მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » ♔❤♔Gossip Girl ♔❤♔
4:14 AM
♔❤♔Gossip Girl ♔❤♔
Gossip Girl
ყველაფერი ფილმის შესახებ...
1.რას ეხება ფილმი
2.ეპიზოდის ფორმატი
3.გადასაღები ადგილები
4.სეზონები
532238_303129746454576_1025053984_n_large


1.რას ეხება ფილმი

ჭორიკანა( ინგლ. Gossip Girl) არის ამერიკული თინეიჯერული დრამატული სერიალი, რომელიც დაფუძნებულია სესილი ფონ ზიგესარის ამავე სახელწოდების წიგნების სერიაზე. სერიალის შემქმნელები არიან ჯოშ შვარცი და სტეფანი სეივიჯი, ხოლო პრემიერა 2007 წლის 19 სექტემბერს შედგა The CW-ზე. მისი მთხრობელი ყოვლისმცოდნე, მაგრამ ამავდროულად ყველასაგან უხილავი ბლოგერი - ჭორიკანაა, რომელსაც მსახიობი კრისტენ ბელი ახმოვანებს. სიუჟეტი კი პრივილეგირებული ახალგაზრდების ირგვლივ ვითარდება მანჰეტენის ზემო ისტ-საიდშინიუ-იორკში.

სერიალი სერენა ვან დერ ვუდსენის დაბრუნებით იწყება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში კონეტიკატის შტატში დახურულ სასწავლებელში სწავლობდა. ბლერ უოლდორფი არის სერენას დიდი ხნის მეგობარი, მაგრამ იშვიათად მეტოქეც, ისევე როგორც საშუალო სკოლის "დედოფალი". ჩაკ ბესი - ზემო ისტ-საიდის ცუდი ბიჭი, ნეიტ არჩიბალდი - ჩაკის საუკეთესო მეგობარი, დენ ჰამფრი - სერენას "ხან ბოიფრენდი" და "ხან ექს-ბოიფრენდი", ვანესა ეიბრამსი - დენის დიდი ხნის საუკეთესო მეგობარი და ჯენი ჰამფრი - დენის ამბიციური და.



2.ეპიზოდის ფორმატი

თითოეული ეპიზოდი იწყება ჭორიკანას ბლოგის სურათით, სადაც ჩანს სერენა ვან დერ ვუდსენის ფოტო საპილოტე ეპიზოდიდან. შემდეგ სერიალის იმ ამბების მოკლე მიმოხილვაა, რომელიც მიმდინარე ეპიზოდს უკავშირდება, რაც სრულდება კვლავ ბლოგის გვერდით, ოღონდ ამჟამად რომელიმე პერსონაჟის ფოტოთი და ქვემოთ იმ უახლესი ამბების ტექსტით, რომელიც ამ პერსონაჟს უკავშირდება.

მთხრობელი ჭორიკანაა, რომელსაც კრისტენ ბელი ახმოვანებს. ის ყოველთვის ამ სიტყვებით იწყებს საუბარს: "თქვენს წინაშეა ჭორიკანა. თქვენი ერთადერთი და განუმეორებელი წყარო მანჰეტენის ელიტის სკანდალურ ცხოვრებაში" (ინგლ. Gossip Girl here, your one and only source into the scandalous lives of Manhattan's elite). ამის შემდეგ იწყება სერიალის გახსნითი კრედიტი, ჩურჩულა ხმები ამბობენ: "სად იყო?" "სერენა" (ინგლ. Where has she been? Serena). შემდეგ კი კვლავ ჭორიკანა იწყებს: "და ვინ ვარ მე? ეს ერთადერთი საიდუმლოა, რომელსაც არასოდეს გავამხელ, იცი რომ გიყვარვარ. xoxo, ჭორიკანა (ინგლ. And who am I? That's one secret I'll never tell, you know you love me. xoxo, Gossip Girl). ასევე ყოველი ეპიზოდი ჩვეულებრივ მთავრდება ჭორიკანას სიტყვებით: "იცი რომ გიყვარვარ. xoxo, ჭორიკანა." (ინგლ. You know you love me. xoxo, Gossip Girl.).

xoxo არის შემოკლებული გამოსახვა სიტყვებისა "Hugs and kisses" (ჩახუტება და კოცნა).

