Camenzind Evolution–ის მიერ დიზაინირებული, არქიტექტურული ოფისები
მდებარეობს ციურიხსა და ბერლინში. ამჯერად, კი Camenzind Evolution–ის,
Setter Architects–ისა და სტუდია – Yaron Tal–ის ერთობლივი კოლაბორაციით,
ისრაელში, კერძოდ თელავივში გაიხსნა – Google–ის ფრიად ორიგინალური ოფისი,
რომელიც 7 სართულს მოიცავს და რომლის საერთო ფართიც 85 000 კვ. ფუტს
შეადგენს.
Google–ის ინოვაციური ოფისები საოცნებო სასტუმროს უფრო ჰგავს, ვიდრე
ტრადიციულ, სამუშაო კაბინეტებს, თუმცა ნიჭიერ დიზაინერთა გათვლით სწორედ
ამგვარი ატმოსფერო ესაჭიროება მომსახურე პერსონალს. თვალი გადაავლეთ
ფოტომასალას და თავად განსაჯეთ!
|