეყვარებული ჯერ ბლერ უოლდორფზე, შემდეგ კი სერენა ვან დერ ვუდსენზე, თუმცა, მის ცხოვრებაში სულ სხვა ქალბატონი ჩნდება.
Jenny Humphrey (Taylor Momsen)
ბრუკლინელი ღარიბი გოგონა, დენის და, მაღალ საზოგადოებასი თავის დამკვიდრება ნებისმიერი ხერხით ცდილობს.
ის სიღარიბეს არ ეპუება და ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. თუმცა, მისი ცხოვრება დანგრევის პირას სერიალის მესსაამე სეზონის ბოლოს მიდის, როდესაც ბლერ უოლდორფს თავისდაუნებურად წინ აღუდგება და საყვარელ მამაკაცში შეეცილება.
Chuck Bass (Ed Westwick)
მილიარდერის ვაჟი ცხოვრებაში თავს არაფერზე არ ეუბნება უარს.
მისი მძიმე ხასიათის დამსახურებით ცხოვრების სიყვარულს სამუდამოდ კარგავს და ქვეყნიდან გადახვეწას ცდილობს.
ჩაკი მძარცველების მსხვერპლი ხდება და ეს ხელს უწყობს ყველა ნაცნობსა, თუ მეგობარს სამუდამოდ გამოეთხოვოს და სხვა სახელითა და გვარით განაგრძოს ცხოვრება.
Vanesaa Abrams (Jessica Szohr)
დენ ჰამფრის ყოფილი მეგობარი გოგონა ყველაფერს აკათებს, რომ საყვარელი მამაკაცის გული ისევ დაიპყროს.
ვანესა იმასაც კი ეგუება, რომ დენს, უნდა ეს თუ არა, ურთიერთობა ინტრიგან ჯორჯინასთან აქვს და მასთან იმაზე ბევრად მეტი აკავშირებს, ვიდრე სექსია.
Georgina Sparks (Michelle Trachtenberg)
ყველაზე ინტრიგანი, სახიფათო და უარყოფითი პერსონაჟია სერიალში. ის ყველას ატყუებს და მისი ნდობა არ შეიძლება.
ჯორჯინას მსხვერპლი სერიალის თითქმის ყველა გმირი თავის დროზე ხდება.
თუმცა, ის განსაკუთრებით დიდ ზიანს დენს აყენებს, როდესაც მეოთხე სეზონის დასაწყისში სახლში პრეტენზიებით მიადგება.
იმედია მოგეწონებათ:))