389494_422535414461539_1068790532_n_large



3.გადასაღები ადგილები

მანჰეტენი
ბრუკლინი
სტეიტენ–აილენდი
ჰემფტონზი
ლოს–ანჯელესი
Tumblr_m4ocf3odvl1r9ayw9o1_500_large
პარიზი
293794_10152245991360057_198378854_n_large


4.სეზონები
532238_303129746454576_1025053984_n_large

პირველი სეზონი: 2007-08 

პირველი სეზონი 2007 წლის 19 სექტემბერს დაიწყო და 2008 წლის 19 მაისს დასრულდა. დაგეგმილი იყო 22 სერიის გადაღება, მაგრამ სცენარისტების 2007-2008 წლების გაფიცვების გამო პირველ სეზონში, რომელიც 3.5 მილიონიანი მაყურებლით დაიწყო და 3 მილიონით დასრულდა, სულ 18 სერია შევიდა. მიუხედავად იმისა რომ რეიტინგი დაბალი იყო, არხმა განაახლა სერიალი მეორე სეზონისათვის, რაც ძირითადად დაფუძნებული იყო 18-დან 34 წლამდე მაყურებელთა შორის პოპულარობაზე.

პირველი სეზონი უმეტესწილად ყურადღებას უთმობს ზემო ისტ-საიდში სერენას მოულოდნელ დაბრუნებას და კვალდაკვალ მიჰყვება მისი უცნაური გაუჩინარების მიზეზებს. საწყის ეტაპზე, სერენას წასვლის მიზეზად თვლება მისი ერთღამიანი ურთიერთობა თავისი საუკეთესო მეგობრის, ბლერ უოლდორფის ბოიფრენდთან - ნეიტ არჩიბალდთან. სეზონის ბოლო ეტაპზე კი სერენას ყოფილი მეგობარი - მოხერხებული და ცბიერი ჯორჯინა სპარკსი ჩამოდის ნიუ-იორკში და ამტკიცებს, რომ ის ღამე, როცა სერენა ნეიტთან იწვა, იქვე არ დასრულებულა - მაშინ ის ჯორჯინას ბინაში მივიდა და მის ხელში ახალგაზრდა ბიჭი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ გარდაიცვალა, ამასობაში კი ყველაფერი ვიდეოკასეტაზე იწერებოდა. პირველი სეზონი ასევე გვიყვება სერენას ურთიერთობას აუტსაიდერ დენ ჰამფრისთან, ბლერის ურთიერთობას ნეიტთან და ასევე მის რომანს ჩაკთან, სერენას დედისა და დენის მამის მოკლე რომანტიკულ პერიოდს, ბლერისა და ჯენის "მენტორ-პროტეჟე ურთიერთობასა" და დენის ყოფილი საუკეთესო მეგობრის - ვანესა ეიბრამსის დაბრუნებას. სეზონი მთავრდება სერენას საიდუმლოების გამომჟღავნებითა და ევროპაში სამოგზაუროდ წასვლამდე ჩაკის მიერ ბლერის მიტოვებით.

Gossip-girl-gossip-girl-2024112-1024-768_large



მეორე სეზონი: 2008-09

მეორე სეზონში 25 ეპიზოდი შევიდა და პრემიერა ბევრი სხვა სერიალებისაგან განსხვავებით უფრო ადრე, ზაფხულის დასასრულს - 2008 წლის 1 სექტემბერს შედგა და2009 წლის 25 მაისს დასრულდა. ამ სეზონის პრემიერას თვალს 3.43 მილიონი მაყურებელი ადევნებდა, ხოლო დასასრულს კი 2.23 მილიონი - უფრო ცოტა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ერთ-ერთი საფინალო ეპიზოდი სახელწოდებით "Valley Girls" წარმოადგენდა სერიალის ეგრეთწოდებულ სპინ-ოფს, რომელშიც მოქმედება 1983წელს ხდებოდა და აღწერდა ერთ-ერთი გმირის - ლილი ვან დერ ვუდსენის თინეიჯერობის წლებს.

