მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » გოლიათი და წრიპა
3:19 PM
გოლიათი და წრიპა

ჯანრი ბალავინგი, რომელიც ჯდომისას წყლის ბოთლზე ცოტათი მაღალია, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
მან დაისაკუთრა ტიტული– მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი. მისი სიმაღლე დაახლოებით 55 სმ-ია. ცხოვრობს ზამბოანგა დელ ნორტეში, ფილიპინებში. ასაკით 18 წლისაა, მაგრამ ფიზიკურად 1 წლის ბავშვს უფრო ჰგავს.
ჯანრი ივნისში 18 წლის გახდა და შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. სწორედ მაშინ მოხდა მისი შემოწმება გინესის წიგნის წარმომადგენლების მიერ. ის ასევე არის ისტორიაში ყველაზე დაბალი ადამიანი. აქამდე ეს მაჩვენებელი იყო 57 სმ, ინდოელი გალ მოჰამედის (1957–1997) შემთხვევაში.

ჯანრი ფეხზე მყარად დადგომასა და სიარულს ცდილობს, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით გამოსდის. რეკორდსმენად გახდომას დიდი იმედით ელოდებოდა: "თუკი მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადამიანად მაღიარებენ, ძალიან მაგარი (cool) გავხდები.” ასევე, როცა დედა ეუბნება, რომ ყველაზე პატარა ადამიანია, ამაყი ღიმილი ეფინება სახეზე.
როცა ბავშვი ორი წლის გახდა, მიხვდნენ, რომ რაღაც ისე ვერ იყო, თუმცა ექიმებმა დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ის ხშირად ავადმყოფობდა და სიმაღლე არ ემატებოდა. 12 წლის ასაკში კიდევ ერთხელ მიიყვანეს ექიმთან. ექიმის რჩევა იყო, ვიტამინები მიეღო რეგულარულად, რაც ოჯახმა ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა.

ოჯახი ფილიპინების მიყრუებულ მხარეში ცხოვრობს. უახლოესი ქალაქი 1 საათის სავალი მანძილითაა დაშორებული, დედაქალაქამდე კი 900 კმ-ზე მეტია. ბიჭის მამა, 37 წლის რეინალდო ქალაქის ცენტრში მუშაობს მჭედლად. საგზაო პრობლემების გამო სახლში მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდება.
იმ დროს, როცა ჯანრის და-ძმები – 13 წლის ჯეისელი, 11 წლის ჯეი-არტი და 6 წლის ჯინრიჩი – სკოლაში მიდიან, ჯანრი მთელ დღეს სახლში ატარებს. მისი დედა, 35 წლის კონსეფსიონი ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მუშაობაზე უარი თქვა, ჯანრია. მას მიხედვა სჭირდება ყოველ წუთს, რათა რამე არ დაუშავდეს. ის გადაადგილებას მხოლოდ სხვისი დახმარებით ახერხებს, მაგრამ მცირე ხნით, რადგან საშინელი ტკივილები ეწყება.

ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოში გახლავთ ლეონიდ სტადნიკი. ამ 37 წლის უკრაინელი მოქალაქის სიმაღლე 2 მეტრი და 57 სანტიმეტია. შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში. ის 21 სანტიმეტრით მაღალია წინა რეკორდსმენზე,ჩინელ ბაო სიშუნიაზე. ცნობილია,რომ სტადნიკმა გაზრდა დაიწყო 14 წლის ასაკიდან,როდესაც მას ნეიროქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 776 | დაამატა: elizabeth05 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-12-16 Spam
kai siaxleaaa <3