მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 17 » google
9:27 PM
google
რას ეძებდნენ ადამიანები 2012 წელს ყველაზე ხშირად Google-ში

ამერიკულმა კომპანია Google-მა 2012 წლის შეჯამება ტრადიციულად, ყველაზე პოპულარული ისტორიების სიის გამოქვეყნებით დაიწყო. კომპანიამ, პროექტ Zeitgeist-ის (რაც ქართულად ”დროის სულს” ნიშნავს) ფარგლებში იმ მოვლენათა სია გამოაქვეყნა, რომელსაც ინტერნეტ-მომხმარებლები 2012 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ”გუგლავდნენ”. 

კორპორაციის შიდა სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს Google-ის საძიებო სისტემის მომხმარებლებმა, 1.2 ტრილიონი საძიებო ოპერაცია, მსოფლიოს 146 ენაზე ჩაატარეს. კომპანიამ ანალიზი 55 ქვეყნის მონაცემს გაუკეთა. შედეგების ხილვა ყველა მსურველს Zeitgeist-ის საიტზე შეუძლია. საიტზე განთავსებული შედეგები შესაბამის კატეგორიებშია მოთავსებული. 

აღმოჩდა, ყველაზე ხშირად ინტერნეტ-მომხმარებლები მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეძებდნენ. საძიებო ოპერაციები ამ თემასთან დაკავშირებით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული იყო. გარდა ამისა, ჰიუსტონის გარდაცვალება საიტის ერთდროულად სამ გლობალურ კატეგორიაში : ”ძიება”, ”ადამიანები” და ”მსახიობები” მოხვდა. 

მეორე ადგილი გლობალურ რეიტინგში PSY Gangam Style-მა დაიკავა. გარდა Google-ის რეიტინგისა, კორეელმა რეპერმა და მისმა სიმღერამ YouTube-ის რეკორდი მოხსნეს. Gangam Style ვიდეოჰოსტინგის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ვიდეორგოლი გახდა. როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრიტანული ჯგუფი One Direction, რომელიც ხუთი ახალგაზრდა ბიჭისგან შედგება. ლიდერთა სამეული ქარიშხალმა სენდიმ დაასრულა. 

ღონისძიებათა კატეგორიაში პირველი ორი ადგილი ლონდონის ოლიმპიადას და ევრო-2012-ს დაეთმო. მესამე ადგილი ”ევროვიზიას” ერგო. 

2012 წლის ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენებში მოხვდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, რომნისა და ობამას დებატები და ფელიქს ბაუმგარტნერის ნახტომი კოსმოსიდან.


დაამოწმა: SmilerMegi
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 674 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-12-20 Spam
Salo-Smiler Smiler, მეც ზუსტად მასე :დ