მეორე სეზონი ძირითადად აღწერს მთავარი გმირების საშუალო სკოლის ბოლო წელს, კოლეჯში მოხვედრის შესაძლებლობებს, მათ ახალ-ახალ ურთიერთობებსა და ჭორიკანასთან ბოლო შეხვედრას. პირველი რამდენიმე ეპიზოდი გვიჩვენებს საზაფხულო არდადეგების დასკვნით პერიოდს, სკოლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. ჭორიკანას როლი ოდნავ შემცირებულია, ის აგრძელებს თავისი ბლოგის მართვას, თუმცა ძირითად ინფორმაციას თავისთვის ინახავს და ბოლო ეპიზოდში აქვეყნებს, როგორც უკანასკნელ აფეთქებას, როდესაც სერენა ცდილობს აღმოაჩინოს თუ ვინაა ჭორიკანა, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს არკვევს. ამ სეზონის მთავარი იდუმალება არის სერენას ურთიერთობა პოპი ლიფტონთან - სოციალური ელიტის წარმომადგენელთან, რომელიც ცდილობს, რომ სერენასა და მის მეგობრებისაგან ფული მოიპაროს, რაც საბოლოოდ ჯორჯინა სპარკსის დაბრუნების მიზეზი ხდება, რომელიც ამტკიცებს, რომ შეიცვალა, თუმცა ბოლოს ბლერზე შურისძიებას გადაწყვეტს.

მეორე სეზონი ასევე ყურადღებას უთმობს ბლერსა და ჩაკს. თავიდან ისინი უარყოფენ თავიანთ გრძნობებს, რასაც ერთმანეთის მიმართ განიცდიან, გადიან არეულ-დარეული გეგმებისა და მანიპულაციების გზას. მას შემდეგ კი, რაც ყველა თამაში დასრულებულია, ისინი საბოლოოდ ეუბნებიან ერთმანეთს: "მიყვარხარ". სიუჟეტი ასევე შეიცავს ბლერიც უამრავ ცდას, რომ მოხვდეს იელის უნივერსიტეტში, ბარტ ბესის სიკვდილს, რომელიც ჩაკზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს, დენის აუტსაიდერობიდან ინსაიდერობაში გადანაცვლებასა და მის ურთიერთობას პედაგოგ რეიჩელ კართან, დენთან დაშორების შემდეგ სერენას სხვა ურთიერთობებეს, ჯენის კარიერულ მიღწევებს მოდის სფეროში და მის "აჯანყებებს", რაც საბოლოოდ სკოლის ახალი დედოფლის ტიტულს ანიჭებს, ნეიტის მეგობრობის დასასრულს ჩაკთან და დასაწყისს დენთან, ასევე ნეიტის ოჯახის პრობლემებს, რომელიც იზრდება და გავლენას ახდენს მის ახალ ურთიერთობაზე ვენესასთან, ბარტ ბესის გარდაცვალების შემდეგ რუფუსისა და ლილის ურთიერთობებს, მათ ნიშნობასა და იმ ფაქტის გამომჟღავნებას, რომ მათ ვაჟიშვილი ჰყავთ.

Tumblr_m2697trcon1qhyy0no1_500_large



მესამე სეზონი: 2009-10

Tumblr_mcs8tdbeie1rk8pnio1_500_large

მესამე სეზონი, რომელშიც 22 ეპიზოდი შევიდა, 2009 წლის 14 სექტემბერს დაიწყო და 2010 წლის 17 მაისს დასრულდა. პრემიერას თვალს 2.55 მილიონი მაყურებელი ადევნებდა, ხოლო დასასრულს კი 1.98 მილიონი, უფრო მცირე ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მესამე სეზონი ყურადღებას ამახვილებს დენზე, ბლერსა და ვანესაზე, როცა ისინი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ირიცხებიან და მათთან ერთად კინოვარსკვლავი ოლივია ბერკიც სწავლობს, რომელთანაც დენი იწყებს შეხვედრებს და რომლის როლსაც ჰილარი დაფი ასრულებს. ნეიტი კოლუმბიის უნივერსიტეტში ირიცხება, ხოლო სერენა სწავლისაგან ერთწლიან შესვენებას იღებს, ჯენი საბოლოოდ ხდება სკოლის დედოფალი და ჩაკი ბესების საგვარეულო კომპანიას მართავს თავის დედობილ ლილი ვან დერ ვუდსენთან ერთად. პირველი რამდენიმე ეპიზოდი ზაფხულის არდადეგების იმ პერიოდს აღწერს, რომელიც უნივერსიტეტისა და სკოლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრეა. ჭორიკანას როლი სეზონის განმავლობაში შედარებით შემცირებულია.

ამ სეზონში ბევრი მოწვეული მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის ჯოანა გარსია ნეიტის სასიყვარულო ინტერესის - ბრი ბაკლის როლში, ამერიკის მომდევნო ტოპ-მოდელის შემქმნელი ტაირა ბენკსი მსახიობ ურსულა ნაიქუისტის როლში, უილიამ ბოლდუინი სერენასა და ერიკის მამის, ლილის ექს-მეუღლისა და რუფუსის დიდი ხნის მეტოქის - უილიამ ვან დერ ვუდსენის როლში. ასევე იყო ეგრედწოდებული ქამეოები ლედი გაგასტორი ბერჩისჯიმი ფელონისჯორჯინა ჩეპმენისა და ჯგუფების Sonic Youth-ისა და Plastiscines-ის მიერ.

სეზონის მეცხრე ეპიზოდმა აღსანიშნავი რაოდენობით დავა გამოიწვია. მშობელთა ჯგუფები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ CW-ს არ გაეშვა ეპიზოდი, რომელიც შეიცავდა სექსუალური ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმას - სამეულს. CW-მ იგნორირება გაუკეთა ამ მოთხოვნებს და გამოაცხადა, რომ ეპიზოდი გავიდოდა ეთერში, როგორც დაგეგმილი იყო.

რობერტ ჯონ ბერკი, რომელიც ჩაკის მამის - ბარტ ბესის როლს თამაშობდა, გამოჩნდა დეკემბრის ერთ-ერთ ეპიზოდში, ხოლო დესმონდ ჰერინგტონი დაბრუნდა ჩაკის ბიძის - ჯეკ ბესის როლში მთავარი სიუჟეტური ხაზით, რომელიც სეზონის ბოლოს მთელ ზემო ისტ-საიდერებს ეხებათ, გავლენას ახდენს ჩაკისა და ბლერის ურთიერთობაზე და ტრიალებს თავად ჯეკისა და ჩაკის გაუცხოებული დედის - ეველინ ბეს ფიშერის გარშემო, რომელსაც ჯეკთან ერთად გეგმა აქვს, რომ დიდი სასტუმრო მიითვისონ და რომლის როლსაც მსახიობი ლაურა ჰერინგი ასრულებს. საბოლოოდ ჩაკმა ეს სასტუმრო უნდა დათმოს, რადგან ჭორები, რომელიც თანამშრომლებთან მის სექსუალურ ურთიერთობებს ეხება, თავისი ბიძის შეთხზულია.

ასევე მესამე სეზონი დიდ ყურადღებას უთმობს ჯენი ჰამფრის ცხოვრების ცვლას. ის დიდ დროს ატარებს მისი ძმობილისა და მეგობრის - ერიკ ვან დერ ვუდსენის მოშორებით და დასდევს ნეიტს, რომელიც სერენაზე ფიქრობს.

644139_427894083945180_1164422943_n_large


იმედია მოგეწონათ სიახლეე..
მართლა ბევრი ვიწვალეე..Tumblr_md8rx8ng4r1rq0cqvo1_500_large

XOXO With Ours
Mari_Miley
Tumblr_m8y30qdne71rbrhvpo1_500_large

კატეგორია: ╚►ფილმები | ნანახია: 788 | დაამატა: mari_miley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-11-12 Spam
როგორ მიყვარს ეს სერიალი <3 მაგრამ მეოთხე სეზონზე ვარ გაჩერებული საუკუნეა ;დ მეზარე ახოლმე ყურება